ნატო-ს კოალიციური ჯარების მხედართმთავრმა საქართველოს პრემიერ–მინისტრს მიუსამძიმრა

პოლიტიკა

ნატო-ს კოალიციური ჯარების მხედართმთავრმა საქართველოს პრემიერ–მინისტრს მიუსამძიმრა

2013 ივნ 7 13:41:51
გენერალმა ბიძინა ივანიშვილს სამძიმარი გამოუცხადა და მწუხარება გამოთქვა ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს დაღუპული ქართველი სამხედროების გამო. ნატო-ს კოალიციური ჯარების მხედართმთავრმა მზადყოფნა გამოთქვა, მაქსიმალურად დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას, რათა ღირსეული პატივი მიეგოს ქართველი გმირების ხსოვნას. მისივე თქმით, ყურადღება არ მოაკლდებათ დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთაც გაეწევათ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება. მხარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ განუსაზღვრელად დიდია საქართველოს როლი საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში.

 




 ახალი ამბები
  • ზურაბ ნასარაიამ რეგიონის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა (R)გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ლანჩხუთში, ოზურგეთში და ჩოხატაურში, ახალი სასწავლო წლის დაწყება საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცეს. მხარის რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ თითოეულ მათგანს წარმატება უსურვა. „ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ ჩვენი რეგიონის მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, მშობლებს. განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს პირველკლასელებს და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა აღსაზრდელებს. ვუსურვებ წარმატებებს და ნათელ მომავალს. მიმდინარე წელს, გურიის რეგიონში, სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 35 საჯარო სკოლას. განახლდა საკლასო ოთახები, სველი წერტილები და სპორტული დარბაზები.2018-19 წლებში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობისთვის დაიხარჯა 2 220 000 ლარი. ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება, რადგან ჩვენი სახელმწიფოსთვის განათლება და მისი ხელმისაწვდომობა პრიორიტეტულია,“- აღნიშნა მან. ... ...
  • კიბო განაჩენი არაა! _ „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ იუბილე ჩოხატაურშიჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში „გამარჯვეულ ქალთა კლუბის“ ჩოხატაურის ორგანიზაციის დაარსების ერთი წლის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა. საღამომ, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან კიბოს დიაგნოზზე გამარჯვებული ქალბატონები იმყოფებოდნენ, სასიამოვნო ვითარებაში ჩაიარა. იუბილეს ესწრებოდა "გამარჯვებულ ქალთა კლუბის" დამფუძნებელი თინა ბერუჩაშვილი და ლანჩხუთის კლუბის ხელმძღვანელი მზია კვირკველია. „დროული დიაგნოსტირებისა და მკურნალობის შემთხვევაში, არც ერთმა ქალმა არ უნდა ჩათვალოს, რომ ეს არის სიცოცხლის დამარცხება. ჩვენ ჩვეულებრივად ვაგრძელებთ ცხოვრებას, სრულფასოვანი ადამიანები ვართ. ჩვენი მაგალითით შეიძლება ვთქვათ, რომ ეს დაავადება 21-ე საუკუნეში განაჩენი არ არის“, – თქვა მზია კვირკველიამ.  მისი აზრით, ასევე, აუცილებელია იმ ქალბატონებმა, რომლებმაც გაიარეს ეს გზა, საზოგადოებას მოუყვნენ პირადი ისტორიები კიბოს დამარცხების შესახებ. „ეს არ არის პირადი ცხოვრება. ეს არის ბრძოლა და თუ ამაზე ბევრი არ ვილაპარაკეთ, შედეგი არ გვექნება“, – ამბობს დიაგნოზზე უკვე გამარჯვებული ქალბატონი. საღამო კულტურის გაერთიანების ორგანიზებით ჩატარდა, მხარდამჭერები კი იყვნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა, რისთვისაც მადლობა გადაუხადა მათ კლუბის დამფუძნებელმა თინა ბერუჩაშვილმა. _ ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩოხატაურში დაარსების დღიდან კლუბს აქტიურად უდგანან გვერდით მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონებს: ზაალ მამალაძეს და ირაკლი კუჭავას, _ აღნიშნა თინა ბერუჩაშვილმა და იმ მიზეზებზე ისაუბრა, რამაც კლუბის ჩამოყალიბება ... ...
