ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე საბავშვო ბაღების საკითხი მთავარი თემა იყო

პოლიტიკა

ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე საბავშვო ბაღების საკითხი მთავარი თემა იყო

25 სექ. 2013, 16:52:34

პირველი საკითხის ირგვლივ: "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის შესახებ“ _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების დამტკიცების თაობაზე, დეპუტატმა მერაბ მჟავიამ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ეს საკითხი განიხილეს როგორც ბიუროს, ასევე საზოგადოებრივი დარბაზის სხდომაზე. ძირითადად ეს შეეხო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესსა და იგივე სამსახურის საშტატო რიცხოვნობის რაოდენობას, სულ - 27 ერთეული. დადგენილების დამტკიცებას 21-მა დეპუტატმა ერთხმად უყარა კენჭი.

"სახელმწიფო შესყიდვების 2013 წლის გეგმაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ,“სამსახურის უფროსმა ამირან გირკელიძემ ისაუბრა. მან ცალ-ცალკე გამოყო ცვლილებები ადგილობრივ და ცენტრალურ ბიუჯეტთან მიმართებაში. ადგილობრივ ბიუჯეტში ქაღალდის და მუყაოს შესყიდვისას წარმოშობილი ეკონომია, 2292 ლარი გადატანილი იქნება წვევამდელთა სატრანსპორტო მომსახურების ხარჯებში, საკანცელარიო საქონლის ხარჯიდან 1600 ლარი უნდა გამოიყენონ რვა ცალი ფოტოაპარატის შესაძენად, რომლის აუცილებელი საჭიროებაც არსებობს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან კი, 2012 წლის „სოფლის პროექტების“ გახორციელების ხარჯზე მიღებული ეკონომიიდან, 1400 ლარით დაეხმარებიან მაკვანეთის საბავშვო ბაღს, მეტალოპლასტმასის ფანჯრების შესაძენად. საპროექტო-საექსპერტო მომსახურების ხარჯებიდან 5000 ლარი გადაიტანება ქონების აუდიტორული შეფასების ხარჯში. სამოქალაქო სამუშაოების ხარჯი 50 ათასი ლარით შემცირდება და და აღნიშნული თანხა გამოყენებული იქნება შენობის დასრულების სამუშაოების შესასყიდად. (დაფინანსების წყარო საქ. მთავრობის 2013 წლის 6 სექტემბრის განკარგულება). აღნიშნულ საკითხსაც არ ჰყოლია მოწინააღმდეგე და ხანგრძლივი განხილვის გარეშე დაამტკიცეს.

სერიოზული დისკუსია გამოიწვია საკითხმა: "არასამეწარმეო იურიდიული პირის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნების თაობაზე,“ ოზურგეთის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ. მომხსენებელმა, ირინა საჯაიამ მოიშველია საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, რომლის თანახმად ცვლილებები გახორციელდა სკოლამდელი სააღმზრდელო-

საგანმანათლებლო ცენტრის წესდებაში. კერძოდ, ცენტრის ფილიალები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხარისხიანი სასმელი წყლით, აგრეთვე ცხელი წყლით, გათბობის და ვენტილაციის სისტემით, ბავშვთა სრულფასოვანი და მრავალფეროვანი კვებით. საჯაიას განცხადებაზე, რომ წელს საბავშვო ბაღებში გადასახადისგან გათავისუფლდნენ მშობლები, შეიქმნა ახალი ჯგუფები, თუმცა დაწესებულების მიღმა მაინც არაერთი ბავშვი დარჩა, დეპუტატმა ლევან ნინიძემ სრული სიის დასახელება მოითხოვა, რაც დაზუსტებული არ აღმოჩნდა. დეპუტატმა შალვა თავდიშვილმა განაცხადა, რომ სოფელ ძიმითში 16 ბავშვი ბაღის გარეთ დარჩა, მიუხედავად მშობლების სურვილისა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ავთანდილ მექვაბიშვილმა აღნიშნულ პრობლემაზე ვრცლად ისაუბრა:

