ნინო ბურჯანაძე: "კოჰაბიტაციის გარემოში ნაციონალების მიერ მიტაცებული ბიზნესი ხელშეუხებელია"

პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე: "კოჰაბიტაციის გარემოში ნაციონალების მიერ მიტაცებული ბიზნესი ხელშეუხებელია"

2013 ივლ 29 20:47:33
შეხვედრაზე ბურჯანაძემ იმ მოქალაქეებზე ისაუბრა, რომლებიც, შესაძლოა, საცხოვრებელი სახლების გარეშე დარჩნენ. მისი განცხადებით, ამ მოქალაქეების პრობლემების მოგვარება შესაძლებელი იყო, „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში ყოფნის 10-თვიანი პერიოდი რომ არ დაეხარჯა გაურკვეველი კანონების მიღებაში, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოჰაბიტაციაში და ამის მაგივრად ეფიქრა საკუთარი ქვეყნის მოსახლეობაზე, სამართლიანობის დამკვიდრებაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხალხისთვის წართმეული ქონებისა და ბიზნესის დაბრუნებაზე, ამ ადამიანებს უკვე თავად ექნებოდათ საკუთარი ვალების გასტუმრების საშუალება.

"დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს" ლიდერის აზრით, პრემიერ-მინისტრის მოთხოვნის შემდეგ პარლამენტმა შეაჩერა კანონპროექტის განხილვა, რომელიც 2014 წლის 1 თებერვლამდე გადაავადებდა გამოსახლებებს. თუმცა, "რამდენიმე დღის წინ ათიათასობით ჩვენი თანამოქალაქე ისევ დადგა საცხოვრებლის დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე. პრემიერის მოთხოვნის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა შეაჩერა, პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტის განხილვა "სააღსრულებო წარმოების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების თაობაზე. აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებდა ე. წ. გამოსახლებების გადავადებას 2014 წლის 1 თებერვლამდე, რაც 6 თვით მაინც შეამსუბუქებდა საცხოვრებლის დაკარგვის ყოველდღიურ მოლოდინში მყოფი ჩვენი თანამემამულეების უმძიმეს მდგომარეობას და გაუჩენდა შანსს, რომ თავადაც მოეძებნათ გამოსავალი შექმნილი უმძიმესი მდგომარეობიდან.

არც ერთი ნორმალურ მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფო არ არის ვალდებული, რომ მოქალაქეებს ვალები გაუსტუმროს, მაგრამ ჩვენ ქვეყანაში ეს ადამიანები სწორედ წინა ხელისუფლების რეჟიმისა და მის მიერ გატარებული კაცთმოძულე პოლიტიკის შედეგად აღმოჩნდნენ ამ მდგომარეობაში. მათი აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ სააკაშვილის რეჟიმის მიერ უკანონოდ დაპატიმრებული ოჯახის წევრის ციხიდან გამოსახსნელად ყიდდა უკანასკნელ სარჩო-საცხოვრისს; სწორედ წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ ბიზნესის დატერორების, მიტაცებისა და მოქალაქეებისთვის ბიზნესის წარმოების მოსპობის გამო იძულებულები გახდნენ ადამიანები, აეღოთ სესხი, ელემენტარულად, ოჯახის გამოსაკვებად. სახელმწიფოს არასწორი სოციალური პოლიტიკის გამო ტვირთავდნენ იპოთეკით საკუთარ ქონებას, რომ გადაეხადათ მშობლებისა და შვილებისათვის ჯანმრთელობის პრობლემებით გამოწვეული ხარჯები. სწორედაც რომ ჩვენი სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა ამ ადამიანების უმძიმეს მდგომარეობაში ყოფნა და ხელისუფლება ვალდებულია, გამოასწოროს საკუთარი მოქალაქეების მიმართ ჩადენილი დანაშაული. ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს, 1 ოქტომბრის არჩევნებამდე „ქართული ოცნება“ ამ ადამიანებს პირდებოდა ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას და მათი პრობლემების მოგვარებას.

