სასჯელაღსრულების სამინისტრომ თანამშრომლებისთვის წინასაარჩევნოდ განმარტებები მოამზადა

პოლიტიკა

სასჯელაღსრულების სამინისტრომ თანამშრომლებისთვის წინასაარჩევნოდ განმარტებები მოამზადა

2013 სექ 11 21:38:18
განმარტებები საარჩევნო კოდექსის შესაბამისადაა მომზადებული და გაწერილია წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) პერიოდში თანამშრომელთა მხრიდან გასათვალისწინებელი ზოგიერთი მოთხოვნა.

გთავაზობთ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს მიერ მომზადებულ განმარტებებს:

"ამონარიდები საარჩევნო კოდექსიდან, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ხელისუფლების მოსამსახურეთათვის დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები და დადგენილია პასუხისმგებლობის ფორმები:

მუხლი 3. არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის ჩატარების ძირითადი პრინციპები

საქართველოში არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის ჩატარების ძირითადი პრინციპებია:

ა.გ) არჩევნებში, რეფერენდუმსა და პლებისციტში მონაწილეობის უფლება არა აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო ან სასამართლოს განაჩენით იმყოფება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, გარდა იმ პირისა, რომელსაც ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე დანაშაული;

მუხლი 4. არჩევნების საჯაროობა

ამ კანონით დადგენილი წესით და მისი მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის, საარჩევნო სუბიექტების, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობა ხორციელდება ღიად და საჯაროდ.

მუხლი 14. ცესკოს უფლებამოსილება

1. ცესკო:

დ) განკარგულებით განსაზღვრავს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ხმის მიცემის უფლების მქონე პატიმრების ინფორმირების პირობებსა და წესს;

მუხლი 24. საუბნო საარჩევნო კომისიის შექმნა

5. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს:

დ) საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი;

ე) საქართველოს, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრები და მათი მოადგილეები;

ვ) სამინისტროს დეპარტამენტებისა და სამმართველოების ხელმძღვანელები;

თ) საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს თავდაცვისა და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროების სამხედრო მოსამსახურეები, დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეები;

კ) პროკურატურის თანამშრომლები;

6. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს საჯარო მოხელე, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტის "დ"–"კ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისა, და მასზე არ გავრცელდება "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები სამსახურებრივი შეუთავსებლობის შესახებ. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში საჯარო მოხელეს დროებით უნდა შეუჩერდეს უფლებამოსილება მუდმივ სამუშაო ადგილას, რისთვისაც შეიძლება გამოყენებულ იქნეს კუთვნილი შვებულება.

მუხლი 31. ამომრჩეველთა ერთიანი სია და მისი ფორმირების წესი

მე-5 ნაწილის "დ" და "ზ" ქვეპუნქტები

დ) საქართველოს თავდაცვის, იუსტიციის, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ საქართველოს სამხედრო ძალებისა და შენაერთების იმ ვადიანი და საკონტრაქტო სამსახურების სამხედრო მოსამსახურეთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომელთა სამსახურის პირობები მოითხოვს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება;

ზ) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიერ იმ პირთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომელთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა, რომლებსაც შეეფარდათ საპატიმრო სასჯელი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის, აგრეთვე იმ პირთა შესახებ მონაცემების საფუძველზე, რომლებსაც შეეფარდათ საპატიმრო სასჯელი მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის და არჩევნების დღისათვის სასჯელის ვადის გასვლის გამო გათავისუფლებული იქნებიან პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან.

მუხლი 32. ამომრჩეველთა სპეციალური სია

1. ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეჰყავთ:

გ) ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს პატიმრობაში იმყოფებიან. ამ პირთა სიას ადგენს შესაბამისი სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელი და კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-6 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას;

მუხლი 33. გადასატანი საარჩევნო ყუთის სია

1. გადასატანი საარჩევნო ყუთის სია დგება ამომრჩეველთა ერთიანი და სპეციალური სიების საფუძველზე, თუ:

ბ) ამომრჩეველი იმყოფება პატიმრობაში;

დ) ამომრჩეველი სამხედრო მოსამსახურეა, მსახურობს სახელმწიფო საზღვარზე განლაგებულ სამხედრო ნაწილში, რომელიც საარჩევნო უბნიდან შორსაა განლაგებული, და მასში არ იხსნება საარჩევნო უბანი;

ე) იმყოფება საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, მაგრამ ძნელად მისადგომ ადგილას.

