პრემიერი: "ევროპული სტანდარტის საპრეზიდენტო არჩევნები ნატოსკენ წინსვლას გააიოლებს"

პოლიტიკა

პრემიერი: "ევროპული სტანდარტის საპრეზიდენტო არჩევნები ნატოსკენ წინსვლას გააიოლებს"

26 ივნ. 2013, 17:58:58
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მან შეძლო დაერწმუნებინა სტუმარი, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ, საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება შეინიშნება.

"მე, პირადად, გავაკეთე აქცენტები იმაზე, რომ 2012 წლის არჩევნების შემდგომ, ჩვენი ხელისუფლების მოღვაწეობა უფრო თანამიმდევრული გახლდათ დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა. აქცენტი გავაკეთე იმაზე, რომ გაცილებით უკეთესი იქნება და ტიპიურად ევროპული საპრეზიდენტო არჩევნები, ეს იქნება ბოლო წერტილი იმისათვის, რომ ნატოს წევრი ქვეყნები საბოლოოდ დარწმუნდნენ და დაინახონ ახალი ხელისუფლების რეალური სახე, რაც ნატოში ჩვენს წინსვლას გააიოლებს.

გარდა ამისა, ჩვენ შევეხეთ რუსეთთან ურთიერთობას; წარმატებული სავაჭრო ურთიერთობები მისასალმებელია, შემაშფოთებელი ის, რაც ხდება საზღვრებთან, სადაც მავთულხლართების გადმოწევა ზოგ ადგილზე მოხერხდა 300 მეტრითაც კი. დღემდე ვერ ამიხსნია და გენერალურ მდივანთანაც გამოვთქვი გაურკვევლობა ამასთან დაკავშირებით, რაც არ ჯდება არანაირი კონტექსტში და თვითონ რუსეთსაც არ უქმნის პლუსებს და დამატებით კითხვებს ბადებს. ჩვენ დავარწმუნეთ გენერალური მდივანი, რომ ყველაფერს გავაკეთებთ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებისათვის, რათა ამან არ შეუშალოს ხელი ჩვენს ნატოში გაერთიანებას," _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ნატოს გენერალურ მდივანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

 




 ახალი ამბები
  • "გავრცელდა ცრუ ინფორმაცია“ - ირაკლი ლომაძის დედა მედიასთან კომენტარს აკეთებსდაკავებული ირაკლი ლომაძის დედა, თამარ მორჩილაძე, მედიის წარმომადგენლებთან საუბრის დროს არ ადასტურებს, რომ მისმა შვილებმა მეგობრებთან ერთად ადამიანი გაიტაცეს. "გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს მიტოვებულ სახლში მიიყვანეს ეს ბიჭი და აწამეს და ახლა საავადმყოფოში წევს. ეს არის სიცრუე, რადგან ვიცი ის არ წევს საავადმყოფოში. სინამდვილეში, მიტოვებულ სახლში არ მიუყვანიათ. მიიყვანეს იმ ოჯახში, ვისაც შეურაცხყოფა მიაყენა. შემდეგ ამ ბიჭს ტაქსი გამოუძახეს და გაუშვეს. დღემდე ფეხით დადის, არანაირი საავადმყოფო და ნაწამები არაა,"- თქვა ჟურნალისტებთან საუბრის დროს თამარ ... ...
  • ქობულეთში მაშველმა 21 წლის მამაკაცი დახრჩობას გადაარჩინაცოტა ხნის წინ, ქობულეთში 21 წლის მამაკაცი მაშველმა დახრჩობას გადაარჩინა. როგორც  ადგილიდან ჩვენი კორესპონდენტი იტყობინება, მამაკაცმა  ზღვაში შორს შეცურა, დაიღალა და შველას ითხოვდა. მაშველმა  მას პირველადი დახმარება ადგილზევე გაუწია, შემდეგ კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში ... ...
  • ოზურგეთელ ვიცე-ჩემპიონს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდესევროპის ვერცხლის მედალოსანსა და საქართველოს ჩემპიონს, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, იური ლომაძეს ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა გირაოს თაობაზე, ლომაძეს, მის ძმასა და კიდევ სამ პირს, ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იური ლომაძეს, თავის ძმასთან და კიდევ სამ პირთან ერთად, გამოძიება ადამიანის გატაცებასა და წამება ედავება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ ნ.ძ.-ს ქალაქ ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს მ.ბ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დანაშაული 2- დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წინასასამართლო სხდომა 28 აგვისტოს ... ...
  • გურიაში წელს საგამოცდო ცენტრში 460 აბიტურიენტს ელოდებიანხვალ, ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. გურიაში საგამოცდო ცენტრი ოზურგეთში #2 საჯარო სკოლის შენობაშია განთავსებული. ოზურგეთის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, ლელა იმედაშვილის თქმით, გურიიდან წელს 460 აბიტურიენტია დარეგისტრირებული. “ცენტრი სრულ მზადყოფნაშია აბიტურიენტების მისაღებად. ჯანდაცვის რეკომენდაციები გათვალისწინებულია სრულად. ხვალ ველოდებით აბიტურიენტებს და საგამოცდო დღეები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება“, - აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლელა ... ...
  • ახალი დეტალები ოზურგეთში ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებულებზეგავრცელებული ინფორმაციით, ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებული ხუთი პირიდან ორი ერთი ოჯახის წევრია _ ევროპის ვიცე-ჩემპიონი და მისი ძმა _ ირაკლი და ლუკა ლომაძეები. ხუთივე ბრალდებული გადაყვანილია ბათუმში და სწორედ დღეს გაიმართება სასამართლო პროცესი. სწორედ დღეს გახდება ცნობილი, გადაიყვანენ თუ არაა დაკავებულებს წინასწარი დაკავების იზოლატორიაში. ამავე თემაზე: ადამიანის გატაცების ბრალდებით ოზურგეთელი სპორტსმენი, ევროპის ვიცეჩემპიონია დაკავებული ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...