რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საპრეზიდენტო კანდიდატებს მიმართავს

პოლიტიკა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საპრეზიდენტო კანდიდატებს მიმართავს

18 სექ. 2013, 11:59:21
როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, გარდა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ წარმოებული სამუშაოებისა, მოცემულ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამით საქართველოს რეგიონებისთვის დამტკიცებული ინფრასტრუქტურული პროექტები. მთლიანობაში, აღნიშნული პროგრამების საერთო ღირებულება 270 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს, რაც, წინა წლებთან შედარებით, უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია. აღნიშნული თანხების ფარგლებში, ხდება წლების განმავლობაში დაგროვილი ისეთი ადგილობრივი პრობლემების მოგვარება, როგორიცაა მუნიციპალური გზების, წყალმომარაგების, ნაპირდაცვისა და სხვა მსგავსი საკითხების მოწესრიგება. ორივე პროექტის ფარგლებში 8 ათასამდე საშუალო და მცირე ზომის ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რაც ადგილებზე მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის დამტკიცდა შეთანხმება, რომელიც 25 მუნიციპალიტეტსა და 3 დაბაში წყალმომარაგების სამუშაოებს ითვალისწინებს. ამისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 40 მილიონი ევროს დაფინანსებას მიიღებს, ხოლო პროექტებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს. ამ ეტაპზე უკვე მზად არის ყველა ძირითადი პროექტი და ყველაზე პრობლემურ მუნიციპალიტეტებში მომდევნო წლიდან წყალმომარაგების გასაუმჯობესებელი სამუშაოები დაიწყება. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი და უპრეცედენტო პროგრამა წყალმომარაგების გაუმჯობესების კუთხით, ვინაიდან 25 მუნიციპალიტეტში და 3 დაბაში სამუშაოები პარალელურად განხორციელდება. სამინისტროს შესწავლილი გვაქვს ყველა მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობა, საიდანაც პირველი ეტაპისთვის ყველაზე პრობლემური მუნიციპალიტეტები გამოიყო. უკვე გაკეთებულია საპროექტო დოკუმენტაცია, რომლის განხილვაც მალე დასრულდება. წლის ბოლოსთვის კი საპროექტო დოკუმენტაცია მზად იქნება.

აღსანიშნავია ისიც, რომ რეგიონებისთვის დამტკიცდა მათი განვითარების სტრატეგიები, რაც მათი სწორი განვითარებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. თითოეული რეგიონისთვის განისაზღვრა პრიორიტეტული მიმართულებები, შესწავლილი იქნა მათი პოტენციალი და მომდევნო წლებში სახელმწიფო სწორედ ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით მოახდენს ქვეყნის რეგიონების განვითარებას.

_ ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობებისა და, ამის გარდა, სამინისტროს ბიუჯეტიდან მიმდინარე სამუშაოების მიუხედავად, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები პერიოდულად ავრცელებენ ინფორმაციას სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის შეწყვეტისა თუ შეჩერების შესახებ. სამწუხაროდ, ამ ნეგატიურ კამპანიაში ჩართულია ზოგიერთი საპრეზიდენტო კანდიდატიც. ძალიან ცუდია, რომ ეს კანდიდატები საარჩევნო კამპანიას არა საკუთარი პროგრამის მოსახლეობისთვის გაცნობის, არამედ მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე აგებენ. როგორც ჩანს, გარკვეულ მათგანს მოსახლეობისთვის სათქმელი არაფერი აქვთ.

ვინაიდან აღნიშნულმა ტენდენციამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ოფიციალურად მიმართავს ყველა საპრეზიდენტო კანდიდატს, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაარეგისტრირა, გამოიჩინონ მეტი პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის წინაშე და უარი თქვან არასწორი ინფორმაციის გავრცელებაზე.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უახლოეს დღეებში ყველა საპრეზიდენტო კანდიდატს გაუგზავნის სპეციალურ მოწვევას და მომდევნო კვირისთვის სპეციალურად მათთვის მოეწყობა ტური ინფრასტრუქტურული პროექტების დასათვალიერებლად; ასევე, მივაწვდით მათ დეტალურ ინფორმაციას პროექტებისა და პროგრამების შესახებ.