"რა თქმა უნდა, საბავშვო ბაღს მიღმა დარჩა ბავშვები, თუმცა ამ ვითარების ზუსტი ანალიზი უნდა გვქონდეს, რატომ დარჩა, არის თუ არა საერთოდ საბავშვო ბაღები ყველა სოფელში. მაგალითად, ჯუმათში და ვაკიჯვარში და კიდევ არაერთგან საერთოდ არაა. ბუნებრივია, იქ ბავშვებიც ვერსად წავლენ. გარდა ამისა, სტანდარტზე უნდა ვიზრუნოთ. 37 სკოლამდელი დაწესებულებაა მუნიციპალიტეტში და ზუსტად ორი თუ პასუხობს სტანდარტებს. ქობულეთში 10 საბავშვო ბაღია და ყველა იდეალურია. რომელი სჯობს?" - აღნიშნა მექვაბრიშვილმა.

ირინა საჯაიამ განმარტა, რომ ახლა რეალობის წინაშე დგანან. გასაუმჯობესებელია სტანდარტი და დასამატებელია ჯგუფები, რაც მომავალი სასწავლო წლიდან გახორციელდება. დეპუტატებმა დასვეს აგრეთვე საკითხი ბაღებში მომუშავე არაპროფესიონალების შესახებ, რომელთა უმრავლესობას არ გააჩნია ცენზი.

საკრებულოს სხდომაზე მოისმინეს ასევე ა(ა)იპ "ოზურგეთის სპორტის განვითარების ცენტრის დირექტორის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, რაზეც ცენტრის დირექტორის მოადგილემ გოჩა კვანტალიანმა ისაუბრა. იკამათეს ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებაზე, ოზურგეთის სპორტის განვითარების ცენტრის დარბაზისთვის ვახტანგ ბლაგიძის სახელის მინიჭების თაობაზე. რატომ ბლაგიძე და არა კვირკველია? ასე დასმული საკითხი პასუხგაუცემელი დარჩა.

დღის წესრიგის ბოლო საკითხის: "ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის შემუსავების მიზნით, სამეცნიერო კონფერენციის მოწვევის შესახებ“ - საკრებულოს თავმჯდომარემ ვთანდილ სურგულაძემ ისაუბრა. ეს კონფერენცია 25 ოქტომბრისთვის უნდა გაიმართოს, სადაც განხილული იქნება ახალი, პროგრესული მეთოდებისა და სისტემის დანერგვის შესახებ სტრატეგიის დანერგვა. სამეცნიერო კონფერენციის მოწვევის და გამართვის ვადების დადგენა ავთანდილ სურგულაძეს დაევალა, კონფერენციის წარმართვისთვის საჭირო წარმომადგენლობითი ხარჯების გამოყოფა კი, ოზურგეთის გამგებელს _ კოტე შარაშენიძეს. აღნიშნულ განკარგულებას დეპუტატებმა დიდი მოწონებით უყარეს კენჭი, თუმცა არაერთმა მათგანმა აღნიშნა, რომ 27 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს და ადვილი შესაძლებელია, კონფერენციის ჩატარება ნოემბრის თვეში გადაიდოს.




