პროტესტი "ხელმარჯვე" და "ენამახვილი" პოლიციელების თანხლებით

პოლიტიკა

პროტესტი "ხელმარჯვე" და "ენამახვილი" პოლიციელების თანხლებით

2011 მაი 26 11:48:51
აჭარის ტელევიზიასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს, პოლიცია მას შემდეგ გაუსწორდა, რაც დაუდგენელმა პირებმა აჭარის ტელევიზიის შენობას ქვები დაუშინეს.

ოზურგეთიდან ბათუმამდე

21 მაისი. დღის 13:00 საათი. ამ დროისთვის უკვე ოზურგეთიდან ბათუმის მიმართულებით მივემგზავრებით. ჩვენ უსაფრთხო გადაადგილებაზე ოზურგეთის რაიონული მთავარი სამმართველოს ერთ-ერთი საპატრულო ეკიპაჟი ზრუნავს. სამარშრუტო ტაქსს, რომელშიც ვსხედვართ, "ეკიპაჟი" უკან მოჰყვება, ვინაიდან მძღოლი არც სიჩქარეს უმატებს და არც წესრიგს არღვევს, გამოსადავებელიც არაფერი გვაქვს და არავინ გვაჩერებს. სამართალდამცავები "პასუხისმგებლობას" გაცილებაზე გურია-აჭარის საზღვრის იქეთაც იღებენ. ბათუმში ჩასვლამდე, გზებზე პოლიციის მანქანების განსაკუთრებული სიმრავლე შეიმჩნევა, თუმცა არავინ გვაჩერებს.

აქციის დაწყებამდე

14:00 საათი. გურიიდან ჩასული პროტესტანტები ყინულის მოედანთან იკრიბებიან. აქედან უმრავლესობა ლანჩხუთიდან ჩამოსული აქტივისტები არიან. მათ ოზურგეთიდან ჩასული 500-ზე მეტი მხარდამჭერი ნელ-ნელა უერთდება. რატომღაც, აქციაზე ჩოხატაურელები არსად შეიმჩნევიან. გურიის ოპოზიციონერები აქვე "გურია ნიუსთან" განცხადებებს აკეთებენ. ერთ-ერთი ლიდერის ლელა ნაცვალაძის თქმით, სოფლის რწმუნებულები ხალხს აფრთხილებდნენ აქციაში მონაწილეობა არ მიეღოთ. სამარშრუტო ტაქსების მძღოლები კი ამბობდნენ, რომ მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გადაადგილების საშუალება არ მისცეს. "სახალხო კრების" ლანჩხუთის კომიტეტის ხელმძღვანელი გია გურგენაძე ამბობს, რომ პრობლემები მათ მხარდამჭერებსაც შეექმნათ გადაადგილებასთან დაკავშირებით. მისი მტკიცებით, დააშინეს მძღოლები, მაგრამ მაინც მოახერხეს 300-მდე მხარდამჭერის ტრანსპორტირება. ის ირწმუნება, რომ პოლიციის თანამშრომლების ინტერესებში, მათი დაშინება შედიოდა, რისთვისაც სტრატეგია შეცვალეს და აქტივისტების გადაადგილება ეტაპობრივად, მსუბუქი ავტომობილებით მოახერხეს. იგივე ხერხი გამოიყენეს ოზურგეთელმა ოპოზიციონერებმაც. კომენტარების გაკეთების შემდეგ, გურულები ერას მოედნისკენ ტრანსპარანტებითაც და შეძახილებით გადაადგილდნენ. გზადაგზა, მათ სხვადახვა რაიონებიდან ჩამოსული მოქალაქეები შეუერთდნენ.

რა ხდებოდა ერას მოედანზე და მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე

15:00 საათი. ერას მოედანზე 4000 ადამიანია შეკრებილი და ოპოზიციის ლიდერები მომიტინგეებს ესალმებიან. ერთ-ერთი ლიდერი თემურ შაშიაშვილი განცხადებების გაკეთებას იწყებს: "პოლიციამ, რომელსაც ჩვენ ვუხდით საწვავის ფულს და ხელფასებს, ალყაში მოგვაქცია, წაგვართვა გასახმოვანებელი აპარატი და ყველა ღონეს ხმარობს, რომ ხელი შეგვიშალოს და პრობლემები შეგვიქმნას. საქართველოში მოსახლეობის უმეტესი ნაწილის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა. დაუცველი არიან ადამიანები, დარღვეულია მათი უფლებები, არ არსებობს სამართლიანი სასამართლო და ა.შ. ცენტრალური ხელისუფლება ამბობდა, ათას კაცზე მეტი არ შეიკრიბებაო. აჭარის ხელისუფლებამ თქვა, 50 კაცზე მეტი არ გამოვაო. აი, ხომ ხედავთ, რამდენი ათასი კაცია დღეს აქ შეკრებილი. ამდენს მართლა არ მოველოდით. ეს არის შიშით სავსე ხელისუფლება, რომელიც ომის დროს ფორთხავდა მიწაზე; პრეზიდენტისგან ყველაფერია მოსალოდნელი და ამიტომ, აქაც შიში დაამკვიდრა, ეს ხელისუფლება ტერორზეა გადასული, გენოციდი მოუწყო საკუთარ ხალხს, გურიაშიც და მთელ საქართველოშიც. ხელისუფლება ცხოვრობს განცხრომაში, მოსახლეობა კი _ ტერორში. პენსიონერებს 80 ლარს ამადლიან,"... ორი საათის განმავლობაში, გამომსვლელები იმ პრეტენზიებს გამოთქვამდნენ, რომლებიც ხალხს ხელისუფლების მიმართ დაუგროვდა.

მსახიობი გურამ ფირცხალავა ემოციას ვერ მალავდა: "დიახ, ბატონებო, მე როგორც ხელოვანი დღეს აღფრთოვანებული ვარ, რომ ვუყურებ ამდენ ხალხს. ცრემლები მომდის, სიხარულის, სიამაყის. ვერ მოითმინა ხალხმა და ვერ მოითმენს ამდენ ჩაგვრას. ამ ხელისუფლებას არც პედაგოგები მოსწონს და სხვა ქვეყნიდან ჩამოიყვანა, დაგვიწუნა ექიმები და სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოჰყავთ, გლეხიც კი დაგვიწუნა _ არ იციან მუშაობა, მიწათმოქმედებაო და ბურები ჩამოიყვანა. ამის შემდეგ შეიძლება მათი ნდობა და მოთმენა?! ამიტომ, კიდევ კარგი, დროზე დაიწყო ხალხმა გამოღვიძება. ვიცი, თქვენს გაზეთსაც ბევრი პრობლემა ექმნება, რადგან ჩვენს ქვეყანაში ყველაფერთან ერთად, სიტყვის თავისუფლებაც შეზღუდულია."

ორი საათის განმავლობაში ისმოდა შეძახილები: "მიშა წავა!", "ეს ხელისუფლება დამთავრდება!", "დაგვიბრუნეთ სამართლიანი სასამართლო და წართმეული საკუთრება!". განცხადებების ფონზე, შეკრებილების რაოდენობა საგრძნობლად იკლებს. ახლო-მახლო მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები, კუდი, სოდი, კონტრდაზვერვა, პატრული, სპეცრაზმი. ასევე ხელვაჩაურისა და ქედის ხელისუფლების წარმომადგენლები.

17:10 წუთზე ოპოზიციის ლიდერები აჭარის ტელევიზიასთან გადანაცვლების გადაწყვეტილებას იღებენ და ტელევიზიის მიმართულებით მიემართებიან.

რა მოხდა ტელევიზიასთან

ტელევიზიასთან მდგომმა ოპოზიციის ლიდერებმა, ხელმძღვანელობას პირდაპირი ეთერის დათმობა მოსთხოვეს. სანამ ლიდერები საკუთარ მოთხოვნებს აჟღერებდნენ, მიმდებარე ტერიტორიაზე, როგორც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მაღალჩინოსანი სამართალდამცავების, ისე ფორმიანი პოლიციელების მობილიზება დაიწყო. პოლიცია, ხალხს ფიზიკურად მას შემდეგ გაუსწორდა, რაც დაუდგენელმა პირებმა აჭარის ტელევიზიის შენობას ქვები დაუშინეს. რამდენიმე წუთი სიტუაცია აბსოლუტურად უმართავი იყო. პოლიციელები აქციის მონაწილეებს "სახალხო კრების" პარტიული დროშების ტარებით და სხვადასხვა საგნებით უსწორდებოდნენ. აღნიშნული დროშები გაქცეულმა ე.წ. "შეფიცულებმა" და აქტივისტებმა დარბევისთანავე დაყარეს. ინციდენტის შემდეგ, სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს.

