საერთაშორისო ორგანიზაციის და "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო საჩუქარი?!

პოლიტიკა

საერთაშორისო ორგანიზაციის და "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო საჩუქარი?!

2013 აგვ 4 00:48:33

ორგანიზაციის თავმჯდომარის, მაია კვეზერელის თქმით, ისინი საქველმოქმედო აქციებს წლების განმავლობაში აწყობენ.

ჟურნალისტებისთვის კომენტარი მაია კვეზერელმა "ქართული ოცნების" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ოფისში გააკეთა. მან დაადასტურა, რომ ჩოხატაურშიც და ოზურგეთშიც, საჩუქრების დარიგებას პოლიტიკურ პარტიასთან ერთად "ჩაუდგა სათავეში", რაც საარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის მოსყიდვად შეიძლება ჩაითვალოს. ასევე, სამწუხაროდ, ქალბატონი მაია არც თუ სასურველ ტერმინოლოგიას იყენებს ბენეფიციარების მიმართ, რომელიც მისი გამონათქვამების ტექსტში ციტირებისას შევცვალეთ თუმცა ვიდეოჩანაწერიდან ეს კარგად ჩანს (იხილეთ ვიდეო).

მაია კვეზერელი: _ ჩვენ ვართ საერთაშორისო ორგანიზაცია "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის", რომელიც 20 წელია არსებობს, საქველმოქმედო ორგანიზაციაა და ბევრი საქველმოქმედო ღონისძიებების სულისჩამდგმელები ვყოფილვართ. ვეხმარებით ობოლ, მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს, მარტოხელა მოხუცებს, მრავალშვილიან ოჯახებს და ა.შ.

ამერიკელ მეგობრებთან ერთად, ბოლო სამი წლის განმავლობაში ვარიგებთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ეტლებს. აღმოსავლეთ საქართველოში არ დაგვიტოვებია რაიონი; რაც შეეხება გურიას, ერთი რამ მინდა აღვნიშნო გულისტკივილით; როდესაც შარშან ჩვენ გვინდოდა ამ რეგიონისთვის დახმარება და დაგვერიგებინა ეტლები, სოციალურ სააგენტოს მივმართეთ და გვითხრეს, რომ ჩვენთან ყველანი დაკმაყოფილებული არიანო. 3 აგვისტოს ჩოხატაურში დაგხვდა საკრებულოს წარმომადგენელი, რომელიც ასევე "ქართული ოცნების" წარმომადგენელია და კურირებს იქ ამ საკითხებს; იმხელა სია გადმოიღო, რომ ძალიან გაგვიკვირდა. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ "ქართულ ოცნებასთან" ერთად ჩავდგომოდით სათავეში ამ აქციას. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საკმაოდ ბევრია, სახელმწიფოს პროგრამის სიებსაც გადავხედე და ამ კუთხით, გურიის სამივე მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრი არის დასაკმაყოფილებელი.

_ ქალბატონო მაია, წინასაარჩევნო პერიოდია და ეს აქცია ხომ არ გამოიწვევს უხერხულობას?

_ ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებთ არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით, ჩვენ ვართ აპოლიტიკური ორგანიზაცია. არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან გვაქვს საქმე. უბრალოდ, ჩვენ მოგვმართა "ქართულმა ოცნებამ" და ჩამოვიტანეთ ეტლები. შარშან, როდესაც სახელმწიფო სტრუქტურას მივმართეთ და გვითხრეს, რომ ყველა დაკმაყოფილებული იყო, სინამდვილეში ასე არ ყოფილა. ბატონი დავით დარჩია არის ჩვენი მეგობარი და მას შევეკითხე... რა შუაშია აქ პარტია?! 12 თვის განმავლობაში დავდივართ რეგიონებში და აქ არაფერ შუაშია არჩევნები.

