რა საფრთხის მატარებელია უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს პრეზიდენტად

პოლიტიკა

რა საფრთხის მატარებელია უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს პრეზიდენტად

2013 ივლ 6 10:45:38

_ "დღეს კონსტიტუცია რატომღაც მხოლოდ სამ თანამდებობის პირს უკრძალავს ორმაგ მოქალაქეობას, ესენი არიან: პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე, რაც სრულიად გაუგებარია.“ _ განაცხადა ინტერპრესნიუსთან საუბრისას უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის ამ განცხადებას სამართალმცოდნე ლევან ალაპიშვილი გამოეხმაურა და საკმაოდ ვრცლად განმარტა რა საფრთხის მატარებელია უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს პრეზიდენტად ან მისი მოვალეობის შემსრულებლად:

_ პოლიტიკა, პოლიტიკური ინტერესები და რიტორიკაც მესმის, მაგრამ გამიჭირდება წმინდა სამართლებრივ საკითხებზე პროფესიონალი იურისტის, ჩემი კოლეგის (რომელთან ერთადაც პროფესიისა თუ საზოგადოებისათვის ბევრი კარგი საქმე გვიკეთებია ან გვიცდია მაინც) ასეთი პოზიციის გაგება.

რეალურად ამ ცვლილების განმაპირობებელი ის არის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ პრეზიდენტისა და პრემიერის პოსტის დაკავების უფლება 2014 წლის 1 იანვრამდეა დაშვებული. გვახსოვს, რომ ეს სამართლებრივი სიმახინჯე 2012 წელს, დღევანდელი პრემიერის მიმართ ხელოვნურად შექმნილი საარჩევნო და ადმინისტრაციული პრობლემების შემდეგ შეიტანა კონსტიტუციაში წინა პარლამენტმა, ისიც უცხოეთის სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციების საჯაროდ გამოთქმული ნეგატიური შეფასებების შემდგომ. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტის ამოღების შემთხვევაში კი უცხოელს ეს გზა თითქოსდა ეხსნება. ეს ყველაფერი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანაგუნდელმა, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემაც დაადასტურა, როდესაც განაცხადა, რომ 2014 წლის 1 იანვრიდან პრემიერ-მინისტრს პოსტზე ყოფნის მყარი სამართლებრივი საფუძველი აღარ ექნება. ამ ყველაფრის გასაღები პრემიერის ხელთაა. მას შეუძლია მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა და დატოვოს საფრანგეთის მოქალაქეობა. პრობლემაც აღარ იარსებებს და არც კონსტიტუციის მორგების მორიგი სერიის საჭიროება იარსებებს.

ვინ, ვინ და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ყველაზე კარგად უწყის, რომ ეს სამი თანამდებობის პირი არის ქვეყნის უმაღლესი ჩინოსანი - სახელმწიფოს მეთაური ან მისი შემცვლელი. საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია: საქართველოს წარმოადგენს საგარეო ურთიერთობებში და ქვეყნის სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალია. ასეთი არის და იქნება საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი კონსტიტუციით განსაზღვრული პრეზიდენტის ფუნქცია.

კონსტიტუციითვე დადგენილია, რომ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პრეზიდენტის უფლებამოსილებას ასრულებს პარლამენტის თავმჯდომარე. ამ უკანასკნელის მიერ პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, ან თუ პარლამენტი დათხოვილია - პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს პრემიერ-მინისტრი.

ასეთია საქართველოს კონსტიტუციის 73-ე; 76-ე და 99-ე მუხლებით, აგრეთვე საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ ასამოქმედებელი 69-ე მუხლით დადგენილი წესები.

ვგონებ ძნელი არ უნდა იყოს იმის დანახვა, რომ ქვეყნის უმაღლეს სამხედრო მთავარსარდალს ან უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო ურთიერთობებში განსაკუთრებულ, უმაღლესი ხარისხის სახელმწიფო საიდუმლოებასთან უნდა ჰქონდეს წვდომა და ამავე დროს იგი თავისუფალი უნდა იყოს სხვა სახელმწიფოთა წინაშე რაიმე სახის სამართლებრივი ვალდებულებისაგან.