კვლავ ერას მოედანზე

20:00 -24:00 საათი. აქციის დარბევის შემდეგ, ოპოზიციის მხარდამჭერები ისევ ერას მოედანს დაუბრუნდნენ, თუმცა, როგორც ისინი აცხადებდნენ, სამოქმედო გეგმა შემუშავებული არ ჰქონდათ. მიუხედავად, წვიმისა, ერას მოედანზე დაახლოებით 200 მომიტინგე რჩებოდა. ლიდერებმა კი "სახალხო კრების" ოფისში, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების მიზნით გადაინაცვლეს. ერას მოედანზე, ამ დროისთვის მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავი ორგანოს თითქმის ყველა წარმომადგენელი განურჩევლად ჩინისა. დაახლოებით 23:00 საათზე, ხალხში ყვირილის ხმა გაისმა და ჩოჩქოლი ატყდა _ რამდენიმე პირი, მათ შორის ერთი ოზურგეთელი სპეცრაზმმა მანქანაში "ჩატენა" და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა. "გურია ნიუსს" დაკავების ამსახველი ფოტოების გადაღების დროს კუდის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა "კეთილი რჩევა" მისცა: _ "ჩაჯექი ახლა მანქანაში და რაც გადაიღე, შეირგე". მიუხედავად მისი რჩევისა, რამდენიმე კადრის გადაღება მაინც მოვახერხეთ. სიტუაციის დაშოშმინების შემდეგ, ტერიტორია, სადაც დაკავების ფაქტი დაფიქსირდა, სპეცრაზმის თანამშრომლებით აივსო. ასე აღმოვჩნდით ალყაში და ტელეფონით ჩვენს კოლეგებს დახმარება ვთხოვეთ. ინციდენტიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილას სხვა ჟურნალისტებიც მოვიდნენ. როცა ვარკვევდით, რომელ განყოფილებაში გადაიყვანეს დაკავებულები, კუდის, სოდის და პოლიციის თანამშრომლები ხუმრობის ხასიათზე დადგნენ. ჟურნალისტებმა იქვე მდგომ სამართალდამცავს კითხვებით მივმართეთ.

_ ვინ დააკავეთ?

_ არავინ.

_ დაკავების კადრები გვაქვს...

_ მე არაფერი დამინახავს(?!)

_ ანუ, არავინ დაგიკავებიათ?

_ მე მეკითხებით და გპასუხობთ, არა-მეთქი!

_ ყველას გეკითხებით....

_ ჰოდა, ჩვენც გეუბნებით _ არ დაგვინახავს, რადგან სავახშმოდ ვიყავით გასული.

_ მაშინ გვიპასუხეთ, აქ რატომ ხართ?

_ ჩვენ რატომ ვართ აქ...? გენაცვალე, ხალხი რომ არის აქ იმიტომ _ ვინმეს რომ არ მოუვიდეს რამე.

_ "ვინმეს" უკვე მოუვიდა და მანქანაშიც ძალის გამოყენებით ჩასვეს.

_ არ ყოფილა ასეთი რამ, ცრუ ინფორმაცია გაქვთ.

_ არ ადასტურებთ ამ ინფორმაციას?

_ არა. მე არ ვადასტურებ. იმათ ჰკითხეთ, გენაცვალეთ, _ და ხელი ოპოზიციისკენ გაიშვირა.

_ ისინი ამბობენ, რომ სცემეს და მანქანაში ძალით ჩასვეს რამდენიმე აქტივისტი, ანუ გვატყუებენ?

_ გეუბნებით, არავინ გვიცემია. რა ვიცი, ნახეთ, იქნებ არ გატყუებენ, გადაამოწმეთ, იქნებ მართალია, რა ვიცი, აბა(?!).

_ თქვენი სახელი და გვარი, თუ შეიძლება...

_ გოჩა კუპრაძე.

_ სტატუსიც, ვინ ბრძანდებით...

_ კიდევ რა გაინტერესებთ? გულს გადაგიხსნით, ყველაფერს ერთბაშად გეტყვით. ვარ უცოლო, სურათიც გადაგვიღეთ კარგ ფონზე... ახლა მე გეკითხებით, თქვენ საიდან ხართ? გული გაგვისკდა, ხომ უნდა გვითხრათ ვინ ხართ? საერთოდ, რომ იცოდეთ, პოლიციას არ უნდა მიმართოთ კითხვებით, არის სპეციალური ბრძანება.

_ თქვენი ოჯახური მდგომარეობა არ გვაინტერესებს, თუმცა რა ბრძანებაზე საუბრობთ, ეს ძალიან საინტერესოა!

_ პრესსამსახურს მიმართეთ, მას უნდა შეუთანხმოთ ყველა ინტერვიუ.

_ თუ შეგიძლიათ, ბრძანების ნომერი გვითხრათ?

_ნუ, ასე ჰაერზე არ ვიცით, მობრძანდით ხვალ დილით განყოფილებაში და გაგაცნობთ.

