"სამართლიანი არჩევნები" პრემიერის მიერ ამომრჩევლისთვის საჩუქრის გადაცემის ფაქტზე ალაპარაკდა

პოლიტიკა

"სამართლიანი არჩევნები" პრემიერის მიერ ამომრჩევლისთვის საჩუქრის გადაცემის ფაქტზე ალაპარაკდა

12 აგვ. 2013, 15:35:15
სადაც პრემიერ-მინისტრის მიერ ამომრჩევლისთვის საჩუქრის გადაცემის ფაქტზე ისაუბრა და მიმართა პროკურატურას, დაინტერესდეს აღნიშნულით ფაქტით.

ნინო ლომჯარია: "პარტიას ეკრძალება კანდიდატის, წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით, პირდაპირ ან არაპირდაპირ, საქართველოს მოქალაქისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობათა გადაცემა". ამავე კანონის 342 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი სანქციის თანახმად, საარჩევნო მიზნით ფიზიკური პირის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული უკანონო საჩუქრის, შემოსავლის, მომსახურების მიღება, თუ ქონების (მომსახურების) ან გარიგების ღირებულება არ აღემატება 100 ლარს გამოიწვევს პარტიის, პარტიის წარმომადგენლის, იურიდიული პირის დაჯარიმებას შესაბამისი ქონების (მომსახურების) ან შესაბამისი გარიგების ღირებულების ათმაგი ოდენობით და ფიზიკური პირის დაჯარიმებას შესაბამისი ღირებულების ორმაგი ოდენობით. თუ პრემიერ მინისტრის მიერ გადაცემული საჩუქრის ღირებულება აღემატება 100 ლარს, მისი ქმედება შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლის თანახმად, "საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ამომრჩევლისათვის ქონების გადაცემა ან წინასწარი შეცნობით ასეთის მიღება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით". ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის სამართალდარღვევა უნდა დაადასტუროს სასამართლომ. მივმართავთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და საქართველოს პროკურატურას შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი და მოახდინოს მასზე სამართლებრივი რეაგირება".

 




 ახალი ამბები
  • როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 მაისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდი. 26 მაისიდან კი გამიდარებს და დათბება. 27-28 მაისს სითბოს ფონზე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 26 მაისს საქართველოს დაბლობსა და ბარში +23, +28 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 27-28 მაისს +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში დღეს იწვიმებს, 26 მაისიდან კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 26-27 მაისს +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 28 მაისს +31 გრადუსამდე ... ...
  • ოზურგეთში "მაგნიტის" ქსელის მაღაზია გაქურდესქალაქ ოზურგეთში “მაგნიტის“ სუპერმარკეტების ქსელის მაღაზია გაქურდეს. “მაგნიტის“ თანამშრომლები ქურდობის ფაქტს ადასტურებენ, მაგრამ დეტალებზე არ საუბრობენ. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, მოპარულია 5 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი. “გურია ნიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის კომენტარს მიღებისთანავე ... ...
  • "ბათუმიდან ჩამოვიდა და თოფით მოიკლა თავი" _ თვითმკვლელობა ლანჩხუთშილანჩხუთში, სოფელ გულიანში 40 წლამდე მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც გარდაცვლილის თანასოფლელები ამბობენ, შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა. მათი თქმით, ეს ოჯახი გულიანში რუსთავიდან გადმოვიდა საცხოვრებლად. „ვერაფერს ვიტყვით, კონკრეტულად რა გახდა ამ ფაქტის მიზეზი. ბათუმში იყო და იქედან ჩამოსულმა მამამისის კუთვნილი სანადირო თოფით მოიკლა თავი. როგორც ვიცით, რაღაც ფინანსური პრობლემები ქონდა", _ ამბობენ ადგილობრივები. შსს-ს ინფორმაციით საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით ... ...
  • ურეკი სეზონის დაწყებამდე: „ზღვა აიფოფრა, სეზონის მოახლოებას მღელვარედ ხვდება“ზაფხული მოახლოვდა. ცოტაც და საზღვაო სეზონი დაიწყება. „ურეკი მაისის წვიმის კორიანტელშია.  ზღვაც საკმაოდ აიფოფრა. ეტყობა, მირაჟიდან გამოდის და სეზონის მოახლოებას არა ღელვით,  არამედ მღელვარედ ხვდება და ასეც უნდა იყოს. ბუნება ხომ ყოვლის შემცნობია თავისი იდუმალებით“, _ გვწერს “გურია ნიუსის“ მეგობარი ლალი თავართქილაძე და გაზაფხულის გურიის ზღვისპირა კურორტის ფოტოებს ... ...
  • სასტიკი მკვლელობა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში _ ახალი დეტალებიჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ "გურია ნიუსისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მოკლული ავთო კალანდაძის ახლობელი "გურია ნიუსთან"ადასტურებს, რომ მკვლელობა შურისძიების მოტივით მოხდა და მოკლულისა და მკვლელის ოჯახებს ფინანსური დავა ჰქონდათ. "იმ გარეწარმა სანადირო თოფიდან 2-ჯერ ესროლა ბიჭს და გაიქცა. გასროლის ხმა ახლომახლო ყველამ გაიგო, მაგრამ ამას ვინ წარმოიდგენდა. სულთმობრძავი ბიჭი ბიძაშვილმა იპოვა. მაშინვე სასწრაფო დახმარება გამოვიძახეთ, მაგრამ მოსვლა დააგვიანდათ. მერე მამქოლის კლინიკაში გავიქეცით, ექიმის წავიყვანთო-ვიფიქრეთ. იქ გავიგეთ, რომ სასწრაფო უკვე მისულიყო, თუმცა, ყველაფერი გვიანი აღმოჩნდა. მკვლელმა ავთოს დეიდას დაურეკა და უთხრა "გავაგორე თქვენი ავთოო". ოჯახებს შორის კი იყო ფინანსური დავა, მაგრამ ეს უპატიოსნესი ბიჭი რა შუაში იყო. მკვლელი ბაღდათის პოლიციამ იმ დროს დააკავა, როცა ის ბანკომატიდან 2000 ლარის მოხსნას და გაქცევას ცდილობდა", _ გვითხრა მოკლული ბიჭის ახლობელმა. რომლის ინფორმაციითვე, საგამოძიებო მოქმედებების მიზნით, ჩოხატაურის პოლიციამ მოითხოვა მკვლელის გადმოყვანა. "მკვლელობის საღამოს ის მკვლელობის ადგილზეც მოიყვანეს", _ გვითხრა მან. შეგახსენებთ, რომ 21 მაისს, ჩოხატაურის სოფელ გუთურში, საკუთარ ეზოში 26 წლის ავთო კალანდაძე მოკლეს. ბაღდათის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლები შ.ჯ. იმავე დღეს დააკავა. მომხდარზე გამოძიება სისსხლის სამართლის კოდექსისი 108-ე მუხლით აღძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...


რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?