ქვემოთ მოცემულია კონკრეტული მონაცემები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მიმდინარე პროექტების შესახებ, _ განაცხადა ნარმანიამ.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მთლიანობაში 692 პროექტი მიმდინარეობს, რაზეც 225 მილიონამდე ლარი იხარჯება. აქედან 133 მილიონ ლარზე მეტი მუნიციპალური გზების მოწესრიგებას ხმარდება, 8 მილიონ ლარზე მეტი - ნაპირსამაგრ სამუშაოებს, ხიდების რეაბილიტაციისთვის 13 მილიონი ლარი იხარჯება, წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის - 33 მილიონ ლარამდე, ხოლო 38 მილიონ ლარამდე - სხვა ინფრასტრუქტურული საკითხების მოწესრიგებაზე (სანიაღვრე არხებისა და ხევების გაწმენდა, სკვერებისა და შენობების რეაბილიტაცია, სპეცტექნიკის შეძენა და ა.შ.). რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.

რეგიონების მიხედვით პროექტების რაოდენობა და თანხების მოცულობა ასეთია:

კახეთი - სულ 122 პროექტი, ჯამური ღირებულებით - 29 093 251,0 ლარი;

• მცხეთა-მთიანეთი - სულ 73 პროექტი, ჯამური ღირებულებით - 13 067 195,0 ლარი;

• სამცხე-ჯავახეთი - სულ 51 პროექტი, ჯამური ღირებულებით - 19 442 120,0 ლარი;

• ქვემო ქართლი - სულ 67 პროექტი; ჯამური ღირებულებით - 28 893 885,0 ლარი;

• შიდა ქართლი - სულ 43 პროექტი, ჯამური ღირებულებით - 19 471 705,0 ლარი;

• იმერეთი - სულ 118 პროექტი, ჯამური ღირებულებით - 53 000 935,0 ლარი;

• სამეგრელო-ზემო სვანეთი - სულ 109 პროექტი, ჯამური ღირებულებით 38 030 550,0 ლარი;

• ლაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი - სულ 54 პროექტი, ჯამური ღირებულებით 8 663 145,0 ლარი;

• გურია - სულ 55 პროექტი, ჯამური ღირებულებით 15 281 485,0 ლარი;

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სოფლებმა 50 მილიონი ლარი მიიღეს. საქართველოს მასშტაბით ფინანსებულია შვიდი ათასამდე პროექტი. ამ დროისთვის დაწყებულია 31,3 მლნ. ლარამდე ღირებულების სამუშაოები, დაახლოებით 4150 პროექტი. აქედან, უკვე დასრულებულია 2212 პროექტი (14,6 მლნ. ლარი). სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განსაზღვრული პროექტების აბსოლუტური უმრავლესობა 2013 წლის სექტემბერის ბოლომდე დასრულდება.

დაფინანსებული პროექტების ძირითადი მიმართულებებია: შიდა სასოფლო გზებისა და ხიდების რეაბილიტაცია (14,5 მლნ. ლარი); სასმელი წყლის და საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგება (8,7 მლნ. ლარი); სარიტუალო სახლების მოწყობა (5,7 მლნ. ლარი); საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია (3,2 მლნ. ლარი); გარე განათების მოწყობა (2,6 მლნ. ლარი); სპორტული მოედნების, სკვერებისა და ბაღების მოწესრიგება (2,6 მლნ. ლარი); სოფელში არსებული სხვადასხვა ობიექტების შეღობვა (2,0 მლნ. ლარი); სანიაღვრე არხების გაწმენდა (1,8 მლნ. ლარი); კულტურის და ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაცია (1,4 მლნ. ლარი); სარწყავი სისტემების მოწესრიგება (1,2 მლნ. ლარი).