ახლა კი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით დადგენილი, სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების პირობები ვნახოთ: "სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაიშვება 18 წელს მიღწეული საქართველო ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გაცნობა სჭირდება თავისი სამსახურებრივი ან სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისათვის.“ გამოდის, რომ ქვეყნის პირველ პირს, რომელიც არის სხვა სახელმწიფოსთან სამართლებრივად დაკავშირებული და მის წინაშე ვალდებული პირი, ხელი მიუწვდება უმაღლესი ხარისხის სახელმწიფო საიდუმლოებასთან და ეს საიდუმლოება შესაძლოა შემხებლობაში იყოს მისი მეორე "სამშობლოს“ ინტერესებთან. ამავე ლოგიკით, რატომ შევზღუდოთ ეს უფლება, მაშინ კანონმდებლებმა არათუ კონსტიტუციაში, არამედ "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონშიც შეიტანონ ცვლილება და საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება იყოს შეუზღუდავი. ამას ერქმევა - რაღა დაგიმალოთ, _ აღნიშნავს ალაფიშვილი.




 ახალი ამბები
  • ერთდღიანი ბაზრობის პოლიტიკური ელფერიის, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ბაზრობა კვირას იმართება, ეს ამბავი ახალი არ არის... და ეს დღეს ჩვეულებრივად ჩაივლიდა, რომ არა აქცია "ვამხილოთ გურული ფეოდალი მაჟორიტარები“. აქციის მონაწილეები დაახლოებით 12 საათისთვის გამოჩდნენ ბაზარში. მათ გამოჩენას, თან "ქართული ოცნების" დეპუტატების გამოჩენა მოყვა. არაერთხელ იყო სიტყვიერი დაპირისპირება და იმის ხსენება, ვინ ვისი პოლიტიკური წევრი იყო ადრე და ა.შ. ასევე აქციაზე ალეკო ელისაშვილი მოსახლეობას ეკითხებოდა მაჟორიტარი-დეპუტატის, ნინო წილოსანის საქმეებზე, რაზეც ზუსტ კონკრეტულ პასუხს იშვიათად სცემდნენ. აქციის პარარელურად "გურია ნიუსმა" რამდენიმე ფოტო გადაიღო, სადაც ხალხი სხვადასხვა პროდუქტების გაყიდვით იყვნენ დაკავებულები. სიძვირე აშკარად ეტყობოდა პროდუქტებს, არა არის გამორიცხული, საახალწლოდ ეს ფასები ... ...
  • ოზურგეთის ხელოვნების ცენტრი 30 წლისაა13 დეკემბერს,  ოზურგეთის მერაბ ბერძენიშვილისსახელობის  ხელოვნების ცენტრის 30 წლის აღსანიშნავ  ღონისძიებაზე , სამხატვრო გალერეაში ბევრ სტუმართან ერთად, თავი მოიყარეს ოზურგეთელმა მასპინძლებმა. _მჯერა, ყველა ჩვენგანი გახარებულია დღეს და თქვენც ასევე გიხარიათ.  30 წელი, შესაძლოა, ბევრი არ არის,   მაგრამ ერთი სერიოზული ეტაპი  მაინც არის.  ამ ხნის მანძილზე 300-მდე გამოფენა ჩარატრდა, თავისი კატალოგებით, ბუკლეტებით. დღევანდელი   დღე ასე ბედნიერად დაიწყო და ასე დამთავრდება _ ჩვენ  გავაკეთეთ კატალოგი, რომელიც შეგიძლიათ,  საჩუქრად წაიღოთ. ჩვენ გავაკეთეთ ასევე  მოკლე კლიპი 30 წლიანი ისტორიისა, რომელსაც ახლა ნახავთ და ბევრი საკუთარ თავსაც იხილავს, რადგან თქვენ ის ადამიანები ხართ, რომლებიც სულ ჩვენთან იდექით, ჩვენ ვართ ცენტრი, სადაც კეთდება რეგიონული გამოფენები, ასევე  გვაქვს უამრავი  გაცვლითი გამოფენები, _ ამ სიტყვებით  გახსნა ღონისძიება  და სტუმრებს მისალმა ოზურგეთის სახვითი ხელოვნების ცენტრის წარმომადგენელი, ლია ურუშაძე. სურატების გალერეის დირექტორმა,  ავთანდილ თავართქილაძემ მადლობა გადაუხადა  სტუმრებს და ესაუბრა 30-წლიან გზაზე, რომელიც გაიარა გალერეამ. _ამ 30-მა წელმა დამანახა, რომ უამრავი ადამიანია გურიაში დაკავებული სახვითი ხელოვნებით. განსაკუთრებით ქალბატონები.  