"კოლექტიური რამაზი" მხოლოდ შეცვლილი სახელებით _ "ეს ფილმი ნანახი მაქვს!"

პოლიტიკა

"კოლექტიური რამაზი" მხოლოდ შეცვლილი სახელებით _ "ეს ფილმი ნანახი მაქვს!"

16 ივნ. 2013, 20:24:21
მიპატიჟების მიუხედავად, ამ შეხვედრას არ ესწრებოდა კოალიცია " ქართული ოცნების" წარმომადგენელი, რესპუბლიკური პარტიის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ტიფო მიქატაძე.

როგორც ის თავად აცხადებს "გურია ნიუსთან" საუბარში, ამის მიზეზი ჰქონდა. მისი აზრით, "ზვიად კვაჭანტირაძეს კოალიციურად გადაწყვეტილებების მიღების არც სურვილი და არც უნარი არ აღმოაჩნდა". მისივე თქმით, ნაციონალური მმართველობის სტილი, რომელიც რამაზ ნიკოლაიშვილის სახით იყო წარმოდგენილი, "კოლექტიური რამაზით" ჩანაცვლდა.

_ მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროდან შეხვედრაზე მიმიპატიჟეს, მაგრამ არ დავესწარი შემდეგი მოსაზრების გამო: ჩემსა და დეპუტატს შორის ურთიერთობას, ბოლო წელია, განვიხილავ, უპირველეს ყოვლისა, მაჟორიტარი დეპუტატისა და კოალიციის წევრი პარტიის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის ურთიერთობის სიბრტყეში; მით უმეტეს, როცა ეს ოფიციალურ შეხვედრებს, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებს ეხება. ჩვენს, როგორც პიროვნებებს, მეზობლებსა და ჯგუფელებს შორის ურთიერთობისთვის სხვა სივრცე არსებობს. მე, პოლიტიკური პოზიციების თანხვედრისა და განსხვავების მიხედვით არ ვიცვლი ადამიანების მიმართ გულწრფელ დამოკიდებულებებს. ჩავთვალე, რომ დეპუტატის საზოგადოებრივი დარბაზის შეხვედრაზე მიწვეული ვიყავი, უპირველეს ყოვლისა, როგორც რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელი. შესაბამისად, ამ სტატუსის მქონემ, ჩემი დამოკიდებულება გამოვხატე დეპუტატისა და ამ ღონისძიების მიმართ.

შევეცდები ავხსნა: მას შემდეგ, რაც ზვიად კვაჭანტირაძე დეპუტატი გახდა, (8 თვე გავიდა), ჩვენს შორის არ ყოფილა არცერთი შეხვედრა არანაირ ფორმატში კოალიციისა და ოზურგეთის თემებზე სასაუბროდ. ზოგადად, მე არ ვარ მომხრე, რომ დეპუტატი კოალიციაში შემავალი პარტიების ურთიერთობაში ერეოდეს ( მას მისი საქმე, ადგილი და კომპეტენცია აქვს), მაგრამ არჩევნების შემდეგ, ის ვალდებული იყო ეზრუნა პარტიებს შორის ურთიერთობის გარკვეული წესების (ე.წ. "თამაშის წესების") ჩამოყალიბებაზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოსალოდნელი ცვლილებების წინ. ხაზს ვუსვამ, ეს მაშინ არა თუ გამართლებული იყო, არამედ მეტიც, იგი ვალდებული იყო ასე მოქცეულიყო, თუკი მას კოალიციის არსებობა და შენარჩუნება აინტერესებდა. ეს არ მოხდა _ ზვიად კვაჭანტირაძეს კოალიციურად გადაწყვეტილებების მიღების არც სურვილი და არც უნარი არ აღმოაჩნდა. შესაბამისად, არც იყო შემთხვევითი, რომ ჩემი დაჟინებული მოთხოვნით შემდგარი ერთადერთი შეხვედრა, რომელზეც ვცდილობდი კოალიციურად მუშაობის პრეცედენტის შექმნას, მისი და პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხელმძღვანელების მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ ფორმალურ მოჩვენებით ხასიათს ატარებდა, ემსახურებოდა " ბოლის გამოშვებას" და არა პარტნიორობის რეალურ სურვილს.

