საკადრო წმენდა და პოლიტიკური ბრალდებები ოპონენტებს

პოლიტიკა

საკადრო წმენდა და პოლიტიკური ბრალდებები ოპონენტებს

2013 ივლ 5 19:01:50

ქალაქის ორი ვიცემერის პოსტი ამ დროისთვის ვაკანტურია _ რეორგანიზაციის სახელს ამირან ძოწენიძის და კოტე რატიანის სკამები შეეწირა.

ადგილობრივი თვითმმართველობა საკადრო წმენდას რეორგანიზაციას უწოდებს და გათავისუფლებულებს შანსს აძლევს, სამსახურისთვის საატესტაციო კონკურსზე იბრძოლონ. თუმცა, თანამდებობებიდან გაშვებულებს და როგორც თავად უწოდებენ თავიანთ თავს, "ქუჩაში გამოყრილებს" სასამართლო გზით ურჩევნიათ სამსახურეობრივი დავების გადაჭრა.

ამირან ძოწენიძე მის გათავისუფლებაში სააატესტაციო კომისიის ერთ-ერთი წევრს ზურაბ ხურციძეს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ხურციძე მათ ჯერ კიდევ არჩევნებამდე ემუქრებოდა: თუ მის შვილს არ დაასაქმებდნენ, მაშინ "ნაციონალური მოძრაობის" წევრების წინააღმდეგ გარკვეული სახის ღონისძიებებს გაატარებდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საჩინოს" ხელმძღვანელი ზურაბ ხურციძე ამ ბრალდებებს უსაფუძვლოს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და ამბობს, რო "მისმა ორგანიზაციამ პირველმა დაიწყო ბრძოლა ქალაქის "ნაციონალი" მერის გადასაყენებლად, რომლის ხარჯზე ბევრი ხელს ითბობდა. სწორედ ეს ვერ აპატიეს მას "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა."

თუმცა, ამირან ძოწენიძე ქუთაისის მერიაში ნეპოტიზმის ფაქტზეც საუბრობს და აღნიშნავს რომ რეორგანიზაციის ფარგლებში, ერთ-ერთი სამსახურის უფროსად, სწორედ ზურაბ ხურციძის შვილი ხათუნა ხურციძე დაინიშნა.

"საჩინოს" ხელმძღვანელს ამ საკითხზე თავისი პასუხები აქვს: "ზურაბ ხურციძე რა შუაშია მთავრობასთან ან მაგათ გათავისუფლებასთან? არც მერი ვარ, არც ვიცემერი. თუმცა, ჩემი შვილობა არ ნიშნავს, რომ სადმე არ დაიწყო მუშაობა. ამ საკითხებთან არაფერ შუაში ვარ. ვარ "საკონკურსო საატესტაციო" კომისიის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით. ჩემი მისამართით მსგავსი განცხადებების კეთდება იმიტომ, რომ მე დავიწყე პირველმა ქალაქის მერის გადაყენების საკითხზე ფიქრი და ბოლოს ეს გავახორციელეთ კიდეც _ "ერთიან ნაციონალურ" მოძრაობას ხელში არ ჩავუგდეთ ქალაქი. ისინი ხელს ითბობდნენ ქუთაისის მერის თანამდებობაზე ყოფნით და ვერ აიტანეს, რომ მისი სახით საყრდენი გამოვაცალეთ. სწორედ ამიტომ კეთდება ჩემი მისამართით დღეს ეს განცხადებები," _ აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაცია "საჩინოს" ხელმძღვანელმა და მერიის საკონკურსო საატესტაციო კომისიის წევრმა, ზურაბ ხურციძემ.

