12 წელი სასტიკი და სისხლიანი დარბევიდან _ ვინ რას ამბობს დღეს

პოლიტიკა

12 წელი სასტიკი და სისხლიანი დარბევიდან _ ვინ რას ამბობს დღეს

2019 ნოე 7 15:10:28

2007 წლის 7 ნოემბერს, საპროტესტო აქცია პოლიციის მიერ მონაწილეთა დაშლით,  ცრემლსადენი აირის, ხელკეტების, რეზინის ტყვიების, აკუსტიკური თოფებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით, ტელევიზიაში სპეცრაზმის შეჭრით და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით დასრულდა.

მომხდარიდან 12 წელის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ  7 ნოემბერს იყო ძალის არაპროპორციული გამოყენება, რასაც ასევე, სამწუხაროდ, ხელი შეუწყო იმ საპროტესტო აქციებში მონაწილე ადამიანების არაკანონიერმა ქმედებამ, ხოლო ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრა იყო შეცდომა.

მას შემდეგ რა საშინელებაც ამ ხელისუფლებამ ჩაიდინა და როგორი არაადექვატური ძალა გამოიყენა, როგორი დანაშაული მოხდა მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დარბევის სახით, 7 ნოემბრის შეხსენება არც თუ ისე მიდის ხელისუფლების აქტივში. 7 ნოემბერს იყო ძალის არაპროპორციული გამოყენება, რასაც ასევე, სამწუხაროდ, ხელი შეუწყო იმ საპროტესტო აქციებში მონაწილე ადამიანების არაკანონიერმა ქმედებამ. დღეს, როდესაც 7 ნოემბერს ახსენებს ხელისუფლების მხარდამჭერი მედია, ავიწყდება, თუ რა მოხდა 20 ივნისს“,_ განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგო რატიანის თქმით, 7 ნოემბერი საკმაოდ მძიმე დღე იყო სახელმწიფოსთვის და კიდევ ერთი ნეგატიური გამოცდილება.  რატიანი აღნიშნავს, რომ 7 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრა შეცდომა იყო.

„მე მაშინ მთავრობაში არ ვიყავი, თუმცა, როდესაც გუნდში მოდიხარ, ბუნებრივია, შენ პასუხისმგებლობას იღებ.  პასუხისმგებლობა ნიშნავს, რომ იგივე რაღაცები უნდა გაიაზრო და არ გააკეთო. ეს პასუხისმგებლობა დღევანდელმა მთავრობამ ვერ გაიაზრა, რომელმაც „რუსთავი 2“ ფაქტობრივად დახურა და მიიტაცა. ამის შემდეგ მედიაზე ზეწოლა ბევრი მიმართულებით გრძელდება. შესაბამისად, წინა ხელისუფლების გაკვეთილები ჩვენ გავიაზრეთ. პირადად მე, შემიძლია ვთქვა, რომ ეს პასუხისმგებლობა და ეს ტვირთი რასაკვირველია, გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს გუნდში არ ვიყავი, ამ პასუხისმგებლობას ვიზიარებ, მაგრამ დღევანდელმა ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული და გახარიათი დამთავრებული, ეს ტვირთი და შეცდომები ვერ გაიაზრეს. მათ ფაქტობრივად ამის შემდეგ სხვადასხვა მიმართულებით მედიის შევიწროება დაიწყეს“, _ რატიანმა.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი 12 წლის წინ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში იხსენებს.