მუხლი 34. ამომრჩეველთა სიების გამოქვეყნება

1. საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია ამომრჩეველთა სიები და მათთან დაკავშირებით საჩივრის შეტანის კანონით განსაზღვრული წესი კომისიის პირველივე შეკრების დღეს, ხოლო გადასატანი საარჩევნო ყუთის სია – მისი შედგენისთანავე თვალსაჩინო ადგილას გამოაკრას საუბნო საარჩევნო კომისიისა და კენჭისყრის შენობებში. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ სიებში, ამ კანონით დადგენილ ვადაში სიებში შეტანილი მონაცემების შემოწმების საფუძველზე, გრაფაში "ფაქტობრივი მდგომარეობა", იმ ამომრჩევლის გვარის გასწვრივ, რომელიც:

დ) შეყვანილია ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში, აღინიშნება "კომისიის წევრია", "საავადმყოფოშია" ან "პატიმრობაშია";

მუხლი 39. ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები

4. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, გარდა:

ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროების, დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური

სამსახურის თანამშრომლებისა;

მუხლი 45. წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია)

1. წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე. პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები სარგებლობენ თანასწორი უფლებებით და აკისრიათ თანაბარი ვალდებულებები ამ კანონით დადგენილი წესით.

4. წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა:

თ) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებისა – სამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს;

5. აკრძალულია წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ჩატარება შემდეგი დაწესებულებების შენობებში:

ა) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები;

გ) სამხედრო ნაწილები.

7. აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე/პრეზენტაციაზეორგანიზატორის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა. აღნიშნული ქმედება ჩაითვლება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად.

8. მასობრივი საარჩევნო ღონისძიებების გასამართად სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გამგებლობაში არსებული შენობები უსასყიდლოდ ეთმობა საარჩევნო კომისიებს.

მუხლი 47. ამომრჩევლის მოსყიდვა

1. არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე აკრძალულია:

ა) საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (მიუხედავად მათი ღირებულებისა), შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული სააგიტაციო მასალისა) მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით (მიუხედავად მათი ღირებულებისა);

ბ) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ პირადი ფულადი სახსრებით ან/და საარჩევნო სუბიექტის სახსრებით ისეთი სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა (გარდა "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული სამუშაოს შესრულებისა ან მომსახურების გაწევისა), რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განეკუთვნება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა კომპეტენციას.

2. საარჩევნო სუბიექტს, რომელიც უშუალოდ ან თავისი წარმომადგენლის ან მის სასარგებლოდ მოქმედი ნებისმიერი სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის მეშვეობით ეწეოდა ამ მუხლით გათვალისწინებულ აკრძალულ საქმიანობას, სასამართლოს გადაწყვეტილებით უუქმდება რეგისტრაცია ასეთი ფაქტების დადასტურების შემთხვევაში.

მუხლი 48. წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების აკრძალვა

1. ამ კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერ პირს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება; მათ შორის, იკრძალება:

ა) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ, აგრეთვე იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, დაკავებული შენობების გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებს, საარჩევნო სუბიექტებს არა აქვთ იმავე ან ანალოგიური დანიშნულების შენობების იმავე პირობებით გამოყენების შესაძლებლობა;

ბ) სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულებებისათვის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და იმ ორგანიზაციებისათვის, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან (გარდა პოლიტიკური პარტიებისა), განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენება;

გ) სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ მათი სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების შემთხვევაზე, რომელთა დაცვას კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.

მუხლი 49. საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვა

1. წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე პირს, რომელსაც სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოში უკავია თანამდებობა, ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოების პროცესში თავისი თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება, რაც ამ მუხლის მიზნებისთვის გულისხმობს:

ა) სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმას ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას;

ბ) სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დაფინანსებული სამსახურებრივი მივლინებების დროს ხელმოწერების შეგროვებას და წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას;

გ) წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას სამუშაო საათების განმავლობაში ან/და სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, აგრეთვე ტელერადიომაუწყებლობის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისათვის გამოყოფილი დროის გამოყენების შემთხვევაზე.

3. არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულია ისეთი პროექტების/პროგრამების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროექტები/პროგრამები ფინანსდება არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე შესაბამისი ბიუჯეტის სათანადო პროგრამული კოდით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში ან/და ამ ასიგნებებიდან გამოყოფილი სახსრებით, აგრეთვე დონორების მიერ გამოყოფილი სახსრებით. ამ პუნქტით გათვალისწინებული წესის დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხარჯების შეჩერება.

4. არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულია სოციალური გასაცემლების (პენსია, სოციალური დახმარება, შემწეობა და სხვა) ოდენობების ზრდა, გარდა იმ გასაცემლებისა, რომელთა ოდენობების ზრდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იყო არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე, აგრეთვე ისეთი სოციალური გასაცემლების (პენსია, სოციალური დახმარება, შემწეობა და სხვა) ან/და შეღავათების დაწესება, რომლებიც არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე გათვალისწინებული არ იყო საქართველოს კანონმდებლობით. ამ პუნქტით გათვალისწინებული წესის დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხარჯების შეჩერება.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება სტიქიური უბედურების ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსებაზე, ხოლო შუალედური არჩევნების დროს აღნიშნული პუნქტები მოქმედებს მხოლოდ იმ საარჩევნო ოლქებთან მიმართებით, სადაც ტარდება შუალედური არჩევნები.

6. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით ისეთი სააგიტაციო მასალის, ვიდეო- ან აუდიომასალის დამზადება, ვებგვერდის ან მისი ნაწილის შექმნა, რომელშიც/რომელზედაც ასახულია ესა თუ ის საარჩევნო სუბიექტი/პოლიტიკური პარტია ან მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი ან/და რომელიც შეიცავს ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის/პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერ/საწინააღმდეგო ინფორმაციას. იმავე პერიოდში აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით დამზადებულ სოციალურ რეკლამაში საარჩევნო სუბიექტის/პოლიტიკური პარტიის ან მისი რიგითი ნომრის გამოყენება.

7. საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადის გასვლიდან კენჭისყრის დღის დამთავრებამდე აკრძალულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, პოლიციისა და პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა საკადრო გადაადგილება, გარდა მათი უფლებამოსილების ვადის გასვლის ან/და მათ მიერ კანონის დარღვევის შემთხვევებისა.

მუხლი 64. ამომრჩეველთა მარკირება

5. მარკირება არ გამოიყენება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში, საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში (ავადმყოფების მიმართ), აგრეთვე კენჭისყრაში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მონაწილე პირთა მიმართ.

მუხლი 79. წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება კანონის დარღვევით

ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 80. წინასაარჩევნო მოწოდებებისა და მასალების გავრცელებისათვის ხელის შეშლა

1. ამ კანონით დადგენილი წესით წინასაარჩევნო მოწოდებების, განცხადებების, წარწერების, ფურცლების, ფოტო- და სხვა მასალების გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევა ან წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისათვის ხელის შეშლა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი თანამდებობის პირთა მიერ, − გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

მუხლი 81. საარჩევნო კამპანიის ჩატარება ამ საქმიანობისათვის აკრძალულ დაწესებულებებში

საარჩევნო კამპანიის ჩატარება იმ დაწესებულებათა შენობებში, რომლებიც აკრძალულია ამ კანონით, და ასეთი ნებართვის გაცემა უფლებამოსილი პირის მიერ – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 88. წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვა

2. წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისას და თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებისას ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა –გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.




 ახალი ამბები
  • პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ისევ ვრცელდება _ "შსს_თვის ცნობილია"პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ისევ ვრცელდება. იუთუბზე ორი კვირაა კანონით დასჯადი ვიდეო ატვირთულია და მისი ნახვა ყველას შეუძლია.  ჩვენ შეგნებულად არ ვასახელებთ ვის ეხება კადრები, რადგან მისი მოძიება ძალიან ადვილადაა შესაძლებელი. შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია აქვთ: "სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეკადრების გავრცელების შესახებ შსს-სთვის ცნობილია და სამინისტრო, მისი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის რეაგირებას ახდენს აღნიშნულზე" _ გვითხრეს უწყებაში. კითხვაზე, რატომ არ ბლოკავენ ვიდეოს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ამ საკითხზე ... ...
  • “პოლიტიკური სარეველა ცეცხლთან თამაშს ნუ გაბედავს!”_ ლადო კახაძე„რადგან შალვა ნათელაშვილმა ჩემზე თქვა მოღალატეაო, მეც ვიტყვი, რომ ეს ადამიანი ჩემთვის პოლიტიკური სარეველაა, რომელსაც მოვლა არ სჭირდება. მასზე ისეთი რაღაცების თქმა შემიძლია, რომ დედამიწაზე თავი არ ექნება გამოსაყოფი, ამიტომ ცეცხლთან თამაშს ნუ გაბედავს“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ მთაწმინდის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ვლადიმერ კახაძემ. კახაძე პაატა ბურჭულაძის პარტიის დატოვების შესახებაც საუბრობს და აცხადებს, რომ პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირდებოდა, რაც მისთვის მიუღებელი იყო. _ ბატონო ვლადიმერ, პაატა ბურჭულაძის ბლოკი „სახელმწიფო ხალხისთვის“, რომლის სახელით 2016 წელს მთაწმინდის ოლქში კენჭი იყარეთ და შემოწირულობის სახით 60 000 გადაურიცხეთ, რატომ დატოვეთ? _ თავდაპირველად არსებობდა საქართველოს განვითარების ფონდი, სადაც  ვმუშაობდი და ვაკეთებდი იმ საქმეს, რომელიც პოლიტიკური ანგაჟირების სფეროს არ წარმოადგენდა. შემდეგ აღნიშნულმა მოძრაობამ  ტრანსფორმირება განიცადა, როგორც პოლიტიკურმა ორგანიზაციამ. პოლიტიკაში ჩართვის შემდეგ ვიფიქრე, რომ ჩემი აქტიურობა იმ პოლიტიკურ მოძრაობაში, რომელიც წინა ხელისუფლებასთან ასოცირდებოდა, არ ივარგებდა. _ 2016 წელს მთაწმინდის ოლქში  გამართულ არჩევნებში მხარი ამომრჩეველთა 2.65%-მა დაგიჭირათ, „ქართული ოცნების“ კანდიდატობის პირობებში გაქვთ არჩევნებში გამარჯვების იმედი? _ რა თქმა უნდა, მაქვს. პაატა ბურჭულაძის ბლოკში ჩემი აქტიურობა აბსოლუტურად ნული იყო, თუმცა ამ პერიოდს ძალიან წარმატებულად ვთვლი. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისთვის, რომელიც მაშინ ჩემი კონკურენტი იყო, ხელი არ შემიშლია. ტელეეთერით მის წარსულს, ისტორიულ ღვაწლსა და საგვარეულოს მადლობაც გადავუხადე, რაც პარტიის შიგნით კარგად აღქმული არ იყო. მიხარია, რომ დღეს სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი და მე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ვარ. ჟურნალისტები ხართ ადამიანები, რომლებმაც პოლიტიკაში ჩემი დაბრუნება განაპირობეთ. იქამდე, სანამ „ქართული ოცნება“ მაჟორიტარ კანდიდატად დამასახელებდა, ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე თემებზე ჩემს აზრს ვაფიქსირებდი და ოჯახმა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია, მოინდომა, რომ ასეთი პოზიციების მქონე ადამიანი მათი გუნდის წევრი გამხდარიყო, რაც დიდი სიხარულით აღვიქვი. _სალომე ზურაბიშვილმა, რომლის წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყავით ჩართული, პრეზიდენტის რანგში განაცხადა, რომ ცხინვალი ქართულმა მხარემ  დაბომბა, ზურაბიშვილის აღნიშნულ პოზიციას იზიარებთ? _საქართველოს ომი არასდროს დაუწყია. არა მარტო ამ შემთხვევაში, არამედ ისტორიულ წარსულშიც კი. პირადად სულ სხვა პრეტენზიები მაქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ _ ცეცხლის ჩასაქრობად წყალი უნდა დაასხა და არა ნავთი. _ მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატად წარგადგინათ, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გაგაკრიტიკათ და „მოღალატე ლეიბორისტი“ გიწოდათ.  „ყველას გამოექცა და კიდევ გამოექცევა, „ოცნებას“ ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს“, _აღნიშნა ნათელაშვილმა. მის ბრალდებებს რას უპასუხებდით? _პირველ ყოვლისა, ვიტყვი, რომ არ ვარ ადამიანი, რომელიც ხალხის გულის ტკენისთვისაა დაბადებული. საკრებულოში შალვა ნათელაშვილი 12 კაცით შევიდა, რაშიც მე და ჩემს მეგობრებს ძალიან დიდი წვლილი მიგვიძღვის. ნათელაშვილმა თქვა, კახაძე მე დავნიშნე საკრებულოს თავმჯდომარედო, სირცხვილი მატყუარას! „ლეიბორისტულ პარტიაში“ არ შევსულვარ, ნება მივეცი, რომ ჩემი თავი სიაში ჩაეწერათ. საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად შალვა ნათელაშვილის თორმეტკაციან სიას ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდებოდა. ოპოზიციურმა ფლანგმა ჩემი სახით მხარი დაუჭირა იმ კანდიდატს, რომელსაც ალტერნატივა არ ჰქონდა. ნათელაშვილს სხვა კანდიდატს არავინ გააყვანინებდა. ასევე, მან თქვა, კახაძე „ლეიბორისტული პარტიიდან“ გაიქცაო, მის 12-კაციან ფრაქციაში ორი კაცი დარჩა. პარტიიდან ათი კაცი რომ გავა, ეს ლადო კახაძის ბრალია?! რადგან მან ჩემზე თქვა მოღალატეაო, მეც ვიტყვი, რომ ეს ადამიანი ჩემთვის პოლიტიკური სარეველაა, რომელსაც მოვლა არ სჭირდება. მასზე ისეთი რაღაცების თქმა შემიძლია, რომ დედამიწაზე თავი არ ექნება გამოსაყოფი, ამიტომ ცეცხლთან თამაშს ნუ ... ...
  • საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახალი ციფრული პლატფორმა შეიქმნა (R)საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის, ფინანსური მხარდაჭერით უძრავი ქონების ახალი ონლაინპლატფორმა Area.ge ყველასთვის ხელმისაწვდომია. Area.ge-ის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს სრულყოფილი და მუდმივად განახლებადი ინფორმაცია საქართველოს ბაზარზე არსებული გასაყიდი თუ გასაქირავებელი უძრავი ქონების შესახებ. Area.ge სამშენებლო კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, კიდევ უფრო ახლოს იყვნენ საკუთარ მომხმარებლებთან, შესთავაზონ მათ საინტერესო წინადადებები და განავითარონ საკუთარი ბიზნესი. ასევე, Area.ge საუკეთესო შესაძლებლობაა აგენტებისთვის (ე.წ. მაკლერებისთვის), რადგან ისინი მუდმივად იქნებიან ინფორმირებულნი უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ვითარებისა და ფასების შესახებ. რაც შეეხება მომხმარებელს, რომელიც დაინტერესებულია უძრავი ქონებით, შესაძლებლობა აქვს სწორედ Area.ge-ზე იხილოს ინფორმაცია, ისეთი უძრავი ქონების შესახებაც კი, რომელიც აქამდე ონლაინრესურსებზე არ იყო ხელმისაწვდომი. Area.ge-ზე მნიშვნელოვნად არის გამარტივებული უძრავი ქონების ძებნის, გაყიდვისა და გაქირავების პროცესი. პლატფორმის უპირატესობაა დაზუსტებული, ხარისხიანი და სანდო ინფორმაცია, რაც ხელოვნური ინტელექტის სისტემებითა და განცხადებების პროაქტიული მოდერაციით გახდა შესაძლებელი. „საქართველოს ბანკი განაგრძობს ციფრული პლატფორმების განვითარების ფინანსურ მხარდაჭერას და მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო საინტერესო და უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული შესაძლებლობების შექმნას. Area.ge არის სწორედ ის ონლაინსივრცე, რომელიც უძრავი ქონების სფეროთი დაინტერესებული ნებისმიერი მხარის ინტერესს დააკმაყოფილებს - იქნება ეს დეველოპერი, აგენტი თუ ფიზიკური პირი“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ. „Area.ge მომხმარებელს სთავაზობს სრულიად ახალ სტანდარტს, ქონების ძებნისა და განთავსების პროცესის სრულ ციკლს, რაც უპირველესად გამოიხატება პლატფორმის თანამედროვე და დახვეწილი დიზაინით, ასევე, მარტივი და მოსახერხებელი საძიებო სისტემის ფუნქციონალით. ჩვენ ვამარტივებთ კავშირს უძრავი ქონების მაძიებლებსა და განმთავსებლებს შორის. ამით პლატფორმა პასუხობს მომხმარებლის ნებისმიერ მოთხოვნას, რაც მათ უკეთესი გადაწყვეტილების მიღებაში და თავისი AREA-ს პოვნაში დაეხმარება. მინდა მადლობა გადავუხადო „საქართველოს ბანკს“, რომელმაც დიდი ნდობა გამოგვიცხადა ამ პროექტის განხორციელებისთვის“, − განაცხადა ლევან კობახიძემ, Area.ge-ის გენერალურმა დირექტორმა. ... ...
  • გაერო: ციკლონის შედეგად მოზამბიკში 1.85 მილიონი ადამიანია დაზარალებულიციკლონის შედეგად მოზამბიკში 1.85 მილიონი ადამიანია დაზარალებული. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS გაეროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. გაეროს ჰუმანიტარული სააგენტოს თქმით, მუშაკები განსაზღვრავენ რა სახის დახმარების აღმოჩენაა სასწრაფოდ საჭირო. გავრცელებული ცნობით, გარდაუვალია ისეთი დაავადებების გავრცელება, როგორიცაა მალარია და ქოლერა. ... ...
  • ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, თბილისში, გორგასლის ქუჩაზე მოხდა. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 30 კვ/მ ფართობი. ადგილზე მუშაობს 3 სახანძრო-სამაშველო ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერებმა დედამიწის ზედაპირზე ოქროს გაჩენის საიდუმლო ამოხსნეს

