კოალიციამ "ევრაზიული არჩევანი" გორში მრგვალი მაგიდა გამართა

პოლიტიკა

კოალიციამ "ევრაზიული არჩევანი" გორში მრგვალი მაგიდა გამართა

2013 ივლ 20 08:40:54
ამ შეხვედრით კოალიცია "ევრაზიული არჩევანი _ საქართველო" ქვეყნის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების თემაზე საჯარო კონსულტაციებს იწყებს.

შეხვედრას წინ უძღოდა კოალიციაში შემავალი "ერეკლე მეორის საზოგადოების" თავმჯდომარის არჩილ ჭყოიძის "თაიმერის" პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრა. მისი განცხადებით კოალიციის წევრები იმყოფებოდნენ ქუთაისში, კახეთში, გორში და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს ეცნობოდნენ.

არჩილ ჭყოიძე: :მოსახლეობა პროდუქციის რეალიზაციას ვერ ახერხებს, რადგან ახალი მთავრობის წინასაარჩევნო დაპირების მიუხედავად, რუსეთის ბაზარი ქართველი გლეხისთვის ამ დრომდე დაკეტილია. ამას გარდა, აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველოს პროდუქციის გატანაზე ბაჟი დაუწესა, რამაც ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა.

რას ფიქრობს ხალხი ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე, რას ფიქრობენ ევრაზიულ კავშირზე? მათ მწირი ინფორმაცია აქვთ ამ კავშირზე, რადგან ეს ორგანიზაცია სააკაშვილის მთავრობის მიერ 9 წლის მანძილზე იბლოკებოდა. კახეთის მოსახლეობის უმეტესობა ამბობს, რომ ჩვენ იმიტომ მივეცით ბიძინა ივანიშვილს ხმა, რომ იმედი გვქონდა, რუსეთის ბაზარი აღდგებოდაო. მათი დიდი ნაწილი ნაწილი რუსეთთან ურთიერთობის მომხრეა, აინტერესებთ ევრაზიული კავშირი და არიან უარყოფითად განწყობილები ნატოს და ევროკავშირის მიმართ. გორში მრგვალი მაგიდის ჩატარება იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ გორის გვერდით არის ცხინვალი, სამაჩაბლო, ერთ-ერთი ყველაზე რთული და მტკივნეული თემა საქართველოსთვის. ქართულ-ოსურ ურთიერთობების შესახებ ჩვენ საუბრებს ვისმენთ ყველგან, გარდა გორისა _ ჟენევაში, ამერიკაში და ა.შ. საუბრობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც არანაირი შეხება არ აქვთ იქ ადგილობრივ მოსახლეობასთან, რეალურად კი არაფერი კეთდება მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ყველაზე კარგად ადგილობრივმა მოსახლეობამ იცის, რა ხდება რეალურად იქ და რა პრობლემებია. ჩვენმა კოალიციამ საჭიროდ ჩათვალა, რომ აუცილებელია მსგავსი ტიპის შეხვედრა გორში გაიმართოს, რათა მოსახლეობისგან გავიგოთ, თუ რას ფიქრობენ ცხინვალში და ასევე, რას ფიქრობს ჩვენი მოსახლეობა მათზე. ასევე იქნება დისკუსია იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს მშვიდობიანად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა".

შეხვედრაში პარლამენტის ყოფილი წევრი პეტრე მამრაძე, "ერეკლე მეორეს საზოგადოების" თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე, არასამთავრობო ორგანიზაციის "ევრაზიული არჩევანი _ საქართველო" წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები მონაწილეობდნენ.

ღონისძიების მსვლელობისას საუბარში ინტერნეტის მეშვეობით "ევრაზიული მოძრაობის" ლიდერი ალექსანდრე დუგინი ჩაერთო. მისი განცხადებით, "პროდასავლური კურსის გაგრძელების შემთხვევაში შესაძლოა, საქართველოს სადღეისოდ არსებული საზღვრებიც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს".

კოალიციის წევრებმა საზოგადოებას და მედიის წარმომადგენლებს საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის ვალერი ხაბურძანიას მიმართვაც გააცნეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ევრაზიული არჩევანი - საქართველოს" თავმჯდომარე მაია ხინჩაგაშვილმაგორში გამართულ ღონისძიებას გამოეხმაურა ედპ-ს ლიდერი, ბაჩუკი ქარდავა:

"ჯანსაღად მოაზროვნე ქართულ საზოგადოებას კარგად ახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში კრემლის მთავარი იდეოლოგის ალექსანდრე დუგინის მიერ გამოთქმული უკმაყოფილება რუსეთის ხელისუფლებისდამი, თუ რატომ არ მოხდა რუსული ტანკების შესვლა საქართველოს დედაქალაქში, და რომელიც პირდაპირ მოუწოდებდა რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიისკენ.

უკვე მერამდენედ, ადგილი აქვს საქართველოში ხან ევრაზიულ კავშირად შეფუთული საბჭოთა კავშირის და ხან ერთმორწმუნე ძმის პროპაგანდას, რომლის უკანაც რეალურად, ის რუსული იმპერია დგას, რომელიც ჯერ დამოუკიდებლობას გვტაცებდა და შემდეგ მონასტრებსაც გვიღებავდა ქართული კვალის წასაშლელად.