რეგიონების მიხედვით პროექტებისა და თანხების რაოდენობა ასე განაწილდა:

• აჭარა - 630-მდე პროექტი; ჯამური ღირებულება - 4 890 032 ლარი;

• გურია - 580-ზე მეტი პროექტი, ჯამური ღირებულება - 2 859 401 ლარი;

• იმერეთი - 1490-მდე პროექტი, ჯამური ღირებულება - 8 692 472 ლარი;

• კახეთი - 550-ზე მეტი პროექტი, ჯამური ღირებულება - 6 631 499 ლარი;

• მცხეთა-მთიანეთი - 530-მდე პროექტი, ჯამური ღირებულება - 1 074 137 ლარი;

• ქვემო ქართლი - 445 პროექტი, ჯამური ღირებულება - 6 876 958 ლარი;

• რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი - 320-ზე მეტი პროექტი; ჯამური ღირებულება - 1 488 992 ლარი;

• სამცხე-ჯავახეთი - 430-ზე მეტი პროექტი, ჯამური ღირებულება - 3 605 112 ლარი;

• სამეგრელო-ზემო სვანეთი - 1140-ზე მეტი პროექტი; ჯამური ღირებულება - 7 179 429 ლარი;

• შიდა ქართლი - 490-ზე მეტი პროექტი, ჯამური ღირებულებაა - 4 863 305 ლარი.

რეგიონების განვითარების სტრატეგიები

საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 13 სექტემბერს ქვეყნის 7 რეგიონის - ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმ-ზემო სვანეთის, შიდა ქართლის, კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის განვითარების სტრატეგიები დაამტკიცა. სწორედ აღნიშნული სტრატეგიების მიხედვით უნდა მოხდეს მომდევნო წლებში აღნიშნული რეგიონების განვითარება.

აღნიშნული სტრატეგიები, შესაბამისი ხედვები, პრიორიტეტები და ამოცანები ეფუძნება თითოეული რეგიონისა და მათი სექტორული განვითარების მრავალმხრივ ანალიზს. სტრატეგიების მომზადებაში ჩართული იყვნენ რეგიონული განვითარების საბჭოები, მუნიციპალიტეტები, ადგილობრივი ექსპერტები, დონორი ორგანიზაციები. სტრატეგიებში გათვალისწინებულია თითოეული რეგიონის სპეციფიკა, მათი უპირატესობები და პერსპექტიული მიმართულებები. შესაბამისად, სტრატეგიებში წარმოდგენილია სისტემური მიდგომები როგორც საბაზო საჭიროებებზე მოკლე თუ საშუალო ვადიანი რეაგირებისთვის, ასევე გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისა და მდგრადი განვითარების შემდგომი სტიმულირებისთვის.

შემუშავებული სტრატეგიული ხედვები და მიდგომები რეგიონების სპეციფიკის გათვალისწინებით დიდწილად განსხვავებულია, თუმცა ხშირ შემთხვევაში, გარკვეული სისტემური მიდგომები იდენტურია, გამომდინარე არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების მსგავსი ბუნებისა.

ცალკეულ რეგიონებში უფრო პერსპექტიულ მიმართულებებად იკვეთება სოფლის მეურნეობის, გადამამუშავებელი მრეწველობისა და ტურიზმის სექტორების, სხვაგან - სამრეწველო (მ.შ. მძიმე, მომპოვებელი და სამთომადნო) და ენერგეტიკული სექტორის (მ.შ. განახლებადი და ალტერნატიული ენერგია) განვითარების ხელშეწყობა. არის რეგიონები, სადაც ტრანსპორტი და საერთაშორისო გადაზიდვები, ლოჯისტიკური და მომსახურების სერვისების განვითარება განსაკუთრებით მზარდ აქტუალობას იძენს. რამდენიმე რეგიონის სპეციფიკა (მ.შ. სამეწარმეო, კვლევა-განვითარების დონე და ე.წ. ‘ათვისების პოტენციალი“) საშუალებას იძლევა საინოვაციო-ტექნოლოგიური ტრანსფერის სისტემების ეტაპობრივი, თუმცა შედარებით აქტიური დანერგვის ხელშეწყობისთვის.