მიზეზი მარტივია _ არჩევნებიდან ძალიან მოკლე დროში, პარტია "ქართულ ოცნებაში" და მათ ადგილობრივ ლიდერებში გაჩნდა ამბიცია, რომ მიღწეული გამარჯვება მხოლოდ და მხოლოდ ერთი პარტიის დამსახურება იყო და მათ მოიპოვეს (უფრო ზუსტად, მიითვისეს) გადაწყვეტილებების მიღების ექსკლუზიური უფლება. ამ ამბიციის გაძლიერება, უფრო მოგვიანებით, " ნაციონალური" ავადმყოფობის სიმპტომებში გადაიზარდა, რაც "მმართველი პარტიის" სახელისუფლებო პარტიად ქცევად გულისხმობს. სიმპტომები კი ნაცნობია: წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და რესურსების სრული კონტროლი ერთი ჯგუფის ხელში, დანარჩენებს ( თუნდაც კოალიციაში შემავალი პარტების წარმომადგენლებს) კი "ნარჩენები" _ თუ კი ასეთი დარჩა!

შედეგად მივიღეთ ისევ და ისევ მმართველობისა და გადაწყვეტილებების მიღების "ნაციონალური მოძრაობისთვის" დამახსიათებელი ტექნოლოგია _ "რამაზი" თუ "კოლექტიური რამაზი-რამზესი", მხოლოდ სახელითა და გვარებით შეცვლილი. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ სისტემაში არც თუ უმნიშვნელო როლს ასრულებენ სწორედ "რამაზისეული" კადრები _ " ქართულ ოცნებაში" პორტირებული ყოფილი " ნაციონალები".

ჯერ კიდევ 4 თვის წინ საჯაროდ ვამბობდი, რომ კოალიციური თანამშრომლობის ფორმატის არქონა აქამდე მიგვიყვანდა. რადგან ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა თავიდანვე არ თუ ვერ შეძლო ამ ფორმატთან შეგუება, ის ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას არსებული, არაჯანსაღი მდგომარეობის შექმნა-ჩამოყალიბების გამო.

ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია ზემოთ ხსენებული მიდგომები და დამოკიდებულებები. თუკი დეპუტატი არ აფასებს და არ ითვალისწინებს ჩვენს ინტერესებს (ვფიქრობ, რომ ჩვენი მოსაზრებები, შეფასებები, ინტერესები ემთხვევა და გამოხატავს ოზურგეთის საზოგადოების დიდი ნაწილის განწყობებს) ჩვენც არ და ვერ დავფარავთ ჩვენს დამოკიდებულებებს მისი როლის, ქცევისა და საქმიანობის მიმართ. და რადგან მე პირადად ეს უკვე შეფასებული და გაანალიზებული მაქვს, გამოგიტყდებით, ინტერესი არ მქონდა დეპუტატის საზოგადოებრივ დარბაზთან შეხვედრას დავსწრებოდი; როგორც იტყვიან, "მე ეს ფილმი უკვე ნანახი მქონდა!"

ჩვენი პარტიის წევრებმა, თანამოაზრეებმა, ინდივიდუალურად, პირადად მიიღეს გადაწყვეტილება შეხვედრაზე დასწრება-არ დასწრების შესახებ.

ვფიქრობ, მოსალოდნელი საპრეზიდენტო არჩევნები ( სადაც კვლავ კოალიციურ შტაბებში მოგვიწევს საქმიანობა), ასევე დეპუტატების საქმიანობის გარკვეული რევიზია, რომელიც უკვე დაიწყო, როგორ საზოგადოების, ასევე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან, აიძულებს მაჟორიტარ დეპუტატებს ( მათ შორის, ოზურგეთშიც) და " ქართული ოცნების" ადგილობრივ ლიდერებს, გადაწყვეტილებების მიმღებთ, გადახედონ პოზიციებს და გააჯანსაღონ დამოკიდებულებები, როგორც კოალიციის შიგნით ისე, საზოგადოებასთან. ჩვენ მზად ვიყავით და ვართ, კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის, კვლავ დავიცავთ საზოგადოებრივ ინტერესებს და არ მოვერიდებით სიმართლის თქმას! _ აცხადებს მიქატაძე.