რა მოხდა ღამით "სახალხო კრების" ოფისში

"სახალხო კრების" ბათუმის ოფისთან, დაახლოებით, ღამის 00:50 საათზე, 12 მანქანა გაჩერდა, საიდანაც სპეცრაზმისა და პოლიციის თანამშრომლები გადმოვიდნენ. ისინი, ოპოზიციის ოფისში შეიჭრნენ და დაარბიეს. დარბევის დროს ნაცემი აქტივისტები ბათუმის ცენტრალურ საავადმყოფოში სასწრაფო-სამედიცინო მანქანით გადაიყვანეს. როგორც ჟურნალისტებს "სახალხო კრების" წევრმა თემურ შაშიაშვილმა უთხრა, ნაცემი ცხრა ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო, სამს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.

განახლებული აქცია რამდენიმე საათს გაგრძელდა

22 მაისს აქცია ისევ ერას მოედანზე განახლდა. განახლებისთანავე შაშიაშვილმა განაცხადა, რომ ბათუმში მიმდინარე აქციის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობას თავად აიღებდა. თუმცა, მოგვიანებით, კრების ლიდერებმა გადაწყვეტილება შეცვალეს და თბილისისკენ გაემართნენ.




 ახალი ამბები
  • საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებსსაპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერთაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებ-გვერდები, რომელსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.ვებ-გვერდზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას თხოვენ. ყალბი ვებ-გვერდები უკანონოდ იყებენენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას. თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი. ... ...
  • რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით 11-დან 6 მარშრუტზე მგზავრობა 30 თეთრით გაძვირდა და 1,8 ლარი გახდა. რაც შეეხება დანარჩენ 5 მარშრუტს, ფასი ჯერჯერობით, უცვლელია. ახალი ტარიფის გადახდა მგზავრებს დღეიდან მეტროს სადგურ „დიდუბის“, რკინიგზის სადგურის, მეტროს სადგურ „ვარკეთილისა“ და სპორტის სასახლის მიმართულებით მგზავრობისას უწევთ. მგზავრობის ღირებულება 1.50 ლარი რჩება რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, მოსკოვის გამზირი; რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, ისთ ფოინთი; რუსთავი, შარტავას გამზირი - თბილისი, ლილო; რუსთავი, მეტალურგიული ქარხანა - თბილისი, გლდანი; რუსთავი, მე-19 მიკრო რაიონი - თბილისი, უნივერსიტეტის მაღლივი ... ...
  • პატრიარქი: ადამიანის სულში ცვლილებებია და საჭიროა ყურადღება, რომ მიწიერმა არ გაიტაცოსსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლს ქადაგებით მიმართა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანმა სრულყოფილებასა და სულიერებაზე იზრუნოს. „ერთ მდგომარეობაში არაფერი ჩერდება, ყველაფერი მოძრაობს, იცვლება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენ ვიცვლებით მასთან ერთადო. დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებაში, გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი. ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე, ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს“,  - აღნიშნა პატრიარქმა. 19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ამ დღეს ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე ... ...
  • ამ ეტაპზე "რუსთავი 2"-ის მყიდველი არ გამოჩენილა - სალიაამ ეტაპზე რუსთავი 2-ის მყიდველი არ გამოჩენილა - ამის შესახებ განცხადება, არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ქრონიკასთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, თუ მყიდველი დღესაც არ გამოჩნდა, კონკრეტულ გეგმებს საზოგადოებას დღეს გააცნობს.  "ამ ეტაპზე მყიდველი არ გამოჩენილა. ჩვენი პირობა იყო რომ საჯაროდ გამოჩენილიყო აღნიშნულის თაობაზე. თუ არ გამოჩნდება მსურველი მაშინ გეგმების შესახებ დღესვე გავაცნობთ. საუბრები გაკოტრების შესახებ არის გადაჭარბებული. ასეთი რამ არ იგეგმება, მაგრამ იგეგმება კონკრეტული ღონისძიებები, რაც კომპანიის ვალების გასტუმრებაში შეუწყობს ხელს",- განაცხადა ... ...
  • ყიდულობს თუ არა ვანო ჩხარტიშვილი "რუსთავი 2"_ს _ ბიზნესმენის ექსკლუზიური კომენტარიგავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2_ს, რომლის გაყიდვის შესახებ განცხადება ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, მყიდველი უკვე გამოუჩნდა. როგორც ამბობენ, ტელეკომპანის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყიდულობს. თუმცა, გურია ნიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში ჩხარტიშვილი ამას ურყოფს: _ სისულელეა და ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა ჩხარტიშვილმა და დააკონკრეტა, რომ ტელევიზიის ყიდვას არ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...