ამერიკელი მეცნიერების აზრით, ოქრო დედამიწის...

როგორ გავზარდოთ ჭკვიანი ბავშვი

ყველა მშობელს სურს, რომ გაზარდოს...

საინტერესო ფაქტები ფაუნის სამყაროდან

ყავისფერი პანდა. ის ამ შეფერილობის...

ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნები

1. ვერძი ვერძებს ყველაფერში უმართლებთ,...

ეს „მახინჯი“ ეიფელის კოშკი

პარიზში ეიფელის კოშკის მშენებლობის დაწყებისას...

ლონდონური „ექსპერიმენტი“

ცოტა ხნის წინ, ქალაქ ლონდონის...
კარმიდამო ჩემი

ჟოლო გახდომაში დაგეხმარებათ

ჟოლოს ერთდღიანი დიეტა ორგანიზმს შლაკებისა...

თაფლი მხედველობას აუმჯობესებს

დღეისათვის კომპიუტერთან მუშაობა ჩვეულებრივ ამბად...

თხილის მცენარის დაავადებათა აფეთქება

თხილის დაავადების აფეთქებას ჩვენში მოსახლეობა...

მეფუტკრე და ადრიანი გაზაფხული

გაზაფხულის დადგომისთანავე განსაკუთრებული ყურადღება უნდა...

თხილის დამღუპველ დაავადებას წლევანდელი თბილი ზამთარი ეხმარება

თხილის კულტურას რომ ყოფნა-არყოფნის საფრთხე...

მოვამზადოთ სათესლე მასალა და დახურულ გრუნტში დავთესოთ

სხვადასხვა ბოსტნეულის დათესვა, უმჯობესია, თებერვლის...

სანამ გაგრძელდება მშრომელი ხალხის აბუჩად აგდება?

საქართველოში, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ჩვენ,...

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...