ქალაქის ვიცე-მერები დღეს დილით, მერის დიმიტრი კოპალიანის ბრძანებით გაათავისუფლეს და ბრძანების ფურცელში გათავისუფლების მიზეზად, თანამდებობრივი მოვალეობების უხეშად დარღვევა ჩაუწერეს. ამირან ძოწენიძის თქმით, მას დასუფთავების სამსახურის ბიუჯეტის მილიონ 400 000 ლარით დაგეგმვას, ხოლო კოტე რატიანს კიკვიძისა და რამდენიმე ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებისთვის თანხების არგაცემას ედავებიან; ქალაქის მერიაში კი მათ გათავისუფლებას მიმდინარე რეორგანიზაციით ხსნიან.

ვინ გახდება რეორგანიზაციული წმენდის მორიგი სუბიექტი, ვის დასდებენ ბრალს პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებებში და დასრულდება თუ არა ერთთვიანი რეორგანიზაცია, ამაზე ზუსტი პასუხი, როგორც ჩანს, არც რეორგანიზაციის ავტორებს არ აქვთ.




 ახალი ამბები
  • "ევროპული საქართველოს"ლიდერებს თავს დაესხნენ"ევროპული საქართველოს" ლიდერებს, გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს დაესხნენ.  უგულავას თქმით, შემთხვევა საქართველოს ეროპორტში მოხდა. "მე და გოკა გაბაშვილს ივანიშვილის ორკები დაგვესხნენ თავს აეროპორტში, საპასპორტო კონტროლის შიგნით ზონაში. ახლა მივდივართ შუშის შენობაში. ამბობენ თავდამსხმელები დავიჭირეთო. არ ვიცი. ჩვენ კარგად ვართ. გოკას მუხლი დაუზიანდა. ეტყობა ასე ჩაშალეს ჩვენი ორდღიანი მგზავრობა. ძაან საცოდავია ეს რეჟიმი. სასაცილოც კი,"_წერს გიგი უგულავა სოციალურ ... ...
  • რას ამბობენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ზურაბიშვილის განცხადებაზე„საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა კიდევ ერთხელ დამახინჯდა და კონტექსტიდან ამოვარდნილი სხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა“,_ აღნიშნული ტექსტი პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში წერია. „პრეზიდენტის გამოსვლა ღონისძიებაზე ეძღვნებოდა საქართველოს ეროვნულ იდეოლოგიას, კულტურას, მეცნიერების გაძლიერებას და გულისხმობდა ჩვენი კულტურით მსოფლიოში მნიშვნელოვანი ადგილის დაკავებას. სწორედ ამ გაგებით ჩვენ მსოფლიო შეგვიძლია დავიპყროთ კულტურით. პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არანაირად არ ეხებოდა საქართველოს თავდაცვის ძალებს და მათი ღირსების დაკნინებას. ასეთი ყალბი ინტერპრეტაციის გავრცელება არა მხოლოდ პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობა და ბულინგია, არამედ ეს უპირველესად აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და უსაფრთხოებას“,_ წერია გავრცელებულ ... ...
  • გენერალ-ლეიტენანტი: "თავდაცვის ძალები არის ერთ-ერთი სერიოზული ძალა რეგიონში"საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას არ ეთანხმება გენერალ-ლეიტენანტი, ვლადიმერ ჩაჩიბაია. ჩაჩიბაიას განმარტებით, რეგიონში საქართველოს თავდაცვის ძალები შეიარაღებითა და მოდერნიზაციით ერთ-ერთი სერიოზული ძალაა, პრეზიდენტმა კი გაკეთებულ განცხადებაზე განმარტება უნდა გააკეთოს. „რა იგულისხმა პრეზიდენტმა თავის განცხადებაში, ამაზე ვფიქრობ, თვითონ გააკეთებს განცხადებას. თავდაცვის ძალები არის ერთ-ერთი სერიოზული შეიარაღებით და მოდერნიზაციით რეგიონში, მინდა ავღნიშნო, რომ მოდერნიზაციის პროცესი მიმდინარეობს. ამის ნათელი მაგალითია, თუნდაც, ის,  რომ უახლოეს წარსულში შევიძინეთ ჯავანის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები. უახლოეს მომავალში კიდევ ახალ ამბებს გავიგებთ, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ჯარის გადაიარაღებასა და შეიარაღებასთან“,_ განაცხადა ... ...