გარდა ამისა, მეტნაკლებად მსგავსი გამოწვევების დაძლევისა და განვითარების ქმედითი მხარდაჭერისთვის, სტრატეგიები ითვალისწინებენ სხვადასხვა ტიპის სისტემურ მიდგომებს, რომელიც უკავშირდება: ადგილობრივი ხელისუფლებების შესაძლებლობებისა და ადამიანური/სოციალური კაპიტალის დონის ამაღლებას; ბუნებრივი რესურსების გონივრულ მართვა-გამოყენებასა და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვას; ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტიანობის ზრდისთვის დაგეგმარების თანამედროვე სისტემების დანერგვას; ადგილობრივი სამიმწოდებლო ბაზის, მცირე და საშუალო ბიზნესების, ე.წ. სტარტაპების განვითარების ხელშეწყობას; რეგიონული და ადგილობრივი საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას; კომუნალური და სხვა საზოგადოებრივი მომსახურებების მოწესრიგებას; სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემის გაუმჯობესებას და სხვა.

შემდგომი წლების განმავლობაში რეგიონულ დონეებზე იგეგმება თანამედროვე ტიპის ცალკეული ინსტიტუციების თუ პილოტური ცენტრების (ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული პროფესიული გადამზადების ცენტრები, ბიზნეს-ინკუბატორები, საინვესტიციო-საკონსულტაციო ცენტრები, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები, მომსახურების ცენტრები, ლოჯისტიკური და ტექნოლოგიური ტრანსფერის ცენტრები და სხვ.) შექნის ხელშეწყობა. ამავე მიზნით, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული კერძო-საჯარო პარტნიორობის მოდელების გამოყენების წახალისება.




