გაწევ-გამოწევა ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე


პოლიტიკა

გაწევ-გამოწევა ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე

18 ივლ. 2013, 01:39:19

17 ივლისს ოზურგეთის საკრებულოს სხდომა პირველად ჩაატარა ახალმა თავმჯდომარემ ავთანდილ სურგულაძემ.  12 - იდან  პირველი სამი საკითხი ქალაქის 26 მაისის ქუჩის მონაკვეთის იოსებ კეჭაყმაძის სახელის მიკუთვნებას, ბოხვაურის თემის ქუჩის სახელდებას და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  2013  წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმაში ცვლილება-დამატებების შეტანას ეხებოდა, რაც  უპრობლემოდ დაამტკიცეს.

ხმაური მოჰყვა მეოთხე და მეხუთე საკითხების განხილვას  _ "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კონკურსის და ატესტაციის ჩატარების საკითხს" და "შესაბამისი კომისიის დამტკიცების  და მის თავმჯდომარედ, ძველი თავმჯდომარის ნაცვლად, ავთანდილ სურგულაძის დამტკიცების  საკითხს". მომხსენებელ მერაბ მჟავიას ოპოზიციონერი დეპუტატები ნაცვალაძე და კვერღელიძე  იმაში შეედავნენ, რომ კომისიის თავმჯდომარედ მხოლოდ  საკრებულოს თავმჯდომარის ან მისი მოადგილის დანიშვნა არ არის დებულებით დაშვებული, სხვა დეპუტატის დანიშვნაც შეიძლება. თუმცა, რამდენიმე დღით ადრე ბიუროს სხდომაზე განხილული სურგულაძის კანდიდატურა კენჭისყრით ერთხმად დაამტკიცეს.

_ ეს არის ძალიან სათუთი თემა. კონკურსი გამჭვირვალედ უნდა ჩატარდეს. ერთთ წელიწადში, არჩევნების შემდეგ, იქნებ, აქ არცერთი არ იქნეს და ახლა ერთი ხელის მოსმით ადამიანებს გარეთ ვერ გავყრით. კონკურსი მაქსიმალურად ობიექტურად და გამჭვირვალედ ჩატარდება, _ განმარტა ავთანდილ სურგულაძემ.

ხმაური გამოიწვია  საკითხმა "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  არსებული სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ",  რაზეც "სერვისცენტრის" დირექტორმა ვოვა სალუქვაძემ ისაუბრა. მან ისაუბრა ჩატარებული სამუშაოს შესახებ _ მოხდა აზომვითი ნახაზის გაკეთება, გამოითქვა მოსაზრება, რომ ამ პროექტის მიხედვით საკრებულომ სოფლებშიც უნდა იმოქმედოს და ასევე, ქალაქის შვიდ სასაფლაოზე ჩატარდა აზომვა-მოკვლევა. მან განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა ითხოვა მოიდანახის სასაფლაოს მიმართ, სადაც უკვე სამარხი ადგილები აღარ არის. მოსახლეობა კი თანდათან ყიდის საკუთრებაში არსებულ მოწებს და სასაფლაოს ტერიტორია ქალაქისკენ ფართოვდება. სალუქვაძემ ამ სასაფლაოს დახურვა მოითხოვა, დეპუტატმა ლელა ნაცვალაძემ ყურადღება გაამახვილა სოფლების სასაფლაოების საგანგაშო მდგომარეობაზე და საგვარეულო სასაფლაოების თვითნებურ გახსნაზე გააკეთა აქცენტი, რის მაგალითადაც გურიანთაში მჟავიების საგვარეულო სასაფლაო დაასახელა.

