"ნაცმოძრაობის" დეპუტატები აბაშის ოფისში პარტიულ აქტივს შეხვდნენ

პოლიტიკა

"ნაცმოძრაობის" დეპუტატები აბაშის ოფისში პარტიულ აქტივს შეხვდნენ

2013 ივნ 25 18:29:59
შეხვედრა დახურული იყო და როგორც შემდეგ გაირკვა, საპრეზიდენტო პრაიმერს შეეხებოდა.

სანამ შეხვედრა მიმდინარეობდა ჩვენ აბაშის მაჟორიტარ დეპუტატს დავით დარცმელიძეს ვესაუბრეთ, რომელმაც გვითხრა, რომ არ ეთანხმება იმ აზრს, თითქოს არ ჰქონდეს კომუნიკაცია აბაშელებთან.

დავით დარცმელიძე: _ მე ვხვდები მოსახლეობას, მაჟორიტარის ბიუროც ფუნქციონირებს და, რაც შემიძლია, დახმარებასაც ვუწევ ჩემთან მოსულ ადამიანებს. თუ სასესიო კვირაა, ვარ პარლამენტში და იქაც მოდიან ადამიანები სხვადასხვა პრობლემებზე სასაუბროდ; თუ არ არის სასესიო კვირა, რაიონში ვარ და არ მგონია, მსურველს ჩემი ნახვა გაუჭირდეს. ახლახანს შევხვდი ზანათის და კეთილარის მოსახლეობას, რომელთაც მიწები გაუყიდეს და აქვთ საძოვრების პრობლემა. მე დავპირდი მათ, რომ რამდენადაც შევძლებ, ამ პრობლემის მოგვარებაში დავეხმარები. საკმაოდ რთული საკითხია, რადგან მიწა არ არის საძოვრად დარეგისტრირებული, მაგრამ დაკვალიანებაში მაინც დავეხმარები. არის საკითხები, რაც უშუალოდ პრემიერის გადასაწყვეტია. მე ვარ უმცირესობის წარმომადგენელი და არ მაქვს ისეთი დიდი გაქანება და სახსრები, რომ ყველა ჩემთან მოსულს პრობლემა გადავუწყვიტო. რაც შეეხედა მედიასთან ურთიერთობას, არასდროს გავქცევივარ და არც გავექცევი. მოდით, შევთანხმდეთ შეხვედრაზე და მზად ვარ ყველა თქვენთვის საინტერესო კითხვაზე პასუხი გაგცეთ.

_ ყველამ შენიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ აბრა "ნაციონალური მოძრაობა" ჩამოიხსნა.

_ იმიტომ ჩამოიხსნა, რომ გაიხსნა ახალი ოფისი და ახლა აქეთ დაიკიდება. ეს არის და ეს.

ამ დროს შეხვედრა დამთავრდა და ჩვენ სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორს თენგიზ გუნავას ვესაუბრეთ.

_ ბატონო თენგიზ, ეს ორი დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამეგრელოში აღმოჩენილი პირადი ინფორმაციის შემცველი კადრების ჩვენება ხდება ზუგდიდელი მოქალაქეების სხვადასხვა წრეში. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს და საერთოდ რა კომენტარს გააკეთებდით ამ სამალავებთან დაკავშირებით?

_ მე მაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მასეთი პროცესები მიმდინარეობდა, მაგრამ თუ ვის აჩვენეს კონკრეტულად ეს ფირები, ამ პიროვნებების დასახელებისგან თავს შევიკავებ. ისე, ვადასტურებ, რომ ფირების ჩვენება ხდებოდა. უშიშროების სამსახური, ე. წ. "სუსი" უზრუნველყოფდა, რომ კადრების რაღაც ნაწილი ენახა საზოგადოების გარკვეულ ნაწილს. მე ვერ გეტყვით დეტალებს, იმიტომ, რომ მაშინ ის ადამიანები უნდა გამოჩნდნენ, რომლებიც იტყვიან, რომ ნახეს კადრები, ისე კი პირად საუბრებში არსებული ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობდნენ თავის მეგობრებში, რომ ნახეს კადრები. საკითხავია, ვის და რაში დასჭირდა ამ კადრების გასაჯაროება, მაგრამ ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა. შსს ამას ხელს კი არ უნდა უწყობდეს, არამედ უნდა მოქმედებდეს ისე, რომ მსგავსი რაღაცეები არ მოხდეს. სამალავებთან დაკავშირებით მე ადრეც აღვნიშნე და ვამბობ დღესაც, რომ პირველ ოქტომბერს, როგორც კი დასრულდა არჩევნები და "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა, შემდეგ კვირეებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ და თავდაცვის სამინისტრომ ყველა სამალავი ნახეს. ასეთი სამალავები მხოლოდ სამეგრელოში არ არის _ ისინი არის საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, იმიტომ რომ, ჩვენ ორი მხარე გვაქვს ოკუპირებული. ყოველთვის ველოდებოდით რუსეთის მხრიდან ინტერვენციას. იცით, რომ უკვე წლებია, რა დაძაბული ურთიერთობაც არის. ასე რომ, ამ სამალავების შესახებ თავიდანვე იცოდნენ. მე ვამბობ, რომ ყველა დამნაშავე დასასჯელია, მაგრამ ახლა რომ ამ კადრების საჯარო ჩვენება მიდის, ეს არის ყოვლად მიუღებელი. ეს ყველაფერი არის მიზანმიმართული, რომ გადაიფაროს ის კითხვები, რაც გაჩნდა საზოგადოებაში. ბოლო პერიოდში თქვეს, რომ ტერორისტები დააკავეს, მაგრამ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები აღმოჩნდნენ. ითქვა, კლიპები საქართველოდანაა ატვირთულიო, მაგრამ ჯერ პასუხი არ გაცემულა. ამიტომ მოიფიქრეს ახლა ეს, რომ ყველა კითხვა გადაეფარათ.