  • გია ვოლსკი: პარლამენტი "ევროპული საქართველოს" მავნე ინიციატივას მხარს არ დაუჭერს_  „ევროპული საქართველოს“ მხრიდან დღემდე არ წყდება ქვეყნისა და ხალხისთვის ზიანის მომტანი უკიდურესად სარისკო აქტივობების ინიცირება. მათი მიზანია, დანაშაულებრივი შეცდომები გადაფარონ, ხოლო ოკუპაციის ფასი გადაიხადოს არა რუსეთმა, არამედ ქართველმა ხალხმა, საქართველომ, _ ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა  გია ვოლსკიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც  „ევროპული საქართველოს“ დადგენილების იმ პროექტზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციას ეხება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით,  პარლამენტი „ევროპული საქართველოს“ მავნე ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. „საქართველოს გამთლიანება, რუსული ოკუპაციის დაძლევა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური არჩევანის რეალიზაცია ქვეყნის მხოლოდ მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარებით არის შესაძლებელი. გაცხადებული საგარეო პოლიტიკა, მისი რეალიზაციის შედეგები თვალსაჩინო და ხელშესახებია. იგულისხმება ურთიერთობები ნატო-სთან, ამერიკასთან, ევროპასთან, ევროკავშირთან და ყველა ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან. თვალსაჩინოდ მეტია მიღებული რეზოლუციები და მხარდამჭერი აქტები საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით. საქართველოს ხელისუფლება ამ არჩევანის ერთგული იყო და მომავალშიც დარჩება, პრინციპული პასუხისმგებლიანი და თანმიმდევრული პოლიტიკის მომხრე. ერთ დროს, „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა განშტოების მხრიდან, იგულისხმება „ევროპული საქართველო“, დღემდე არ წყდება ქვეყნისა და ხალხისთვის ზიანის მომტანი უკიდურესად სარისკო აქტივობების ინიცირება. მათი მიზანია, დანაშაულებრივი შეცდომები გადაფარონ, ხოლო ოკუპაციის ფასი გადაიხადოს არა რუსეთმა, არამედ ქართველმა ხალხმა, საქართველომ. ხელისუფლებაში ყოფნის დროს მათ არაერთხელ მოახერხეს და ქვეყანას დაატეხეს ჯერ ეკონომიკური სანქციები, შემდეგ კი, საქართველოში რუსეთის ჯარს შემოუძღვნენ. არ შეიძლება, სხვა ახსნა ჰქონდეს იმ ინიციატივას, რომელიც ფორმით თითქოს რუსეთისთვის პრობლემების შექმნას გულისხმობს, რეალურად, რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის მძიმე ეკონომიკური სანქციების გარანტირებულად დაწესებისთვის არის გამიზნული. შეუძლებელია, ეს არ ესმოდეთ ინიციატორებს, რადგან ესმით, ე.ი. ამ შედეგების გამოწვევა სურთ. საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას არ სჭირდება კარნახი, როგორ და რა გზით უზრუნველყოს ეროვნული ინტერესების დაცვა. სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში იქნა მიღწეული არა მყვირალა და პიარეფექტზე გათვლილი, არამედ რეალურად ხელშესახები პროგრესი ამ რთულ და წინააღმდეგობებით აღსავსე გზაზე, ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამ კურსიდან გადახვევას არ ვაპირებთ. შესაბამისად, „ევროპული საქართველოს“ მავნე ინიციატივას პარლამენტი მხარს არ დაუჭერს – საქართველოსა და ქართველი ხალხის, განსაკუთრებით, ქვეყნის გარეთ მცხოვრები ასობით ათასი თანამოქალაქის დასჯის შესახებ“, _ განაცხადა