_ მოგცემ  შენ იქ ადგილს, თუ გინდა, მიგიზომავ, _ სასწრაფოდ შეაგება დეპუტატმა მერაბ მჟავიამ ნაცვალაძეს.
_ ასეთი არასერიოზული ხალხი ვართ ჩვენ! რა ლაპარაკია ეს! ინფრასტრუქტურაზე როცა იყო მსჯელობა, ამდენი და ასე მხიარულად არ გისაუბრიათ. ქალბატონო ლელა, თქვენც, მეც და სხვასაც მოუწევს იმ მდგომარეობაში ყოფნა ერთ დროს, ეს სირცხვილია,  _ საქციელისა და სიტყვა-პასუხის შესწორებისკენ მოუწოდა ავთანდილ მექვაბიშვილმა მოჩხუბარ დეპუტატებს და შეახსენა, რომ ერთი თვის მანძილზე უნდა შეჯერდნენ ამ საკითხის ირგვლივ ისე, როგორც ცივილიზებულ ადამიანებს შეშვენით.  ახლა იწყება ამ საკითხის ადმინისტრაციული წესით წარმოება!

საკითხმა "ინფორმაცია _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დასრულების შესახებ", რაზეც გამგებლის მოადგილემ კოტე სარიშვილმა ისაუბრა და განმარტა, რომ მოხდა სასოფლო-სამეურნეო მიწის დახვნა-დადისკვა, ხოლო დათესვა პროგრამაში არ შედიოდა, ზოგს კი  ეგონა, დაუთესავდნენო. ამ  საუბარმა დარბაზის უკანა რიგებში მჯდომი ნუგზარ გიორგაძის აღშფოთება გამოიწვია.

_ აი, ეს მინდოდა რომ გეთქვათ, მე ბოდიშს ვუხდი ზოგიერთებს, ვინც სოფელზე ზრუნავს, მაგრამ ახლა მე ცხემლისხიდის მოსახლეობის სახელით, კოჩივართან შემაქვს სარჩელი, ჭამთ გლეხს,  ნახავთ, რაც მოგივათ, დამთავრდა თქვენი დრო...

დეპუტატმა გირკელიძემ თქვა, პასუხს გაგცემთ, ხვნა-თესვის დროს რაც მოხდაო. ამან  გიორგაძე და მისი მეგობრები (რომლებსაც ახლა ოზურგეთის გამგეობის წინ კარავი აქვთ გაშლილი და საპროტესტო აქციას აგრძელებენ),  კიდევ უფრო გააღიზიანა და დაიწყო გაწევ-გამოწევა:

_ შენ ხმას რაფერ იღებ, ბიჯო! გამოდი გარეთ... შენ მაკლიხარ ახლა... გადაუარეთ ოზურგეთს... დამთავრდა თქვენი დრო! ავთო სურგულაძე რატომ დადის უკანა კარიდან...

გამშველებლის როლი ლელა ნაცვალაძემ იკისრა.

ბოლოს სიტყვით გამოსვლა დიმიტრი კვერღელიძემ ითხოვა და განმარტა, რომ მიუხედავად ავთანდილ სურგულაძის კეთილი შემოთავაზებებისა,  გაუჭირდება მუშაობა, რადგან ადრე ამ საკრებულოს ყველა დეპუტატი ნაციონალურ მოძრაობას უჭერდა მხარს არჩევნების დროს.

_ გულში არ ვიდებ არაფერს, მაგრამ ორი დეპუტატი, კიღურაძე და დოლიძე უფრო ვაჟკაცებად მიმაჩნია, ვინც პირდაპირ მითხრა, ხმას ვერ მოგცემთო. კითხვები კი აქ ნურავის გააღიზიანებს. თქვენ გაქვთ თმენის ვალდებულება და თუ სხვა გისვამთ არასწორ კითხვებს, თქვენ სწორი პასუხები გაეცით და ხმაური არ იქნებაო, _ თქვა მან.

საკრებულოს თავმჯდომარემ ავთანდილ სურგულაძემ ყველას დახმარება აღუთქვა და შეპირდა, რომ ნებისმიერი საკითხის განხილვისას მოუსმენდა მათ. საგანგებოდ აღნიშნა ისიც, რომ არცერთხელ  შესულა გამგეობის უკანა კარში, არც  იქედან გამოსულა და არც აპირებს ასე მოიქცეს.