თუ ზვიად კვაჭანტირაძეს სურვილი ექნება, კომენტარი გაუკეთოს ტიფო მიქატაძის მოსაზრებებს, ჩვენ ამ კომენტარებს მაშინვე გამოვაქვეყნებთ.




 ახალი ამბები
  • აუქციონი ოზურგეთში მცხოვრები ხარაბაძეების ოჯახისთვისქართველი მხატვარია ნინო ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს _ ის ოზურგეთში მცხოვრები ხარაბაძეების ოჯახის დასახმარებლად აუქციონს აწყობს.  “მეგობრებო, გამარჯობა! კვლავ დაგიბრუნდით საქველმოქმედო აუქციონით. დღევანდელ დღეს ვუძღვნით ოზურგეთის რაიონის სოფელ ბაღდადში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ხარაბაძეების ოჯახს. ოჯახი უმძიმეს პირობებში ცხოვრობს _ წლინახევრის ბიჭს გაჭირვებაში ზრდიდნენ, დედა მეორე შვილზე მშობიარობისას გარდაიცვალა. ახალშობილს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. დღევანდელ აუქციონზე გაიყიდება ილუსტრაცია ნოდარ დუმბაძის ლექსისთვის „ფისო“ _ მუყაო, აკრილი, 42/30 სმ. თანხა, რისი გადახდაც გსურთ ილუსტრაციის შესაძენად, დააფიქსირეთ კომენტარებში და აუცილებლად მოგვწერეთ პირადი შეტყობინების სახითაც. გარკვეული ხარვეზების გამო, ზოგიერთი კომენტარი დროულად არ ჩანს. ილუსტრაციის საწყისი ფასია 200 ლარი. აუქციონი დასრულდება დღეს, 22:00. თქვენი აქტიურობის იმედი მაქვს. ნინო“, _ წერს ნინო ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევას ბათუმში კაცი ემსხვერპლაავტოსაგზაო შემთხვევას ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ახალგაზრდა მამაკაცს ავტომობილი აეროპორტის გზატკეცილზე დაეჯახა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას ... ...
  • 29 მაისიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა ნაკადი გაკონტროლდებასაზოგადოებრივი ტრანსპორტი 29 მაისიდან შეცვლილი პრინციპით იმუშავებს. როგორც თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მგზავრთა რაოდენობა გაკონტროლდება ტრანსპორტში და გაჩერებებზე. „იქნება გარკვეული შეზღუდვები, მაგალითად, დაცული იქნება მძღოლი ბარიერით, სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება და ამას გააკონტროლებენ როგორც მუნიციპალური სამსახურები, ასევე საპატრულო პოლიციის ქვედანაყოფები, განსაკუთრებით მეტროში. ჩვენი თანამშრომლები იმოძრავებენ როგორც ტრანსპორტში, ასევე გაჩერებებზე. ახალი დავალებაა, რომ შეიძლება მოგვიწიოს რაოდენობრივი კონტროლის დაცვა, რათა არ მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადავსება“, _ განაცხადა ხმალაძემ. ხმალაძის განმარტებით კონტროლი იქნება მეტროში შეშვებაზე. ... ...
  • „ბახვი 2" ჰესზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება უკანონოა - EMC სასამართლოს მიმართავს ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის (EMC) განცხადებით, „ბახვი 2" ჰესზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება უკანონოა. EMC-მა ადგილობრივი გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია "ეკოს" სახელით, ოზურგეთში, მდინარე ბახვისწყალზე დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურის - ბახვი 2-ის მშენებლობისა და ექსპლუატაციის თაობაზე მიღებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2020 წლის 23 აპრილს, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პირობებში მიიღო. გზშ-ის ანგარიშით დგინდება, რომ 36 მგვ-იანი სიმძლავრის დადგმული ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის განხორციელება დაგეგმილია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ უკანავას მიმდებარე ტერიტორიაზე. პროექტი ითვალისწინებს არარეგულირებადი, დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას და ექსპლუატაციას. "ბახვი 2" ჰესის ინფრასტრუქტურული ობიექტები განთავსდება მდინარე ბახვისწყლის მარცხენა სანაპიროზე, "ბახვი 3" ჰესის სათავე