ბიძინა ივანიშვილი: "ვიცი, ჩემი ქუთაისი ახლაც ისევ გვერდით დაგვიდგება!"

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: "ვიცი, ჩემი ქუთაისი ახლაც ისევ გვერდით დაგვიდგება!"

2013 ოქტ 14 16:02:16

ქუთაისში შემაჯამებელ შეხვედრაზე პრეზიდენტობის კანდიდატი მხარდამჭერებს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა წარუდგინა და 27 ოქტომბერს კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, გიორგი მარგველაშვილმა მინისტრობის პერიოდში მოახერხა მცირე ბიუჯეტით 800 ზე მეტი სკოლის რემონტის დაწყება, უფასო სახელმძღვანელოების და 17 უფასო ფაკულტეტის უზრუნველყოფა. პრემიერის შეფასებით გიორგი მარგველაშვილის მხარდაჭერით მოსახლეობა ხმას საქართველოს მომავალს მისცემს: "მოდით არჩევნებზე, ხმა მიეცით "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატს, გიორგი მარგველაშვილს, ხმა მიეცით ჩვენი სამშობლოს მომავალს, ჩვენი შვილების მომავალს, შემოხაზეთ 41," _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერ მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ კოალიციას შარშან პირველი გასვლა სწორედ ქუთაისში ჰქონდა, ქუთაისმა დიდი მუხტი აჩვენა და შემდეგ მთელი საქართველო ფეხზე დადგა: "შარშან მთელმა საქართველომ არჩევანი თავისუფლებისა და ღირსების სასარგებლოდ გააკეთა _ უარი უთხრა სიცრუეს, ბრძოლა გამოუცხადა ძალადობას. ვიცი, რომ ჩემი ქუთაისი ახლაც ისევ გვერდით დაგვიდგება, როგორც შარშან და ერთად ჩვენ ისევ გავიმარჯვებთ," _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა მადლობა გადაუხადა ათასობით მხარდამჭერს საგანგებო და ემოციური დახვედრისთვის. "ეს იყო შეხვედრა, რომელშიც ჩვენ მივიღეთ ენერგია მომავალი გამარჯვებისთვის და მომავალი ორი კვირის წარმატებულად ბოლომდე მიყვანისთვის," _ აღნიშნა მარგველაშვილმა.

"ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ დღეს საჭიროა პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია. "კონსოლიდაციისათვის ჩვენ გვყავს პარლამენტი, რომელშიც გვაქვს უმრავლესობა, გვყავს მთავრობა, რომელსაც მართავენ ძალიან კარგი მინისტრები და ძალიან კარგი პრემიერ-მინისტრი და თქვენ გეყოლებათ პრეზიდენტი, რომელიც იქნება მთავრობის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის პარტნიორი. აი ამისათვის ჩვენ გვჭირდება, რომ გაძლიერდეს და გამთლიანდეს ქართული ხელისუფლება," _ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით ქუთაისს ძირძველ და ყველასთვის საყვარელ ქალაქს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, როგორც ეკონომიკის, ასევე ხელოვნების, განათლების და სხვა მიმართულებით. რისთვისაც დღეს ხელისუფლებას ერთად დგომა სჭირდებათ.

ზესტაფონში გამართულ შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებას რეჟისორმა რეზო ჩხეიძემაც მიმართა და მათ არჩევნებზე მარგველაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა: "მიხარია, რომ ხელისუფლებაში ეროვნული ხელისუფლება მოვიდა. სპორტის სასახლეში როდესაც გიორგი მარგველაშვილის ბიოგრაფია წავიკითხე და მისი გამოსვლა მოვისმინე, გადავწყვიტე რომ თქვენს გვერდით დავდგე, იმიტომ რომ სხვანაირად არ შეიძლება. ვფიქრობ გიორგი მარგველაშვილის დასახელებით, როგორც ფილოსოფოსი ადამიანის ქვეყნის სათავეში მოსვლით, საქართველოს ქართული ცივილიზაცია დაუბრუნდება," _ განაცხადა რეზო ჩხეიძემ.

კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა ზესტაფონში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, ზვიად ძიძიგურთან და დავით უსუფაშვილთან ერთად, მერაბ კოსტავას ტრაგიკულად დაღუპვის 24 წლისთავთან დაკავშირებით, ხარაგაულის რაიონში სოფელ ბორითში ეროვნული გმირის მემორიალი მოინახულა და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

(R)




 ახალი ამბები
  • საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებსსაპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერთაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებ-გვერდები, რომელსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.ვებ-გვერდზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას თხოვენ. ყალბი ვებ-გვერდები უკანონოდ იყებენენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას. თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი. ... ...
  • რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით 11-დან 6 მარშრუტზე მგზავრობა 30 თეთრით გაძვირდა და 1,8 ლარი გახდა. რაც შეეხება დანარჩენ 5 მარშრუტს, ფასი ჯერჯერობით, უცვლელია. ახალი ტარიფის გადახდა მგზავრებს დღეიდან მეტროს სადგურ „დიდუბის“, რკინიგზის სადგურის, მეტროს სადგურ „ვარკეთილისა“ და სპორტის სასახლის მიმართულებით მგზავრობისას უწევთ. მგზავრობის ღირებულება 1.50 ლარი რჩება რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, მოსკოვის გამზირი; რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, ისთ ფოინთი; რუსთავი, შარტავას გამზირი - თბილისი, ლილო; რუსთავი, მეტალურგიული ქარხანა - თბილისი, გლდანი; რუსთავი, მე-19 მიკრო რაიონი - თბილისი, უნივერსიტეტის მაღლივი ... ...
  • პატრიარქი: ადამიანის სულში ცვლილებებია და საჭიროა ყურადღება, რომ მიწიერმა არ გაიტაცოსსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლს ქადაგებით მიმართა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანმა სრულყოფილებასა და სულიერებაზე იზრუნოს. „ერთ მდგომარეობაში არაფერი ჩერდება, ყველაფერი მოძრაობს, იცვლება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენ ვიცვლებით მასთან ერთადო. დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებაში, გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი. ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე, ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს“,  - აღნიშნა პატრიარქმა. 19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ამ დღეს ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე ... ...
  • ამ ეტაპზე "რუსთავი 2"-ის მყიდველი არ გამოჩენილა - სალიაამ ეტაპზე რუსთავი 2-ის მყიდველი არ გამოჩენილა - ამის შესახებ განცხადება, არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ქრონიკასთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, თუ მყიდველი დღესაც არ გამოჩნდა, კონკრეტულ გეგმებს საზოგადოებას დღეს გააცნობს.  "ამ ეტაპზე მყიდველი არ გამოჩენილა. ჩვენი პირობა იყო რომ საჯაროდ გამოჩენილიყო აღნიშნულის თაობაზე. თუ არ გამოჩნდება მსურველი მაშინ გეგმების შესახებ დღესვე გავაცნობთ. საუბრები გაკოტრების შესახებ არის გადაჭარბებული. ასეთი რამ არ იგეგმება, მაგრამ იგეგმება კონკრეტული ღონისძიებები, რაც კომპანიის ვალების გასტუმრებაში შეუწყობს ხელს",- განაცხადა ... ...
  • ყიდულობს თუ არა ვანო ჩხარტიშვილი "რუსთავი 2"_ს _ ბიზნესმენის ექსკლუზიური კომენტარიგავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2_ს, რომლის გაყიდვის შესახებ განცხადება ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, მყიდველი უკვე გამოუჩნდა. როგორც ამბობენ, ტელეკომპანის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყიდულობს. თუმცა, გურია ნიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში ჩხარტიშვილი ამას ურყოფს: _ სისულელეა და ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა ჩხარტიშვილმა და დააკონკრეტა, რომ ტელევიზიის ყიდვას არ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...