_ ვინ დამინახა, რომ თუნდაც ერთხელ, უკანა კარიდან შევედი ან გავედი? _ დასვა მან კითხვა, რაზეც პასუხი ვერავინ გასცა.

სტატია მომზადებულია ფონდის "ღია საზოგადოება _ საქართველოს" მიერ დაფინანსებული პროექტის _ "დათვალე საკუთარი ფული!", ფარგლებში და მასში გამოთქმული მოსაზრება არ გამოხატავს ფონდის პოზიციას.




 ახალი ამბები
  • პროკურატურის ცნობით, ირაკლი ფანგანი ბრალის წარდგენის შემდეგ გათავისუფლდასაქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარ დევნის ფაქტზე ირაკლი ფანგანს ბრალდება პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნის მუხლით წარუდგინა.  პროკურატურის ცნობით, ირაკლი ფანგანი ბრალის წარდგენის შემდეგ გათავისუფლდა, ვინაიდან პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 23 იანვარს, ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ი.ჩ.-ს გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტები დამამცირებელი სიტყვებით მიმართავდნენ, რა დროსაც ი.ჩ.-ს, მისი პოლიტიკური მოღვაწეობის გამო უარყოფითად განწყობილმა ი.ფ.-მ თავზე ნაგავი დააყარა, რითაც განახორციელა ი.ჩ.-ს დევნა ძალადობით, მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით. სამართალდამცველებმა ი.ფ. 24 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ი.ფ. ბრალდების წარდგენის შემდეგ დაკავებიდან გათავისუფლდა, ვინაიდან პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – ნათქვამია ... ...
  • "კალაძეს ვურჩევდი, დაბალ წვრილფეხობას თავი დაანებოს"-გოგორიშვილიევროპული საქართველოს წევრი, ხათუნა გოგორიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დიდუბე-ჩუღურეთის გამგებლის მოადგილის დაკავებას ეხმაურება. გოგორიშვილის თქმით, დღევანდელი დაკავება არის სხვა მიმართულებით ისრების გადატანის უნიჭო მცდელობა. გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ კალაძის ნათესავები მილიონობით ლარს იდებენ ჯიბეში, მაგრამ იმისათვის, რომ კორუფციასთან მებრძოლები გამოჩნდნენ, აკავებენ დაბალი რანგის მაღალჩინოსნებს. „დღევანდელი დაკავება, ეს არის უნიჭო მცდელობა ისრების სხვა მიმართულებით გადატანის, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ნამდვილად მეისრეებს ეძებენ და რათქმაუნდა, როდესაც ტენდერებში მილიონობით ლარის მოტეხვა ხდება, როდესაც იგივე smart ურნებთან დაკავშირებით, ან მიკროავტობუსებთან დაკავშირებით, როდესაც მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები, კალაძის მეგობრები და ახლობლები მილიონობით ლარს იდებენ ჯიბეში, ამაზე ყველა თვალს ხუჭავს მერიაში, მაგრამ იმისათვის, რომ იძახონ, ნახეთ როგორ ვებრძვით კორუფციას, ასე იქცვიან. კალაძეს ვურჩევდი, დაბალ წვრილფეხობას თავი დაანებოს და ცოტა ზემოთ მონახოს ახლობელ-მეგობრები.“ - განაცხადა ... ...
  • იაგო ხვიჩია: „პარლამენტის განადგურებისთვის ოპოზიციას ან ხელისუფლებას რომ შეაგინებთ, მე არ მომაყოლოთ“პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში თქვა, რომ პოლიტიკური სპექტრი ახლა სიგიჟით არის მოცული _ ქვეყანა კრიზისშია და ოპოზიციას არავითარი გეგმა არ აქვს. „ქართული პოლიტიკური სპექტრი ახლა სიგიჟით არის მოცული. ჩემი ამოცანაა, გითხრათ _ მე არაფერ შუაში ვარ ქართული პარლამენტარიზმის რღვევასთან, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო. ქართველო ხალხო, ერთადერთი მიზანი მაქვს _ გიჟებს მე ვერ გავაჩერებ. მე მაქვს ერთადერთი მიზანი, ცოტა ხანი რომ გაივლის, თქვენთვის მქონდეს სათქმელი, რომ მე ამათ ვაფრთხილებდი, ეს არ მინდოდა, ამაში არ წავყევი, ოპოზიციას რომ შეაგინებთ, ან ხელისუფლებას პარლამენტის განადგურებისთვის, მე არ ვყვებოდე ამ ამბავში“, _ თქვა ... ...
