მიზნობრივად იხარჯება თუ არა სარეზერვო ფონდიდან თანხები?

პოლიტიკა

მიზნობრივად იხარჯება თუ არა სარეზერვო ფონდიდან თანხები?

19 ივნ. 2013, 11:20:51

არის თუ არა ე.წ. "ბიუჯეტის შავი ხვრელი" სარეზერვო ფონდი და რამდენად კანონიერად იხარჯება ხალხის ჯიბიდან გადახდილი ფული?

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ 2013 წლის დამტკიცებული სარეზერვო ფონდის ხარჯვის შესახებ 1 მაისის მდგომარეობით ოფიციალური ინფორმაცია ასე გამოიყურება:

კონჭკათის თემის ტერიტორიაზე შუაღელის უბანში დაზიანებული გზის მონაკვეთის შესაკეთებელი სამუშაოების ჩასატარებლად დიზელის საწვავის შეძენა, _84 ლარი, ე.რუსიძის დაკრძალვისათვის სარიტუალო თანხის გამოყოფა, _ 400 ლარი, ზ.კოპლატაძის დაკრძალვისათვის სარიტუალო თანხის გამოყოფა, _ 150 ლარი, ამორტიზირებული წყალმომარაგების მილების შესაკეთებელი თანხის გამოყოფა _ 953 ლარი, ი.პეტრიწის #1 ში მრავალბინიანი სახლის სახურავის დაზიანებული საწვიმარი ღარისა და მილის შეკეთება, _ 400 ლარი, ქ.ოზურგეთის ყოფილი საკრებულოს შენობაში და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში სველი წერტილებისა და შესასვლელი კარების სარემონტო სამუშაოებისთვის _ 2, 290 ლარი, ბაილეთის თემში ახალსოფლის უბანში გარე განათების მოწყობის სამუშაოები, _ 1, 520 ლარი, სოფ.ოზურგეთში მცხოვრები კ.ხუჭუას დაკრძალვისათვის თანხის გამოყოფა, _ 200 ლარი, ჯავახიშვილის #9-ში მცხ. თ.ზაქარიაძის დასახმარებლად მედიკამენტების შესაძენად თანხის გამოყოფა_ 100 ლარი, შეჭირვებულ მოქალაქეთა სათბობის (შეშის) შესაძენად თანხის გამოყოფა, _ 200 ლარი, ლიხაურის თემის ადმინისტრაციული შენობის სახურავის  შესაკეთებელი თანხის გამოყოფა, _ 1 500 ლარი, უფასო სასადილოში გაწევრიანებული 125 ბენეფიციარისათვის საშობაო ტკბილეულის შესაძენი თანხის გამოყოფა, _ 625 ლარი, ოზურგეთში მცხოვრები ანი დარჩიას დახმარება, _ 300 ლარი, ნანული ზოიძის დაკრძალვის თანხა, _ 150 ლარი, დაბა ლაითურში მცხოვრები გალინა მექაშვილის დაკრძალვის თანხა, _ 100 ლარი, ვენერა სინჯიაშვილის დაკრძალვის თანხა, _ 150 ლარი,  შპს “ მედალფას“ სამედიცინო ცენტრში ნ. მშვიდობაძის დახმარება, _ 200 ლარი, პ.ბილიხოძის დასახმარებლად მედიკამენტების შესაძენი თანხის გამოყოფა, _ 100 ლარი, მერიის თემში მცხოვრები ლალი გოთუას დასახმარებლად მედიკამენტების შესაძენი თანხის გამოყოფა, _ 80 ლარი, შემოქმედელის # 8_ში მცხოვრები ო.კალანდაძის დასახმარებლად თანხის გამოყოფა, _ 80 ლარი, ასკანის თემში მცხოვრები მირიან მამალაძის დაკრძალვისათვის თანხის გამოყოფა, _ 100 ლარი, ბოხვაურის თემში მცხოვრები გ.სირაძის დახმარება, _ 200 ლარი, შპს “ოზურგეთის კლინიკურ საავადმყოფოში“ ვლადიმერ ბაჯელიძის დახმარების თანხა, _ 250 ლარი, ბოხვაურში მცხოვრები ბადრი თავდიშვილის დაკრძალვის თანხა, _ 150 ლარი, ისტორიული  მუზეუმისთვის მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ძველი საწერი მაგიდის შეძენა, _ 500 ლარი, შპს "ოზურგეთის სამედიცინო სასწავლებელი", "სტადიონი", ა.(ა)ი.პ  სპორტის განვითარების საინფორმაციო _ ანალიტიკური და მეთოდური დახმარების ცენტრი, ა.(ა)ი.პ. "გომისმთა" - ს მიმართ ლიკვიდაციის პროცესის რეგისტრაციისთვის სარეგისტრაციო მოსაკრებელი, _ 400 ლარი, ბახვის თემში მცხოვრები, _ გ.თენიეშვილის დახმარება, _ 150 ლარი, ასკანის თემში მცხოვრები ირაკლი ცქვიტინიძის დასახმარებლად თანხის გამოყოფა, _ 150 ლარი, სოფ.ოზურგეთში მცხოვრები ნ.კახაძის დახმარება, _150 ლარი, ოზურგეთში მცხოვრები რეზო გოგოტიშვილის დაკრძალვის თანხა 150 ლარი, აღმაშენებლის ქუჩაზე მცხოვრები თ.ვასაძის დახმარება, _ 150 ლარი, გურიანთის თემში ინგა ხაჯალიას მკურნალობის თანხა, _ 100 ლარი, სოფ.