ბლეფია იმ ადამიანების მცდელობა, რომლებიც დასავლური ლიბერალური იდეოლოგიის ქართველების მტრის ხატად წარმოჩენას ცდილობენ, ხოლო თავად რუსული შოვინიზმის სამსახურში ჩაეწერნენ. მინდა მათ შევახსენო, რომ ისტორიულად, ყველა პატრიოტი ქართველი ქვეყნის ხსნას სწორედ დასავლურ სამყაროში ხედავდა.

თავმოყვარე და ღირსების მქონე ქართველისთვის სირცხვილია, როცა გორში, იმ ქალაქში, რომლის მშვიდობიანი მოსახლეობა, რამდენიმე წლის უკან, რუსული სამხედრო თვითმფრინავების მიერ იბომბებოდა, იწვევდე და უსმენდე შენი ქვეყნის ოკუპაციის ერთ-ერთ მთავარ იდეოლოგს. სირცხვილია და იმ ქართველი ჯარისკაცების შეურაცხყოფაა, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

როგორც ჩანს, ზოგიერთი არაჯანსაღი ქართველისთვის სირცხვილად აღარ ითვლება რუსეთის სპეცსამსახურებთან ღია თანამშრომლობა, როგორც სჩანს კარგი დრო დაუდგათ პუტინისა და მისი იდეოლოგის დუგინის "შნირებს" საქართველოში, მაგრამ ნუ დაავიწყდებათ, რომ ეს დროებითია," _ განაცხადა ქარდავამ.