 ახალი ამბები
  • პირველ ქართულ ნეობანკ სფეისთან კოლაბორაციაზე AWS თავის ვებგვერდზე წერსიდეის გაჩენიდან 8 თვეში, 2018 წელს პირველი სრულად ციფრული ბანკი - სფეისი გაეშვა. ამაში კრიტიკული როლი ითამაშა ამაზონის ვებ სერვისებმა, რომელსაც სფეისი ახლა უკვე ორი წელია იყენებს. ცოტა ხნის წინ, AWS-მა თავის ვებგვერდზე ე.წ. case study გამოაქვეყნა, რომელიც სფეისის მიერ მათი სერვისების გამოყენებას ეხება.     Amazon Web Services არის Amazon-ის შვილობილი კომპანია, რომელიც ფიზიკურ პირებს, ბიზნესებს და სახელმწიფო სტრუქტურებს სთავაზობს ღრუბლოვან კომპიუტერულ პლატფორმებსა და პროგრამულ ინტერფეისებს.  ამ სერვისების დახმარებით ააშენა სფეისმა ოპტიმალური ინფრასტრუქტურა და აწვდის მომხმარებელს 24 საათიან სტაბილურ მომსახურებას. „წარსულში, არასამუშაო დროს საბანკო ტრანზაქციის შესრულება ფანტასტიკას უფრო ჰგავდა, ვიდრე რეალობას. დღეს კი მომხმარებლებს ამ სერვისებზე მყისიერი წვდომა აქვთ. ეს შესაძლებელი გახდა მხოლოდ AWS-ის ღრუბლოვანი პლატფორმის დამსახურებით,”  - აცხადებს სფეისის გენერალური მენეჯერი, ლაშა გურგენიძე, - “ერთ თვეში უკვე 40,000 მომხმარებელი გვყავდა. დავამტკიცეთ, რომ შესაძლებელია მართო სრულად ციფრული ბანკი, ფილიალების გარეშე, მთლიანად ღრუბლოვანი სერვისებით გამოყენებით.“ “ნეობანკ სფეისის სერვისები: სესხები, დეპოზიტები, ბარათები - ყველაფერი სრულად ციფრულია. მაგალითად, ანგარიშის გახსნის პროცესში, საჭიროა ახალი მომხმარებლის იდენტიფიკაცია, ამაში სფეისი Amazon Rekognition-ის სახის ამოცნობის ფუნქციას იყენებს, რომ შეძლოს გადაღებული ფოტოს შედარება პასპორტის ან პირადობის ფოტოსთან.” - ნათქვამია სტატიაში. “შიდა ინფრასტრუქტურის ასაშენებლად ყველა კომპონენტის მიღებას  შეიძლება 6 თვეზე მეტი დრო დასჭირდეს”, - ამბობს გურგენიძე. ”AWS– ის გამოყენებით კი, 6 წუთიც საკმარისია. ეს გაგვიადვილებს ახალ ბაზრებზე გასვლასაც, მაგალითად ამ წლის ბოლოს - გერმანიაში ექსპანსიას. ჩვენ უბრალოდ რამდენიმე დაწკაპუნებით შეგვიძლია საქართველოში შექმნილი ინფრასტრუქტურის კლონირება.“ სფეისი არის პირველი სრულად ციფრული ბანკი საქართველოში. ბანკი - ფილიალებისა და ფიზიკური სივრცეების გარეშე, რომელიც აპლიკაციის სახით მხოლოდ მობილურ ტელეფონებში არსებობს. სფეისის მიზანია, მომხმარებელზე ორიენტირებული, მარტივი, გამჭვირვალე და მყისიერი საბანკო მომსახურების შექმნა, დიზაინსა და მომხმარებლებზე ზრუნვაზე განსაკუთრებული აქცენტით. ... ...
  • თბილისის საქალაქო სასამართლოდან პატიმარი გაიქცა თბილისის საქალაქო სასამართლოდან გაქცეულ პატიმართან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ გენერალური პროკურატურაში განუცხადეს, თუმცა უწყებაში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. "მომხდარზე გამოძიება ორი მიმართულებითაა დაწყებული. პირველი - სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტს გულისხმობს და მეორე - სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაქცევას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 6 წლამდე", - განაცხადეს პროკურატურაში. უწყების განმარტებით, ამ ეტაპზე ბრალი არც ერთი პოლიციელის მიმართ წარდგენილი არ არის. აღსანიშნავია, რომ მომხდარზე გამოძიებას - პოლიციელების მიერ გულგრილობის მიმართულებით პროკურატურა, პატიმრის გაქცევის კუთხით კი შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს. გავრცელებული ინფორმაციით, ქურდობის ფაქტზე ბრალდებული ზაალ ძაგანიშვილი პოლიციელებს გუშინ, სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან გაექცა. ოჯახის მტკიცებით, 20 წლის ზაალ ძაგანიშვილი მანქანიდან მაშინ გაიპარა, როდესაც სამართალდამცველები სიგარეტის მოსაწევად იყვნენ ... ...