ოზურგეთში მცხოვრები რევაზ გუდავაძის დახმარება, _ 100 ლარი, ქ.ოზურგეთში მცხოვრები ე. მგალობლიშვილის დახმარება, _ 100 ლარი, მერიის თემში მცხოვრები ხათუნა მუხაშავრიას დახმარება, _200 ლარი, ქ. ოზურგეთში ნ.ნიკოლაძის ქ.#13 _ში მცხოვრები ვერა ვასაძის დახმარება, -200 ლარი, მაკვანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომელი ქალბატონებისათვის 8 მარტის დღესასწაულის მილოცვისათვის თანხის გამოყოფა, _  150 ლარი, დაბა ნასაკირალის ადმინისტრაციული შენობისათვის ელექტრო მრიცხველისა და ავტომატური ჩამრთველის შეძენა, _ 80 ლარი, მელექედურის თემში მოსახრეშად 30 ლიტრი დიზელის საწვავის შეძენა_ 60 ლარი, ქ.ქუთაისში ავადმყოფი ბავშვის გადასაყვანად 20 ლიტრი დიზელის საწვავის შეძენა, _ 40 ლარი, თაყაიშვილის ქ. #54-ში მცხოვრები დარეჯან სიხარულიძის დახმარება, -100 ლარი, გურიანთაში მცხოვრები რუსუდან არობელიძის მკურნალობის თანხა 80 ლარი, ქ.ოზურგეთში ლერმონტოვის ქ.#9 ში მცხოვრები დავით ჭანუყვაძის დახმარება, - 200 ლარი, მერიის თემში მცხოვრები გივი ბარამიძის დაკრძალვისათვის სარიტუალო თანხის გამოყოფა, _ 100 ლარი, მერიის თემში მცხოვრები გივი ბარამიძის დაკრძალვისათვის სარიტუალო  თანხის გამოყოფა 100 ლარი, მერიის თემში მცხოვრები მერაბ ღლონტის დაკრძალვისათვის სარიტუალო თანხის გამოყოფა, _ 100 ლარი, დაბა ლაითურში მცხოვრები გურამ დუმბაძის დაკრძალვისათვის სარიტუალო თანხის გამოყოფა, 150 ლარი, კონჭკათი_ ხვარბეთის გზის შესაკეთებელი სამუშაოების ჩასატარებლად 100 ლიტრი დიზელის საწვავის შეძენა, _ 200 ლარი, მელექედურის თემში მცხოვრები ტრისტან ცხომელიძის დახმარება, _ 100 ლარი, დვაბზუს თემში მცხოვრები ე/შათირიშვილის მედიკამენტოზური მკურნალობისთვის დახმარება, _ 80 ლარი, დაბა ლაითურში მცხოვრები შუშანა დუმბაძის დახმარება, - 100 ლარი, სოფ. ნატანების მიმდებარე ტერიტორიაზე გზატკეცილის მშენებლობის პერიოდში მოჭრილი სხვადასხვა ხეების ფირნიშით მარკირებისთვის, _ 280 ლარი, ქ.ოზურგეთში მალაზონიას ქ.#6 ში წყლისა და საკანალიზაციო სისტემის შეკეთება, ოზურგეთის დრამატული  თეატრისთვის თანამედროვე ტიპის სარეკლამო დაფების, სააფიშიოროების შეძენა, _ 2, 200 ლარი, მშენებლობის პერიოდში მოჭრილი სხვადასხვა ხეების ფირნიშით მარკირებისთვის, _ 40 ლარი, მშენებლობის პერიოდში მოჭრილი სხვადასხვა ხეების ფირნიშით მარკირებისთვის, 20 ლარი, მაკვანეთის, ბოხვაურის, შემოქმედის და დვაბზუს თემის ტერიტორიაზე ქარისა და სტიქიისაგან მოთხრილი და მოქცეული მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წიწვოვანი ჯიშის ხეების სახერხ საამქროში გადატანა _  80 ლარი, ძველი ბაზრის ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოების და ღორღის შესაძენი თანხების გამოყოფა, _ 1000 ლარი, დაბა ნასაკირალში დაზიანებული ელექტრო მრიცხველის შეძენა, - 246 ლარი, სიყვარულის დღესთან დაკავშირებით მისალოცი სიტყვის გამოსაქვეყნებლად თანხის გამოყოფა გაზეთში  - 80 ლარი, საკრებულოსა და გამგეობაში მისი მომსახურებისთვის დიზელ- გენერატორის გამართული მუშაობისთვის დიზელის შეძენა, _ 80 ლარი, დაბა ნასაკირალში წყალსადენის სათავე _ ნაგებობის დაზიანებული მისასვლელი გზის შესაკეთებლი გზის სამუშაოებისთვის დიზელის საწვავი_ 60 ლარი, დვაბზუს თემში ძლიერი წვიმის გამო დაზიანებული გზის მოხრეშვა, _ 200 ლარი, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის საამშენებლო მასალების ტრანსპორტირება, _ 850 ლარი, კონჭკათის თემის ტერიტორიაზე ცენტრალური გზის შესაკეთებლად სოფლის ცენტრის ნანგრევებისაგან გადასაწმენდი სამუშაოების დიზელის საწვავის შეძენა, _ 190 ლარი, შსს სამინისტროდან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემული ავტომანქანების ჩამოყვანა, _ 125 ლარი.