დღეს კი რა ხდება? წინასაარჩევნო დაპირება არ სრულდება; პარლამენტი ახდენს მოუმზადებელი და შეუთანხმებელი კანონპროექტის ინიცირებას; აღმასრულებელი ხელისუფლება ერევა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში და უფრო მეტიც _ პრემიერის ერთი მოთხოვნაც კი საკმარისია იმისათვის, რომ პარლამენტმა განხილვიდან მოხსნას საკითხი. სახელისუფლებო შტოების მსგავსი შეუთანხმებელი და არაკვალიფიციური მოქმედების შედეგად კი ათასობით ოჯახი, უახლოეს მომავალში შეიძლება ღია ცის ქვეშ აღმოჩნდეს.

„ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში ყოფნის 10-თვიანი პერიოდი რომ არ დაეხარჯა გაურკვეველი კანონების მიღებაში, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოჰაბიტაციაში და ამის მაგივრად ეფიქრა საკუთარი ქვეყნის მოსახლეობაზე, სამართლიანობის დამკვიდრებაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხალხისთვის წართმეული ქონებისა და ბიზნესის დაბრუნებაზე, ამ ადამიანებს უკვე თავად ექნებოდათ საკუთარი ვალების გასტუმრების საშუალება. კოჰაბიტაციის გარემოში ნაციონალების მიერ მიტაცებული ბიზნესი ხელშეუხებელია. ისინი აგრძელებენ ბიზნესის უდიდეს ნაწილის კონტროლს და უსამართლოდ, სხვისი დივიდენდების მიღებას, მაშინ როდესაც ამ ბიზნესის კანონიერ მფლობელებს და ათიათასობით ჩვენს თანამემამულეს მათ გამო "ბომჟად" გადაქცევის საფრთხე ემუქრება.

10 თვე საკმარისი იყო სწორი პოლიტიკის შესამუშავებლად, რაც აღმოფხვრიდა საზოგადოების ერთი, მცირე ნაწილისთვის სუპერმოგებების მიღების შესაძლებლობას ისედაც გაღატაკებული ხალხის ხარჯზე, დაამკვიდრებდა სამართლიან გარემოს ისე, რომ არც ერთი მხარის ინტერესი არ ყოფილიყო შელახული.

ჩვენ, რამდენიმე დღის წინ მოვინახულეთ კომპაქტურად ჩასახლებული სოციალურად დაუცველი მოსახლეობა და შეძრწუნებული ვართ მათი მდგომარეობით _ ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ იფიქროს ამ ადამიანების პრობლემების გადაწყვეტაზე, ის საკუთარი არაკომპეტენტური მოქმედებებით ქმნის იმის საშიშროებას, რომ კიდევ ათიათასობით ჩვენი თანამოქალაქე აღმოჩნდეს მსგავს მდგომარეობაში," _  განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.