  • წარმოდგენილი ცვლილება არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი- სერგეენკოწარმოდგენილი ცვლილება არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ რაც შეიძლება დაჩქარდეს წვდომა ვაქცინაზე და შესაბამისად პანდემიის ეფექტური მართვა,_ ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით სერგეენკომ  ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შესახებ" კანონპროექტის დაჩქარებულ წესით განიხილვის თაობაზე მსჯელობდნენ. მისი თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს ამ ცვლილების არსი. „ცვლილებების შინაარსი თავისი სტრუქტურით გამოიხატება შემდეგში, რომ ასეთი პასუხისმგებლობა უკვე  რამდენიმე წელია არსებობს გეგმიურ ვაქცინებთან მიმართებაში და იმავე სტრუქტურის, იმავე შემადგენლის პასუხისმგებლობების განაწილება გაჩნდება კოვიდ ვაქცინასთან მიმართებაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ რაც შეიძლება დაჩქარდეს წვდომა ვაქცინაზე და შესაბამისად პანდემიის ეფექტური მართვა", - განაცხადა დავით ... ...
  • ელისო ბოლქვაძეს იუნესკოს მშვიდობის ელჩის მანდატი მეორედ მიენიჭაიუნესკოს გენერალურმა დირექტორმა ოდრე აზულემ, ცნობილ ქართველ პიანისტს საერთაშორისო და სახელმწიფო პრემიების ლაურეატს, ელისო ბოლქვაძეს, მშვიდობის ელჩის მანდატი მეორედ მიანიჭა კულტურის  პოპულარიზაციაში  შეტანილი წვლილისთვის და იუნესკოს საერთაშორისო საგანმანათლებლო   პროგრამების მხარდაჭერისთვის. მოცემული  სტატუსი ელისო ბოლქვაძეს მიენიჭა 2015 წლის 22 იანვარს პარიზში და გახდა ამ პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი- პირველი ხელოვანი საქართველოდან. იუნესკოს საპატიო  ტიტულს ფლობს მსოფლიოში გამოჩენილი 55-მდე ხელოვანი. მათ შორის არიან სელინ დიონი, ანჯელინა ჯოლი, მეჰრიბან ალიევა, მარკუს მილერი, შირლი ბეისი, ვლადიმერ სპივაკოვი, ხუაკინ კორტესი, ჟორდი სავალი, პლასიდო დომინგო და სხვა. ელისო ბოლქვაძის შემოქმედება და  საქველმოქმედო  მოღვაწეობა აღიარებულია საერთაშორისო მასშტაბით.მან არაერთხელ მიიღო მონაწილეობა სამშვიდობო მისიებში და გაეროს საერთაშორისო ღონისძიებებში. გამოჩენილმა პიანისტმა საქართველოში დააარსა ფონდი  « ლირა », რომლის მთავარი მიზანია  ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა  და მათი ხელშეწყობა. მან ასევე  2013 დააფუძნა «  ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების და მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი »,რომელიც მნიშვნელოვან  კულტურულ პლატფორმად იქცა ქართული ხელოვნების  პოპულარიაზაციისა და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერად. ელისო ბოლქვაძეს 2016 წელს  მიენიჭა   საფრანგეთის ლეგიონის კავალერის ორდენი ხელოვნების  სფეროში საფრანგეთის სახელწიფოს მიერ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....