ოფიციალური დოკუმენტის საფუძველზე სარეზერვო ფონდიდან გახარჯულია 30 350 ლარი, დარჩენილია  169 350. ეს უკანასკნელი ფაქტი კი ფრიად საინტერესოა, რადგანაც ოზურგეთის ბიუჯეტთან დაკავშირებით საკრებულოს ბოლო გადაწყვეტილებით ამ ფონდიდან თანხა უნდა გაიხარჯოს მხოლოდ 50 000 ლარი და თუ უკვე დახარჯულია 30 350 ლარი, მაშასადამე დარჩენილა მხოლოდ  19 650 ლარი. ასე რომ გამგეობის ეს მონაცემები არ ემთხვევა საკრებულოს ოფიციალურ გადაწყვეტილებებს სარეზერვო ფონდის მოცულობასთან დაკავშირებით.

სარეზერვო ფონდთან დაკავშირებით საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ხინთიბიძე საუბრობს:

_ 2013 წლის ოზურგეთის ბიუჯეტისთვის ნიშანდობლივია ის გარემოება რომ წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ოზურგეთის გამგეობის "სარეზერვო ფონდი".

თუ 2010 წლისთვის მისი ოდენობა 67 000 ლარს შეადგენდა, 2011 წლისთვის მისი მოცულობა 63 100 ლარი იყო, 2012 წლისთვის _ 75 000 ლარი, ხოლო 2013 წელს, თავდაპირველად დაგეგმილი გახლდათ 200 000 ლარის ხარჯი.