„12 წლის წინ სახლში შუაღამისას მრავალ დღიანი მიტინგებით სრულიად გადამწვარი დავბრუნდი. დილის 8 საათზე აწკრიალდა ჩემი ტელეფონი. შემატყობინეს რომ საშიმშილოდ დატოვებული პროტესტანტები და ლიდერები დაარბია და დააპატიმრა უშიშროებამ. 15 წუთში პარლამენტთან ვიყავი. მთელი დღე მიმყავდა მიტინგები, გადავდიოდი აქციიდან აქციაზე, დარბევიდან დარბევაზე. ვისუნთქე მენდელეევის ელემენტთა სისტემიდან თითქმის ყველა მომწამლავი ნივთიერება. საღამოს გამიტაცა ჩემმა დაცვამ, როგორ მოვხვდი არალეგალურ ბინაში ბუნდოვნად ვიხსენებ საინფორმაციო გადაცემებს ჩემი დაპატიმრების, რუსეთში გაქცევის, ჩემი ოფისის, ბინის ჩხრეკაზე. თავი მეგონა მართლაც საშინელ სიზმარში. მაგრამ ეს მაინც პირადი განცდებია, მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეებიდან მოსაგონებლად დამრჩა 70 სანტიმეტრიანი ჭრილობა. გადავიდეთ ისტორიულ ანალიზზე. 2007 წლის 7 ნოემბერი დაიწყო 7 ნოემბრამდე რამდენიმე წლით ადრე, როდესაც გზირმა მაოხრებელმა ედუარდ შევარდნაძემ საქართველოში დააფუძნა მოსკოვიდან ჩამოსული თუ გამოგდებული ორი მილიარდერ-ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და შემდგომ ბადრი პატარკაციშვილი. ორივეს ქონდა პოლიტიკური ამბიცია და ორივემ ღატაკ ქვეყანაში უპრობლემოდ იყიდა მუდმივად ფულზე ამძუნებული პოლიტიკური სპექტრი და ქვეყნის ე.წ ელიტა თითქმის სრულად--ჩვენს გარდა. მახსოვს როგორ გავუგზავნე უკან ბადრი პატარკაციშვილს საიდუმლო კონტრაქტი რომლის უკანაც რეალურად იდგა 13 მილიარდი და რომლის თანახმადაც ეს პიროვნება იქნებოდა ქვეყნის არაფორმალური მმართველი ხოლო მე ანუ პარტია მისი მითითებების შემსრულებელი. (აქვე აღვნიშნავ, რომ პატარკაციშვილი უდავოდ დადებითი პიროვნება იყო სხვა ოლიგარქებთან შედარებით) სხვათა შორის მასზე ბევრმა პარტიამ ხელი მოაწერა. 2003 წელს ორივე ამ ოლიგარქმა დააფინანსა ვარდების რევოლუციად წოდებული სახელმწიფო გადატრიალება, ხოლო ნებაყოფილობით გადადგომის სანაცვლოდ შევარდნაძემ მიიღო რაზეც ოცნებობდა---სრული ხელშეუხებლობა. სააკაშვილის გაპრეზიდენტება ბადრის და ბიძინას ორივეს აწყობდა, რადგან მას თვლიდნენ დროებით, გარდამავალ ფიგურად ხელისუფლებაში მოსასვლელად, მაგრამ ჯერ მათ შორის იყო გასარკვევი ყოფნა არ ყოფნის საკითხი და აი 7 ნოემბერს გაიხსნა კვანძი. ივანიშვილ-სააკაშვილის ბლოკმა გაანადგურა პატარკაციშვილის ფრონტი, ხოლო მშვიდობიანი მომიტინგეები სასტიკად დაარბია ივანიშვილისგან ეკიპირებულ- დაფინანსებულმა, ქართუ-ბანკში ოფიციალურად რეგისტრირებულმა 500--კაციანმა სპეცრაზმმა. ამით სააკაშვილმაც საბოლოოდ გაინადგურა მორალური ავტორიტეტი და დაამთავრა პოლიტიკური კარიერა, ხოლო ივანიშვილმა სრულიად მოასუფთავა გზა ხელისუფლებაში მოსასვლელად მოსრა რა ყველა ფინანსურ-პოლიტიკური კონკურენტი. დარჩენილი ვიყავი ფიზიკური გაგებით გასანადგურებლად მე, სწორედ ამიტომ ივანიშვილმა მოითხოვა ჩემი ნეიტრალიზაცია და ის სპეცრაზმი რიყისა და იმედის დარბევის შემდგომ თავს დაესხა ოჯახს, სოფელს, ოფისს. გახსოვთ როგორ გამომიცხადეს 25 წლიანი პატიმრობაც კი. მოტივი--- თბილისში მთავრობის თანხმობით აკრედიტირებული რუს დიპლომატებთან ოფიციალური შეხვედრა და საუბარი, რომლებსაც თვითონ დღეში ათჯერ მაინც ეკონტაქტებოდნენ. მაშინ გადავრჩი მხოლოდ და მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით. ანუ ხელისუფლებაში ივანიშვილი მოვიდა არა 2012 წელს არამედ 2007 წლის 7 ნოემბერს. რა თქმა უნდა იმ აქციებში ყველა ძალას, პრო-დასავლურს, პრო-ოლიგარქიულს ,პრო-რუსულს, პრო-ეროვნულს, პრო-ანარქისტულს ქონდა თავის კონკრეტული მიზნები. ჩვენ ვითხოვდით ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს რადგან მწიფდებოდა აფხაზეთ-ცხინვალის სამუდამოდ ჩამოცილება ხოლო ამ არჩევნებით მთელ რიგ მიზეზთა გამო არ დადგებოდა 2008 წლის აგვისტო. სამწუხაროდ მოვლენები წარიმართა ტრაგიკული სცენარით რომლის შედეგების გამოსწორებას ათწლეულები თუ ასწლეულები არა, დასჭირდება. ყველაფერ აქედან მორალი------პოლიტიკურმა სპექტრმა არასოდეს აღარ უნდა დაუშვას ქვეყნის მიყიდვა ოლიგარქიაზე, ხალხმა კი არასოდეს უნდა დაუშვას ოლიგარქიის მოშვება ძალაუფლებაში“,_ წერს ნათელაშვილი.

