ქუცნაშვილისა და ხვედელიძის თანამებრძოლები იუსტიციის საბჭოში

პოლიტიკა

ქუცნაშვილისა და ხვედელიძის თანამებრძოლები იუსტიციის საბჭოში

2013 ივლ 25 18:31:31
ვინ არიან იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები და რა ნიშნით მოხდა პარლამენტის მიერ მათი კანდიდატურების შერჩევა, ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ავრცელებს მის მიერ მომზადებულ ანგარიშში „ სასამართლო 2013 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ".

ევა გოცირიძე _ 1987 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. ამავე უნივერსიტეტში 1998 წელს და 2006 წელს დაიცვა დისერტაციები ორი მიმართულებით, კონსტიტუციურ სამართალში და საერთაშორისო სამართალში. 1996-1997 წლებში გაიარა სამეცნიერო სტაჟირება უენის სახელმწიფო უნივერსიტეტში (მიჩიგანი, აშშ).

1992-1996 წლებში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. 1994-1997 წლებში იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პროექტის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის წევრი. 1996-1998 წლებში კითხულობდა ლექციების უენის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში. 1997-2000 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი. 2000 - 2005 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორი. 2012 წლიდან არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კონტრაქტორი.

დამატებითი ინფორმაცია _ ევა გოცირიძე 2010-2012 წლებში ზაქარია ქუცნაშვილის იურიდიულ კომპანიაში მუშაობდა, ისინი ერთობლივად აწარმოებდნენ საქმეებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში .

ვახტანგ თორდია _ 1975 წელს წარჩინებით დაამთავრა შევჩენკოს სახელობის კიევის ეროვნული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1981 წელს უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1975-1982 წლებში იყო უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის თანამშრომელი.

1982-1983 წლებში მუშაობდა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელმწიფოსა და სამართლის კათედრის მასწავლებლად. 1982 წელს იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს უფროსი კონსულტანტი. 1985 წელს აირჩიეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრად და უზენაესი სასამართლოს პლენუმის მდივნად. 1991 წელს ხელმეორედ იქნა არჩეული საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოსამართლედ. 1993 წლის თებერვლიდან დაეკისრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის და უზენაეს სასამართლოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის უფლებამოსილების შესრულება. 1999 ივლისში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სესიაზე არჩეულ იქნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარედ. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის #265 განკარგულებით დაინიშნა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარედ. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 31 ოქტომბრის #902 ბრძანებულებით დაეკისრა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 იანვრის #35 ბრძანებულებით დაეკისრა სოხუმის საქალაქო და სოხუმის რაიონული სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება. 1999 წლიდან 2006 წლამდე იყო საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი.

კახაბერ სოფრომაძე _ 1998 წელს დაასრულა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1998 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციაში იურისტად. მათ შორის 2000-2004 წლებში იყო სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ჭიათურის რაიონული კოორდინატორი. 2004-2005 წლებში იყო ამავე ორგანიზაციის გამგეობის წევრი. 2007 წლიდან 2009 წლის 1 აპრილამდე იყო სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე. 2008 წლიდან ამავდროულად არის სპს „სამხარაძე, პაქსაძე, სოფრომაძე და პარტნიორების" დამფუძნებელი. 2009 წლის 1 აპრილიდან არის „თავისუფლების განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაციის" გამგეობის თავმჯდომარე.

დამატებითი ინფორმაცია _ გავრცელებული ინფორმაციით, კახაბერ სოფრომაძე შსს ყოფილ პირველი მოადგილის გელა ხვედელიძესთან ქართული ოცნების საარჩევნო შტაბში მუშაობდა, ასევე შემდეგ იცავდა გელა ხვედელიძის ინტერესებს სასამართლოში.

გოჩა მამულაშვილი _ 1985 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1989-1993 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის ასპირანტი. წლების განმავლობაში ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას, მათ შორის 2005 -2008 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი.




