"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნება _ ზღაპარი თუ რეალობა?

პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნება _ ზღაპარი თუ რეალობა?

2013 ივლ 20 09:16:07

"ის პოლიტიკური კურსი, რომელსაც ახლა "ქართული ოცნება" ატარებს, გულისხმობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" რეაბილიტაცია მოხდება. შესაძლოა, რომ ერთ ან ორ წელიწადში ისინი ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. ბევრი ამბობს, რომ ეს ზღაპარიაო, რადგან "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში უმრავლესობით ვერასდროს მოვა და სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი ვერასდროს გახდებაო, მაგრამ თუ გავიხსენებთ "მოქალაქეთა კავშირი" როგორ იქცა "ნაციონალურ მოძრაობად", ეს ამბავი არც ისე ზღაპრად მოგვეჩვენება. ხელისუფლებაში მოვლენ ნაციონალი ჩინოვნიკები და არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ საკმაოდ დაგმობენ და დასჯიან როგორც მოძრაობას, ისე მიხეილ სააკაშვილს," _ აცხადებს კახა კუკავა "რეიტინგთან" ინტერვიუში.

არჩევნების შემდეგ "რაღაც ფორმით" "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მობრუნების საფრთხეს ხედავს კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძეც.

"ჩვენ პირდაპირ ვკითხულობთ, რომ ძველი "ნაციონალური მოძრაობა" აღარ არსებობს, თურმე ახალი "ნაციონალური მოძრაობა" იქმნება, ოღონდ ძველი სახეებით, რომლებიც შესაძლოა ნაკლებად აღიზიანებენ საზოგადოებას და ბევრიც არაფერი ვიცით მათ შესახებ. რას ნიშნავს ძველი "ნაციონალური მოძრაობა"?!. მარტო სააკაშვილი იყო დამნაშავე რაც ამ 9 წლის განმავლობაში ხდებოდა? დიახ, უნდა ჩატარდეს ობიექტური გამოძიება და ამ გამოძიებამ უნდა თქვას, ვის რა წვლილი აქვს იმ უბედურებაში, რაც ქვეყანაში ტრიალებდა. შემდეგ ობიექტურმა სასამართლომ უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება და მხოლოდ ამის შემდეგ დადგება ყველაფერი თავის ადგილას. მაგრამ თუ ეს ყველა ეტაპი არ გავიარეთ, თუ სასამართლოში ისევ კოტე კუბლაშვილი და მისი ამფსონები იქნებიან, თუ დასავლეთის თითის დაქნევის შიშით სამართლიანობას არ აღვადგენთ, შეიძლება ისევ უსუსურ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ," _ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია "კავკასიაში" სტუმრობისას და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მოსახლეობა უკმაყოფილოა იმ კოჰაბიტაციის პროცესით, რომელიც მმართველ გუნდსა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის სუფევს.

ბაქრაძის განცხადებაში ერთი მოძრაობიდან მეორეში უკვე სხვა სამოსელით გადაბარგების სურვილს ხედავს სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ბაქრაძისადმი ღია წერილს აქვეყნებს.

ღია წერილი დასრულებულ პარტიის დასრულებულ კანდიდატს (სტილი დაცულია): "თუ დამთავრდა, აბა რისი და ვისი კანდიდატი ბრძანდებით და მათ ჩადენილზე ვინ აგებს პასუხს _ აღარავინ???? ყველა "ახლებად" მოგვევლინებით, ხო????? დანაშაული ქვეყნის და საზოგადოების იყოს და თქვენ კი მუდმივი გაცოცხლების და აღდგომის უფლება გჰქონდეთ???? და ვისი მონიჭებული..... დემოკრატიის მთავარი წესი ქვეკუთხედი სწორედ ის არის, რომ არჩეული რომ იყავი (ისე თუ ასე) შენ ამომრჩეველის წინაშე ანგარიშ ვალდებული ხარ და უნდა აგო პასუხი თითო დარღვევაზე, თითო შეცდომაზე, რომ აღარ არაფერი ვთქვათ დანაშაულზე..... ეს სად არის და სად მოდის, რომ მხოლოდ განცხადებით დასრულდეს წარსული და აღარ ჩაგეძიოთ, აღარ გავიგოთ.... ასე მოგვივიდა ამ ქვეყანაში საბჭოთა პერიოდის დასასრულს და კიდევ შევარდნაძის (მამათ რომ გეკუთვნით ყველას) მმართველობის დასასრულს.... და ამიტომ მივდივარ სულ ერთ მოჯადოვებულ წრეზე: არ ვიცით, მართალი რაა და ტყუილი სადაა. არ ვიცი, რა არის შეცდომა და რა დანაშაული და არც არვინ არის არაფერზე მოპასუხე! სანამდე?????

ასე არ არის, ბატონო დავით! ჯადოსნური ჯოხით ერთი პარტია გააქრო და მეორე დააარსო: გაქრა მოქალაქეთა კავშირი და გადაინაცვლეთ ნაციონალურ მოძრაობაში და მერე იმათი გინება დაიწყეთ, ვითომ თქვენ არ გეხებოდათ! ეხლა გინდათ დაგვაჯეროთ, რომ დასრუდა ნაციონალური მოძრაობა და გსურთ ერთხელ კიდევ გადაინაცვლოთ სხვა სამოსელში გადაცმულნი ახალ პარტიაში (კიდევაც გაბედავთ და ეროვნულს დაარქმევთ). თქვენც ამითი უფლებას დაიტოვებთ და სააკაშვილის და მერაბიშვილის შეცდომებზე ილაპრაკებთ, ხელებს ჩამოირეცხავთ, ოღონდ და თქვენ არ აგოთ პასუხი !

ასე არ არის ბატონო დავით! თან, ისე სჩანს, რომ ეს ახალი მოძრაობა სწორედ იმ ძველი მოქალაქეთა კავშირის რესურსზე უნდა აღგდგეს მკვდრეთით მესამეჯერ.... და მართლა ჰგონიათ, რომ ქართველ მოქალაქეს არ აქვს მეხსიერება?! მართლა ჰგონიათ, რომ შეიძლება პოლიტიკაში წარსულზე არ გასცე პასუხი და მომავალი ააშენო?! მართლა ჰგონიათ, რომ საქართველოს მოსახლეობა ბრიყვი და ჩლუნგია და როგორ აპირებთ ამ თქვენს მიერ დამცირებულ და შეურაცხყოფილი ხალხი ამომრჩევლად აქციოთ?! ალბათ, როგორც ადრე _ ფულით და გაყალბებით და ბევრი ბევრი ტყუილით და დაპირებით, მაგრამ ცდებით, ვერ ხედავთ, თუ რა სისწრაფით იცვლება საქართველო, არ გესმით ჩვენი მოქალაქეების სწრაფვა მართალის მთქმელის, ეროვნული აზროვნების და ქვეყნის მიმართ კეთილ განწყობილ პოლიტიკოსების მიმართ? უფრო სწორედ _ პოლიტიკოსი სიტყვა სულ მეჯავრებოდა _ სახელმწიფო მოღვაწეების მიმართ! არ გესმით, რომ შევარდნაძეს და მის მიერ გაზრდილი ნეობოლშევიკების დრო დასრულდა თქვენი თამაშიდან გასვლით!

ნაციონალური მოძრაობა კი არა, ბატონებო, თქვენი დრო დასრულდა, თქვენი სტილის პოლიტიკა ფულით და წნეხით, და დგება სხვა საქართველოს დრო და ჟამი!"

თავად დავით ბაქაძეც ხედავს განახლებული პარტიის პერსპექტივებს და არც ხელისუფლებაში დაბრუნებას გამორიცხავს: "პარტიაში მიდის განახლების პროცესი და ჩვენ ვყალიბდებით ახალი ტიპის პარტიად, განახლებული ნაციონალური მოძრაობა, რომელიც გულწრფელად და ობიექტურად აფასებს მტკივნეულ თემებს, რომელიც მზად არის, ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან ეკონომიკური კრიზისიდან ქვეყნის გამოსაყვანად, და რომელიც რჩება პრინციპულ და აქტიურ ოპოზიციად, ხელისუფლებაში დაბრუნების პერსპექტივით _ ასეთი ნაციონალური მოძრაობა არის პარტია, რომელსაც აქვს მომავალი და იმსახურებს ხალხის და საზოგადოების მხარდაჭერას," _ აცხადებს ბაქრაძე.

სულ სხვანაირი მოსაზრება და ხედვა აქვს "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატს. გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანა ბევრად უფრო სტაბილური გახდება და აცხადებს: "27 ოქტომბრის შემდეგ, საქართველო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ყველაზე კარგი საცხოვრებელი ადგილი იქნება".




