ოპოზიციის აქცია ბათუმში

პოლიტიკა

ოპოზიციის აქცია ბათუმში

19 მაი. 2011, 01:08:56
გასულ კვირას, "ქართულმა პარტიამ" წინამოთელვითი სამუშაოები ჩაატარა და ბათუმში აქცია გამართა. ბათუმის აქციას გურიიდან მრავლად შეუერთდნენ. შაბათიდან უკვე აქციებში "სახალხო კრება" ჩაერთვება ნინო ბურჯანაძის პარტიასთან ერთად. გურულები კვლავაც აჭარის დედაქალაქში ჩამოწყებულ აქციებს გააძლიერებენ _ ასეთია "ზემოთ" მიღებული გადაწყვეტილება. ჩვენ მომდევნო ნომრებში ამ აქციებიდან რეპორტაჟებს შემოგთავაზებთ, ამჯერად კი გასული კვირის ბათუმური პროტესტის შესახებ მოგითხრობთ.

_ მიტინგზე არ მიდიხარ? _ ბათუმში ჩასვლისთანავე "სააქციო სიტუაცია" დაგვხვდა.

_ რა მინდა აქციაზე, აქ მაინც არაფერი გადაწყდება. კი მაინტერესებს, თუ წახვიდე, მითხარი მერე...

_ კი, მარა ხალხი თუ არ მივიდა, რაი გამოვა? მე არ მცალია, მიდი იქინე, გიიგებ ყველაფერს...

ორი ბათუმელის საუბარში ჩვენც ჩავერთეთ:

_ თქვენც უკმაყოფილო ხართ ამ მთავრობით?

_ რიზა უნდა ვიყო კმაყოფილი? გიმიკეთა რამე?

_ აბა, რომ ამბობენ, ბათუმი შენდება და მშვენდებაო?

_ ასლანას დროსაც კეთდებოდა, ჩვენ რაი?

_ სადაური ხარ, ბიძია, შენ? _ ჩამეკითხა საუბარში ჩართული ასაკოვანი მამაკაცი.

_ გურიიდან ვარ, ჟურნალისტი, დღევანდელი აქციის გასაშუქებლად ჩამოვედი.

_ მე თბილისელი კაცი ვარ, აქ სახლი მაქვს. ნამდვილად არ მიჭირს, მაგრამ დღეს აქციაზე უნდა მივიდე.

_ რას ელით ამ აქციისგან?

_ რას უნდა ველოდე? ოპოზიცია ჯერ ერთმანეთს ჭამს, მაგრამ მთავრობამ არ მინდა თქვას, აი, ნახეთ, ხალხი არ მოვიდაო. ისე, გურიაში რა ხდება? მეც გურული ვარ. შენდება ის პორტი თუ წინასაარჩევნო ბლეფი იყო?

_ უფრო "ნაციონალური"....

_ ასეც ვიცოდი. ამათი გახსნილი ქარხნები ყელში ამოგვივიდა! კაი არც ედიკაი იყო და არც მიშაა. გაყვლიფეს ხალხი, იყიდეს მიწები იაფად და ხალხი გააღარიბეს. რა პორტი, რის პორტი? რა პორტიც გვაქვს, ისიც არ უნდათ _ ვის არ შეატენეს, მაგრამ...

_ ჰო, იმ მამათელ კაცს გადაეცით, ხმალი გაამზადოს და მოგვაშოროს აი მთავრობა, რაფერც მოგვიყვანა... _ უკვე მერამდენედ გვაბარებენ მამათელ შალვა კილაძესთან, რომელმაც 2002 წელს სააკაშვილს შევარდნაძის "თავის მოსაჭრელად" ხმალი გადასცა.

გზა ერას მოედნისკენ განვაგრძეთ. ბევრი გურული მოვიდა აქციაზე _ ადგილობრივებიც და გურიიდან ჩამოსულები, რამდენიმე ნაცნობით შევნიშნეთ.

_ ვითომ მოხდება, ძამა, რამე? _ მოსაუბრე აშკარად გურული იყო, _ ისე არ უუდგა ოქრუაშვილს გერმანული სასტუმროს ნომრის საწოლზე გვერდები, რავარც მიშა თავისით არ წავა. აი აქციებიც აფერი არაა, თავის მოტყვილებაა.

_ რას ჩივი, შენ? ტყვილა მევედით აქანე? _ ჰკითხა მეორემ.

_ მაგენის გულობიზა რავა უნდა მოხვიდე კაცი?! ახლა ვინ გეიგებს, ვინ ვისთანაა შეკრული?