 ახალი ამბები
  • "რაც ვამპირის კბილები ჰქონდათ, დააძრეს, უკვე აღარ აქვს" _ ვოლსკი ოპოზიციასადამიანები, რომლებიც თავის კოლეგას მანდილოსანს მიმართავენ, გაგანადგურებ, ყველაზე სუსტ ადგილში დაგარტყამ, ეს მაზოხიზმია თუ სადიზმია, არ მესმის, – ამ სიტყვებით მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციას მიმართა. “მე ვერ გავიგე ადამიანები, რომლებიც თავის კოლეგას მანდილოსანს მიმართავენ, გაგანადგურებ, ყველაზე სუსტ ადგილში დაგარტყავ, ეს მაზოხიზმია თუ სადიზმია, არ მესმის. იმიტომ, რომ ზუსტად იცის, რომ პასუხი შეუბრუნდება. სადიზმის თემაც არ მესმის, იმიტომ, რომ ის კბილები, რაც ვამპირის კბილები ჰქონდათ, დააძრეს, უკვე აღარ აქვთ და ღმერთმა ნუ ქნას, რომ ახალი ამოუვიდეს”, – განაცხადა ვოლსკიმ. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე პლენარულ სხდომაზე რუსეთის თემასაც გამოეხმაურა. “რაც შეეხება რუსეთის თემას, იქ პარტიის ცეკას ინსტრუქტორი და აქ კარიკატურების გამოქვეყნება არ შველის იმ რეალობას, რასაც ჰქვია რუსეთის ხელშეწყობა და სერიოზულად: რუსეთის თემის ექსპლოატაცია საერთოდ მოდაშია, ადვილია სალაპარაკოდ, ცოტა ძნელია სალაპარაკოდ ვთქვათ ციფრები. არის საკითხები რაზედაც შეიძლება კამათი, შეიძლება კონსტრუქციული კამათიც, მაგრამ ეს თემა არ არის, კამათს არ ექვემდებარება. მოხდა ის, რაც მოხდა. რეალურად მოხდა ის, რომ ყველანაირი შეთავაზება, ყველანაირი სტრატეგიული გეგმა, რომელიც ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს ჩვენთან ერთად შემუშავებული, დაირღვა. რეალობაა ხალხო ეს. მე განსაკუთრებით ახალგაზრდებს მივმართავ იმიტომ, რომ სწორედ თქვენი ტვინის გამორეცხვისათვის არის მიმართული ყველა განცხადება და პროპაგანდისტული ნაბიჯი იმიტომ, რომ ის ემოცია არა გაქვთ, რაც 2008-ში იყო, 11-ში იყო, ბევრმა საკითხმა ისე ჩაიარა, რომ წლებმა გარკვეული მოშუშება უზრუნველყო ადამიანის გულებში და მახსოვრობაში, მაგრამ არის ათასობით ადამიანი, ვისაც ეს კარგად ახსოვს. მე ახალ პოლიტიკურ თემაზე მაქვს ყურადღება გამახვილებული. რაც შეეხება იმ უმტკივნეულო რეზოლუციას, ჯერ ეს ერთი უმტკივნეულო რეზოლუციები რატომ შემოგაქვთ, თუ არაფერს არ ნიშნავს და ნაჭუჭია კვერცხის, მაშინ ნუ შემოგაქვთ, ეს ერთი, მაგრამ არ არის უმტკივნეულო – ეს არის გათვლილი, საკმაოდ მზაკვრული გეგმა რომ ადრე თუ ხელი შეუწყვეს სამხედრო ინტერვენციას, ეხლა ეკონომიკური ინტერვენცია გაძლიერდეს და გამაგრდეს. წინა ხაზზე გაგიყვანონ მაშინ, როდესაც ხელში იარაღი არ გიკავია და იცი ზუსტად, რომ მტერი გაცილებით უფრო ეფექტური იარაღით დაგარტყამს. ეს იყო მიზანი, მთავარი მიზანი. რაც შეეხება საკითხებს, რომელიც ეხება განათლებას, სპორტს, ამ თემებთან დაკავშირებით ვიკამათოთ კი ბატონო, სახელმწიფოს დამსახურებაა თუ არა, რომ ბიუჯეტი იზრდება, ვთქვათ სპორტში. სახელმწიფოს დამსახურება თურმე არ ყოფილა ის, რომ, არ ყოფილა კი არა, თურმე მავნებლობა ყოფილა ის, რომ დედაენა დაბრუნდა სკოლაში. ეს ხომ ფაქტია და ამ ფასეულობებით ვეჯიბრებით ერთმანეთს და საზოგადოებამ ამ ფასეულობების აწონვით უნდა მოგვიჩინოს ის ადგილი პოლიტიკურ ასპარეზზე, რაც კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, რისი პრეტენზიაც აქვს. აქედან გამომდინარეობს მთავარი თემა – დაველოდოთ არჩევნებს და გავაკეთოთ ყველაფერი, განსაკუთრებით მთავრობის მხარეს მოვუწოდებ, რათა საკითხი არ დარჩეს კითხვის ნიშნის გარეშე, რათა საკითხი არ დარჩეს პასუხგაუცემელი, თუნდაც თითოეული ადამიანის, კონკრეტული ადამიანის გაჭირვების თემას ეხებოდეს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ ... ...
  • ჯურუყვეთელ პედაგოგს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭალანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჯურუყვეთის #1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის ღვაწლმოსილ  პედაგოგს, მიმოზა ბარამიძეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის  წოდება მიენიჭა.  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის სიგელი დამსახურებულ პედაგოგს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ჩიტაძემ ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს ... ...
  • საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კინოლოგიური სამსახურის განახლებას იწყებსსაქართველოში სამუშაო ვიზიტით გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახურის (THW) შემფასებელი მისია იმყოფება. საერთაშორისო შემფასებლები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  კინოლოგიის სამსახურის მომზადების დონეს შეამოწმებენ და ქართულ მხარეს მაშველი ძაღლების სამსახურის განვითარების გეგმის შემუშავებაში  დაეხმარებიან _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამახური ავრცელებს. უწყების ცნობით, THW-ის  წარმომადგენლები განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების ბაზაზე იმყოფებოდნენ, სადაც ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძიება-გადარჩენის კინოლოგიური ოპერაციების იმიტაცია მოეწყო. გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახური INSARAG -ის კვალიფიკაციის მიღების პროცესში ქართული მხარის მენტორი ქვეყანაა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს რამდენიმე მიმართულებით ეხმარება. საძიებო-სამაშველო ოპერაციებისთვის გაწვრთნილი ძაღლები მნიშვნელოვნად შეუწყობენ ხელს სამსახურის ეფექტურობას  საძიებო სამუშაოების  დროს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ძაღლების გადამზადებას განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს. უახლოეს მომავალში დაგეგმილია კინოლოგიური სამსახურის გაძლიერება ახალი ცხოველებით. მოეწყობა და განახლდება ვოლიერები, გაუმჯობესდება მათი საცხოვრებელი და საწვრთნელი პირობები. გერმანულ მხარესთან კინოლოგიური სამსახურის  განვითარების კუთხით თანამშრომლობა მომავალშიც ... ...
  • ოზურგეთში საპენსიო ჯილდოზე 174 პედაგოგი გავიდა“174 პედაგოგი გავიდა საპენსიო ჯილდოზე და 105 ახალი პედაგოგი მივიღეთ საჯარო სკოლაში“, _ ამის შესახებ ინფორმაცია “გურია ნიუსს“ ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლელა იმედაშვილმა მიაწოდა. 2019 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, განათლების რეფორმის შემდეგ ეტაპზე, საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია, ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე, 2019 წელს სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი მიიღონ. ამის შესახებ მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.  ამასთან, მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი  (საჯარო სკოლების მასწავლებელთა ჯანმრთელობის სადაზღვევო ვაუჩერის პირობების ... ...
  • რამდენი პირველი კლასელია ოზურგეთშიოზურგეთის მუნიციპალიტეტის 42 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა. ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ლელა იმედაშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ოზურგეთში წელს 683 პირველ კლასელმა დაიწყო სწავლა. “გურია ნიუსი“, ასევე, დაინტერესდა, პირველ კლასში დაფიქსირდა თუ არა ერთი ან ორი მოსწავლე. ლელა იმედაშვილის თქმით, ასეთი შემთხვევა მხოლოდ გომის საჯარო სკოლაში დაფიქსირდა, სადაც ორი ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...