 ახალი ამბები
  • "ოცნება" განცხადებას ავრცელებს _ "ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა"პარტია „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის დეპუტატების ნაწილს 25 თებერვალს შეხვდება _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მმართველი პარტია ავრცელებს  "პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფს შეხვდა. ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება და დაიგეგმა თავმჯდომარის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან. შეხვედრების მიზანია ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, პირველად თავმჯდომარე სწორედ იმ ჯგუფს შეხვდა, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა "საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. პარტიის თავმჯდომარის თემატური შეხვედრები უმრავლესობის წევრებთან მცირე ჯგუფების ფორმატში კვლავაც გაგრძელდება. მომდევნო შეხვედრა დეპუტატთა სხვა ჯგუფთან 25 თებერვალს არის დაგეგმილი“, _ წერია ... ...
  • ოთარ ჩრდილელი: შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ...საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ოთარ ჩრდილელის თქმით, დღეს, "ქართული ოცნების" ოფისში, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე დეპუტატების გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა: "პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე-არ ყოფილა გარიცხვაზე საუბარი, იყო მრავალ თემაზე, რაზეც სხვადასხვა აზრი გვქონდა. რამდენადაც ვიცი, ასეთი შეხვედრები პარტიის და უმრავლესობის სხვა წევრებთანაც იქნება თავისუფალ რეჟიმში.შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ ვინც მიცნობთ იცით, რომ გულწრფელი ვარ და რაც იყო ეგ დავწერე", _ წერს ჩრდილელი. შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ოთარ ჩრდილელი და რამდენიმე დეპუტატი პარტიიდან გარიცხეს. ჩრდილელი ბესელიასთან და 7 დეპუტატთან ერთად იმ კანონპროექტის ავტორი იყო, რომლის მიხედვითაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა უნდა გადადებულიყო, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ ... ...
  • თავდასხმა ახალსოფელში _ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულიაგავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ახალსოფელში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული პირი უკვე დააკავეს. თუმცა, ამ ინფორმაციას შსს სამინისტროს პრესსამსახური, ჯერჯერობით, არ ადასტურებს. ცნობისთვის, ომარ მოქიას მკვლელობასა და გია ტუღუშის დაჭრის საქმეში მათივე თანასოფლელის მ.ს. სახელი ... ...
  • "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ის დეპუტატები ესწრებიან, ვინც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირა. შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, რა თემებს შეეხება ... ...
  • „ბექა არ იქნება ბოლო, ვინც უმრავლესობა დატოვა" _ ეკა ბესელია ბექა არ იქნება ბოლო, ვინც უმრავლესობა დატოვა, - ეს განცხადება ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. ბესელიას თქმით, მას არ გაჰკვირვებია, რომ ბექა ნაცვლიშვილმა პროტესტი გამოხატა. მისივე თქმით, მდინარაძის მსგავს ადამიანებს ეს პროტესტი არ ექნებათ, რადგან ყველანაირ სიტუაციას ერგებიან. „ბექა არ იქნება ბოლო, ვინც უმრავლესობა დატოვა. მე არ მიკვირს, რომ ბექას ეს პროტესტი აქვს. მაგალითად, მდინარაძისნაირ ადამიანებს არ ექნებათ ეს პროტესტი, ისინი ერგებიან ყველანაირ სიტუაციას, ყველა დროს და ყველანაირ კომფორტს. ბექას რომ პროტესტი აქვს, ეს მე არ მიკვირს. ასე რომ, ახლა ჩანს ძალიან ჯანსაღი პროცესი. მომავალში ვხედავთ სწორედ იმ ადამიანებთან ურთიერთობას, გარკვეულ თემატურ სამუშაო პროცესს, ვისაც აქვს სწორი დამოკიდებულება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. დაველოდოთ, შემდეგი ვინ იქნება,"- განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

ვიქტორია ბექჰემი 54 წლის მოკვდება

ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა მას-მედიამ...

ყველაზე სამიჯნურო სცენები

ცოტა ხნის წინ ამერიკულმა ინტერნეტ-საიტებმა...

ჰეგემონი ციფრები

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი...

რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი

არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო...

დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება გონიერი რომ გახდეს

ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა...
კარმიდამო ჩემი

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...