 ახალი ამბები
  • გიორგი ვაშაძე: „ქართულ ოცნებას“ საბოლოო ბილეთი უნდა გამოვუწეროთ და სახლში გავუშვათ„ქართულ ოცნებას“ ჩვენ უნდა აუცილებლად გამოვუწეროთ საბოლოო ბილეთი და გავუშვათ სახლში", _ ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. „29 ოქტომბერს ჩვენ მოვისმინეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის თავზე იღებს წყალტუბოს პროექტს და სამწუხაროდ, ეს არის კიდევ ერთი ბლეფი, რომელიც ყველამ მოვისმინეთ. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთი არჩევანი, ან საქართველო - რეგიონის ლიდერი, ან ივანიშვილის საქართველო, რომელიც არის მუდმივად გაჭირვებული, მუდმივად გვატყუებენ, მუდმივად ვართ უკიდურეს სიღარიბეში და ქვეყანას არანაირი პერსპექტივა არ აქვს. ეს სასტუმრო არის ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სახე და ასეთი სასტუმრო ათობით არის აქ, ასეთი გაჩერებული პროექტი ათობითაა. იმასაც გეტყვით, რომ თავის დროზე, 350 მილიონი დოლარი უნდა დახარჯულიყო წყალტუბოს რეაბილიტაციისთვის, გააჩერეს ეს პროექტი. ახლა მითხრეს, რომ საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, საერთოდ, ციხეში ზის იმიტომ, რომ ინვესტორებზე მუშაობდა და გადაკვეთა მან, როგორც ჩანს, პირადად ივანიშვილის ინტერესები და დასაჯეს, 11 წელის მიუსაჯეს თურმე ამ ადამიანს. ეს ბლეფი ხომ უნდა დამთავრდეს ქვეყანაში? ეს კატასტროფაა, რაც აქ ხდება! მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ „ქართულ ოცნებას“ ჩვენ უნდა აუცილებლად გამოვუწეროთ საბოლოო ბილეთი და გავუშვათ სახლში იმიტომ, რომ ამხელა პოტენციალის ქვეყანა არ შეიძლება, ასეთი ღარიბი და მშიერი იყოს,“- განაცხადა გიორგი ... ...
  • უმძიმესი საყურებელია კომპეტენციისა და შინაარსისგან დაცლილი, დეგრადირებული ოპოზიცია _ უმძიმესი საყურებელია, კომპეტენციისა და შინაარსისგან დაცლილი, სასოწარკვეთილი და დეგრადირებული ოპოზიცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. „პირველ რიგში, მინდა ჩვენს მოქალაქეებს მივმართო, აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, რთულია ახლა რაღაც დასკვნის გაკეთება. უბრალოდ, მესმის ადამიანების, რომლებიც ამ ყველაფერს უყურებენ, რომლებმაც იცოდნენ, რომ დღეს იყო ინტერპელაცია ორი ოპოზიციური პოლიტიკური გუნდის. ეს ადამიანები მოელოდებოდნენ, რომ ჩვენ დღეს ვისაუბრებდით ეპიდემიაზე, ეკონომიკაზე, კიდევ ბევრ რაღაცაზე და დღეს ყველას აბსოლუტურად დაავიწყდა ეს კითხვები, ყველა გადავიდა პოლიტიკური განცხადებების რეჟიმში. გავიგე და ყველას გვესმის, რომ ეს პარლამენტია, გავიგეთ, რომ პოლიტიკური პროცესი დაწყებულია, ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ყველა შემთხვევაში, მაშინ, როდესაც ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის პირობებში იმყოფება და იბრძვის რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად და დღესაც 8 ინფიცირებული გვყავს, როდესაც გლობალურ კონკურენციაში ხვალ და ზეგ გამოწვევები გვექნება უამრავი, ამ პერიოდში ერთმანეთზე დაბრალება რთულია. უმძიმესი საყურებელია, დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ ჩემთვის, იმ ადამიანებისთვის, იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ამ ყველაფერს უყურებენ, კომპეტენციისა და შინაარსისგან დაცლილი, მორალზე საერთოდ არ ვსაუბრობთ, სასოწარკვეთილი და დეგრადირებული ოპოზიცია, რომელიც ცდილობს გაჭირვება, ბავშვების გაჭირვება, თითოეული ჩვენი მოქალაქის სიღარიბე გამოიყენოს,“- განაცხადა ... ...
