არმაზ ახვლედიანი: "ასეთია "ქართული ოცნების" არჩევანი 1 ოქტომბრიდან"

პოლიტიკა

არმაზ ახვლედიანი: "ასეთია "ქართული ოცნების" არჩევანი 1 ოქტომბრიდან"

24 აგვ. 2013, 16:48:02

 

მან უარყო ბოლო დროს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, "ქართული ოცნების" მხარდამჭერების, ნინო ბურჯანაძის პარტიას გადასვლის შესახებ და კონკურენტების მხრიდან სასაცილო პოლიტიკური ტრიუკი უწოდა: "დღეს ის რეალობაა, როდესაც უამრავი ადამიანი უერთდება "ქართულ ოცნებას", 1 ოქტომბრის შემდეგ დგება დრო, როდესაც საქართველო უნდა გადავიდეს თვისობრივად ახალ ეტაპზე, "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებისთვის აქტიურად ემზადება და ამიტომ არანაირ გადინებაზე, მით უფრო მასობრივზე ლაპარაკი ზედმეტია. ერთი წლის წინ, მმართველი გუნდიდან გადასვლა იყო ღალატი და ქვეყნის დაქცევის ტოლფასი, დღეს ამაყი ვარ რომ ორი წევრის გადასვლა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, ყველა თავისუფალია არჩევანში. "ქართული ოცნება" და მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აძლევენ ამის მაგალითს ჩვენს წევრებს," – აღნიშნა ახვლედიანმა.

პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ასევე ისაუბრა კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატის შანსებზე და გიორგი მარგველაშვილს საქართველოს კანდიდატი უწოდა: "პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში ხდება ის, რომ თვისობრივად ახალი ტიპის, თანამედროვე, სამართლიან და არა ორმაგი სტანდარტებით მცხოვრებ და მოქმედ პიროვნებას აირჩევს საქართველო. სწორედ ასეთია ჩვენი კოალიციის კანდიდატი და ის არ არის მხოლოდ კოალიციის კანდიდატი, გიორგი მარგველაშვილი არის საქართველოს კანდიდატი. იმიტომ რომ საქართველო აკეთებს არჩევანს სამართლიანობის და მეტი დემოკრატიის სასარგებლოდ, აკეთებს არჩევანს იმის სასარგებლოს, რომ ქართული პოლიტიკის ცენტრში, დღეიდან, 1 ოქტომბრიდან და მუდამ იყოს ცენტრი უმთავრესი ფასეულობა – ადამიანი და ადამიანის ირგვლივ იყოს მთელი პოლიტიკა, ასეთია "ქართული ოცნების" არჩევანი 1 ოქტომბრიდან და ასეთი იქნება მანამ, სანამ "ქართული ოცნება" იქნება აქტიურ პოლიტიკაში."

არმაზ ახვლედიანმა ასევე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, დაუჭერს თუ არა "ქართული ოცნება" არასამთავრობო ორგანიზაციების კანდიდატს, თამარ ჟვანიას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე: "საქართველოში დადგა დრო, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურას აღარ განიხილავენ კაბინეტებში და ხელისუფლება კუთხეში შეყუჟული კი არ ფიქრობს იმაზე, რომ ისეთი თავმჯდომარე იპოვნოს, არჩევნები გააყალბოს და მოიგოს მერე, არამედ ასპარეზი კანონის მიხედვით საზოგადოების წარმომადგენლებს დაუთმოს და ყველაფერი იყოს მკაცრად შესაბამისობაში კანონთან. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნებისმიერ ახალ თავმჯდომარეს თვისობრივად სხვა გარემოში მოუწევს საქმიანობა, მაშინ როცა ზეწოლა არ იარსებებს, ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არ იქნება, უმთავრესი გამოწვევა. სირთულე ის იქნება თუ როგორ მოახერხებს დემოკრატიულ და კონკურენტულ გარემოში, როგორც ცივსისხლიანი ადმინისტრატორი არჩევნების ჩატარებას. ეს არჩევნები იქნება თავისი ფორმით და შინაარსით უპრეცედენტო საქართველოს უახლოეს ისტორიაში", – განაცხადა ახვლედიანმა.