 ახალი ამბები
  • სეზონის გახსნა შეკვეთილში და უამრავი გახარებული ბავშვი 15 ივნისს შეკვეთილში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ტრადიციად  ქცეული შეხვედრა სოციალურად დაუცველ ბავშვებთან, ასევე, ბავშვთა სახლების აღსაზრდელებთან არც ამჯერად დარღვეულა. აქ  უამრავ ბავშვს უმასპინძლეს.  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელობით , ამავე მუნიციპალიტეტის სოფლებიდან, ასევე ქალაქიდან,  350 სოციალურად  დაუცველი ბავშვი ესტუმრა ატრაქციონების ქალაქს. აქ მოსვლამდე ბავშვებს დაურიგეს უალკოჰოლო სასმელები და ტკბილეული,   პარკში სეზონის გახსნის შემდეგ კი მათ ყველა გასართობი საშუალებით უფასოდ ისარგებლეს. _ როგორც შევძელით, მოვეფერეთ სოციალურად დაუცველ ბავშვებს. რაც მთავარია, ბედნიერებაა, რომ გურიაში ასეთი ზღაპრული ადგილი არსებობს, რომელიც სტუმარს და მასპინძელს, დიდს თუ პატარას ერთნაირად იზიდავს. ბავშვების დღევანდელი სიხარული კი ორმაგი სიხარული და ბედნიერებაა ჩვენთვის, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ირაკლი სირაძემ. ატრაქციონების პარკში ბავშვებს  შეხვედრა მოუწყვეს  ზღაპრების კეთილმა პერსონაჟებმა. პარკის გვერდით მდებარე პარკში "საქართველო მინიატურებში", სადაც  მინიატურების სახით წარმოდგენილია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობები,   გაიმართა ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი. გახსნის ღონისძიების მხატვრული ნაწილი მიჰყავდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელს მარინა ჯაფარიძეს და ამავე სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელს, მაიზერ ცელაძეს. მათ ბავშვებს, ასევე, აქაურ და უცხოელ სტუმრებს პარკში,  ვირტუალური ხელოვნების მოშველიებით,  სრულიად საქართველო მოატარეს.  ჯუმბერ დუნდუას სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიულმა  ანსამბლმა კობა დუნდუას ხელმძღვანელობით, ჩვეული მაღალი კლასით წარმოადგინა  საქართველოს ყველა კუთხის  ფოლკლორულ ცეკვათა ერთობლიობა. _ დღეს ერთი ლამაზი დღე ვაჩუქეთ სოციალურად დაუცველ ბავშვებს .  ,,ციცინათელა” და მინიატურების პარკი  არის ის ადგილი,  რომელიც ბევრ ტურისტს სასიამოვნოდ გააოცებს. ტურიზმის განვითარება კი  ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია”, –  თქვა სეზონის გახსნაზე  გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ.             ... ...
  • ვინ ინიშნება სეს-ის გურიის რეგიონული სამსახურის უფროსადსურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსად შალვა პეტრიაშვილი ინიშნება. წყაროს ცნობით, სეს-ის ეროვნული სააგენტოს უფროსი,  ზურაბ ჩეკურიშვილი მას, სავარაუდოდ, ხვალ წარადგენს გურიაში. პეტრიაშვილი ჯერ მცხეთაში მუშაობდა ანალოგიურ სამსახურში, შემდეგ კი _ თბილისში. წყაროს ცნობით, პეტრიაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერი იყო. სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსმა ნინო შეწირულმა გათავისუფლების შესახებ განცხადება გუშინ დაწერა, თუმცა წყაროს თქმით, მის გათავისუფლებაზე ხელი მოწერილი არ ... ...
  • "დაიცავი დავით გარეჯი" _ "პატრიოტთა ალიანსის" აქცია თავისუფლების მოედანზეამ წუთებში, თბილისში, თავისუფლების მოედანზე იწყება "პატრიოტთა ალიანსის" აქცია. როგორც აქ შეკრებილები ამბობენ, აქციის მიზანია დავით გარეჯის დაცვა. აქციას დასავლეთ საქართველოდან, კერძოდ, აჭარასა და გურიიდან ჩამოსული ადამიანები ქაშვეთის ეკლესიიდან მსვლელობით ... ...
