დეპუტატის და გუბერნატორის ვიზიტი ნორვეგიაში

პოლიტიკა

დეპუტატის და გუბერნატორის ვიზიტი ნორვეგიაში

2011 ივნ 17 08:06:50
პროექტის _ "გურიის რეგიონის მუნიციპალური განვითარების" ფარგლებში, გურიის მხარის გუბერნატორი ვალერიან ჩიტაიშვილი, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა შანიძე და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი დავით მელუა ნორვეგიაში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში, ისინი, გურიის პირველი პირის ინფორმაციით, ქვეყნის განვითარების კონკრეტულ მაგალითებს გაეცნენ.

_ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის მხარდაჭერითა და ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა შანიძის ინიციატივით, გურიის რეგიონის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს პროექტის _ "გურიის რეგიონის მუნიციპალური განვითარების" გახორციელება. პროექტის დამფინანსებელია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ხოლო ახორციელებენ ნორვეგიის ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობის ასოციაცია, ევროპის საბჭო და საქართველოს თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია.

პროექტის ძირითადი ამოცანაა გურიის მუნიციპალიტეტების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული გეგმების, ხოლო შემდგომ ეტაპზე, მხარის განვითარების სტრატეგიის შემუშავება.

სწორედ ამ პროექტის ფარგლებში გახლდით ნორვეგიაში. სამუშაო ვიზიტის ძირითადი ფორმატი მოიცავდა ნორვეგიის გამოცდილების, მუნიციპალურ, რეგიონულ თუ ქვეყნის დონეზე დაგეგმვის პროცესის და განვითარების სტრატეგიების კონკრეტული მაგალითების გაცნობას, _ გვითხრა ჩიტაიშვილმა.

_ ბატონო ვალერი, რა მსგავსება და რა განსხვავებაა ნორვეგიასა და საქართველოს შორის სახელმწიფოებრივი ან საბიუჯეტო მოწყობის მხრივ?

_ ნორვეგიის ყველა თვითმმართველი ერთეულის საბიუჯეტო მოწყობა, საბიუჯეტო დაგეგმვა სწორედ სტრატეგიულ გეგმაზე დაყრდნობით ხორციელდება და ამ პროცესს მუნიციპალიტეტში არსებული შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ხელმძღვანელობს. დაგეგმვის პროცესში მუნიციპალიტეტის ხელისუფლება იზიდავს ყველა დაინტერესებულ მხარეს: მოსახლეობას, პროფესიონალებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს. ნორვეგიაში მკაცრადაა გამიჯნული მუნიციპალური და რეგიონული ხელისუფლების ფუნქციები. გამიჯნულია, როგორც მომსახურების სფეროები, ასევე, შესაბამისი საბიუჯეტო სახსრები. ნორვეგიაში 430 მუნიციპალიტეტია, რომლებიც 19 რეგიონში არიან გაერთიანებულნი.

ორივე დონეზე, ოთხ წელიწადში ერთხელ, ტარდება არჩევნები და მოსახლეობა პირდაპირი არჩევნების გზით, როგორც მუნიციპალურ, ასევე რეგიონულ დონეზე, ირჩევს თვითმმართველობას. ორივე სტრუქტურას გააჩნია დამოუკიდებელი და გამიჯნული ბიუჯეტი. მაგალითად, მუნიციპალიტეტი აფინანსებს სკოლამდელ განათლებას, ხოლო რეგიონი _ სასკოლოს. მუნიციპალიტეტი აფინანსებს შიდა ინფრასტრუქტურას, რეგიონი _ საქალაქთაშორისოს. რეგიონის და მასში შემავალი მუნიციპალიტეტების საქმიანობის ზედამხედველობას ახორციელებს მეფისა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ დანიშნული გუბერნატორი. გუბერნატორი ინიშნება 6 წლის ვადით და მისი უფლებამოსილება ძალზე მაღალია _ მას აქვს უფლება, შეაჩეროს მუნიციპალიტეტის თუ რეგიონის ხელისუფლების მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება.

_ კონკრეტულად რა შეხვედრები გქონდათ?

_ შევხვდით დრამენის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს, ერთ-ერთი რეგიონის არჩეული თვითმმართველობის და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებს და რეგიონის დანიშნული გუბერნატორის აპარატს, ვიცე-გუბერნატორს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს. საინტერესო სამუშაო შეხვედრა გაიმართა ნორვეგიის პარლამენტში, თვითმმართველობის კომიტეტში, სადაც საკანონმდებლო დონეზე განიხილება ყველა რეგიონთან და მუნიციპალიტეტთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივები.