 ახალი ამბები
  • ფოთში ახალგაზრდა გოგო ხიდიდან გადახტა- სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობსსუიციდის ფაქტი ფითში - გვიან ღამით, ცოტნე დადიანის ხიდიდან ახალგაზრდა გოგო მდინარეში  გადახტა.  სამძებრო  ღონისძიებები ამ წუთებშიც გრძელდება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ბრიგადები. დამატებით დეტალებს "გურია ნიუსი"შსს-ში ... ...
  • მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ 13 წლის მოზარდსუკვე მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ მესტიაში,სოფელ ლენჯერში დაკარგულ 13 წლის მოზარდს. ილია ფილფანის სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია 80-მდე მაშველი და ერთი ვერტმფრენი. შეგახსენებთ, რომ ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო,რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას ... ...
  • კოლეჯ „ჰორიზონტში" საშემოდგომო მიღება მიმდინარეობსკოლეჯ „ჰორიზონტ“-ში საშემოდგომო მიღება მიმდინარეობს. პროფესიული განათლების მიღების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ შრომის ბაზარზე მოთხოვნად შემდეგ პროფესიებს: ელექტროობა, თმის მომსახურება, კულინარიის ხელოვნება, სამკერვალო წარმოება, სკოლამდელი აღზრდა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია სკოლამდელ აღზრდაში), ბუღალტრული აღრიცხვა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ბუღალტრულ აღრიცხვაში). პროფესიულ განათლებაში  მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საშემოდგომო მიღებიდან, კოლეჯი „ჰორიზონტი“ ინტეგრირებული პროგრამების განხორციელებით, სწავლების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს საბაზო განათლების მქონე პირებს. აღნიშნულ პროგრამებზე სწავლის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებენ, რაც მისცემთ შესაძლებლობას, სურვილის შემთხვევაში სწავლა განაგრძონ უმაღლეს სასწავლებლებში. 2020 წლის მიღებაზე, კოლეჯი შემდეგ ინტეგრირებულ პროგრამებზე სწავლებას სთავაზობს სტუდენტებს: ელექტროობა, რესტორნის მომსახურება, კომპიუტერული ქსელები და სისტემები. კოლეჯი „ჰორიზონტი“ 2020 წლის შემოდგომას უამრავი სიახლით ხვდება, მათ შორის ახალი ინტეგრირებული და V დონის პროფესიული პროგრამებით. კოლეჯში ყოველწლიურად 300-მდე სტუდენტი სწავლობს, კურსდამთავრებულთა დასაქმების საშუალო მაჩვენებელი 77%-ს შეადგენს. საშემოდგომო მიღებაზე რეგისტრაცია III, ინტეგრირებულ (IV) და V დონის პროგრამებზე 10 აგვისტომდე გაგრძელდება. სწავლის მსურველებს, ასევე, შესაძლებლობა აქვთ გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია ვებგვერდზე https://vet.emis.ge/#/. სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ... ...
  • წელს ბახმაროში დოღი არ ჩატარდებაწელს, ბახმაროში ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციული დოღი არ ჩატარდება, _ ამის შესახებ განცხადებას ჩოხატაურის მერია ავრცელებს. "კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, ბახმაროში დოღი არ ჩატარდება. იმედს გამოვთქვამთ, მომდევნო წელს ქვეყანაში იქნება ისეთი ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომ შესაძლებელი გახდება ბახმაროში ტრადიციული დოღის და სახალხო დღესასწაული გამართვა", _ ნათქვამია მერიის ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში _ დაღუპულია ერთი პიროვნებაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში, ავტომანქანა, რომელსაც რ. ბ. მართავდა, ხეს შეეჯახა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსისთვის" ხდება ცნობილი, სატვირტო მიკროავტობუსი, ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, კონკრეტულად კი, სოფელ გორაბერეჟოულთან, მოცურდა და ხეს შეეჯახა. საქმეზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...