 ახალი ამბები
  • დამტვრეული ინვეტარი, მიტოვებული, არგახსნილი მუზეუმი და ბალახებში ჩაფლული პარკი შემოქმედშიეს ფოტოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედის ერთ-ერთ პარკსა და 2 წლის წინ აშენებულ, ჯერ არგახსნილ, ვარლამ სიმონიშვილის ეთნოგრაფიულ მუზეუმში არის გადაღებული. როგორც ფოტოებიდან ჩანს, ახალგარემონტებულ პარკში, ახალაშენებულ საპირპარეშოში საშინელი მდგომარეობა. დამტვრეული ინვეტარი. სოფელ შემოქმედში ახალი პარკი და ეთნოგრაფიული მუზეუმი 2015-2017 წლებში ... ...
  • ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ (R)ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ურეკის, შრომის, ნატანების, ზემო ნატანების მოსახლეობას შეხვდნენ და არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს.შეხვედრაზე ყურადღება მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამახვილდა. საუბარი შეეხო მუნიციპალურ და სახელმწიფო პროგრამებს. მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად წყალმომარაგებისა და შიდა გზების პრობლემების მოგვარება დაასახელა. ასევე, ჭაბურღილების, გარე განათების, ტროტუარების მოწყობა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა. შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, თემურ ჭკუასელი, ირაკლი ხახუბია, გია გაჩეჩილაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თენგიზ კალანდაძე, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წევრები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. ... ...
  • ბახმაროს დოღის საპრიზო ფონდიუკვე მეორე წელია, რაც ბახმაროში დოღი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთან ერთად წყაროს წყალი „ბახმაროსა“ და „ნაბეღლავის“ მწარმოებელი კომპანიის – „წყალი მარგებლის“ ორგანიზებით გაიმართება. „ბახმაროს თასი 2019“ ღონისძიებისათვის კომპანია „წყალი მარგებელმა“ სპონსორებთან ერთად სპეციალური საპრიზო ფონდი და საჩუქრები დააწესა. წყალ მარგებელთან ერთად ღონისძიების გენერალური მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“, ღონისძიების პარტნიორები არიან ასევე კომპანია გალფი, გლოვო და კროკო-ბეთი. ღონისძიების ფარგლებში შედგება 4 გარბენი: ,,ბახმაროს თასი“ – 4 800 მეტრი; „ნაბეღლავის თასი“ – 2 400 მეტრი; „გმირების თასი“ – 1200 მეტრი; „გურიის თასი“ – 1200 მეტრი; ,,ბახმაროს თასი“მარულაგარბენის მანძილი: 4 800 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.საპრიზო ფონდი: 4 800 ლარიI ადგილი 2 500 ლარი; II ადგილი 1500 ლარი; III ადგილი 800 ლარი; „ნაბეღლავის თასი“გარბენის მანძილი: 2 400 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ წმინდა სისხლის ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1800 ლარიI ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; „გმირების თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შერეული სისხლის ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1 800 ლარიI ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; „გურიის თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადგილობრივი ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1 800 ლარი;I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; მონაწილეობაღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა პირმა უნდა გაიროს რეგისტრაცია 18 აგვისტოს 10:00 დან 18:00 საათამდე, რეგისტრაცია გაიმართება ბახმროში, დოღის სტარტის მიმდებარე ტერიტორიაზე.აუცილებელია პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა. რეგისტრაციის დროს სავალდებულოა ცხონოსანი გამოცხადდეს ცხენის ... ...