დათო დარჩია, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე: "ქალბატონმა მაიამ, ყველაფერზე გაგცათ პასუხი. მე პირადად დიდი მადლობა მინდა მას გადავუხადო მეგობრობისთვის; ქალბატონი მაიას მეუღლე და მე ერთი პერიოდი ვსწავლობდით ერთ ფაკულტეტზე. ქალბატონ მაიას დახმარებისთვის მარტის თვეში მივმართეთ, არანაირ არჩევნებზე არ ყოფილა საუბარი. უბრალოდ, როდესაც მოხერხდა ამ ეტლების შეძენა, მაშინ ჩამოიტანეს. არანაირ კავშირში არაა აქ არჩევნები."

გურიის სოციალური მომსახურების სააგენტოს მთავარი სპეციალისტის სოსო მგელაძის თქმით, სოციალური მომსახურების სააგენტოში შემოსული ყველა განცხადება ეტლებთან დაკავშირებით, ფაქტობრივად სრულად კმაყოფილდება.

რაც შეეხება ეტლებისა და "ოცნების" კავშირს წინასაარჩევნოდ, "გურია ნიუსმა" კომენტარი "საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს" იურისტს, ირინა ურუშაძეს სთხოვა:

"ეტლების დარიგების ფაქტი რამდენადაც ხორციელდება "ქართულ ოცნებასთან" პარტნიორობით, ეს იქნება ფინანსური პარტნიორობა თუ უბრალოდ სიტყვიერი მხარდაჭერა ამ ორგანიზაციის პარტიისადმი, ეს თავისთავად იწვევს ამომრჩეველში ასოციაციას, რომ ამას აკეთებს პარტია. სწორედ ამიტომ შეიძლება ჩაითვალოს ეს ფაქტი ამომრჩევლის მოსყიდვად. ამომრჩევლის მოსყიდვისთვის არ არის აუცილებელი თვითონ პარტია გადასცემდეს საჩუქარს ან სარგებელს ამომრჩეველს; ეს შეიძლება სხვა პირმაც გააკეთოს, მაგრამ თუკი თავად გადაცემის მომენტი ასოცირდება არჩევნებთან და აკავშირებს პოლიტიკურ სუბიექტთან, ეს თავისთავად უნდა ჩაითვალოს ამომრჩევლის მოსყიდვად" _ განაცხადა ჩვენთან საუბრის დროს ირინა ურუშაძემ.




