საპარლამენტო უმრავლესობის ხისტი პოზიცია

პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის ხისტი პოზიცია

5 ივნ. 2011, 02:10:01
"თავისუფალი დემოკრატები" საკანონმდებლო ორგანოში 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით გამოვიდნენ. უმრავლესობამ ეს ინიციატივა ჩააგდო. ბიუროს სხდომაზე დეპუტატ გია ცაგარეიშვილს მიხეილ მაჭავარიანმა პოლიტიკური შეფასებისგან "თავის შეკავებისკენ" მოუწოდა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-17 მუხლის თანახმად, დეპუტატს აქვს უფლება მოინახულოს დროებითი დაკავების იზოლატორებში მოთავსებული დაკავებული პირები. ამ მოთხოვნით ცაგარეიშვილმა ოფიციალურად მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს. _ პარლამენტი, სწორედ ის ადგილია, სადაც უნდა გამოიკვლიონ, თუ ვინ გასცა მომიტინგეთა ასეთი სისასტიკით დარბევის ბრძანება. დაკავების შემდეგ კი შეგნებულად გადაანაწილეს ისინი რაიონებში _ თბილისს გაარიდეს. სახალხო დამცველის ინფორმაციით, 180-მდე ადამიანია დაკავებული. გაიზარდა მსხვერპლის რაოდენობა... უმრავლესობამ რაც უნდა ამტკიცოს, რომ ეს იყო "დაანონსებული ძალადობა", ხელისუფლების და ნინო ბურჯანაძის პასუხისმგებლობა ერთმანეთისაგან ისე განსხვავდება, როგორც ცა და დედამიწა _ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ არცერთ მძიმე დანაშაულზე პარლამენტში არ შექმნილა საგამოძიებო კომისია, რაც გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ისინი ხელს აფარებენ დამნაშავეებს, _ ამბობს "გურია ნიუსთან" საუბარში გია ცაგარეიშვილი.

_ რატომ არის უმრავლესობის პოზიცია ასეთი ხისტი?

_ მათ არა აქვთ საკუთარი პოზიცია და შეთანხმებულ პასუხებს იძლევიან. არადა, სამართლებრივის გარდა, არსებობს მორალური სახის შეფასება, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. საგამოძიებო კომისიამ უტყუარ ინფორმაციაზე დაყრდნობით უნდა დადოს დასკვნა, თუ ვინ გასცა რბევის ბრძანება. დასჯის მთავარი პროკურატურა იმ პოლიციელებს, რომლებმაც ხელშეკრული ადამიანები დახოცეს, შემდეგ კი, თითქოს ელექტროსადენებით გარდაცვლილები "აღმოაჩინეს" მაღაზიის სახურავზე?! საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი, თუ ვინ გასცა ბრძანება ალყაში მოექციათ მომიტინგეები და არც ერთი მხრიდან გასაქცევი არ ჰქონოდათ?! დაისჯება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 18 ჟურნალისტის დაზარალებისთვის ვინმე?! ხელისუფლება ყოველთვის ამბობს, რომ პოლიციელი მათია, მომიტინგე _ ჩვენი; ასე ყოფენ ისინი ადამიანებს "თავისიანებად" და "სხვისიანებად". ყველა ფაქტი გამოსაძიებელია. ჩვენი ვალდებულებაა, მოვითხოვოთ საგამოძიებო კომისიის შექმნა და არ დავემსგავსოთ ისეთ უთავმოყვარეო დეპუტატებს, როგორიც გია თორთლაძეა _ მისი განცხადებით, თურმე, 26 მაისს ვანო მერაბიშვილმა გადაარჩინა ქვეყანა!

_ უმრავლესობა ჩააგდებს ამ ინიციატივას; მათი არგუმენტია, რომ მიმდინარეობს მოკვლევა, სახალხო დამცველის ინსტიტუტი ატარებს მონიტორინგს, თქვენ კი სიტუაციით სპეკულირებთ....