ეს ნიჭიერება არის ცვენთან. ჩვენ ვატარებდით ხალხური რეწვის ოსტატთა გამოფენებს. თამამად  შეგვიძლია ვთქვათ, რომ  ოზურგეთი არის არამხოლოდ ფოლკლორის ,  არა მხოლოდ პოლიფონიის ქალაქი, არამედ სახვითი ხელოვნების ქალაქი.  ჩვენი ცენტრი რევოლუციური მონაპივარია.  1989 წელს დაიწყო ეს ყველაფერი.  არაფერი არ ასებობდა, მაგრამ აქ იყო სესანიშნავი მხატვრების ჯგუფი, ვახტანგ მამეშვილი, რეზო ჯაში,  ვარლამ ჭკუასელი, ჯემალ მიმინოშვილი, ვასო მჟავანაძე  და ბევრი სხვა, რომელთა არჩეული ვარ მე. ამ ხალხის  აქ ყოფნა იყო სახვითი ხელოვნების  განვითარება.  ეს იყო ეროვნული მოძრაობა, ფაქტიურად. ასე დაიწყო ყველაფერი.დიდი ენერგია ჩემგან სწორედ ამ „გალერჩიკობაში“ წავიდა. კიდევ უფრო უნდა განვითარდეს. მომავალ წელს აუცილებლად   გავხსნით  მერაბ ბერძენიშვილის ქანდაკებას.  იცით, ქუთაისში ვანდალური ფაქტი მოხდა, დაშალეს ქუთაისში. ეს იყო დიდი ტკივილი მისტვის.  მისი ქანდაკება, უნდაამშვენებდეს ოზურგეტს. ჩვენი პროექტები უკვე საერთაშორისოა. ჩვენ გვაქვს სემოქმედებით სახელოსნო, რომლის გარეშეც გალერეა არის მკვდარი.  კარგად ხედავთ ექსპოზიციის ესთეტიკას. მაჯისცემა უნდაიგრძნობოდეს და ასეც ხდება. თავიდან  სამხატვრო გალერეა ერქვა და მადლობა უფალს, რომ  გადავურჩით    გაერთიანებებს. ეს ხელისუფლების დამსახურებაც  არის.   ასევე ბოდიშს ვიხდი, რომ დღევნელი დღე  დაემთხვა იმ რაღაც აქციას და მოვლენას, რაც თბილისში ხდება.  კი შეიძლებოდა გადადება, მაგრამ ღონისძიება იგეგმება ერთი და ორი თვით ადრე და ამიტომ მოხდა ასე. . თუმცა დღევანდელი დღით  ვეხმიანებით სრულიად საქართველოს. ყველამ უნდა აკეთოს თავისი საქმე და გადარჩებასაქართველო, _ ასე დაასრულა მან თავისი გამოსვლა   და შემდეგ კლიპის სანახავად მიიპატიჟა ყველა. ვიდეოფირზე კარგად იყო ასახული გალერეის მიერ გავლილი 30 წლიანი გზა. სტუმრად მყოფმა ხელოვანებმა, ბათუმიდან, ქუთაისიდან და თბილისიდან  ცამოსულმა  სხვადასხვა გალერეის თუ მუზეუმების ხელმძღვანელებმა ბევრი თბილი სიტყვა თქვეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს იუბილად  გალერეას. დასარულ, საზეიმოდ გაჭრეს ტორტი და კიდევ ერთხელ აღნიშნეს სტუმრებმა და მასპინძლებმა, რომ ოზურგეთის არის როგორც ფოლკლორის, პოლიფონიის,  სახვითი ხელოვნების ... ...