7 ნოემბერს ეხმაურება იუსიტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც.

მინისტრის განცხადებით, ქვეყნის ისტორიაში ასეთი დღეები არასდროს უნდა განმეორდეს.

„7 ნოემბერია და ეს დღე ყველას გვახსენდება ცუდად, ტკივილით. ჩვენი მიზანია, ასეთი დღეები არასოდეს განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში. რაკი თქვენს წინაშე ვსაუბრობ, თქვენით დავიწყებ, იძალადა მედიაზე და იძალადა ჟურნალისტებზე, იძალადა საკუთარ მოქალაქეებზე და რეალურად, დღეს ჩვენ გვყვანან პირები, ვინც ან ბრალდებულია, ან მსჯავრდებულია მოცემულ საქმეზე.  შესაბამისად, ძალიან რთულია, რომ დღეს, ამდენი წლის შემდეგ, 7 ნოემბერს არ გაიხსენო ის მნიშვნელოვანი, გარდამტეხი დღე ჩვენს ისტორიაში, რომელიც იყო ის 7 ნოემბერი. ვფიქრობთ, რომ სწორად ამ დღის შემდეგ უფრო სწრაფი ტემპით დაიწყო ადამიანის უფლებების დაღმასვლა“ ,_ განაცხადა წულუკიანმა.