_სახალხო დამცველი ინსტიტუტი არ არის ის დაწესებულება, სადაც შეიძლება მსგავსი კომისიები შეიქმნას. გიორგი ტუღუშს არ სურს მისი მოღვაწეობა უმრავლესობამ სოზარ სუბარის მოღვაწეობის მსგავსად შეაფასოს. სად უნდა შეიქმნას ეს კომისია, თუ არა პარლამენტში, რომლის თვალწინ ხელისუფლებამ სასტიკად დასაჯა ადამიანები?! საგამოძიებო კომისიაზე პირის გამოუცხადებლობა ან თავშეკავება ისჯება სისხლის სამართლის პასუხისგებით.

_ საზოგადოებას აქვს უამრავი კითხვა, დაკარგულია 45 მოქალაქე, დროებით იზოლატორებში განთავსებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ადვოკატების თქმით, ძალიან მძიმეა...

_ სწორედ პარლამენტმა უნდა იმსჯელოს ასეთ ფაქტებზე; დაკავებულები რაიონებში გადაიყვანეს, რომ იქ ცემით ამოხადონ სული. ბიუროს სხდომა კი ჰგავდა შვეიცარიის, ნორვეგიის თუ ისლანდიის პარლამენტების სხდომებს _ თითქოს ქვეყანაში არაფერი არ მომხდარა. ჩავაბარე დაკავებულთა მონახულების შესახებ მოთხოვნა და ველოდები, რა პასუხს გამცემს პარლამენტის თავმჯდომარე. რაც ჩვენ დაგვემართა, ეს საერთო უბედურებაა და არა მარტო იმ ხალხისა, ვინც ქუჩაში იდგა. ხელისუფლებასაც ხელს აძლევდა ორგანიზატორების ასეთი რადიკალიზმი, სამწუხაროდ, მათი ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა. როცა ირაკლი ოქრუაშვილი გამოვიდა ციხიდან, ვკითხე _ არ იცოდი, რომ ასე მოგექცეოდნენ-მეთქი?! მიპასუხა, არაო. ახლა ბურჯანაძე ამბობს, რომ ასეთი სისასტიკით დარბევას არ ელოდა.

როცა წლების მანძილზე მათთან ერთად ხარ და ერთ წვენში იხარშები, ძნელი დასაჯერებელია, რომ არ იცი მათი ბუნება. აღარ ვსაუბრობ "ქართულ პარტიაზე", რომელიც სამარცხვინო მოვლენად იქცა ქართულ ოპოზიციაში.

ხელისუფლება ვალდებულია თავი აარიდო ნებისმიერ პროვოკაციას, რადგან მას აქვს ბევრად მეტი მატერიალური, ინსტიტუციონალური რესურსი, მაგრამ მოხდა პირიქით _ხელისუფლებამ ჩაატარა სადამსჯელო ოპერაცია, რომლის დროსაც სისასტიკის მისეულ ფანტაზიას აღარ ჰქონდა საზღვარი! სამწუხაროდ, ეს ხელისუფლება გახდა გადაულახავი პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი: _ დააკავეს 24 მოქალაქე სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით, ბრალი წაუყენეს ბადრი ბიწაძესაც. ამ ფაქტებზე მიმდინარეობს გამოძიება და დარწმუნებული ვარ, ქართულ საზოგადოებაში არ დარჩება კითხვის ნიშნები.

_ ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ უმრავლესობა არ დაუშვებს საგამოძიებო კომისიის შექმნას პარლამენტში?

_ ვერ ვხედავ კომისიის შექმნის აუცილებლობას; ყველა მსგავსი ღონისძიების დროს ტარდება შიდამოკვლევა, რომელიც არკვევს ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე სახის გადაცდომებს. ამ საკითხის ირგვლივ პოლიტიკური აჟიოტაჟი მხოლოდ დააზიანებს მოკვლევის პროცესს.

_ კადრები, რომლებიც ვნახეთ, იყო შემზარავი. რატომ მოექცა ხელისუფლება თავის მოქალაქეებს ასე სასტიკად?