  • ღარიბაშვილი: "მიუღებელია მთავარსარდლის მხრიდან მსგავსი განცხადება"საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას, კატეგორიულად მიუღებელს უწოდებს. „ქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები- ეს მინდა ვუთხრა საქართველოს პრეზიდენტს. ყოვლად მიუღებელია საქართველოს მთავარსარდლის მხრიდან მსგავსი განცხადების გაკეთება. არ ვიცი რას გულისხმობდა პრეზიდენტი, ალბათ, საჭიროებს მეტ კონკრეტიკას და ახსნა-განმარტებას. როგორც თავდაცვის მინისტრი გავაკეთებ ყველაფერს, რომ ქართული ჯარი კიდევ უფრო გაძლიერდეს“,_განაცხადა ... ...
  • 20 წლის წინ საზოგადო მოღვაწე აკაკი ბაქრაძე დაკრძალესქართველი კრიტიკოსი, ხელოვნებათმცოდნე, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე აკაკი ბაქრაძე1999 წლის 11 დეკემბერს დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. ოზურგეთელი ნინო კუკულაძე, რომელიც ახლოს იცნობდა აკაკი ბაქრაძეს საინტერესო ამბავს წერს სოციალურ ქსელში.  “12 დეკემბერს, დილით, პანთეონში მისულ ჭირისუფალს აკაკი ბაქრაძის საფლავი ყვავილებით დეკორატიულად მორთული დაგვხვდა. მესაფლავეებმა გვაუწყეს, რომ ეს ვიღაც ქალბატონმა გააკეთა, რომლისთვისაც ვინაობა მათ არ უკითხავთ. სამი თვის შემდეგ შემთხვევით შევიტყვეთ, რომ ეს ქალბატონი ნანა კაჩუხაშვილი ყოფილა, რომელმაც აგვიხსნა, რომ ეს ყოველივე დიდი მწერლის სიყვარულითა და მადლიერების ნიშნად გააკეთა. მოგვიანებით აკაკი ბაქრაძის საფლავზე მარმარილოს დიდი თეთრი წიგნი დაიდგა (არქიტექტორი - ილო ყავლაშვილი, მოქანდაკე - ზაურ ჯოხაძე), რომლიდანაც მზის სხივები შავი მარმარილოს ორნამენტების მეშვეობით იშლება. მარმარილოს დიდ თეთრ წიგნს აკაკისეული წარწერა ამშვენებს : " მე იმ ადამიანთა რიცხვს ვეკუთვნი, ვისაც სწამს სულის უკვდავება და მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი შეხვედრა ისევ მოხდება". აკაკი ბაქრაძე 6 დეკემბერს დილის 7 საათსა და 45 წუთზე გარდაიცვალა. სიკვდილამდე მან რამდენჯერმე მთაწმინდის წყალი მოითხოვა და სულმობრძავმა სიამოვნებით დალია. მე ვფიქრობ, რომ აკაკი ბაქრაძის სამუდამო განსასვენებელი მაინც მთაწმინდის პანთეონში უნდა იყოს... “- წერს ნინო ... ...

არქივი

ზაფრანი

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...

2020 წლის ჩინური ჰოროსკოპი

ჩინური ჰოროსკოპი ცხოველთა 12 ნიშანს...

იცით თუ არა, რომ...

ადამიანები, რომლებიც დიდი რაოდენობით ტესტოსტერონს...

რა გავლენას ახდენს მოწევა ტვინზე

მოწევა არა მხოლოდ ფილტვებს, არამედ...

რატომ უნდა მიირთვათ ვაშლი ყოველდღე

ვაშლი დაბერებას აფერხებს; ვაშლი უჯრედისით...

შეიძლება თუ არა სველი თმით დაძინება

სახლში სამსახურიდან დაქანცული ბრუნდებით, აბაზანას...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს