საკადრო პოლიტიკა საჯარო სამსახურში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პერიოდში

პოლიტიკა

საკადრო პოლიტიკა საჯარო სამსახურში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პერიოდში

12 აგვ. 2013, 12:40:28
ორგანიზაციის ინფორმაციით,  საანგარიშოდ აღებულ იქნა პერიოდი 2012 წლის 20 ოქტომბრიდან 2013 წლის 1 მარტამდე, რადგან როგორც წესი, პოლიტიკური ან სხვა დისკრიმინაციული ნიშნით ადამიანთა სამსახურიდან გათავისუფლების ან დასაქმების ყველაზე დიდი რისკი სწორედ არჩევნებიდან პირველ რამდენიმე თვეზე მოდის. კვლევა ეფუძნება საჯარო დაწესებულებებიდან გამოთხოვილ ოფიციალურ ინფორმაციას, ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ პირისპირ და ტელეფონით ჩატარებულ ინტერვიუებს და მასმედიით გავრცელებული ცალკეული შემთხვევების ანალიზს.

მოკლე სტატისტიკური მონაცემები

არჩევნების შემდეგ საქართველოში მოქმედი საჯარო დაწესებულებებიდან (სამინისტროები, მათ დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები, მუნიციპალიტეტების გამგეობები და საკრებულოები) მთლიანობაში სულ ცოტა 5638 თანამშრომელი დაითხოვეს), მათგან 2336 (41%) საკუთარი განცხადების საფუძველზე, რაც ბადებს გონივრულ ეჭვს, რომ ხშირ შემთხვევაში, საჯარო მოხელეები საკუთარი ნებით სულაც არ ტოვებდნენ სამსახურს; საჯარო სამსახურში 7008 ახალი მიღებული თანამშრომლიდან მხოლოდ 257 (4%) დაინიშნა კონკურსის წესით; იმ საჯარო უწყებებიდან, რომლებმაც საშტატო ნუსხები მოგვაწოდეს, საერთო ჯამში თანამშრომელთა 11% გაათავისუფლეს; ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებიდან სულ 3769 მოსამსახურე გათავისუფლდა. მათგან ერთ მესამედზე მეტმა, 1314 თანამშრომელმა, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა;

ცენტრალური ხელისუფლების დაწესებულებებს შორის ყველაზე მეტი საჯარო მოსამსახურე შემდეგი სამინისტროებიდან გათავისუფლდა: შინაგან საქმეთა (897), ჯანდაცვის (883), თავდაცვის (690), იუსტიციის (567) და ფინანსთა (278) სამინისტროები. ამ რაოდენობებში შედის სამინისტროების დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებიც (სსიპ-ები);

ადგილობრივი ხელისუფლების დაწესებულებებიდან სულ 1769 მოსამსახურე გათავისუფლდა, აქედან ნახევარზე მეტი – 1022 საკუთარი განცხადების საფუძველზე;

ადგილობრივი ხელისუფლების დაწესებულებებიდან ყველაზე მეტი კახეთის (585), იმერეთის (290), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის (241) მუნიციპალიტეტებიდან გაათავისუფლეს.

საკადრო პოლიტიკის ძირითადი ტენდენციები

გათავისუფლებების ტალღა არჩევნების შემდეგ დაიწყო და, ცალკეულ შემთხვევაში გადაწყვეტილებები პოლიტიკურად მოტივირებულის შთაბეჭდილებას ტოვებდა; გათავისუფლება საშუალო და დაბალი რანგის მოხელეებსაც შეეხოთ, რაც დემოკრატიულ ქვეყნებში საჯარო სამსახურის ძირითად დასაყრდენს წარმოადგენს და, როგორც წესი, პოლიტიკური კონიუნქტურის ცვლილებასთან ერთად არ მერყეობს; ზოგიერთ შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლებები იურიდიული საფუძვლის გარეშე ხდებოდა. იმ პირთა ბრძანებები, რომლებმაც საკუთარი ნებით არ დატოვეს სამუშაო ადგილები, ხშირად კანონდარღვევით იყო შედგენილი; უწყებების დიდ უმრავლესობაში ატესტაცია და კონკურსი არ ჩატარებულა, ხოლო იქ, სადაც ჩატარდა, ძირითადად არაეფექტურად იყო ორგანიზებული; გათავისუფლებულ საჯარო მოხელეთა დიდმა ნაწილმა საკუთარი განცხადებით დატოვა დაკავებული თანამდებობები. ზოგჯერ ისინი ახალი ხელმძღვანელების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობდნენ; მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ყოფილი საჯარო მოხელე ზეწოლაზე საუბრობდა, ჩვენთვის უცნობია, დადგა თუ არა ზეწოლის განმახორციელებელ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი; გურჯაანისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლები ცალსახად უკანონოდ დაინიშნენ თანამდებობებზე, თუმცა, მიუხედავად ამისა, მათი გათავისუფლების საკითხი არ დამდგარა და ისინი კვლავაც აგრძელებენ უფლებამოსილების შესრულებას; მიუხედავად იმისა, რომ მოხელეების ნაწილს საშუალება ჰქონდათ, შეევსოთ ჩვენს ვებგვერდზე არსებული აპლიკაცია, სადაც მათ შეეძლოთ განეცხადებინათ მათი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, ჩვენ მხოლოდ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მოგვმართა;ზოგიერთი საჯარო დაწესებულებისგან ინფორმაციის მიღება ძალიან რთული იყო, მაგალითად, შსს-მ ჩვენ მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია 5 თვის დაგვიანებით მოგვაწოდა, რასაც წინ უძღოდა არაერთი შეხსენება და ოფიციალური საჩივარი.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" მოუწოდებს ადმინისტრაციული ორგანოების ხელმძღვანელებს, არ დაუშვან პოლიტიკური ან სხვა დისკრიმინაციული ნიშნით საკადრო ცვლილებები საჯარო სამსახურში: საჯარო მოხელის დანიშვნისა თუ გათავისუფლების კრიტერიუმი შეიძლება იყოს მხოლოდ მისი კვალიფიკაციის შესაბამისობა დაკავებულ თუ დასაკავებელ თანამდებობასთან; რეკომენდებულია, რომ ნებისმიერი საკადრო ცვლილება მხოლოდ კონკურსისა და ატესტაციის გზით განხორციელდეს, ხოლო მიღებული გადაწყვეტილებები იყოს მაქსიმალურად დასაბუთებული; საკონკურსო-საატესტაციო კომისიები დაკომპლექტდეს პირებით, რომლებსაც აქვთ საკმარისი კომპეტენცია კონკურსანტებისა და ატესტაციის გამვლელი მოხელეების კვალიფიკაციის შეფასებისათვის.




 ახალი ამბები
  • სვანეთში პირველი საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის ჩასატარებლად ემზადებიანქართველი რეჟისორი მარიამ ხაჭვანი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ სვანეთში პირველი საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ჩატარდება. “კარგი ამბავი მაქვს, სვანეთის პირველი საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების კინოფესტივალი ჩატარდება 25-29 ივლისს, 2020 წელს. მესტიაში. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო,ძალიან სწრაფად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფესტივალი ამ პერიოდში ჩატარდეს. გთხოვთ, გამოაგზავნოთ მოკლემეტრაჟიანი ფილმები შემდეგ მაილზე: svanetiff@gmail.com განიხილება, მხოლოდ 2018-2020 წლის ფილმები. ფილმების მიღება მხოლოდ ათი დღე გაგრძელდება. ფესტივალზე მივიწვევთ კონკურში შერჩეულ ქართველ რეჟისორებს. დეტალურ ინფორმაციებს მალე გამოვაქვეყნებთ ფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდზე“, _ წერს მარიამ ... ...
  • შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებები შედისახალი კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად, გარკვეული ცვლილებები განხორციელდა იმ მიმდინარე პროექტებში, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს. 2020 წლის რთველის სეზონზე, ყურძნის ჩამბარებელ კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ  შეღავათიანი აგროკრედიტით. პროექტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ამოქმედდება ქვეკომპონენტები: „ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოები“ და „ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოები, რომლებიც ყურძნის შეძენას მოახდენენ სპირტის წარმოების მიზნით“.  ქვეკომპონენტში „სასურსათო მრეწველობის დაფინანსებისთვის“ იზრდება ბენეფიციარზე გასაცემი შეღავათიანი აგროკრედიტის ლიმიტი და ნაცვლად 5 მლნ ლარისა იქნება 10 მლნ ლარი. ბენეფიციარებს აღარ ექნებათ ვალდებულება, ყურძნის გადამუშავების შედეგად მიღებული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოების მიზნით სესხის აღების შემთხვევაში, გადაამუშაონ კონკრეტული რაოდენობის ყურძენი. ლიზინგის ქვეკომპონენტში „სასურსათო მრეწველობის დაფინანსებისათვის“ იზრდება ბენეფიციარზე გასაცემი ლიზინგის მოცულობა და ნაცვლად 5 000 000 ლარისა განისაზღვრება 10 000 000 ლარით, ამავე ქვეკომპონენტის ფარგლებში სააგენტო მოახდენს გაცემული ლიზინგის არაუმეტეს 36 თვის პროცენტის თანადაფინანსებას (ნაცვლად არაუმეტეს 24 თვისა) წლიური 12%-ის ოდენობით. თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობის მიზნით, პროექტს ემატება მეორადი უზრუნველყოფის კომპონენტი მეთხილეობის საბრუნავი საშუალებებისათვის გაცემულ სესხებზე.  კომპონენტის ფარგლებში გაცემული ყოველი ახალი სესხის ძირითადი თანხის მთლიანი მოცულობის არაუმეტეს 50%-ის მეორადი უზრუნველყოფა მოხდება სახელმწიფოს მიერ სესხის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან მომდევნო 18 თვის განმავლობაში. პროგრამას ასევე ემატება ქვეკომპონენტი ჩაის გადამმუშავებელი საწარმოების ხელშეწყობისათვის, რაც გულისხმობს ჩაის შესაძენად საბრუნავი საშუალებებისათვის კრედიტის გაცემას. ქვეკომპონენტის ფარგლებში ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა განისაზღვრება 20 000 ლარიდან 5 000 000 ლარის ჩათვლით, ხოლო სააგენტოს თანადაფინანსების ვადა 12 ... ...
  • ცოტა რამ გველგესლას შესახებკავკასიური გველგესლა დასავლეთ საქართველოში ერთადერთი შხამიანი გველის სახეობაა, რომელიც ბინადრობს კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე. ის არ არის აგრესიული და ყოველთვის ცდილობს თავის გარიდებას. გავრცელებულია ძალიან ფრაგმენტულად, საქართველოში მხოლოდ ათამდე ადგილასაა ნანახი. კავკასიური გველგესლა დღის გველია, ხშირად თბება მზეზე, თუმცა ძირითადად ახასიათებს მალული ცხოვრების წესი. კავკასიური გველგესლა „წითელი ნუსხის“ სახეობაა წყარო:კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფეისბუქგვერდი; ფოტო: ნათია ... ...
  • პროფსასწავლებელში ჩარიცხული სტუდენტები სამხედრო სამსახურის ერთჯერადად გადავადებას შეძლებენპროფესიული განათლების სასწავლებელში მიღებული სტუდენტები სამხედრო სამსახურის ერთჯერადად გადავადებას შეძლებენ, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. „დღეს განათლების სამინისტრო სამხედრო გაწვევის კანონში ცვლილებებს გამოიტანს. ამ ცვლილებების ძირითადი მიზანი პროფესიული განათლების სასწავლებელში მიღებული სტუდენტებისთვის ერთჯერადად სამხედრო სამსახურის გადავადებაა. ეს ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების განვითარებას და არ შეაფერხებს გაწვევის პროცესს, ვინაიდან ეს მხოლოდ ერთჯერადი გადავადება იქნება. მოგეხსენებათ, პროფესიულ განათლებაში კურსები არის 12- ან 24-თვიანი და რაც მთავარია, პროფესიულ განათლებაში ახალგაზრდები მიდიან 15 წლიდან. ასე რომ, ეს ვერ გახდება სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების ინსტრუმენტი, რამეთუ ეს მხოლოდ ერთჯერადი გადავადებაა“, - განაცხადა ... ...
  • ექნებათ თუ არა ​აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს პირბადის მოხსნის საშუალებამთავრობის გადაწყვეტილებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს პირბადის მოხსნის შესაძლებლობა ექნებათ. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებსა და ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეს. „იქიდან გამომდინარე, რომ განათლების სამინისტრო ტექნიკურად ძალიან კარგად მოემზადა ამ გამოცდების ჩასატარებლად, აბიტურიენტს, რომელიც აუცილებლად პირბადით უნდა მივიდეს საგამოცდო ადგილზე, მერხთან დაჯდეს, რომელიც იქნება უზრუნველყოფილი დეზობარიერთით, გამოცდის ჩატარების პერიოდში ექნება შესაძლებლობა პირბადე მოიხსნას, რადგან იქ დისტანცია იქნება დაცული“, - განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, ყველა საგამოცდო სივრცეში ფანჯრები ღია უნდა იყოს, მაგრამ თუ ოთახში ტემპერატურა 30 გრადუსამდე ავა, შესაძლებელი იქნება კონდიციონერის ჩართვა. ერთიანი ეროვნული გამოცდები 6-25 ივლისს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...