_ დღეს რა ხდებოდა აბაშის ოფისში?

_ დღეს იყვნენ ჩვენი დეპუტატები ჩამოსულები. შეხვდნენ პარტიულ აქტივს, იყო საუბარი სამომავლო პარტიულ მუშაობაზე და პრაიმერზე, რადგან იცით, რომ უკვე ივლისში დაიწყება შიდაპარტიული პრაიმერი, იქნება წარმოდგენილი რამდენიმე კანდიდატი. იქნებიან დელეგატები რაიონებიდან და შემდეგ უკვე რეგიონში მოეწყობა შეხვედრა და აირჩევა ამ პრაიმერის საშუალებით ღირსეული საპრეზიდენტო კანდიდატი. ასეთი შეხვედრები იქნება სამეგრელოს რეგიონის ყველა შტაბში.

_ ბატონო თენგიზ, "ნაციონალური მოძრაობის" აბაშის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელია დავით დარცმელიძე, რომელიც არის მაჟორიტარი დეპუტატი და ყოველთვის მას ხომ არ დავუკავშირდებით რაიმე საკითხის გასარკვევად ან კითხვებზე პასუხის გასაცემად. მე პირადად ნამდვილად არ ვიცი, ვინ არის შტაბის ხელმძღვანელი, რომ საჭიროების შემთხვევაში მივმართო მას. იქნებ, თქვენ დაგვაკვალიანოთ?

_ შტაბის ხელმძღვანელი არ იქნება აქ. აქ იქნება აღმასრულებელი მდივანი და ეს გახლავთ ილიკო გაბუნია. ისე, მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ პოპულარულია "გურია ნიუსი" _ მთავარია, კიდევ უფრო მეტი ობიექტურობა და მომავალშიც არ დაკარგოთ ეს თვისება.

ბატონ გუნავას ვპირდებით, რომ "გურია ნიუსი" ყოველთვის ისეთივე ობიექტური იქნება, როგორიც იყო და არის; რაც შეეხება "მეტ ობიექტურობას", გუბერნატორის ეს მოწოდება სრულიად უადგილოდ მიგვაჩნია.




 ახალი ამბები
  • საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებსსაპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერთაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებ-გვერდები, რომელსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.ვებ-გვერდზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას თხოვენ. ყალბი ვებ-გვერდები უკანონოდ იყებენენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას. თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი. ... ...
  • რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით 11-დან 6 მარშრუტზე მგზავრობა 30 თეთრით გაძვირდა და 1,8 ლარი გახდა. რაც შეეხება დანარჩენ 5 მარშრუტს, ფასი ჯერჯერობით, უცვლელია. ახალი ტარიფის გადახდა მგზავრებს დღეიდან მეტროს სადგურ „დიდუბის“, რკინიგზის სადგურის, მეტროს სადგურ „ვარკეთილისა“ და სპორტის სასახლის მიმართულებით მგზავრობისას უწევთ. მგზავრობის ღირებულება 1.50 ლარი რჩება რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, მოსკოვის გამზირი; რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, ისთ ფოინთი; რუსთავი, შარტავას გამზირი - თბილისი, ლილო; რუსთავი, მეტალურგიული ქარხანა - თბილისი, გლდანი; რუსთავი, მე-19 მიკრო რაიონი - თბილისი, უნივერსიტეტის მაღლივი ... ...
  • პატრიარქი: ადამიანის სულში ცვლილებებია და საჭიროა ყურადღება, რომ მიწიერმა არ გაიტაცოსსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლს ქადაგებით მიმართა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანმა სრულყოფილებასა და სულიერებაზე იზრუნოს. „ერთ მდგომარეობაში არაფერი ჩერდება, ყველაფერი მოძრაობს, იცვლება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენ ვიცვლებით მასთან ერთადო. დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებაში, გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი. ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე, ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს“,  - აღნიშნა პატრიარქმა. 19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ამ დღეს ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე ... ...
  • ამ ეტაპზე "რუსთავი 2"-ის მყიდველი არ გამოჩენილა - სალიაამ ეტაპზე რუსთავი 2-ის მყიდველი არ გამოჩენილა - ამის შესახებ განცხადება, არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ქრონიკასთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, თუ მყიდველი დღესაც არ გამოჩნდა, კონკრეტულ გეგმებს საზოგადოებას დღეს გააცნობს.  "ამ ეტაპზე მყიდველი არ გამოჩენილა. ჩვენი პირობა იყო რომ საჯაროდ გამოჩენილიყო აღნიშნულის თაობაზე. თუ არ გამოჩნდება მსურველი მაშინ გეგმების შესახებ დღესვე გავაცნობთ. საუბრები გაკოტრების შესახებ არის გადაჭარბებული. ასეთი რამ არ იგეგმება, მაგრამ იგეგმება კონკრეტული ღონისძიებები, რაც კომპანიის ვალების გასტუმრებაში შეუწყობს ხელს",- განაცხადა ... ...
  • ყიდულობს თუ არა ვანო ჩხარტიშვილი "რუსთავი 2"_ს _ ბიზნესმენის ექსკლუზიური კომენტარიგავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2_ს, რომლის გაყიდვის შესახებ განცხადება ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, მყიდველი უკვე გამოუჩნდა. როგორც ამბობენ, ტელეკომპანის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყიდულობს. თუმცა, გურია ნიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში ჩხარტიშვილი ამას ურყოფს: _ სისულელეა და ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა ჩხარტიშვილმა და დააკონკრეტა, რომ ტელევიზიის ყიდვას არ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...