 ახალი ამბები
  • სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა - კახა კალაძედედაქალაქის მერი კახა კალაძე, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. თბილისის მერის განცხადებით, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, რომელიც აქციის ორგანიზატორებს მიეცათ, პროცესები კანონის ჩარჩოებს გასცდა. მისი თქმით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, აქციის ორგანიზატორებს აფრთხილებდნენ, რომ პარლამენტის ბლოკირება უკანონო ქმედება იყო, თუმცა მათ სიტუაციის გამწვავება სცადეს. როგორც მერი ამბობს, საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა და უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.  "მინდა გამოვეხმაურო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს და საპოლიციო ღონისძიებას, რომელიც წესრიგის აღსადგენად ჩატარდა. საქართველოში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პარლამენტთან, ოპოზიციის ქმედებები გასცდა კანონის ჩარჩოებს. ჩვენ, ორი დღის განმავლობაში, ვაფრთხილებდით აქციის ორგანიზატორებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტის, პარლამენტის ბლოკირება არის უკანონო ქმედება. თუმცა, მიუხედავად ამისა, ნახეს რა, რომ არ ჰქონდათ ხალხის სათანადო მხარდაჭერა, აქციის ორგანიზატორებმა სიტუაციის გამწვავება და პროცესის დესტრუქციულ უკანონო ქმედებებში გადაზრდა სცადეს. დღეს, დილიდან, ამ ადამიანებმა, სახელმწიფო ინსტიტუტების უკანონო ბლოკირება განაგრძეს, შეურაცხყოფას აყენებდნენ პარლამენტში შემსვლელ ადამიანებს და მიუხედავად მომიტინგეთა მცირე რაოდენობისა, გადაკეტილი ჰქონდათ გზის სავალი ნაწილი, რითაც უხეშად არღვევდნენ კანონს. მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გაკეთებული არაერთი გაფრთხილებისა, ხელისუფლების თუ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებისა ოპოზიციონერმა ლიდერებმა უარი თქვეს კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნებაზე. შესაბამისად, სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა. პოლიციამ გამოიჩინა მაღალი პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად. აღადგინა წესრიგი და პროცესები კანონის ჩარჩოში დააბრუნა. ამისთვის გვსურს, მადლობა გადავუხადოთ თითოეულ სამართალდამცავს. ამ დროისთვის, პარლამენტის ყველა შესასვლელი თავისუფალია და რუსთაველის გამზირზე მოძრაობა აღდგენილია," - განაცხადა კახა ... ...
  • თალაკვაძე პარლამენტის ჭიშკარზე მოხსნილ ბოქლომს და ჯაჭვს ოპოზიციას უბრუნებსპარლამენტის პიკეტის მოხსნის შემდეგ ბიუროს სხდომა გაიხსნა. არჩილ თალაკვაძემ გაჭრილი ბოქლომი და ჯაჭვი ბიუროს სხდომაზე მიიტანა და თქვა, რომ მას ოპოზიციას უბრუნებს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კვლავ ძალაშია გადაწყვეტილება, რომ პროპორციული წესით არჩევნები 2024 წელს ჩატარდება.  რაც შეეხება აქციის მონაწილეთა მოთხოვნას, არჩილ თალაკვაძის თქმით, შეკრების უფლება დაცული იქნება, სამწუხარო კი ის არის, რომ ოპოზიციის ნაწილმა კვლავ შეცდომაში შეიყვანა მომხრეები და მშვიდობიან პროტესტს გასცდა აქცია.  პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება სცდება კონსტიტუციის მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლების ფარგლებს.  „გუშინ პირადად დავუკავშირდი საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს და ვთხოვე, დაბრუნებულიყვნენ მანიფესტაციის მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში, ასევე შევთავაზე მათ პარლამენტში გადაგვეტანა დისკუსია და ყველა იმ საკითხზე, რომელზეც მათ აქვთ პოზიცია, განგვეხილა პარლამენტში“, - განაცხადა პარლამენტის ... ...
  • ალეკო ელისაშვილი: "აუდეთ ბიძინა ივანიშვილთან ერთად"რა ბიუროს სხდომა, ამად გიღირთ, ასეთი ჩატარებული სხდომა გიღრდათ? რამდენჯერ გამოიყვანეთ სპეცრაზმი ბიუროს სხდომის ჩასატარებლად. აუდეთ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, _ თქვა ალეკო ... ...
  • პარლამენტში ბიურის სხდომა დაიწყოპარლამენტში ბიუროს სხდომა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე პარლამენტში მედიის წარმომადგენლებს შესვლის საშუალება არ აქვთ. აღსანიშნავია, რომ დღეს პარლამენტში დაგეგმილი კომიტეტის და ბიურის სხდომები ჩაიშალა. ბიუროს სხდომა 15:00 საათზე უნდა გამართულიყო. პარლამენტარებმა საკანონმდებლო შენობაში შესვლა ცოტა ხნის წინ, მხოლოდ მას შემდეგ შეძლეს, რაც სპეზრამმა ჭავლის გამოყენებით, პარლამენტის პიკეტირებული შესასვლელები გაათავისუფლა და აქცია ... ...
  • სამართალდამცავები მედიას მუშაობაში ხელს უშლიანსამართალდამცავების მხრიდან ალეკო ელისაშვილის წაყვანას ინციდენტი მოჰყვა. ელისაშვილთან ერთად რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ისინი მედიას მუშაობაში ხელს ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?