_ იყო თუ არა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება, მოკვლევის შედეგად გავიგებთ; ასეთი ფაქტები სხვა ქვეყნებთან მიმართებაში, ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაშიც ვიხილეთ ტელევიზიით.

_ დაისჯება ის ძალოვანი, რომელმაც თავის მოვალეობას გადაამეტა?

_ მოკვლევის შედეგად დადგინდება და დარწმუნებული ვარ, შემდეგ გატარდება შესაბამისი ღონისძიებები.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე:

_ ის, ვინც ამზადებდა სახელმწიფო გადატრიალებას, უნდა დაისაჯოს; მაქვს იმედი, რომ პროკურატურა ბოლომდე მიიყვანს ამ საქმეს; შემდეგ სასამართლო გადაწყვეტს, არის თუ არა სწორად ბრალი წაყენებული.

_ იღებს თუ არა ხელისუფლება პასუხისმგებლობას იმ მოვლენებზე, რაც მოხდა 26 მაისს და დღემდე გრძელდება?

_ ხელისუფლება იღებს პასუხისმგებლობას ქვეყნის მართვასა და აყვავებაზე. გამოძიების ვერსიით, თქვენ იცით, რამ გამოიწვია თითოეული ადამიანის სიკვდილი.

_ არის ბევრი საეჭვო გარემოება! თუ ხელისუფლებას ხელთ ჰქონდა ასეთი მასალები, რატომ არ გამოქვეყნდა მანამდე?

_ ჩვენ ვთვლით, რომ ბევრად სასარგებლოა თითოეული ფაქტი გამოვიძიოთ თავიდან ბოლომდე; წინააღმდეგ შემთხვევაში, მუდმივად გვექნება ასეთი კერები. ამიტომ, ისინი დამუშავებული უნდა იქნას, გამოვლენილი და დასჯილი.

_ საერთაშორისო საზოგადოებამ ნეგატიურად შეაფასა ხელისუფლების მოქმედება.

_ ასეთი არ არის საერთაშორისო აზრი, მიმდინარეობს მოკვლევა, ის ამ შემთხვევაშიც შედგება.

_ რამდენად ლეგიტიმური იყო ასეთი ფორმით აქციის დაშლა?

_ რა თქმა უნდა იყო ლეგიტიმური, ჯერ დაველოდოთ მოკვლევას და მერე შევაფასოთ. ვინ იყვნენ შემკვეთები? დაშლის შემკვეთი და შემსრულებელი იყო სახელმწიფო, რად უნდა ამას საგამოძიებო კომისია?! პირდაპირ გეუბნებით, მისი მოქმედება იყო სრულიად ლეგიტიმური! დღეს ამ საკითხებზე ვერ ვიმსჯელებთ, ყველაფერი ცხადად გამოჩნდება.