ნაგებობიდან დაახლოებით 100 მეტრის დაშორებით ზედა ბიეფში, ზღვის დონიდან 1370-504 მეტრ ნიშნულებს შორის. პროექტის მიხედვით, ჰესის სათავე კვანძიდან უახლოესი დასახლებული პუნქტი კურორტი ბახმარო, მდებარეობს 6570 მეტრში, ჰესის ძალური კვანძიდან (ჰესის შენობა) უახლოესი საცხოვრებელი ზონა, სოფ. უკანავა დაცილებულია 2315 მეტრით, ხოლო სოფ. ვაკიჯვარი 3375 მეტრით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გარდა პროექტით გათვალისიწნებულისა, ჰესის მშენებლობა ასევე ეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს - ვანისქედი, ოქროსქედი, უკანავა, ფამფალეთი, ბახვი, მთისპირი და მშვიდობაური - სადაც მდინარე ბახვისწყალი ჩაედინება. პროექტის განმახორციელებელი შპს "ჯორჯიან ჰაიდრო ფაუერის" მიერ დაფუძნებული და 100%-იანი წილის მფლობელი კომპანია შპს "ბახვი 2"-ია. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება კანონის დარღვევით არის გამოცემული და მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს. გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი (გზშ) ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისა და ექსპლუატაციის ეტაპზე უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელიც მოიცავს ინფორმაციას დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებისას გარემოზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ, მათ შორის, მოსახლეობაზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე, ბიომრავალფეროვნებაზე, წყალზე, ჰაერზე, ნიადაგზე, კლიმატზე, ლანდშაფტზე, კულტურულ მემკვიდრეობაზე და სხვა მატერიალურ ფასეულობებზე. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ კომპანიის მიერ წარდგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი არ მოიცავს სრულყოფილ და ამომწურავ ინფორმაციას, არ ეფუძნება სრულყოფილ კვლევებს, მათ შორის, არ არის სრულყოფილად გამოკვლეული ფიზიკურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების ყველა ფაქტორი; არ არის გამოკვლეული და შეუფასებელი ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის კუმულატიური ეფექტი, მისი მშენებლობისა და ექსპლუატაციის გავლენა კურორტ ბახმაროს ეკოსისტემაზე, ასევე, იმ სოფლებსა და მცხოვრებ მოსახლეობაზე, სადაც მდინარე ჩაედინება. გარდა ამისა, არსებითად პრობლემურად დგას, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საზოგადოების მონაწილეობის საკითხი, რამდენადაც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება სამინისტროს მხრიდან ადგილობრივი მოსახლეობის სათანადო ინფორმირებისა და რეალური მონაწილეობითი პროცესის გარეშე განხორციელდა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას და გარემოს გამოუსწორებელი ზიანის რისკის ქვეშ აყენებს. ორგანიზაციამ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა და იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო იქნება ოზურგეთის მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის უფლების დაცვისა და აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ჰიდრორესურსების მართვის რეალური კონტროლის მექანიზმი. ... ...
  • რატომ გამოიძახეს თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მეხანძრე-მაშველებითბილისში, ვაზისუბანში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში სახნძრო-სამაშველო სამსახური გამოიძახეს. ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, მეხანძრეები იმ მიზეზით გამოიძახეს, რომ სადარბაზოში დენის მრიცხველებთან კვამლის სუნი იდგა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „გურია ნიუსს“ განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე მისულ მეხანძრეებს სერიოზული არაფერი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?