  • ოზურგეთის ბაზარში ძაღლმა სოფელ მელექედურის მცხოვრები დაკბინადღეს ოზურგეთის აგრარულ ბაზარში ძაღლმა მოქალაქე დაკბინა. მელექედურელი მამაკაცი ბევრს ეცადა, ძაღლი მოეშორებინა, თუმცა, ცხოველის მოსაგერიებლად  ვერც ირგვლივ შემოკრებილი ხალხი აღმოჩნდა საკმარისი და სამაშველო სამსახრური გამოიძახეს. ბაზარში მომუშავე ქალბატონი მანანა ფერცულიანი ამბობს, რომ ახლახან ის დაკბინა მიუსაფარმა ძაღლმა და დღემდე მკურნალობას გადის. _ ამ მიუსაფარ ძაღლებს დღეში რამდენჯერ ვაჭმევ, არ ვიცი. მაინც მე დამკბინეს. რა უნდა ვქნა? ვინმემ თუ არ მოაგვარა ეს საკითხი, კარგად არ დასრულდება ამ ძაღლების პარპაში. ახლახან რომ ბავშვი დაკბინა, მთელმა ოზურგეთმა იცის, _ გვითხრა მანანა ფერცულიანმა. ოზურგეთის სერვისცენტრის უფროსმა თენგიზ ქუტიძემ „გურია ნიუსთან“ თქვა, რომ ძაღლი, რომელმაც მოქალაქე დაკბინა, იდენტიფიცირებულია და მალე გადაიყვანენ თავშესაფარში. _ ბაზარი კერძო ტერიტორიაა  და თუ იქედან ოპერატიულად მოგვმართავენ ასეთ დროს, ჩვენ რეაგიებას არ დავაყოვნებთ, _ გვითხრა მან. ვრცლად ოზურგეთში მოხეტიალე მიუსაფარი ძაღლების, მათ მიერ მიყენებული დაზიანებების და მათზე ზრუნვის შესახებ,  სტატიას უახლოეს საგაზეთო ნომერში ... ...
  • „გალტ ენდ თაგარტმა“ კვლავ წარმატებით განათავსა „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 10 მილიონი აშშ დოლარის 2-წლიანი ობლიგაციები...სს „გალტ & თაგარტმა“ კიდევ ერთხელ უზრუნველყო შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 10 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების, 2 წლიანი ობლიგაციების წარმატებით გამოშვება. ეს „საქართველოს სალიზინგო კომპანიისთვის“ რიგით მეოთხე ემისიაა, რაც კომპანიის სტაბილურობაზე, ინვესტორების მხრიდან ნდობის მაღალ ხარისხზე და ზოგადად, კომპანიის მზარდ ტენდენციებზე მეტყველებს.  „საქართველოს სალიზინგო კომპანია“ მომხმარებელს უკვე მეოთხედ აძლევს შესაძლებლობას, დააბანდოს თავისუფალი ფულადი სახსრები კომპანიის მიერ გამოშვებულ ობლიგაციებში. ფასიანი ქაღალდის წლიური ფიქსირებული განაკვეთი შეადგენს 7,5%-ს, უახლოეს მომავალში კომპანია გეგმავს აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაშვებას ადგილობრივი საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში და შესაბამისად, მოხდება დარიცხული პროცენტის გათავისუფლება გადასახადებისაგან, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის აღნიშნულ ფასიან ქაღალდებს ინვესტორებისთვის. ობლიგაციების ვადა შეადგენს 2 წელს და მისი სრულად დაფარვა მოხდება 2021 წლის 9 აგვისტოს. განთავსების აგენტი, როგორც ყველა წინა შემთხვევაში, აქაც „გალტ & თაგარტია“.  „მოხარულები ვართ, რომ “საქართველოს სალიზინგო კომპანიამ“ კიდევ ერთხელ, უკვე მეოთხედ, წარმატებით განათავსა ობლიგაციები ადგილობრივ ბაზარზე. ობლიგაციებზე მოთხოვნამ ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა, რაც ძალიან სასიხარულოა რადგან ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი კომპანიის ძალიან მაღალ სანდოობაზე და „გალტ & თაგარტის“ მაღალ პროფესიონალიზმზე მეტყველებს. გვემაყება ის ფაქტიც, რომ ჩვენი და „გალტ & თაგარტის“ თანამშრომლობა უკვე წლებია ასე წარმატებულად გრძელდება“ , - განაცხადა საქართველოს სალიზინგო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ელდარ ახვლედიანმა.  „მოხარული ვარ, აღვნიშნო „გალტ & თაგარტის“ როლი „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ ობლიგაციების წარმატებით განთავსებაში. კიდევ ერთი წარმატებული განთავსება მეტყველებს, როგორც „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ სანდოობაზე, ისე, ზოგადად საქართველოში მსგავს ტრანზაქციებზე ინვესტორების მხრიდან ნდობის ზრდაზე, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის კომპანიებისთვის დაფინანსების კიდევ ერთი მეტად ხელსაყრელი წყარო. მინდა მივულოცო „გალტ & თაგარტის“ მთელ გუნდს, რომელიც საკუთარი  გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის წყალობით, გახდა საინვესტიციო-საბანკო მომსახურების მიმწოდებელი წამყვანი კომპანია ქვეყანაში“, - განაცხადა „გალტ & თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა - ოთარ შარიქაძემ. ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...