  • მომავალ კვირას საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საჯარო განხილვა იწყებამომავალ კვირას საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საჯარო განხილვა იწყება. ქვეყნის მასშტაბით პროცესის პირდაპირი ეთერით გაშუქებას საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს. საყოველთაო სახალხო განხილვის დასრულების შემდეგ, პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს. მმართველი გუნდი ვარაუდობს, რომ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები ივლისის ბოლომდე დამტკიცდება. „მას შემდეგ, რაც დასრულდება საყოველთაო სახალხო განხილვის პროცესი, დაიწყება პარლამენტში პლენარულ სხდომაზე კონსტიტუციური პროექტის განხილვა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ივლისის ბოლოს ცვლილებები უკვე შევა კონსტიტუციაში. „ქართული ოცნება“ იქნება ერთგული იმ შეთანხმების, რაც საზოგადოების წინაშე დავდეთ. ბუნებრივია, ჩვენ სრულად დავუჭერთ მხარს ამ ინიციატივას. იმედი მაქვს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ და დამოუკიდებელი დეპუტატების უმეტესობის მხრიდან ამ ინიციატივას ექნება მხარდაჭერა და, სავარაუდოდ, პროექტის მისაღებად საჭირო ხმები „ნაციონალური მოძრაობის“ ჯგუფების გარეშეც შეგროვდება, თუმცა თუ ისინი მხარს არ დაუჭერენ ამ ინიციატივას, ეს მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი იქნება“, - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ... ...
  • 15-24 ივნისს საქართველოში ბიზნესებისთვის პირველი მონაცემთა ანალიტიკის კონფერენცია ჩატარდება (R)თიბისის მხარდაჭერით 15-დან 24 ივნისამდე, საქართველოში პირველად ბიზნეს მონაცემთა და ანალიტიკის კონფერენცია ჩატარდება. TIDA (Tbilisi International Data Analytics) რვა დღის განმავლობაში, საერთაშორისო მასშტაბით, მონაცემთა ანალიტიკის პროფესიონალებსა და ანალიტიკის გამოყენებით დაინტერესებულ ბიზნესის წარმომადგენლებს გააერთიანებს. კონფერენციის მიზანია შეიქმნას საქართველოში დაფუძნებული საერთაშორისო მონაცემთა ანალიტიკის კომუნა, რომელიც განიხილავს, თუ როგორ და რისთვის შეიძლება ერთი მხრივ ბიზნესმა გამოიყენოს ანალიტიკა სწორად, ხოლო მეორე მხრივ,  ბიზნესისთვის რეალურად გამოსადეგი ანალიტიკა გაკეთდეს. TIDA ონლაინ სივრცეში გაიმართება და არ შეიზღუდება სტანდარტული გრაფიკით. კონფერენცია ყოველდღიურად საღამოს საათებში ჩატარდება და თითოეულ დღეს სამი მომხსენებელი წარადგენს საკუთარ თემას. “ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი კომუნის არსებობა მნიშვნელოვნად დააჩქარებს მონაცემთა ანალიტიკის სფეროს განვითარებას საქართველოში. სიხარულით აღვნიშნავ, რომ ბოლო რამდენიმე წელია, ქვეყანაში გვაქვს კარგი კონფერენციები, რომლებიც მონაცემების თემას ფარავენ. თუმცა, არ გვაქვს კონფერენცია, რომელიც მონაცემთა ანალიტიკის ბიზნესში გამოყენებაზეა ფოკუსირებული. ეს არის TIDA-ს მთავარი განმასხვავებელი რეგიონში არსებული სხვა მონაცემთა კონფერენციებისგან.” - მიშა ნადარეიშვილი, კონფერენციის ორგანიზატორი „მონაცემთა ანალიტიკა და მისი ბიზნეს შედეგებში ასახვა უკვე წლებია თიბისისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. ვფიქრობ, ბიზნესებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია  ქვეყანაში ამ სფეროს განვითარება, TIDA კი დიდი  წინ გადადგმული ნაბიჯია ამ გზაზე.“  - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი. TIDA-ს სპიკერები კონფერენციის ფარგლებში ისაუბრებენ შემდეგ თემებზე: მაიკლ რუკმანი - ლიდერობა ციფრულ ერაში ვალერი ბაბუშკინი - მანქანური დასწავლა Python-ში; მონაცემთა მეცნიერება X5-ში კოტე ხოფერია - როგორ ვაქციოთ კომპანია მონაცემებზე დაფუძნებულ ორგანიზაციად სერჰატ კეჩიჯი - შესავალი ნეირონული ქსელებში; ნეირონული ქსელები, ანალიტიკის ახალი ტალღა კარლო ჯოვინე - TBC მატია ბონი სფორცა - CausalNex: მიზეზ-შედეგობრიობის დადგება კევინ სილიანო - ციფრული ტრანსფორმაციის