საქართველოს კანონის "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის" 67-ე მუხლი განმარტავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად იქმნება სარეზერვო ფონდი, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების მთლიანი ოდენობის 2%-ს. ხოლო მისი განკარგვის თვალსაზრისით კი _ სარეზერვო ფონდიდან თანხებს ქალაქის მერის ან გამგებლის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, გამოყოფს საფინანსო ორგანო.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ დოკუმენტში 2013 წლის 28 მარტის ცვლილებების შედეგად, საბოლოოდ ჩამოყალიბდა ამ ბიუჯეტის მე-10 მუხლი, რომლის თანახმადაც შექმნილია მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდი 50 000 ლარის ოდენობით. მოცემული თანხის განკარგვას კი ახორციელებს მუნიციპალიტეტის გამგებელი, ხოლო თუ რა საჭიროების მიზნით, ამას საქართველოს კანონმდებლობა, სამწუხაროდ, არ აკონკრეტებს. აქედან გამომდინარე მისი ადმინისტრირება და ხარჯვა მთლიანად გამგებლის კომპეტენციის ფარგლებშია, რასაც ასევე ადასტურებს ოზურგეთის ბიუჯეტის იგივე მე-10 მუხლი, რომელიც განმარტავს, რომ სარეზერვო ფონდის განკარგვა ხორციელდება მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებების შესაბამისად". _ განაცხადა ხინთიბიძემ "გურია ნიუსთან".

სტატია მომზადებულია ფონდის"ღია საზოგადოება _ საქართველოს" მიერ დაფინანსებული პროექტის _ "დათვალე საკუთარი ფული!", ფარგლებში და მასში გამოთქმული მოსაზრება არ გამოხატავს ფონდის პოზიციას.