ვოლსკიმ. „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დადგენილების პროექტის განხილვა დღეს, ევროინტერგაციის კომიტეტის სხდომაზე იგეგმება. პროექტის არსს შემდეგი სამი პუნქტი წარმოადგენს, კერძოდ: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანას და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნებში; ასევე, ევროპის კავშირის და აშშ-ის მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შეტანას; აგრეთვე, ევროპის კავშირმა და აშშ-მა სანქციების შემოღებას ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ... ...
  • ახალი სასწავლო წელი და "წარმატების წიგნი"ახალი სასწავლო წლის დაწყება დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში იზეიმეს. ქალაქ ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლაში 89 პირველკლასელი მივიდა. აქ საზეიმო შეხვედრაზე მოვიდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კოტე შარაშენიძე და  ოზურგეთის სასკოლო რესურსცენტრის უფროსი ლელა იმედაშვილი.  როგორც მათ, ისე სკოლაში მოსულ უამრავ მოსწავლესა და მშობელს, სკოლის დირექტორი  ფატი სიორიძე მიესალმა: _ ჩვენი მარად ბებერი და მარად ახალგაზრდა სკოლა მუდამ მოწინავე პოზიციაზეა. ეს ყველამ კარგად იცით.  გილოცავთ და ულევ წარმატებას გისურვებთ. განსაკუთრებით მივესალმები 89 პირვლკლასელს, რომლებმაც დღეს პირველად შემოაღეს სკოლის კარი. მინდა გითხრათ ასევე, რომ ამ ახალი სასწავლო წლიდან ჩვენს სკოლაში ამოქმედდება სიახლე _  ეს არის „წარმატების წიგნი“, რომელიც სკოლის საპატიო კუთხეში დაიდება და ყველა მშობელს, ჩვენს ყველა სტუმარს შეეძლება მასში  ჩაწეროს საკუთარი შთაბეჭდილება, თავისი აზრი, _ თქვა ფატი სიორიძემ. ახალი სასწავლო წელი მიულოცა მოსწავლეებსა და მშობლებს ლელა იმედაშვილმა: _ განსაკუთრებით მოგესალმებით ახალბედა პედაგოგებს. ჩვენ მალე გვექნება შეხვედრა და იქ უფრო ახლო საუბარი, _ მიმართა მათ ლელა იმედაშვილმა. მუნიციპალიტეტის მერმა კოტე შარაშენიძემ კი თავის მილოცვაში აღნიშნა,  რომ ამ ახალ სასწავლო წელს მეორე სკოლა საკადრისად ვერ შეხვდა. _ ქალბატონო ფატი, ცოტა რაღაცეების კეთებას სჯობს, ერთი კარგი პროექტი შევიძინოთ და მოვახდინოთ სკოლის სრული რეაბილიტაცია. მე ვეცდები, ეს ჩემი საარჩევნო ვადის გასვლამდე მოვახერხო, _ უთხრა მან სკოლის დირექტორს. საზეიმო შეხვედრის შემდეგ საკლასო ოთახებში პირველკლასელები გააცილეს, რომლებსაც წარმატებული სწავლა და ბედნიერი მოსწავლეობის დღეები ... ...
  • საქსტატი: აგვისტოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდასტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის აგვისტოში, ივლისთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა. ივლისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 187.2 ლარი შეადგინა. აგვისტოში კი, ეს მაჩვენებელი 2 ლარით გაიზარდა და 189.2 ლარზე დაფიქსირდა. ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, ივლისთან შედარებით, აგვისტოში 1 ლარითა და 70 თეთრითაა გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 167.5 ლარს შეადგენს. საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი მაისში 317.3 ლარზე დაფიქსირდა. რაც შეეხება საარსებო მინიმუმს სულადობის მიხედვით, ივლისთან შედარებით აგვისტოში ზრდა აღინიშნება: ერთსულიან ოჯახზე თანხა 167.5 ლარით განისაზღვრა, ორსულიანზე – 268.1 ლარით, სამსულიანზე – 301.6 ლარით, ოთხსულიანზე – 335.1 ლარით, ხუთსულიანზე – 377.0 ლარით, ექვსსულიანიდა მეტი – 445.7 ლარი. სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. თავის მხრივ, მინიმალური სასურსათო კალათა შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...