"თავისუფალი დემოკრატების" პასუხი: "ვინც ჩემთან არ არის, იგი მტერი ჩემი არს“

პოლიტიკა

"თავისუფალი დემოკრატების" პასუხი: "ვინც ჩემთან არ არის, იგი მტერი ჩემი არს“

2013 აგვ 13 12:06:06

საკითხი ძალიან მარტივად დგას, როცა მარგველაშვილს ემიჯნები გინდა არ გინდა ივანიშვილს ემიჯნები. ბურჯანაძე გირჩევნიათ? კი ბატონო. მაგრამ ასეთი ფუყე არგუმენტაცია არ გეკადრებათ. ანდა, რომ გარბიხართ ვის გაურბიხართ. ისინი წასულიყვნენ ვინც თქვენ გავიწროვებდათ. იქნებ გგონიათ ბურჯანაძის გამარჯვების შემთხვევაში (რაც გამორიცხულია) ხონჩით მოგართმევენ ადგილს "მზის ქვეშ". მწყდება გული, ცოტა მეტი მოთმინება რომ გამოგეჩინათ? _ პასუხობს კოალიციიდან გამიჯნულებს გამგებლის მოადგილე ვახტანგ ზენაიშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუკში.

ორგანიზაციიდან წასულ წევრებს ლანჩხუთის ორგანიზაცია თავისუფალი დემოკრატების ხელმძღვანელი ელგუჯა ჩხაიძეც გამოეხმაურა და ამბობს, რომ ის ნაწილობრივ იზიარებს თავისი წევრების პოზიციას და თვლის, რომ როგორც მთელ საქართველოში, ისევე ლანჩხუთშიც "ნაციონალები“ ისევ მართავენ პროცესებს, რამაც გამოიწვია ამ თავდადებული ხალხის გაღიზიანება. აგრესიულად მოქმედი ადამიანები შტაბში, რომ მიგითითებენ რა უნდა გააკეთო, ეს მართლაც საშინელებაა. მაგრამ შევეცდები კოალიციურ რეჟიმში მაინც ვიმუშაოთ.

_ ამ ადამიანებს ვერ გავამტყუნებ საქციელს, რამდენიმეჯერ ვეცადე ამ ადამიანებისთვის მიექციათ ყურადღება, ამის საშვალება ნამდვილად იყო, არაფრად არ ჩავთვალე და წავიდნენ, იმ ხალხთან ჩვენ მართლები არ ვართ. ისევ ისინი მართავენ პროცესებს, არავის პასუხი არ უგია საკუთარ დანაშაულზე, მხოლოდ სიტყვიერად მიდის დაპირება და მეტი არაფერი.

_ ვის გულისხმობთ ისევ ისინი მართავენ, რომ ამბობთ?

_ არის გარკვეული სამსახურები, სადაც ისევ ძველი ხალხია დარჩენილი.

_ თუმცა თქვენც " ნაციონალობის“ დროინდელი კადრი დააბრუნეთ, რომელიც არჩევნებამდეც და შემდეგაც გამგეობის სოციალურ სამსახურს ხელმძღვანელობდა (იგულისხმება თამარ ასკურავა),  ამანაც ხომ არ გამოიწვია თქვენი ორგანიზაციის წევრების გაღიზიანება?

_ მე ვენდე ამ პიროვნებას, და ის არის ჩვენი წარმომადგენელი საოლქოში, გადავამოწმეთ კიდეც ამ პიროვნების შესახებ ინფორმაცია და ჟურნალისტებსაც არაერთხელ ვუთხარით, რომ თუ აქვთ ამ ადამიანის მიმართ კომპრომატი ეთქვათ, თუმცა თუ მხოლოდ ისაა კომპრომატი, რომ " ნაციონალების დროს მუშაობდა ეს არაფერს არ ნიშნავს. ასკურავას ჩვენ წარმომადგენლად დანიშვნა ერთპიროვნულად არ გადამიწყვეტია, ყველაფერი ჩემი პარტიის წევრებთან იყო შეთანხმებული. ერთს არ უთქვამს, რომ ეს ცუდია. ვისაც დანაშაული არ ჩაუდენია დღესაც ღიაა ჩვენი კარები მათთვის, ხალხი ვისაც გამოცდილება და პრაქტიკა აქვს რას ლაპარაკობთ ხელი უნდა ვკრათ და ახალი მივიღოთ? ახალმა უნდა ისწავლოს გამოცდილი კადრის ხელში, _ ამბობს ელგუჯა ჩხაიძე.