  • ტრაგედია ზუგდიდში _ მაშველებმა ბავშვის ცხედარი იპოვესმაშველებმა დარჩელში დაკარგული არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. ორდღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, ზუგდიდში, სოფელ დარჩელში დაკარგული არასრულწლოვნის ცხედარი მაშველებმა მდინარე ჯუმში, გაუჩინარების ადგილიდან 3 კმ-ში იპოვეს. საძიებო სამუშაოებში ჩართული იყვნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის და აჭარის რეგიონებიდან. ოპერაციაში ასევე მონაწილეობდა განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფი თბილისიდან. მობილიზებული იყო დრონი და სამი ერთეული მცურავი საშუალება. წყლის ფსკერის დათვალიერება მიმდინარეობდა ექოლოტის საშუალებით. ადგილზე შექმნილი იყო სამუშაო შტაბი, საიდანაც ოპერაციის მონიტორინგი ხორციელდებოდა. დაკარგული არასრულწლოვნის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შეტყობინება 13 ივლისს შევიდა, რის შემდეგაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მდინარე ჯუმში აქტიური საძიებო-სამაშველო ოპერაცია ... ...
  • „ვინ უნდა შემოგვთავაზონ ივანიშვილი-კობახიძის ტანდემმა ახალ სახეებად?“ _ ჭიჭინაძეპოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე „ქართულ ოცნებას“  2020 წელს რვაწლიანი მოღვაწეობის სამარცხვინო კრახს უწინასწარმეტყველებს. ჭიჭინაძის განცხადებით, „ოცნება“, თავისი ხელმძღვანელით,  ერთი დიდი უპირო ორგანიზაცია გახდა. „ილუზორულ სამყაროში გამოკეტილმა კობახიძემ „გაგვახარა“,  საარჩევნოდ თამამი დაპირებები გვექნებაო, მაგრამ სითამამეს წინ რა უდგას, შესრულებაა მთავარი. ან რა უნდა გვითხრას „ქართულმა ოცნებმ“ ახალი? რომ პანდემია დაამარცხეს? პანდემიასთან ერთად ქვეყანა დაამარცხეს! აბსოლუტურად გააღატაკეს ხალხი!  „ოცნება“, თავისი ხელმძღვანელით,  ერთი დიდი უპირო ორგანიზაცია გახდა. 2012 წლიდან პრაქტიკულად არცერთი დაპირება არ შესრულებულა. ივანიშვილმა კი, ცინიზმის უმაღლესი მწვერვალი გამოავლინა, როდესაც გამოაცხადა, ყველაფერი შეგისრულეთ და ამაზე კარგს ნუ ელოდებითო. მაგრამ! თუ პოლიტიკურ  ძალას არ შესწევს დაპირებების შესრულების უნარი, მისი ადგილი პოლიტიკაში არ არის!   მითუმეტეს სათავეში მმართველ გუნდად ყოფნა  აღარანაირ ლეგიტიმაციას არ ექვემდებარება. მოკლედ, პირადად მე, ვერც შემადგენლობაში ვხედავ დიდ ცვლილებებს და ვერც შინაარსობრივად. ან ვინ უნდა შემოგვთავაზონ ივანიშვილი-კობახიძის ტანდემმა ახალ სახეებად? მთელი ცხოვრება ორივე ილუზორულ სამყაროშია გამოკეტილი და თითქოს გადაბრუნებული ბინოკლით უყურებენ ადამიანებს, იმიტომ ეპატარავებათ ყველა. არადა ქვეყანას პოლიტიკოსები სჭირდება, ადამიანები, ვინც თავის თავზე პასუხისმგებლობას აიღებს; ვინც ამ აბსოლუტურ განუკითხაობას შეებრძოლება; ეკონომიკური სიდუხჭირიდან გამოსავალზე რეალურად იზრუნებს და არა მხოლოდ ტელეეთერებიდან; ვისაც რეალური ცოდნა ექნება და არა პოპულიზმზე მორგებული ე.წ. პოლიტელიტა... და არა ის მონები, რომლებითაც სავსეა დღეს „ქართული ოცნება“, _ აცხადებს დავით ... ...
  • საქართველოში კორონავირუსით დაავადების შემთხვევები გაიზარდა​​საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 1003-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 873 ადამიანი. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა. ბოლო მომაცემებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილია - 15 კარანტინის რეჟიმშია - 5640, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 244 ადამიანი რჩება. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია 31 საქართველოს მოქალაქე. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...