შეხვედრები ჩატარდა, ასევე, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროში, რეგიონული განვითარების სამინისტროში, გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან. შეხვედრები გაიმართა ქალაქ ოსლოს მერიაში, ეკონომიკური დაგეგმვისა და განვითარების ცენტრში, ნორვეგიის ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობის ასოციაციაში. შეხვედრების ძირითადი მიზანს ნორვეგიის თვითმმართველობათა ასოციაციასთან პარტნიორობით, ჩვენს რეგიონში გახორციელებული საქმიანობის შედეგების გაცნობა და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვა წარმოადგენდა.

_ რამდენად რეალურია, რომ იქ არსებული სიტუაცია გურიას მოერგოს?

_ გეგმები მართლაც მრავალმხრივია და იგი თითქმის წლის ბოლომდეა გაწერილი _ 2011 წლის ივლის-აგვისტოში, გურიის სამივე მუნიციპალიტეტში, გახორციელდება მიკროპროექტები, რომლებიც დაფინანსდება ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. 2011 წლის ზაფხულში და შემოდგომაზე წარიმართება სამუშაოები გურიის რეგიონის განვითარების სტრატეგიის შემუშავების მიმართულებით. ამავე პერიოდში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოყოფილი სახსრებით გახორციელდება მაკროპროექტი გურიის რეგიონული განვითარების სტრატეგიის ფარგლებში. 2011 წლის შემოდგომაზე, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები გურიის მუნიციპალიტეტებში ადგილზე გაეცნობიან სტრატეგიული დაგეგმვის პროცესს, მათ მიერ დაფინანსებული მოქალაქეთა მომსახურების ცენტრების და სამივე მუნიციპალიტეტში დოკუმენტაციის მართვის სისტემის ფუნქციონირებას; რეგიონული დაგეგმვის პროცესს და მიკროპროექტების ფარგლებში გახორციელებულ საქმიანობას. 2011 წლის ოქტომბერ-დეკემბერში, მომზადდება ორწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელშიც გურიის რეგიონში, ნორვეგიული პარტნიორობით, 2012-2014 წლებში გასახორციელებელი საქმიანობები იქნება გაწერილი. წინამდებარე სამუშაო ვიზიტის ძირითადი შედეგი, სწორედ პროექტის _ "გურიის რეგიონის მუნიციპალური განვითარება", მეორე ეტაპის დაგეგმვა და მხარის ეკონომიკური განვითარებაში ნორვეგიული დაფინანსების პარამეტრებსა და პირობებზე მსჯელობა იყო.

გუბერნატორის თქმით, პროგრამა კულტურული თვალსაზრისით ძალზე დატვირთული გახლდათ _ დელეგაციის წევრებმა მოინახულეს ვიკინგთა ხომალდების მუზეუმი ქალაქ ოსლოს მერიაში (იქ ტარდება ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონია), ნორვეგიის პარლამენტის ისტორიული შენობა ვიგელანდის სკულპტურათა პარკში (პარკი კაცობრიობის ბედ-იღბლის თემაზე შექმნილ 227 სკულპტურას მოიცავს):

_ გავეცანით ოსლოს სანაპირო ინფრასტრუქტურას და საზღვაო მუზეუმს, დრამენის და ოსლოს ღირშესანიშნაობებს. ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი ყველა მხრივ საინტერესო იყო, _ დასძინა ჩიტაიშვილმა.