ROI; მონაცემებზე დაფუძნებული ციფრული ტრანსფორმაციის გზამკვლევი მარიამ მელიქაძე - New York Times-ის მილიონობით მკითხველის დახასიათება იმის მიხედვით, თუ რას კითხულობენ ისინი ნინო მასურაშვილი - თიბისი ბანკის ანალიტიკური ტრანსფორმაცია ნუცა აბაზაძე - შესავალი R-ში რუდრადებ მიტრა - როგორ შევქმნათ წარმატებული ხელოვნური ინტელექტის პროდუქტები ალექსანდერ დიურკა - TBC ვიოლეტა მიშევა - მანქანური დასწავლის მოდელების ახსნადობა ანდრეას გალატულასი - ანალიტიკის დირექტორთა საბჭოსთვის წარდგენის მეთოდები ირაკლი მენაბდე - ანალიტიკის გამოყენება მოგების გაზრდისა და ხარჯების შემცირებისთვის Neiron AI - ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ხარისხის კონტროლისა და ხარვეზების პროგნოზირებისთვის.  ბილეთები: ... ...
  • კობახიძე-ოპოზიციას: შეიტანეთ შენატანები საპენსიო ფონდში, იქნებ სიბერე მაინც გქონდეთ ტკბილიჩვენ გუშინწინ ვთქვით, რომ ეს იყო მასტერკლასი, დღეს იყო კიდევ უფრო მეტი, შეიძლება ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვა, საყმაწვილო შამათი, რომელიც ჩაუსვა პრემიერმინისტრმა მესამეთანრიგოსან ოპოზიციას",- ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია წარდგა. დეპუტატი საპენსიო ფონდის შესახებ ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს მოდელი ქვეყანაში საპენსიო სისტემის ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრებას ემსახურება. „მუდმივად საუბრობენ იმაზე, რომ ეს არის მიუღებელი. ამ დროს, საპენსიო ფონდი არის არა ჩვენს მიერ მოგონილი, არამედ ეს არის ის, რაც მოქმედებს ყველა ცივილიზებულ და განვითარებულ ქვეყანაში. ეს არის მოდელი, რომელიც ემსახურება საქართველოში საპენსიო სისტემის ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრებას. დღეს რაც გვაქვს, ეს არ არის პენსია კლასიკური გაგებით, ეს არის ერთგვარი ასაკობრივი საარსებო შემწეობა და ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო ერთხელ და სამუდამოდ პრინციპული გადაწყვეტილება, რომ საქართველოში დაგეგმოს ნამდვილი საპენსიო სისტემა და ჩაანაცვლოს არსებული არასწორი ასაკობრივი საარსებო შემწეობა. რატომ არის ეს რეფორმა სამიზნე, გასაგებია, იმიტომ, რომ ეს არის ფუნდამენტური და ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, თუმცა, მე მოგიწოდებდით, და ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა, რომ თქვენ პირველ რიგში უნდა გაუფრთხილდეთ ამ საპენსიო რეფორმას და საპენსიო ფონდს და მოგიწოდებთ, რომ შეიტანოთ მაქსიმალურად შენატანები და გეტყვით, რატომ: თქვენ რეალურად, გაიმწარეთ ახალგაზრდობა, ჯერ ხელისუფლებაში იყავით 9 წელი და თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი დაასრულეთ სრული ფიასკოთი და სრული კრახით. რა თქმა უნდა, თქვენ ბევრ სხვას გაუმწარეთ ახალგაზრდობა და არა მარტო ახალგაზრდობა, მაგრამ თქვენც არანაკლები სიმწარე მიიღეთ, იმიტომ, რომ როდესაც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს ამთავრებ 30 %-იანი სიღარიბით, მლნ 150 ათასი ადამიანი იყო სიღარიბის ზღვარს მიღმა 2012 წელს, როდესაც ამთავრებ იმ სახელით, რომ აწამებდი პატიმრებს ციხეებში და ეს იყო თქვენი ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშან-თვისება, როდესაც თავი გამოიჩინეთ მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ ბიზნესის რეკეტით იყავით 9 წლის განმავლობაში დაკავებული და როდესაც თავი გამოიჩინეთ იმით, რომ მტერს ჩააბარეთ ჩვენი ტერიტორიების 20 %, ეს ნიშნავს რა თქმა უნდა, თქვენი ახალგაზრდობის გამწარებას. შეიტანეთ შენატანები საპენსიო ფონდში, იქნებ სიბერე მაინც გქონდეთ ტკბილი",- მიმართა ირაკლი კობახიძემ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?