  • „თუ გინდათ საზოგადოება უკეთესობისკენ შეცვალოთ, ილიაუნი საუკეთესო ადგილია“დღეს, ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ოზურგეთელ  აბიტურიენტებს შეხვდნენ.  პრეზენტაციაზე ისაუბრეს ზოგადად პროფესიის არჩევის შესახებ, თუ რა პროგრამებს და სწავლის გარე აქტივობებს ფლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანა კვანჭილაშვილმა ახალგაზრდებს ვრცლად ესაუბრა ილიაუნის გაცვლითი  პროგრამების შესახებ,  თუ რამდენ ქვეყანაში აქვთ ის.  ასევე,  თქვა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობის  მიხედვით, მობილობების  მაჩვენებლი ყოველ წელს  უკეთესობისკენ  იცვლება. ისაუბრა, ასევე, უცხოეთის რომელ ქვეყნებში  აქვთ  საბაკალავრო პროგრამები და რაც მთავარია, სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული პროგრამების შესახებ, სადაც, აბიტურიენტი მინიმალური კომპეტენციის ზღვარს თუ გადალახავს,  სრულად ექნება სახელმწიფო დაფინანსება. _ ჩვენ გთავაზობთ საუკეთესო პროგრამებს. უნივერსიტეტი მრავალი კუთხით არის პირველ ადგილზე სხვა უმაღლეს სასწავლებლებს შორის. ამიტომ თუ გსურთ საზოგადოება  შეცვალოთ  უკეთესობისკენ,  ილიაუნი   საუკეთესო ადგილია, _ თქვა მან. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, წარმოშობით ოზურგეთელმა ნინო დობორჯგინიძემ „გურია  ნიუსთან“ საუბრისას თქვა, რომ მათი მიზანი აბიტურიენტთათვის სრული ინფორმაციის მიწოდებაა ილიაუნის ოთხი ფაკულტეტის, პროგრამების და ყოველივე იმის შესახებ, რაც უნივერისტეტს გააჩნია, რაც აბიტურიენტებს აინტერესებთ. _მთელ საქართველოში დავდივართ. ახლა დასავლეთში ვართ, ხვალ ფოთით ვასრულებთ აბიტურიენტებთან  შეხვედრებს, _ გვითხრა ... ...
  • შშმ პირთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი: „ჩვენ გვსურს ყველა ღონისძიებაში ჩავერთოთ“14 ივნისს, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დასრულების  აღსანიშნავი ღონისძიება შედგა. საზეიმო შეხვედრას, რომელიც  პროექტის მონაწილემ, ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა გახსნა, გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის მერი კოტე შარაშენიძე, სხვა ხელმძღვანელი პირები, საზოგადოების წარმომადგენლები და შშმ პირთა ოჯახების წევრები ესწრებოდნენ. _ პროექტმა, „ჩვენ შეგვიძლია“,  რომელიც განათლების სამინისტროს მიერ გახორციელდა, ამ ადამიანებს კიდევ უფრო მეტად აგრძნობინა თავი საზოგადოების წევრებად. ცალკე დგომით  ვერავინ ვერაფერს შეძლებს, ძალა  ერთობაშია.  წავიდა  ის დრო, როცა არსებობდა რაღაც სტიგმა, რომ შშმ პირები უნდა ყოფილიყვნენ სახლებში.  ადაპტირებული, მორგებული გარემო  უნდა იყოს ირგვლივ ყველა ადამიანისთვის, განსაკუთრებით  კი მათთვის,  _ თქვა გოგა ჩანადირმა და მადლობა გადაუხადა ხელმძღვანელ პირებს იმის გამოც, რომ სწორედ მათი ძალისხმევით, გურია ხდება  რესპუბლიკაში პირველი, ვინც ასე აზარტულად შეუდგა ამ საქმის კეთებას. „სლოგანი _ „ჩვენ შეგვიძლია“ მასშტაბურად მოედო მთელ გურიას, მთელ საქართველოზე ასე გავრცელდება“, _ თქვა მან. კვირეულის განმავლობაში ჩატარებულ შეჯიბრში გამარჯვებულები გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ  დააჯილდოვა. პირველი ადგილი ნარდში ასაკით ყველაზე უფროსმა შშმ პირმა, ჩოხატაურელმა იამზე კეკელიძემ დაისაკუთრა.  ყველა  გამარჯვებულს გადაეცა ჯილდო.  სცენაზე ავიდნენ სამივე მუნიციპალიტეტის შშმ პირები. შეასრულეს სხვადასხვა მხატვრული ნომრები. იგრძნობოდა მათი საოცარი, ემოციური ერთიანობა. _ ჩვენ დღეს უსაზღვროდ ბედნიერები  ვართ.  გვინდა, მომავალში, გამოყოფილი არ ვიყოთ მხოლოდ შშმ პირთა ღონისძიების სახელწოდებით და ჩართული ვიყოთ ნებისმიერ ღონისძიებაში, _ ემოციურად ისაუბრა შშმ პირმა თამუნა ლურსმანაშვილმა. მის გამოსვლას დარბაზში ოვაციით  შეხვდნენ. ღონისძიების დასასრულ, უჩვენეს პროექტის ფარგლებში გადაღებული ვიდეოფილმი.  ყველამ ერთად კი  შეასრულა საფინალო სიმღერად მოაზრებული: „ჩემი საქართველო აქ ... ...

არქივი

ზაფრანი

რომელი ნაყინი არ ასუქებს

იყო დიეტაზე არ ნიშნავს იმას,...

რატომ ვტირით ხახვის დაჭრის დროს

ყველა დიასახლისისათვის ყოველდღიურად ხახვის დაჭრის...

აღმოჩენილია თამბაქოს სიყვარულის გენი

ცოტა ხნის წინ იაპონელმა ექიმებმა...

საინტერესო ცნობები ალკოჰოლის შესახებ

მეთილის სპირტის სასიკვდილო დოზა ადამიანისათვის...

რა ზიანი მოაქვს ვადაგასულ კოსმეტიკას

მეცნიერების გამოკითხვით აღმოჩნდა, რომ ქალბატონები,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...