_ აი ოპოზიცია ვინაა? მთავრობისგან გამოქცეული ხალხი, ხო? ეტყობა, რაცხა ვერ გეიყვეს და გამეიქცნენ. ერთი ნათელაშვილი თუა, აი მთავრობა თავიდან რო არ მოწონდა, თვარა ბურჯანაძე და ნოღაიდელი სანამ არ გამოაბუნძულეს, მიშას კვერს უკრავდნენ. ან ოქრუაშვილის მოსვლა კაია გგონია? მიშაზე ნაკლები ტირანი მაი არ იქნება!

_ ამგენს მაინც ჯობია ყველა. შეჭამეს მთელი ქვეყანა, ვერ ხედავ? კალოშებით მევიდნენ მთავრობაში და ახლა მილიონერები არიენ! ბურჯანაძემ, ნოღაიდელმა და ოქრუაშვილმაც ბევრი იშონეს და ახლა პაწეს ხარჯავენ, რო მერე კიდე იშონონ. აბა ჩვენდა არავინ არაა და არც იქნება!

_ რაც უნდა ვაკრიტიკოთ ოპოზიცია, აი მთავრობა მაინც უნდა გამოხვეტო კაბინეტებიდან ცოცხებით, 6-ლარიან ცოცხებს რომ ყიდულობენ ჩვენი ფულით. გაზეთებში მაინც არ წერდენ ამას. გონიათ, კითხვა არ ვიცით? _ საუბარში ასაკოვანი ქალბატონი ჩაერთო _ ამათ მოხუცი და ბერი აფერში სჭირდებათ _ ვერ გეიგეს, ჩვენც რო გვინდა საჭმელი და კუჭი ჩვენც რომ გვაქვს.

მალე აქციაც დაიწყო. ჩვენ სხვა ჯგუფს მივუახლოვდით:

_ ხეირი თუ უნდათ, უნდა გაერთიანდნენ _ "ქართული პარტია" დღეს ჩამოდის, ბურჯანაძე მომავალ კვირაში. აგი ორი ძალა აქტიურობს და რამენაირად უნდა შეთანხმდნენ _ ქალბატონების "ბირჟაზე" ოპოზიციის გაერთიანება იყო მთავარი თემა

_ კი, მარა ყველას პრეზიდენტობა რომ უნდა? იმას ვერ ხვდებიან, ჯერ ერთად უნდა იყვნენ და თუ გაუშვებენ ამათ, მერე შეიძლება რაღაცაზე საუბარი.

_ მერე ნახე შენ, აგენი რომ ერთმანეთს დაჭამენ. მარა მაგას რას ვჩივით, რაც უნდა ის უქნიათ, ესენი!

აქცია ოპოზიციის მხარდამჭერმა, ზურა მანჯავიძემ გახსნა _ თეატრში არ მამღერებენ და თეატრის წინ ვმღერიო. მომიტინგეებს მამაომაც მიმართა: _ გფარავდეთ უფალი უსამართლობასთან ბრძოლის საქმეშიო!

აქციაზე სიტყვით სოზარ სუბარი გამოვიდა: "მამა ლაზარემ გვითხრა, ბრძოლაში მიდიხართ და მე სად მტოვებთო! ალბათ, სიმბოლურია, რომ ის ჩვენთანაა. სიმბოლურია ისიც, რომ დღეს, თამარ მეფის ხსენების დღეს, შევიკრიბეთ და ყველას გილოცავთ ამ დღესასწაულს! თამარი არის სიწმინდის, ერთიანობის სიმბოლო, იმ საქართველოს სიმბოლო, სადაც ხელისუფალი ხალხისთვის ზრუნავდა და არა თავისი თავისთვის. დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელმაც მოსახლეობა ორ ნაწილად გაყო _ ერთი ნაწილი ვართ ჩვენ, რომელსაც ჩარეცხილები გვიწოდა და რომლებზეც თქვა _ ტრაქტორით გადაუარეთო! ამიტომ ვდგავართ დღეს აქ, მალე დავდგებით მისი ავლაბრის რეზიდენციის წინ და გავუშვებთ დიქტატორს, რომელიც ქართველი ხალხის სისხლს წოვს".

პარალელურად, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას მადლობა გადაუხადა: _ ხალხი გამშვენებულ ბათუმში რომ ჩაიყვანეს, დაიფანტნენ, რადგან ასეთი ლამაზი ქალაქის დათვალიერება ამჯობინეს მაგათ აქციაზე მისვლას. ისე მოეწონათ, ყველა პირდაბჩენილი დარჩაო, _ ბრძანა პრეზიდენტმა.