 ახალი ამბები
  • წალენჯიხაში ავტომობილი ამობრუნდა - არიან დაშავებულებიხუთი ადამიანი დაშავდა წალენჯიხაში, სოფელ ლიაში,რამდენიმე საათის  წინ  მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი  გზიდან   გადავადიდა  და ამობრუნდა. დაშავებულები ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები. ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე  მუხლით ... ...
  • ჩოხატაურის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობსამ წუთებში, ჩოხატაურში ცენტრალური ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები  მიმდინარეობს. აღნიშნული ღონისძიება კორონავირუსის პრევენციის მიზნით ტარდება. როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურმა განუცხადა, სპეციალური ხსნარით მუშავდება და წყლის ჭავლით ირეხება ცენტრალური ქუჩები, ცენტრალური მოედანი, მაღაზიების და საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიები, ასევე საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორია. ქუჩების სადეზინფექიო სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის დანაყოფები და ჩოხატაურის მერიის დასუფთავების სამსახური. ადგილზე იმყოფება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, მოადგილეებთან, თამაზ ჯინჭარაძესთან და მინდია ჟღერიასთან ერთად. "გურია ნიუსის" შეკითხვაზე აღნიშნული ღონისძიება ერთჯერადია თუ უახლოეს დღეებში ისევ განმეორდება, მერიაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიხედვით ... ...
  • რატომ არ მივიდა პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან1989 წლის 9 აპრილიდან 31 წელი გავიდა. ჩვეულებრივი მოქალაქეებისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. თუმცა, საქართველოს პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან არ გამოჩენილა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში წერია, ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი დღის მნიშვნელობის გააზრება სახლშიც შეიძლება. „დღეს 9 აპრილია. ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული და ამავდროულად, უდიდესი გამარჯვების დღეა, რომელიც არ შეიძლება ერთად არ გავისხენოთ! ამავე დროს, დღეს 9 აპრილი სულ სხვა ვითარებაში გაგვითენდა - საგანგებო მდგომარეობის, შინ დარჩენისა და კარანტინის ვითარებაში და მთელი საზოგადოება 9 აპრილს სხვა განწყობით ხვდება. ბევრი ვერ მივიდა დღეს 9 აპრილის მემორიალთან, მე არ მივსულვარ მემორიალთან, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ მივიდოდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ დღეს ჩვენ ნაკლებად განვიცდით. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვახსოვს იმ გმირების თავდადება! ეს არ ნიშნავს, რომ რამენაირად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი! ეს ყველაფერი ჩვენთანაა და შეიძლება კიდეც სახლში უფრო გავიაზროთ - რას ნიშნავს ეს დღე ჩვენი დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოსთვის, რამდენად მძიმე, მაგრამ ამავდროულად, სიმბოლური დღეა დღეს”,_ წერია პრეზიდენტის ... ...
  • დაესწრება თუ არა სააღდგომო ლიტურგიას პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში განაცხადა, რომ წელს აღდგომის დღესასწაულზე ტაძარში ვერ მივა, რადგან საზოგადოებას დაუმორჩილებლობის მაგალითს ვერ მისცემს. „სამ დღეში არის ბზობა, ათ დღეში კი – აღდგომა. მე არ მახსოვს ჩემი ცხოვრების არც ერთი წელი, როცა არ მივსულვარ ეკლესიაში აღდგომის წირვაზე ან თუნდაც ვნების კვირეულის რომელიმე ლიტურგიაზე. ეს იყო ჩვენს ოჯახში დიდი ტრადიცია, ეს იყო ჩვენი რწმენის გამოხატულება, თუმცა სხვა ვითარებაა ამ წელს და ამ წელს ვერ მივალ მე ეკლესიაში, ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რამეთუ ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია, დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი. ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს სამაგალითო ამ კუთხით და ვერ მისცემს საზოგადოებას დაუმორჩილებლობის რამე მაგალითს. ჩვენ, დარწმუნებული ვარ ამაში, ყველანი ერთად ვილოცებთ, ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირები ჩვენთვის ილოცებენ და ეს იქნება ასევე ჩვენი რწმენის დიდი გამარჯვება, ეს ერთიანობა, რომელიც არის ჩვენი მთავარი იარაღი დღეს ამ დიდ ბრძოლაში, რომელშიც ვართ ჩართული“, – განაცხადა სალომე ... ...
  • ევროკავშირის ელჩი: საქართველოზე შეყვარებული ვარ„საქართველოზე შეყვარებული ვარ და კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ეს საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ახლა ვიმყოფებოდე“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. ევროკავშირის ელჩმა კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოსთვის გამოყოფილ დახმარებაზე ისაუბრა მისი  თქმით, ადრეული და გაბედული ქმედებებით საქართველომ ძალიან კარგი პოზიცია დაიკავა. „იმედი გვაქვს, რომ გადავშალეთ ახალი გვერდი შემთხვევების კლების კუთხით, თუმცა ბრძოლა კვლავ მიმდინარეობს. საქართველოს რამდენიმე პროგრამით გათვალისწინებული ათეულობით მილიონი ევროთი ვეხმარებით, რაც ამ კრიზისულ პერიოდში მთლიანობაში დაახლოებით 250 მილიონიან დახმარების პაკეტს ქმნის. ჩვენ ეს თანხები გვინდა მივმართოთ ჯანდაცვის მწვავე საჭიროებებისკენ, ჩვენ ვიმუშავებთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, რათა შევიძინოთ აღჭურვილობა, ჩავატაროთ ტრეინინგი. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ დავეხმარებით ყველაზე უფრო მოწყვლად ჯგუფებს და გამოვყოფთ უფრო მეტ თანხებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ქვეყნის მასშტაბით, რათა მივცეთ საშუალება განახორციელონ ეს მნიშვნელოვანი სამუშაო. ასევე გამოკვეთილი ნაწილი გახლავთ მხარდაჭერა, რომელიც გვსურს აღმოვუჩინოთ საქართველოს ეკონომიკის საყრდენს, ესაა მცირე და საშუალო ზომის საწარმოები, რომელთა დახმარებაც გვინდა იაფფასიანი კრედიტების მიწოდებით, რათა აღიდგინონ საქმიანობა“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა „რუსთავი 2-ის“- ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...