  • "ერთადერთი, რაც შემიძლია, საჩუქრად გადავცე კომპასი“_თალაკვაძე ელისაშვილს ეხმაურებადღეს "სამოქალაქო მოძრაობამ" ჩოხატაურის ბაზარში აქცია გამართა კამპანია "ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარების" ფარგლებში. ბაზარში მისულმა სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა  იქ მყოფ ადამიანებს თანამდებობაზე მყოფი წარმოშობით გურულების,  ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანის და პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შესახებ ესაუბრნენ და  ფეოდალიზმში დაადანაშაულეს. როგორც სამოქალაქო მოძრაობის წევრები ამბობენ, ისინი მოსახლეობაზე არ ზრუნავენ და ხალხის ხარჯზე მდიდრდებიან. აქციამ ჩოხატაურის ბაზრიდან ოზურგეთის მერიასთან გადაინაცვლა, სადაც არჩილ თალაკვაძის მაჟორიტარული ოლქი მდებარეობს.  სამოქალაქო მოძრაობის წევრებს მერიის კარი დაკეტილი დახვდათ, კარზე კი სტიკერები მიაკრეს წარწერით "მაჟორიტარი ფეოდალია". თალაკვაძე ელისაშვილის მიერ წაყენებულ ბრალდებას ეხმაურება და ამბობს, რომ "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერისთვის კომპასის საჩუქრად გადაცემას აპირებს. „უკმაყოფილო ყოფილა რატომ არავინ არ დამხვდაო? - დღეს არის კვირა დღე და ელისაშვილმა ეს კარგად იცოდა, სწორედ ამიტომ აირჩია კვირა დღე. რაც შეეხება მის კამპანიას, ის თურმე ოზურგეთში ჩასული იყო და საზოგადოებას უმტკიცებდა, რომ ოზურგეთის მაჟორიტარი არის მდიდარი ფეოდალი. ერთადერთი, რაც შემიძლია, არის ის, რომ მას საჩუქრად გადავცე კომპასი“,_ განაცხადა ... ...
  • "თავისუფლება ვაჟა ექიმს" _ კახა ასკურავა საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა"ექიმი ისეთი პროფესიაა, მტერი რომ ნახო დაჭრილი, მას უნდა უმკურნალო, ვალდებული ხარ. ვაჟა გაფრინდაშვილის ფაქტი სწორედ ის შემთხვევაა, როცა ცხადია, რომ პუტინის პოლიტიკა უარყოფს და უგულებელყოფს ყოველივე მორალურს, დაწერილ თუ დაუწერელ კანონებს, რომელიც ხანდახან უფრო მეტი ვიდრე მსოფლიო კონვენცია!", _ აღნიშნულის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა ასკურავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. იგი რამდენიმე წუთის წინ ჩავიდა საოკუპაციო ხაზთან, სადაც სეპარატისტული რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი და მხარდამჭერები აქციას მართავდნენ. როგორც კახა ასკურავამ "გურია ნიუსთან" აღნიშნა, გზა აერიათ და, სამწუხაროდ, აქციას ვერ ჩაუსწრეს. მანვე მოგვაწოდა საოკუპაციო ხაზთან გადაღებული ... ...
  • "თავისუფლება ვაჟა ექიმს" _ საოკუპაციო ხაზთან ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი აქციას მართავს"სოხუმი და ცხინვალი საქართველოა", "სამშობლოს სიყვარული დანაშაული არ არის", "თავისუფლება ვაჟა ექიმს"- ამ მოწოდებებით საოკუპაციო ხაზთან, დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ. მათთან ერთად ადგილზე იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, თეთრ ხალათებში ჩაცმული ექიმები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები. შეგახსენებთ, რომ დღეს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და ოძისამდე საავტომობილო მსვლელობით გადმოინაცვლეს. "გურია ნიუსი" უმოკლეს დროში შემოგტავაზებთ ინფორმაციას საოკუპაციო ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...