სუბარმა ამ მოსაზრებას აქციაზევე "დაარტყა": _ გადაგვაყოლეს ამ გზებს, არადა, სამი წელია მუხლამდე ტალახშია ყველა ქუჩა ჩაფლული. რაც უნდათ, მალე აშენებენ _ პრეზიდენტის სასახლე, რომელიც ლამის მილიარდი დაჯდა, ხომ მალე დაამთავრეს? დღეს საქართველოში ასეთი დანგრეული ქუჩებია, სამაგიეროდ, გვაქვს პრეზიდენტის სასახლე _ თეთრ სახლზე რვაჯერ დიდი. ან ქანდაკებებისთვის ხომ აქვს ფული? ამ დროს მხოლოდ გონიოში 300 კაცს წაართვეს მიწა. რატომ? იმიტომ, რომ ვიღაცა ფულს იხდის. მიწა რად უნდა ქართველს? მიწა უნდა სააკაშვილს, რომ გაყიდოს და ასეთი შიშველი ქანდაკებები დადგას!.

შემდეგ ლევან გაჩეჩილაძის ჯერი დადგა. სააკაშვილის ყოფილმა კონკურენტმა პრეზიდენტს "საერთაშორისო დონის კრიმინალი" უწოდა: _ გამოვიდა ეს საერთაშორისო კლასის კრიმინალი და თქვა, საქართველოში მენტალიტეტის შესაცვლელად კიდევ 15-20 წელი მჭირდებაო. ანუ ამბობს, რომ სანამ ბოლომდე არ გაგანადგურებთ, არსად არ მივდივარო! ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული მცდელობა მის მოსაშორებლად, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება დაუდგა გვერდით. ეს გააკეთა ბუშმა. შემდეგ შეიცვალა ეს კაცი, მოვიდა ობამა, რომელმაც თქვა _ მე მხარს ვუჭერ ხალხს და არა რეჟიმებსო! ეს ძალიან მალე მოხდება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქუდზე კაცი გამოვა იმ დღეს, რომელსაც დაერქმევა რევოლუციის დღე.

შემდეგ ეროსი კიწმარიშვილმა "გაამათრახა" ხელისუფლება და აღიარა, რომ ვალშია ქართველ ხალხთან: _ ეს მთავრობა ჩემი მოყვანილია და მე უნდა წავიყვანო! ყველაზე მეტად ჩემთვისაა რთული აქ დგომა _ ძალიან გაგვიცრუა იმედები 2003-მა წელმა. ჩვენ გვეგონა, რომ კარგს ვაკეთებდით, მაგრამ მწარედ შევცდით. თუმცა, საქმის გამოსწორება შეიძლება. ერთი თხოვნა გვაქვს _ როცა დადგებით არჩევნის წინაშე _ დარჩეთ სახლში თუ გამოხვიდეთ აქციაზე, აირჩიეთ მეორე, რადგან გპირდებით, რომ სახლში გამარჯვებულები დაბრუნდებით!

რატომღაც ბათუმის აქციაზეც არ გამოჩენილა კოკა გუნცაძე, რამაც გაამყარა გავრცელებული ხმები, რომ მან "ქართული პარტია" დატოვა. მასალის მომზადების დროს ამასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ გაკეთებული არ იყო.