 ახალი ამბები
  • "წაგვიღო წყალმა" _ ჩოხატაურში დუმბაძის ქუჩის #24-ში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენუამინდობამ პრობლემები შექმნა ჩოხატაურში. როგორც "გურია ნიუსს" დუმბაძის 24-ში მდებარე მარავალბინიანი საცხოვრებელი სახლიდან შეატყობინეს, ადიდებული მდინარე ორპირა კალაპოტიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლის ქვეშ მიედინება. "თუ ჰყავს ვინმე პატრონი რაიონს, მოგვხედონ. რამდენჯერ მივმართეთ განცხადებით, მაგრამ შედეგი არაფერმა გამოიღო. მოვლენ, გადახედავენ-გადმოხედავენ, წავლენ. ვფიქრობთ, ეს იმიტომ ხდება, რომ კორპუსის მცხოვრებლებს ოპოზიციონერებად მოგვიაზრებენ, რატომ ესეც არ ვიცით, მაგრამ რა უბედურებაა პოლიტიკური შეხედულების მიხედვით ადამიანების დაყოფა. თუ ოპოზიციონერები ვართ, ამიტომ უნდა წაგვიღოს წყალმა და დაგვეხრჩონ ბავშვები. ვინმემ მოგვხედოს, _ ამბობს "გურია ნიუსთან" ბინის ერთ-ერთი მცხოვრები. პრობლემაზე სასაუბროდ "გურია ნიუსი" მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი კუჭავას დაუკავშირდა. კუჭავას თქმით, აბსურდია ბრალდება, რომ პოლიტიკური შეხედულების გამო არ ეხმარებიან ვინმეს. "მაგ ტერიტორიაზე გაკეთებულია დიდი პროექტი, მოწესრიგდება ორპირას ნაპირები და მოეწყობა ბულვარი, მაგრამ ეს წელს ვერ განხორციელდება. ასეთ დროს უნდა დარეკონ მერიაში, ჩვენი კომისია გავა ადგილზე, დასურათდება მდგომარეობა და მოვითხოვთ სტიქიის სალიკვიდაციო ხარჯებში. ამ შემთხვევაში ახლავე გავლენ ჩვენი სპეციალისტები შემთხვევის ადგილზე. ხოლო რაც შეეხება პოზიცია-ოპოზიციად ადამიანთა დაყოფას და ამ ნიშნით დახმარებას, ეს არის აბსურდი. არასოდეს გაგვირჩევია ადამიანები. შეგიძლიათ თუნდაც მაგ ქუჩაზე იკითხოთ, რამდენჯერ დავხმარებივართ იმ ადამიანებს, მათი ოჯახის წევრებს, თითონ რომ მოიაზრებენ თავს ოპოზიციონერებად, _ გვითხრა მუნიციპალიტეტის ... ...
  • “მაგნიტში“ მომხადარ ქურდობის ფაქტზე ერთი პირია მხილებულიდღეს ქალაქ ოზურგეთში სუპერმარკეტების ქსელის მაღაზია გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს. მხილებულია ერთი პირი. მიმდინარეობს ინტესიური საგამოძიებო მოქმედებები. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, მოპარულია 5 ბოთლი ალკოჰოლური ... ...
  • რაჭაში სტიქიამ ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა„ონის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა სოფელ გლოლაში საავტომობილო გზის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა", _ აღიშულ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო უწყება ავრცელებს. უწყებისვე ცნობით, შემთხვევის ადგილას დილიდან ოპერატიულად დაიწყო აღდგენითი და პრევენციული ... ...
  • როდიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობათბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში გაანახლებს. მერის განცხადებით, ტრანსპორტის ამუშავებისთვის აუცილებელია მითითების მიღება, თუ როგორი უნდა იყოს წესები ეპიდემიის დროს. „ზუსტი თარიღი უცნობია.  ჩვენ არ გვაქვს ეს ინფორმაცია. დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პირადად მე დავსვი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების საკითხი, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნაა საზოგადოებაში. ველოდებით მითითებებს, ჯერ არანაირი მითითება არ არის ჩვენთან შემოსული. თუ როგორ უნდა იყოს წესები საზოგადოებრივ ტრანსპორტის მუშაობის დროს, ხალხმა როგორი წესებით უნდა ისარგებლოს ავტობუსით, მეტროთი, მიკროავტობუსით მგზავრობის დროს და ა.შ.“_ თქვა კალაძემ ... ...
  • საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება. ამის მიზეზი ეპიდვითარება და ხალხმრავლობის თავიდან აცილებაა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო უწყებები სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავენ. პრემიერ-მინისტრი კი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე. „26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში 26 მაისი გახდა მასშტაბური საერთო სახალხო ზეიმი, რომელშიც ათასობით ჩვენი მოქალაქე მონაწილეობდა. წელს, მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა განსხვავებული ფორმატით გვიწევს. ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, წელს 26 მაისის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება. სახელმწიფო უწყებები დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ფორმით აღნიშნავენ. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე“, _  განაცხადა ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...


რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?