 ახალი ამბები
  • რატომ შეჩერდა საქართველოში პლაქვენილის გამოყენება COVID-19-ის მკურნალობის მიზნითსაქართველოში COVID-19-ის მკურნალობის მიზნით პლაქვენილის გამოყენება შეჩერდა. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ კლინიკური ჯგუფის შეხვედრაზე მიიღეს. შეხვედრაზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი გაიდლაინები განიხილეს, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციამ პლაქვენილის გამოყენება, სოლიდარობის კვლევის ფარგლებში, დროებით შეაჩერა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, საქართველო, როგორც სოლიდარობის კვლევაში მონაწილე ერთ-ერთი ქვეყანა, „ჯანმო“-ს რეკომენდაციას იზიარებს და შესაბამისად პლაქვენილის გამოყენებას აჩერებს. „პლაქვენილის გამოყენება დროებით შეაჩერა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ჯგუფმა. არ არის გამორიცხული, რომ დამატებითი მტკიცებულებების გამოჩენის საფუძველზე, რომელიც დაადასტურებს პლაქვენილის სარგებელს მასთან დაკავშირებულ რისკებთან შედარებით მისი გამოყენების შესახებ რეკომენდაცია ისევ გაიცეს, თუმცა ჯერჯერობით ამის თქმის საფუძველი არ გვაქვს და უნდა დაველოდოთ მოვლენები როგორ განვითარდება“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. მისივე თქმით, პლაქვენილის გამოყენება საქართველოში ყოველთვის ხდებოდა გვერდით მოვლენებზე ძალიან ინტენსიური მონიტორინგს რეჟიმში. „ყველა პაციენტს, რომელმაც პლაქვენილი მიიღო ჰქონდა შესაფერისად კარგი გამოსავალი. ამ შემთხვევაში კლინიცისტები საუბრობენ დაავადების მიმდინარეობის შემოკლებაზე, პაციენტებს სერიოზული გვერდითი მოვლენები პლაქვენილის ფონზე არ ჰქონიათ, ამდენად გარკვეულად იმედგაცრუებაც კი გამოიწვია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ამ გადაწყვეტილებამ. მაგრამ ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენები როგორ განვითარდება და რა დამატებითი საფუძველი გვექნება იმისთვის, რომ პლაქვენილი ან რომელიმე სხვა ეფექტური მედიკამენტი, რასაც დღეს სოლიდარობის კვლევის ფარგლებში შეისწავლიან, შესაძლოა ეფექტური აღმოჩნდეს“, - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ. მკურნალობის ახალ გაიდლაინს სამინისტრო მომდევნო კვირაში ... ...
  • "ჩვენი ქვეყანა ჯალათს არ იმსახურებს პრემიერ-მინისტრად" _ თინა ბოკუჩავა„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, საქართველო, ახალგაზრდები პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას არ იმსახურებენ. თინა ბოკუჩავამ გიორგი გახარიას, რომელიც პარლამენტში ინტერპელაციის წესით იმყოფება, ჯალათი უწოდა. „მე იცით რას ვთვლი, ბატონო გახარია? თქვენ ამით დაასრულეთ თქვენი სიტყვა, მე ვთვლი, რომ ჩვენი ქვეყანა ჯალათს არ იმსახურებს პრემიერ-მინისტრად. მე ვთვლი, რომ თქვენი ლოიალობა სინამდვილეში ჩვენი ქვეყნის მიმართ კი არ არის, აი, ამ დროშის მიმართ კი არ არის, ამ გერბის მიმართ კი არ არის, თქვენი ლოიალობა იმ ქვეყნის მიმართ არის, რომლის წარმომადგენელიც თქვენმა ხელისუფლებამ ჩამოიყვანა საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოათავსა. შემდეგ კი, ამის გაპროტესტებისთვის თქვენი დაგეგმილი სისხლიანი გეგმით დაასახიჩრა უამრავი ადამიანი. აი, ვთვლი, რომ ამას არ იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, ამას არ იმსახურებენ ჩვენი ახალგაზრდები. ისინი იმსახურებენ დასავლურ, ნორმალურ, კარგ მომავალს, თქვენ არ გიმსახურებენ, ბატონო გახარია, ჩვენი ახალგაზრდები. ჩვენი მომავალი თაობა თქვენ არ გიმსახურებთ, ბატონო გახარია, ეს კარგად დაიმახსოვრეთ. თქვენ ვერასდროს ჩამოირეცხავთ თვალთხარია გახარიას სახელს და ვერასოდეს დაავიწყებთ ახალგაზრდებს იმ მისამღერს, რომელიც თქვენ მოგიძღვნეს“,- განაცხადა ბოკუჩავამ და ქვეყანაში სიღარიბეზე გაამახვილა