 ახალი ამბები
  • "ქართული ოცნების“ უსუსური მცდელობა ისტორიის გადაწერის"_ აქცია სასამართლოსთანთბილისის საქალაქო სასამართლოსთან „სირცხვილიას“ წევრებმა აქცია გამართეს. საპროტესტო აქცია პოლიტიკური პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების მხარდასაჭერად გაიმართა. ცნობისთვის, დღეს საქალაქო სასამართლოში იმართება “გავრილოვის პატიმრების” მორიგი პროცესი იმართება. „20 ივნისს დაკავებული მოქალაქეები არიან პოლიტიკური ნიშნით დევნილები. რეალურად ყველასთვის ცნობილია, რომ ეს ადამიანები არანაირ სახელმწიფო გადატრიალებას არ აპირებდნენ, ეს არის „ქართული იცნების“ უსუსური მცდელობა ისტორიის გადაწერის“,_ ამბობენ აქციის ორგანიზატორები. 20 ივნისის საქმეზე დაკავებულები უკვე 8 თვეა წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. ევროპარლამენტარებმა 20 ივნისის საქმეზე დაკავებულები პოლიტიკურ პატიმრებად აღიარეს და ხელისუფლებას მათი გათავისუფლებისკენ ... ...
  • მაია მერკვილაძე აჭარის მაუწყებელში რჩებააჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ და რვასაათიანი გამოშვების რედაქტორმა მაია მერკვილაძემ გადაწყვეტილება მიიღო, ის მზადაა დირექტორის, გიორგი კოხრეიძის შეთავაზებას დათანხმდეს და იყო თოქ-შოუს პროდიუსერი და ასევე რადიოს საინფორმაციო გამოშვების რედაქტორიც. ამის შესახებ განცხადება მაია მერკვილაძემ ტელევიზიის კანცელარიაში უკვე დატოვა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ მაია მერკვილაძეს ამ ეტაპზე არარსებული თოქ-შოუს რედაქტორობას სთავაზობდნენ. ამის შესახებ გიორგი კოხრეიძემ მმართველთა საბჭოს წევრებს განუცხადა. ხელშეკრულებას, რომლითაც მაია მერკვილაძე აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე ოთხი წლის განმავლობაში იყო, 24 თებერვალს გაუქმდა. გადაწყვეტილებას მხარი მრჩეველთა საბჭოს სამმა წევრმა დაუჭირა. 19 თებერვალს ტელევიზიის ჟურნალისტების ხმაურიანი პროტესტის ფონზე ტელევიზიაში 4 საშტატო ერთეული გააუქმეს, მათ შორის, ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის. აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების ნაწილი აცხადებდა, რომ ამ ცვლილებებით რეგიონულ მაუწყებელში სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრებოდა, რადგან მაია მერკვილაძეს საინფორმაციო პოლიტიკის განსაზღვრის საშუალებას აღარ მისცემდნენ. ეს ეჭვები ნაწილობრივ დადასტურდა, რადგან 24 თებერვალს 18:00 საათზე მაია მერკვილაძემ დირექტორისგან ელექტრონული ფოსტით მიიღო ახალი სახელშეკრულებო შეთავაზება: წინასაარჩევნო დებატების რედაქტორის პოზიციაზე, ან აჭარის რადიოს საინფორმაციო სამსახურის რედაქტორის პოსტზე. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირი საგაფიცვო რეჟიმზე გადასვლას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება,  მაუწყებლის პროფკავშირის წარმომადგენლებმა განაცხადეს. წყარო: ... ...
  • საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვასაბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ოკუპაციის ასეულათასობით მსხვერპლთა პატივსაცემად, ამ დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია. ... ...
  • გურიაში ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშა დაეშვასაბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, გურიის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ შენობებზე, სახელმწიფო დროშა დაეშვა. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელი არმია საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა და ქვეყნის ოკუპაცია განახორციელა. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ამ დღეს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება. ... ...
  • SOLO HOLOSEUM-ში ბავშვებისთვის შემეცნებით მასტერკლასებს SOLO Sunday-ს იწყებსთანამედროვე ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის მიზნით SOLO შემეცნებითი მასტერკლასების  სერიას იწყებს. იმისათვის რომ უქმეებზე ოჯახთან, მეგობრებთან საინტერესოდ და შემოქმედებითად გაატარონ დრო, SOLO მის მომხმარებელს HOLOSEUM-ში მრავალფეროვან მასტერკლასებზე ეპატიჟება. ყოველკვირაობით გაიმართება ბავშვებისთვის შემეცნებით-გასართობი შეხვედრები - SOLO Sunday, როგორიცაა მაგალითად საუბრები ნიკო ფიროსმანზე, მის ცხოვრებაზე და ხატვის ტექნიკაზე. ვორკშოპს გიორგი კაკაბაძე გაუძღვება. გიორგი ჯაფარიძე კი ბავშვებს ხატვის თერაპიას ჩაუტარებს და მათთან ერთად შეასრულებს ფიროსმანის ცნობილ ნამუშევრებს, მათ შორის, ხატვის ვორქშოპზე ბავშვები შექმნიან მაკეტს და გააცოცხლებენ ფიროსმანის შესანიშნავ და უსაყვარლესს ნახატს ,,გოგონა საჰაერო ბუშტით“. თორნიკე კაკუშაძესთან ერთად კი ბავშვები თანამედროვე ხელოვნების მიმდინარეობას - Strign Art-ს შეისწავლიან. ბავშვებისთვის გასართობ-შემეცნებითი მასტერკლასების გარდა, ვორკშოპები გაიმართება უფროსებისთვისაც.  კერძოდ,  SOLO Classroom-ში შაბათობით ჩატარდება ისეთი საინტერესო შეხვედრები, როგორიცაა: თანამედროვე არტისტების აქამდე უცნობი ისტორიები, კურსი Mindfulness-ზე, არტ-თერაპია, სუნთქვითი თერაპია, ინტერიერის დიზაინის კურსი და სხვა. SOLO-ს შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის  ეწვიეთ:  www.SOLO.ge;  http://facebook.com/www.SOLO.ge ... ...

არქივი

ზაფრანი

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...

15 შეცდომა რეცხვის დროს, რომელიც სარეცხს და მანქანას აზიანებს

ხშირად ვამბობთ, რომ ტანსაცმელს აფუჭებს...

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...