 ახალი ამბები
  • თბილისის საქალაქო სასამართლოდან პატიმარი გაიქცა თბილისის საქალაქო სასამართლოდან გაქცეულ პატიმართან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ გენერალური პროკურატურაში განუცხადეს, თუმცა უწყებაში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. "მომხდარზე გამოძიება ორი მიმართულებითაა დაწყებული. პირველი - სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტს გულისხმობს და მეორე - სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაქცევას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 6 წლამდე", - განაცხადეს პროკურატურაში. უწყების განმარტებით, ამ ეტაპზე ბრალი არც ერთი პოლიციელის მიმართ წარდგენილი არ არის. აღსანიშნავია, რომ მომხდარზე გამოძიებას - პოლიციელების მიერ გულგრილობის მიმართულებით პროკურატურა, პატიმრის გაქცევის კუთხით კი შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს. გავრცელებული ინფორმაციით, ქურდობის ფაქტზე ბრალდებული ზაალ ძაგანიშვილი პოლიციელებს გუშინ, სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან გაექცა. ოჯახის მტკიცებით, 20 წლის ზაალ ძაგანიშვილი მანქანიდან მაშინ გაიპარა, როდესაც სამართალდამცველები სიგარეტის მოსაწევად იყვნენ ... ...
  • ტრაგედია ზუგდიდში _ მაშველებმა ბავშვის ცხედარი იპოვესმაშველებმა დარჩელში დაკარგული არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. ორდღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, ზუგდიდში, სოფელ დარჩელში დაკარგული არასრულწლოვნის ცხედარი მაშველებმა მდინარე ჯუმში, გაუჩინარების ადგილიდან 3 კმ-ში იპოვეს. საძიებო სამუშაოებში ჩართული იყვნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის და აჭარის რეგიონებიდან. ოპერაციაში ასევე მონაწილეობდა განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფი თბილისიდან. მობილიზებული იყო დრონი და სამი ერთეული მცურავი საშუალება. წყლის ფსკერის დათვალიერება მიმდინარეობდა ექოლოტის საშუალებით. ადგილზე შექმნილი იყო სამუშაო შტაბი, საიდანაც ოპერაციის მონიტორინგი ხორციელდებოდა. დაკარგული არასრულწლოვნის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შეტყობინება 13 ივლისს შევიდა, რის შემდეგაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მდინარე ჯუმში აქტიური საძიებო-სამაშველო ოპერაცია ... ...
  • „ვინ უნდა შემოგვთავაზონ ივანიშვილი-კობახიძის ტანდემმა ახალ სახეებად?“ _ ჭიჭინაძეპოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე „ქართულ ოცნებას“  2020 წელს რვაწლიანი მოღვაწეობის სამარცხვინო კრახს უწინასწარმეტყველებს. ჭიჭინაძის განცხადებით, „ოცნება“, თავისი ხელმძღვანელით,  ერთი დიდი უპირო ორგანიზაცია გახდა. „ილუზორულ სამყაროში გამოკეტილმა კობახიძემ „გაგვახარა“,  საარჩევნოდ თამამი დაპირებები გვექნებაო, მაგრამ სითამამეს წინ რა უდგას, შესრულებაა მთავარი. ან რა უნდა გვითხრას „ქართულმა ოცნებმ“ ახალი? რომ პანდემია დაამარცხეს? პანდემიასთან ერთად ქვეყანა დაამარცხეს! აბსოლუტურად გააღატაკეს ხალხი!  „ოცნება“, თავისი ხელმძღვანელით,  ერთი დიდი უპირო ორგანიზაცია გახდა. 2012 წლიდან პრაქტიკულად არცერთი დაპირება არ შესრულებულა. ივანიშვილმა კი, ცინიზმის უმაღლესი მწვერვალი გამოავლინა, როდესაც გამოაცხადა, ყველაფერი შეგისრულეთ და ამაზე კარგს ნუ ელოდებითო. მაგრამ! თუ პოლიტიკურ  ძალას არ შესწევს დაპირებების შესრულების უნარი, მისი ადგილი პოლიტიკაში არ არის!   მითუმეტეს სათავეში მმართველ გუნდად ყოფნა  აღარანაირ ლეგიტიმაციას არ ექვემდებარება. მოკლედ, პირადად მე, ვერც შემადგენლობაში ვხედავ დიდ ცვლილებებს და ვერც შინაარსობრივად. ან ვინ უნდა შემოგვთავაზონ ივანიშვილი-კობახიძის ტანდემმა ახალ სახეებად? მთელი ცხოვრება ორივე ილუზორულ სამყაროშია გამოკეტილი და თითქოს გადაბრუნებული ბინოკლით უყურებენ ადამიანებს, იმიტომ ეპატარავებათ ყველა. არადა ქვეყანას პოლიტიკოსები სჭირდება, ადამიანები, ვინც თავის თავზე პასუხისმგებლობას აიღებს; ვინც ამ აბსოლუტურ განუკითხაობას შეებრძოლება; ეკონომიკური სიდუხჭირიდან გამოსავალზე რეალურად იზრუნებს და არა მხოლოდ ტელეეთერებიდან; ვისაც რეალური ცოდნა ექნება და არა პოპულიზმზე მორგებული ე.წ. პოლიტელიტა... და არა ის მონები, რომლებითაც სავსეა დღეს „ქართული ოცნება“, _ აცხადებს დავით ... ...
  • საქართველოში კორონავირუსით დაავადების შემთხვევები გაიზარდა​​საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 1003-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 873 ადამიანი. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა. ბოლო მომაცემებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილია - 15 კარანტინის რეჟიმშია - 5640, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 244 ადამიანი რჩება. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია 31 საქართველოს მოქალაქე. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის ... ...
  • ოზურგეთში მაღაზია გაქურდესქურდობა მოხდა ოზურგეთში _ თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე წვრილმანების მაღაზია გაქურდეს. როგორც მაღაზიის გამყიდველი ამბობს, წაღებულია 30-ლარამდე ხურდა ფული. ამ წუთებში ადგილზე პოლიცია იმყოფება. დაწყებულია ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...