დავით დარჩია "თავდებით" აირჩიეს?

პოლიტიკა

დავით დარჩია "თავდებით" აირჩიეს?

2013 აგვ 26 21:23:38

იმასთან დაკავშირებით, თუ რა დათმობაზე წავიდნენ კოალიციაში შემავალი პარტიების ლიდერები, რომლებიც უარს აცხადებდნენ ამ კანდიდატურის მხარდაჭერაზე, პარტია " თავისუფალი დემოკრატების" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დიმიტრი კვერღელიძე გვესაუბრება:

_ ბატონო დიმიტრი, თქვენ წინასწარვე ამბობდით, რომ დავით დარჩიას კანდიდატურას მხარს არ დაუჭერდით. თუმცა, მაინც დაუდექით გვერდით. უხეშად რომ ვთქვათ, რაიმე გარიგება მოხდა და წაუყენეთ თუ არა დარჩიას სანაცვლოდ რაიმე პირობა?

_ ჯერ არ დანიშნულა, რასაც დანიშვნა ჰქვია. თუმცა, შეთანხმება მიღწეული გვაქვს, ოღონდ პირობებით. ჩვენ, კოალიციის ლიდერები შევიკრიბეთ, ჯერ კიდევ მაშინაც, როცა ბატონ ზვიად კვაჭანტირაძის სახლში მიმდინარეობდა ამ თემის განხილვა. იქ დავსვით კითხვები. იგივე შეკრება მოხდა დღესაც და დავაზუსტეთ რაღაცეები. ცალსახად ბატონი დავით დარჩია იქნება შტაბის უფროსი, თუ შეთანხმება იქნება მიღწეული და შესრულებული იქნება ყველა ის პირობა, რაც ჩვენ დავაყენეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის კი არაა, ვინ იქნება შტაბის უფროსი, ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ის საზოგადოება, ვინც უნდა მისცეს ხმა ბატონ მარგველაშვილს. ჩვენ დაინტერესებული ვართ, აბსოლუტურად დამაჯერებლად გაიმარჯვოს ბატონმა გიორგიმ, მაგრამ ოზურგეთში, საზოგადოებაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, სამართლიანი პრეტენზიებიდან გამომდინარე, გეთანხმებით, რომ ძალიან ბევრი კითხვებია. ამიტომ მე ვთვლი, სანამ ამ კითხვებზე პასუხები არ იქნება გაცემული, ისევ საფრთხე დაემუქრება არჩევნებში გიორგი მარგველაშვილის გამარჯვებას. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ საზოგადოებაში არსებული გულისტკენა რამდენიმე დღეში იქნას აღმოფხვრილი და საზოგადოებამ იგრძნოს, რომ ოზურგეთში არავის არ ეპატიება ხელისუფლების უზურპაცია, არასწორი ქცევები, პოლიტიკური შეცდომები, არავის არ ეპატიება კოალიცია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს "და ბატონი ბიძინა ივანიშვილის ღალატი. უამრავი თანხები მოდის ცენტრალური ხელისუფლებიდან, რომელიც უნდა მივიდეს ნებისმიერ ოზურგეთელამდე. ამიტომ ჩვენ გვქონდა ძალიან ბევრი ეჭვი, ძალიან ბევრი კითხვაა პასუხგაუცემელი. თუ ამ კითხვებზე არ იქნება გაცემული პასუხები ძალიან ხანმოკლე დროში, ჩვენ გაგვიჭირდება არჩევნების მოგება და იმ ადამიანების ნდობის მოპოვება, რომელმაც უნდა მოგვცეს ხმა.

_ კონკრეტულად დაგვისახელეთ რამდენიმე კითხვა, რომელიც დასვით...

_ ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს, ეს თქვენც იცით, ძალიან ბევრი კითხვა თქვენც დაგისვამთ, სხვათა შორის, ძალიან სამართლიანად, რისთვისაც მე პირადად მადლობა მინდა გითხრათ. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი პროფესიონალურად დადებული თემები, თქვენგან დასმული კითხვები, ნიუანსებიც კი. აი, გამოვყოფდი სტიქიასთან დაკავშირებულ მასალებს, რაშიც აბსოლუტურად გეთანხმებით. მაგრამ როგორც ჩვენ, ასევე თქვენც პასუხები არ გაქვთ ამ თემებზე. თქვენ მართლაც ძალიან კომპეტენტურად დადეთ ეს მასალები, რეალურად ასეა. ამას დავამატეთ სხვა კითხვები, როგორც პოლიტიკური, ისე _ არაპოლიტიკური. ჩვენ ამომწურავად ვისაუბრეთ და ვისაუბრებთ ყველა იმ პრობლემებზე, რაც გვაქვს. მოდით, უფლება დავიტოვოთ, ჯერ შიგნით, "ორგანიზმში" განვიხილოთ ეს საკითხები და შემდეგ სულ რამდენიმე დღეში ჩემგან იქნება ყველაფერი გასაჯაროებული. არ დავმალავთ არც ერთ ინფორმაციას _ ყოველ შემთხვევაში, ჩემგან ამას ადგილი არ ექნება. ჩვენ საზოგადოებასთან მივალთ მაშინ, როცა გვექნება კითხვებზე პასუხები. ოზურგეთში მოხდა ისე, რომ გამგებელი გახდა მეპატრონე და ე.წ. "მეფე" ამ რაიონისა. ასე არ არის და არც იქნება _ გამგებელი არის მენეჯერი, რომელმაც უნდა გაატაროს საკრებულოს პოლიტიკა, თუმცა, ყველაფერი პირიქით ხდება. ნებისმიერი თეთრი, რომელიც გამოიყოფა ცენტრალური ხელისუფლებისგან უნდა იყოს გაკონტროლებული. სხვათა შორის, 10 მილიონიანი ტრანსფერია ახლა გამოყოფილი _ მსგავსი პრეცედენტი არასოდეს არ ყოფილა ამ რაიონში _ ეს ყველამ უნდა დაინახოს. ჩვენ გვინდა, რომ გამოყოფილი თანხები, საზოგადოებამდე, ნებისმიერ ოჯახამდე მივიდეს.




 ახალი ამბები
  • რუსეთის საპატრიარქო : თვითიზოლაციის პირობებში აღსარების ჩაბარება ტელეფონით და skype-ით იქნება შესაძლებელირუსეთის საპატრიარქოს განცხადებით, თვითიზოლაციის პირობებში აღსარების ჩაბარება ტელეფონითა და Skype-ით იქნება შესაძლებელი, ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. მოსკოვის საგარეო კავშირის განყოფილების ხელმძღვანელის, მიტროპოლიტი ილარიონის განცხადებით, მორწმუნეები მზად უნდა იყვნენ, რომ სააღდგომო მსახურების ნახვა დისტანციურად მოუწევთ. როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, გასცემს რეკომენდაციას, თუ როგორ უნდა განხორციელდეს მსახურება ვნების კვირასა და აღდგომის დღეს. „პატრიარქი კირილი აღდგომამდე მრევლს მიმართავს და პანდემიის პირობებში ღვთისმსახურების ჩატარების შესახებ დეტალებს უამბობს. თვითიზოლაციის პირობებში კი აღსარების ჩაბარება ტელეფონითა და Skype-ის საშუალებით იქნება შესაძლებელი" - განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა.   ... ...
  • "ახლა ჭრელი პეპელა არ ვარ" _ პაატა იმნაძემე რომ ვამბობდი, სწრაფ ტესტებზე ჯერ თავი შევიკავოთო, მსაყვედურობდნენ, რატომ არ არისო. რომ ვთქვი არისო - რატომ არისო, რა ვქნა ახლა - ჭრელო პეპელა, ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდებიო, - ასე უპასუხა სწრაფი ტესტების ხარისხზე შეკითხვას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დარსულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. „ვამბობ და ვიძახი ველოდებით ხარისხიან სწრაფ ტესტებს, დღეს ვაკეთებთ იმით, რაც არის ოქროს სტანდარტი, იმას ვაკეთებთ სწრაფად, რასაც სხვა ქვეყნებში დღეები სჭირდება და ახლა ჭრელი პეპელა არ ვარ“, - განაცხადა ... ...
  • განმეორებითი ტესტის პასუხი ცნობილია _ როგორია ჩოხატაურელი ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობაგუშინ ცნობილი გახდა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები 26 წლის ახალგაზრდა კორონავირუსზე ტესტის ჩასატარებლად ეკიპირებული მანქანით გადაიყვანეს. როგორც "გურია ნიუსს" უთხრეს, ახალგაზრდა სამხედრო სავალდებულო სამსახურს ბათუმში იხდის და სოფელში დასაფლავებაზე იყო მისული, როდესაც ცხელება დაეწყო. გუშინვე გაირკვა, რომ პირველადი ტესტის პასუხი უარყოფითი იყო. ჩოხატაურელები მოუთმენლად ელოდნენ განმეორებითი ტესტის პასუხს და ოპტიმისტურად უყურებდნენ _ რადგან პირველადი ტესტით საეჭვო არაფერი იყო, განმეორებითი ტესტიც უარყოფით პასუხს აჩვენებდა. ტესტის პასუხის გასაგებად, "გურია ნიუსი" ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს ნატო ჯიბუტს დაუკავშირდა, რომელმაც ყველა ჩოხატაურელისთვის სასიხარულო ინფორმაცია მოგვაწოდა. "ჩვენდა სასიხარულოდ, განმეორებითი ტესტის პასუხიც უარყოფითია", _ გვითხრა ცენტრის ... ...
  • მარნეულში საველე ჰოსპიტალი დაშალესსაკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ქალაქ მარნეულში არსებულ საველე ჰოსპიტალს დეზინფექცია ჩაუტარა და მისი დემონტაჟი განახორციელა. გამომდინარე იქიდან, რომ მარნეულში არსებულ სამედიცინო ცენტრ "ჯეო ჰოსპიტალში" კარანტინის რეჟიმი მოხსნილია და კლ ინიკა საჭიროების შემთხვევაში, რეგიონში პაციენტების მიმღები მთავარი დაწესებულება იქნება, მარნეულში 100 პაციენტზე გათვლილი საველე ჰოსპიტალი ფუნქციონირებას წყვეტს. საველე ჰოსპიტალი ქალაქ მარნეულში მიმდინარე წლის 23 მარტს, საკარანტინო ზონის გამოცხადებასთან დაკავშირებით გაიხსნა. გახსნიდან - დღემდე ჰოსპიტალში შემოწმება 200 მდე პაციენტმა ... ...
  • შუხუთში აღდგომის დღესასწაულზე ტრადიციული ლელო არ გაიმართებაქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ისახავს მიზნად, შუხუთში ტრადიციული ლელოს თამაში, რომელიც წლებია, აღდგომის დღესასწაულზე ეწყობა, წელს აღარ გაიმართება, _ აღნიშნულ ინფორმაციას ლანჩხუთის მერიის პესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი მაკა სულაბერიძეც ადასტურებს. ანალოგიური პრეცენდენტი 1989 წლის ცხრა აპრილსაც იყო, მაშინ აპრილის ცნობილი მოვლენების გამო, ბურთი მხოლოდ სიმბოლურად ააგდეს. საგულისხმოა, რომ ლელოს კულტურის სამინისტრომ გასულ წელს არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ბოლო წლებში ლელოს თამაშმა საკმაო პოპულარობა მოიპოვა, რის გამოც, შუხუთს აღდგომის დღესასწაულზე არაერთი უცხოელი თუ ადგილობრივი ჟურნალისტი სტუმრობს, რომ საკუთარი თვალით იხილონ ის ჟინი და ემოცია, რომელიც ლელოს თამაშს ახლავს. თამაში ხშირად რამდენიმე საათს ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...