ყურადღება. „ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასევე არ იმსახურებს ჩვენი ქვეყანა იმას, რომ ქვეყანაში ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობდეს და ამას ვერ ხედავდეს ძვირადღირებული, დაბურულშუშებიანი მანქანით გადაადგილებული პრემიერ-მინისტრი, თუ მისი მთავრობის წევრები. ასევე არ იმსახურებს იმას, რომ მსოფლიოს შიმშილის ინდექსით საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი შიმშილობდეს რეგიონში, ბატონო პრემიერო. ასევე არ იმსახურებს იმას, რომ სათამაშო მოედნად აქციოს ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა და თქვენ პაიკებად გამოგიყენოთ, თქვენც მათ შორის, ბატონო გიორგი, ისევე როგორც თქვენი მინისტრები პაიკებად გამოიყენოს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის გამდიდრებისთვის. აი, ამას არ იმსახურებს ჩვენი ქვეყანა. ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებს კორუმპირებულ მთავრობას და, როდესაც ერთიან „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრობთ, ბატონო გიორგი, და ჩვენს მმართველობაზე, გაიხსენეთ, რომ ჩვენს დროს, დიახ, 8 პროცენტამდე იყო ეკონომიკური ზრდა. ჩვენს დროს ადამიანებს ჰქონდათ უკეთესი მომავლის იმედი. დღეს 4 პროცენტამდეც კი არ არის ეკონომიკური ზრდა. ეს იმიტომ ხდება, რომ ბიუჯეტს ხრავთ, ბიუჯეტს ჭამთ, სახლში მიგაქვთ ქვეყნის ბიუჯეტი. ამიტომ ხდება ეს, გადახედეთ თქვენს ქონებას. სოციალურად დაუცველებად მოდიან მინისტრები და ბიუროკრატები, მილიონრებად მიდიან მთავრობიდან. შეხედეთ თქვენს საცხოვრებელ სახლებს, თქვენს მანქანებს, როგორ ცხოვრობთ თქვენ, თქვენი ახლობლები და შეხედეთ დანარჩენ მოქალქეებს, ნახავთ განსხვავებას. შემდეგ აღარ დაგვიმტკიცებთ, ბატონო გიორგი, რომ ამ ქვეყანაში სიღარიბე არ არსებობს მაშინ, როცა მოსახლეობის 69 პროცენტი ცხოვრობს სიღარიბეში. ეს არის რეალურად სიმართლე. თქვენმა გუშინდელმა გამოსვლამ, ბატონო გიორგი, ასევე გამახსენა შევარდნაძის დრო, როდესაც იმდენად შესისხლხორცებული ჰქონდათ ზოგ ზოგიერთს კორუფცია, რომ ამას რაღაც კულტურულ მემკვიდრეობად აღიარებდენენ. ეს გვითხარით გუშინ სწორედ, რომ ის, რაც საქართველოს კანონმდებლობით ისჯება, პატიმრობით 3-დან 9 წლამდე, თქვენ ქართულ ჯიგრულ პონტად დაახასიათეთ. ქართულ ჯიგრული პონტია ალბათ ისიც, რომ ტენდერებს ყოველთვის როგორღაც სწორედ ის ჯიგრები იგებენ, რომლებიც დაკავშირებულები არიან „ქართულ ოცნებასთან“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ ... ...
  • პრემიერი ბოკერიას: "უფრო აგრესიულები ხართ, მგონი, გუშინ ვიღაც გაგიჯავრდათ"პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ოპოზიციონერ დეპუტატ გიგა ბოკერიასაც უპასუხა. ბოკერია კორონავირუსის გამო შექმნილი ეკონომიკური კრიზისის დროს საპენსიო ფონდის გამოყენებას კვლავ ითხოვდა. “ბატონო გიგა, გუშინ თუ გუშინწინ ვიღაც გაგიჯავრდათ და ახლა იმიტომ ლაპარაკობთ ასე, აგრესიულები ხართ დღეს”, – განაცხადა ... ...
  • "ზოგიერთებს ეშლებათ და ჰგონიათ, რომ 2012 წელს გერმანიის დონის ეკონომიკა დაგვიტოვეს" _ გახარიახანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზოგიერთებს ეშლებათ და ჰგონიათ, რომ 2012 წელს გერმანიის დონის ეკონომიკა დაგვიტოვეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ინტერპელაციის წესით იმყოფება. „ახლა რაც შეეხება დემაგოგიურ კითხვას რა გააკეთეთ ეპიდემიასთან ბრძოლისთვის. მეგობრებო, მე მინდა მარტივად კიდევ ერთხელ ავხსნა მოდელი, რომელიც იყო შემდეგი. მოულოდნელი კრიზისის დროს, როდესაც ქვეყანა და გლობალურად მსოფლიო ხვდება მოულოდნელი კრიზისს, რომლის პროგნოზირების საშუალება არ არსებობს და, როდესაც არ არის განჭვრეტადობა პროგნოზის თუ როგორ გაგრძელდება, რა თქმა უნდა ჩვენი მიზანი პირველ რიგში იყო დავხმარებოდით მოქალაქეს და აქ ყველამ კარგად უნდა გაითვალისწინოს, ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ამ პროგრამებს, რომ ვკითხულობ ზოგიერთებს ეშლებათ და ჰქონიათ, რომ ჩვენ გერმანიის დონის ეკონომიკა დაგვიტოვეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. მისი თქმით, მასწავლებლის ხელფასი 2012 წელს გახლდათ საშუალოდ 330 ლარი, დღეს 1028 ლარია. აქ ციფრები ყველაფერს ამბობენ. „შინ, როდესაც საქართველოშიო ჯანდაცვაზე ხარჯები ქვეყნის ბიუჯეტში იყო სულ 300 მილიონი და ადამიანები იმისთვის, რომ საკუთარი ჯანმრთელობისთვის მიეხედათ საცხოვრებელ სახლებს ყიდდნენ. მინდა რამდენიმე მარტივი ციფრი გითხრათ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ 2012 წელს საქართველოში ჯანდაცვის ბიუჯეტი იყო 332 მილიონი, დღეს საქართველოში ჯანდაცვის ბიუჯეტია მილიარდ 76 მილიონი. შშმ პირთა სოციალური დახმარება გახლდათ 115 მილიონი, დღეს არის 240 მილიონი. პენსიები და კომპენსაციები საქართველოში 2012 წელს იყო 905 მილიონი დღეს არის 2 მილიარდ 267 მილიონი – ეს ბიუჯეტია ბატონო რომან, რაც შეეხება განათლების დაფინანსებას, განათლებაში 2012 წელს ბიუჯეტი გახლდათ 757 მილიონი, დღეს საქართველოს განათლების ბიუჯეტია მილიარდ 800 მილიონი. მასწავლებლის ხელფასი 2012 წელს გახლდათ საშუალოდ 330 ლარი, დღეს 1028 ლარია. აქ ციფრები ყველაფერს ამბობენ“, – აღნიშნა გიორგი ... ...
  • "ბატონი რომანი მთავაზობდა, ისე მიმეტოვებინა ჩემი მოქალაქეები, როგორც მათ მიატოვეს" _ პრემიერიბატონი რომანი მე მთავაზობდა, რომ ეს სამშენებლო კომპანიები და ეს ჩემი მოქალაქეები მე მიმეტოვებინა, ზუსტად ისე, როგორც მათ მიატოვეს 2008 წელს კრიზისის შემდგომ სამშენებლო კომპანიები კი არა, ადამიანები რომლებსაც ბინები ჰქონდათ ნაყიდი და ათობით ათასი ადამიანი საცხოვრებელი ფართების გარეშე დარჩა, მაშინ, როდესაც ფული ჰქონდათ გადახდილი., - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ინტერპელაციის წესით იმყოფება. პრემიერის თქმით, ის დაუმთავრებელი შენობები, რომელიც თბილისში მრავლადაა, არის საცხოვრებელი სახლები და მასში 2008 წლამდე ადამიანებს ფული აქვთ გადახდილი. „დღეს ბატონმა რომანმა დაგვიწუნა თურმე ის პროექტი, რომელიც მიმართულია სამშენებლო სექტორის მხარდასაჭერად, იმიტომ, რო  არ თქვა არაფერი, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენმა მოქალაქეებმა, 30 000-მა მოქალაქემ, იპოთეკური სესხით გადაწყვიტა საცხოვრებელი  პირობების გაუმჯობესება. აქედან, 25 ათასი მოქალაქე, რომელიც იპოთეკურ ურთიერთობებში შევიდა სამშენებლო კომპანიასთან, პირველი შენატანი შეიტანა, ბანკიდან სესხი აიღო, გადახდები დაიწყო, ამ ხალხის საცხოვრებელი ბინები დასრულებული არ არის და მშენებარეა. გამოდის, რომ  ბატონი რომანი მე მთავაზობდა, რომ ეს სამშენებლო კომპანიები და ეს ჩემი მოქალაქეები მე მიმეტოვებინა, ზუსტად ისე, როგორც მათ მიატოვეს 2008 წელს კრიზისის შემდგომ სამშენებლო კომპანიები კი არა, ადამიანები რომლებსაც ბინები ჰქონდათ ნაყიდი და ათობით ათასი ადამიანი საცხოვრებელი ფართების გარეშე დარჩა, მაშინ, როდესაც ფული ჰქონდათ გადახდილი. დღეს ჩვენ ჯერ ეს პრობლემა ბოლომდე ვერ მოვაგვარეთ. დღეს თბილისის მერია იღებს გარკვეულ გადაწყვეტილებებს. ის დაუმთავრებელი შენობები, რომლებითაც გადატენილის თბილისი, ჩონჩხების სახით, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის საცხოვრებელი სახლები და ადამიანებს ფული აქვთ გადახდილი 2008 წლამდე. 12 წლის უკან და დღეს მათ საცხოვრებელი ფართი არ გააჩნია. ზუსტად იგივეს გვთავაზობდა ბატონი რომანი, რომ რატომ მიიღო მთავრობამ ეს გადაწყვეტილება, რომ 25 000 ჩვენი მოქალაქე, რომელმაც გადაწყვიტა ბინა შეეძინა - თურმე მათ არ უნდა მივხმარებოდით და ისინი უნდა დაგვეტოვებინა ბედის ანაბარა, რომ ჩონჩხებით გავსებულიყო კვლავ თბილისი“, - განაცხადა გიორგი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?