 ახალი ამბები
  • ლისაბონში ვებპროგრამირების სამიტზე ორი ოზურგეთელი მიემგზავრება“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ყოველწლიურ ვებპროგრამირების სამიტზე, რომელიც ყოველწლიურად ლისაბონში ტარდება, წელს ოზურგეთიდან ორი ქალი თამო ონიანი და იაკო თავდიშვილი მიეგზავრება. წელს, აპრილსა და მაისში სოციალური მედიისა და ვებპროგრამირების ტრენინგი ჩატარდა, რომელიც გაეროს ქალთა ფონდის ეგიდით მიერ ჩატარდა და ემსახურებოდა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას საქართველოში. პროექტი ჩატარდა დასავლეთ საქართველოში 5 რეგიონში, მათ შორის გურიაში, კონკრეტულად ოზურგეთში და ლანჩხუთში. კონკურსში მონაწილეობდა 11 ადამიანი, აქედან ოთხი იყო ოზურგეთელი _ იაკო თავდიშვილი, თამო ონიანი, სოფო კალანდაძე, მერი ეძიეშვილი. საბოლოო ჯამში, გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული, რომელიც ლისაბონში მიემგზარება ყოველწლიურ ტექნოლოგიების ვებსამიტზე. თამო ონიანი და იაკო თავდიშვილი პირველად არიან მსგავსი ტიპის შეხვედრაზე. “ეს არის ძალიან პრესტიჟული და საკმაოდ მნიშვნელოვანი სამიტი. სასიხარულოა, რომ სამიტზე პირველად გურიიდან ორი ქალი მიეგზავრება. საქართველოდან სამიტზე წლებია ესწრებიან ქალები", _ გვითხრა პროექტის ერთ-ერთმა ტრენერმა ხათუნა ... ...
  • ოზურგეთელი მონიკა ახვლედიანი უკრაინაში საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას28 ოქტომბერს, საქველმოქმედო ასოციციას “გურიას“ ბენეფიციარი მონიკა ახვლედიანი საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე მიეგზავრება. მონიკას უკვე დაწყებული აქვს მზადება და ფესტივალზე სპეციალურად მომზადებულ სიმღერებს შეასრულებს. უკრაინში ჩასატარებელ კონკურსამდე ქუთაისში ჩატარდა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “ივერია ბრილიანტი“ (შესარჩევი ტური) და “გურიას“ ბენეფიციარებმა სხვადასხვა საპრიზო ადგილები დაიკავეს. პირველი ადგილი მონიკა ახვლედიანს ერგო და აქედან გამომდინარე, მიიღო მოწვევა უკრაინიდან.  “ჩემს ცხოვრებაში ძალიან ამაღელვებელი და სასიხარულოა, რომ უკრაინაში უნდა წარვადგინო ჩემი ქვეყანა, საქართველო. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან შშმ პირები და დარწმუნებული ვარ, საინტერესო და კარგი ფესტივალი ჩატარდა”, _ გვითხრა მონიკა ... ...
  • ოზურგეთში, ღია დიალოგის რეჟიმში, მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა (R)ღია დიალოგის რეჟიმში, ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია სოფელ ჯუმათის, ზვანის უბნისა და გრიბოედოვის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს. ადგილობრივებს ინფორმაცია დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მუნიციპალურ და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე მიაწოდეს. მოსახლეობისთვის პრიორიტეტული სკვერის, წყალმომარაგების, კანალიზაციის სისტემის მოწყობის და შიდა საუბნო გზების მოწესრიგების საკითხია. აღინიშნა, რომ რამდენიმე საკითხი ეტაპობრივად მოგვარდება, დამუშავდება და სამოქმედო გეგმაში აისახება. შეხვედრებს ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე და მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წევრები ესწრებოდნენ. ... ...
  • გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყოსაქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს. „საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ“, _ ნათქვამია პროკურატურის ... ...
  • ანზორ ჩუბინიძე: ჩემი სამსახურის თანამშრომელს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ქონიასახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში დაიკითხა. როგორც ანზორ ჩუბინიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მან გამოძიებას ყველა კითხვაზე გასცა პასუხი. „20-21 ივნისის მოვლენებზე გამოვიკითხე და რაც მკითხეს, ვუპასუხე. რა დონეზე ვმონაწილეობდი, როგორ ვიყავით ჩართულები და პირადად ჩემთან ქონდათ გარკვეული კითხვები ჩემი მონაწილეობის შესახებ. მე ვარ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, პარლამენტის შენობა არის დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტი და აქ კითხვა არაა, თუ რატომ ვიყავი იქ. მე მითითებებს გავცემდი მხოლოდ და მხოლოდ სდსს თანამშრომლებზე. რა თქმა უნდა, არ გავცემდი არანაირ ბრძანებას სროლაზე“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ. ამასთან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თქმით, ის პასუხისმეგებლობისგან გაქცევას არ აპირებს. ​ „რაც შეეხება იმას, რომ სდსს-ის თანამშრომლები იყვნენ განლაგებული პარლამენტის სხვადასხვა შესასვლელთან, ეს ასე იყო და იქნება, სანამ მე ვიქნები ხელმძღვანელი სდსს-ის. ჩემი სამსახურის თანამშრომელს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ქონია. არავინ გაექცევა პასუხისმგებლობას, მათ შორის არც მე, თუ დადგება ეს საკითხი. გამოძიება აუცილებლად მივა ბოლომდე და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ანზორ ჩუბინძემ. ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...