საარჩევნო პროცესის ხარვეზად კვლავ რჩება უბნებზე საარჩევნო ბიულეტენების ნაკლებობა

პოლიტიკა

საარჩევნო პროცესის ხარვეზად კვლავ რჩება უბნებზე საარჩევნო ბიულეტენების ნაკლებობა

2013 ოქტ 27 15:44:09

საარჩევნო უბნებზე პრაქტიკულად აღარ ხდება ამომრჩეველთა ორგანიზებული მიყვანა მიკროავტობუსებით და მათი კონტროლი პარტიების კოორდინატორთა მიერ, რასაც წინა არჩევნების დროს მასობრივი ხასიათი ჰქონდა და ხშირ შემთხვევაში, ეს იწვევდა საარჩევნო პროცესის შეფერხებას. მსგავს არაჯანსაღ აქტიურობას წინა წლებში ადგილი ჰქონდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ე. წ. კოორდონატორების მხრიდან, რასაც ადამიანის უფლებათა ცენტრი ამომრჩევლებზე ზეწოლის ერთ-ერთ ფორმად მიიჩნევდა. მისასალმებელია, რომ 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ამგვარ მასობრივ მობილიზებას საარჩევნო უბნებზე არც ყოფილი და არც ახლანდელი მმართველი პარტია არ იყენებს.

მნიშვნელოვნად იკლო სპეცუბნების რაოდენობამ, რის შესახებაც შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა საზოგადოებას დროულად მიაწოდეს ინფორმაცია. სამხედრო მოსამსახურეებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დიდ ნაწილს საშუალება მიეცა, ხმა რეგისტრაციის ადგილის მიხედვით მიეცა სასურველი კანდიდატისთვის. წინა წლებში ჩატარებულ არჩევნებში ტენდენციის სახე ჰქონდა ყაზარმული მდგომარეობის გამოცხადებას, რის გამოც ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები მოკლებულნი იყვნენ საშუალებას, ხმა რეგისტრაციის ადგილის მიხედვით მიეცათ. ხოლო სპეცუბნებზე, სადაც ისინი ხმას აძლევდნენ, არჩევნები მაშინდელი მმართველი პარტიის - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" 100%-იანი გამარჯვებით მთავრდებოდა.

საარჩევნო პროცესის ხარვეზად კვლავ რჩება უბნებზე საარჩევნო ბიულეტენების ნაკლებობა, რასაც ასეთივე ტენდენციის სახე ჰქონდა გასული წლის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას. საუბნო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბიულეტენების მცირედი დანაკლისი არჩევნების პროცესს ხელს არ შეუშლის, რადგან უბნებზე ამომრჩეველთა 100%-იან აქტიურობას არ ელოდებიან. ადამიანის უფლებათა ცენტრი ამ არგუმენტს არ იზიარებს და ცესკოს მოუწოდებს, გამოასწოროს მსგავსი ხარვეზები საარჩევნო უბნებზე.

დარღვევები და ხარვეზები

წინა არჩევნების მსგავსად საარჩევნო უბნებზე კვლავ ფიქსირდება საზოგადოებისთვის უცნობი დასახელების არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა წარმომადგენლები გასაუბრებისას ვერ ასახელებენ თავიანთი ორგანიზაციის დაფუძნების წელს და ხელმძღვანელს. ასეთი ტიპის "დაკვირვებლები", სავარაუდოდ, საარჩევნო სუბიექტების სატელიტ ორგანიზაციებს წარმოადგენენ, რაც მართალია, კანონდარღვევა არ არის, მაგრამ ჩრდილს აყენებს საარჩევნო პროცესში სამართლიანობის პრინციპს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლები რამდენიმე საარჩევნო უბნიდან გვაწვდიან ინფორმაციას, რომ საარჩევნო სუბიექტებს უბნებზე ზოგჯერ ორ-ორი წარმომადგენელი ჰყავთ. ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ნინა ხატისკაცი აცხადებს, რომ საარჩევნო უბნებზე ზოგიერთი საარჩევნო სუბიექტის ორ-ორი წარმომადგენლის დასწრება საარჩევნო კოდექსის 42-ე მუხლის არასწორი ინტერპრეტაციაა. ამ გზით ირღვევა კოდექსის მე-8 მუხლის მე-15 ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, შესაბამის კომისიაში საარჩევნო სუბიექტს მხოლოდ თითო წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს. ცესკოს მხრიდან საარჩევნო კოდექსის 42-ე მუხლის არასწორი ინტერპრეტაცია, სავარაუდოდ, გამოწვეულია იმით, რომ ცესკო საპრეზიდენტო არჩევნებს საპარლამენტო არჩევნების სპეციფიკით უდგება და არ ითვალისწინებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში საარჩევნო სუბიექტი არის არა პარტია ან საარჩევნო ბლოკი, არამედ პარტიის ან საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საპრეზიდენტო კანდიდატი. ამდენად, არასწორია პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების წარმომადგენელთა დამატებით დაშვება საარჩევნო კომისიაში.

მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების კიდევ ერთ ნაკლოვანებად უნდა ჩაითვალოს იმ ამომრჩეველთა ბიულეტენების გაბათილების დაკანონება, რომლებმაც საარჩევნო ბიულეტენში ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი გადახაზა და ამით დააფიქსირა თავისი საპროტესტო პოზიცია ყველას მიმართ. ასეთი კატეგორიის ამომრჩეველთა ბიულეტენები, არსებული საარჩევნო კანონმდებლობით, ხმის დათვლისას გაბათილდება, რაც სერიოზულად დააზარალებს ამომრჩეველთა მიერ გამოხატული ნების საერთო სტატისტიკას. ფაქტობრივად, ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი, რადგან წინა არჩევნებისას ამომრჩეველთა საპროტესტო ხმა ფიქსირდებოდა და შემაჯამებელ ოქმში იყო გრაფა, რითაც ყველას წინააღმდეგ მიცემული ხმების რაოდენობაც ითვლებოდა.

მარნეულის ოლქის 48-ე საარჩევნო უბანზე 11-მა ამომრჩეველმა ისე მისცა ხმა, რომ რეგისტრატორების ბეჭედს სპეციალური ნაკვეთური არ ჰქონდა გაკეთებული. ხუთი რეგისტრატორიდან სამს ნაკვეთურის გაკეთება დაავიწყდა. კანონმდებლობის მიხედვით, ბეჭედს ნაკვეთური უბნის გახსნამდე, წილისყრის შემდეგ უკეთდება. ნაკვეთურის გაკეთება არის კიდევ ერთი დამატებითი რეგულაცია ხმების გაყალბების თავიდან ასაცილებლად. ადამიანის უფლებათა ცეტრის დამკვირვებელმა ამ დარღვევასთან დკავშირებით შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში გააკეთა. კომისიის თავმჯდომარემ კი პრობლემა აღმოფხვრა და ბეჭდებს ნაკვეთური გაუკეთა. თუმცა, იმ 11 ადამიანის ხმა, შესაძლოა ხმების დათვლის დროს გაბათილდეს. გაბათილების შესახებ გადაწყვეტილებას კომისია ხმათა უმრავლესობით იღებს.

ქარელის 33-ე ოლქის პირველ უბანზე ინციდენტი მოხდა. კომისიის თავმჯდომარემ მანანა წოწოლაშვილმა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დამკვირვებელს საჩივრის დაწერის უფლება არ მისცა. კომისიის თავმჯდომარე "ქართული ოცნების" წევრია. დამკვირვებელი საჩივრის დაწერას იმ საკითხთან დაკავშირებით აპირებდა, რომ უბანზე ბიულეტენების რაოდენობა ამომრჩევლების რაოდენობაზე ნაკლებია. ამის შესახებ ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა მარი ოთარაშვილმა მოგვაწოდა.

"კომისიის წევრი უყვიროდა დამკვირვებელს და არ აძლევდა საჩივრის დაწერის უფლებას. შემდეგ მას ტელეფონზე დაურეკეს და როგორც ჩანს, ურჩიეს, რომ დამკვირვებლისთვის საჩივრის დაწერის უფლება მიეცა და ამ ჩარევის შემდეგ, დამკვირვებლემა საჩივარი დაწერა" - ამბობს მარი ოთარაშვილი.

საპრეზიდენტო არჩევნებს ადამიანის უფლებათა ცენტრი აკვირდება ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს", აშშ-ის საელჩოსა და NED-ის ფინანსური მხარდაჭერით. ეს პროექტები მოიცავს წინასაარჩევნო პროცესისა და უშუალოდ არჩევნების დღის მონიტორინგს. 27 ოქტომბერს დამკვირვებლების ნაწილი მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებზეა მიმაგრებული, ნაწილი კი მობილურ ჯგუფებში გადანაწილდა და უბნიდან უბანზე მოძრაობს.

 

 




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენოზურგეთის ჭადრების ბაღში დილიდანვე საზეიმო განწყობა სუფევს.  ხალხმრავლობაა სამხედრო მოსამსახურეებთან. აქ წარმოდგენილია ქუთაისის 32-ე ბატალიონი. როგორც სამხედრო მოსამსხურეებს, ტექნიკას ინტერესით  ეცნობიან, როგორც დიდები, ისე პატარები. იღებენ ამახსოვრო ფოტოებს.  12 საათისთვის აქ გურიის  გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და გარემოს დაცვის  და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მოვიდნენ. _მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე. წელს წილად გვხვდა ბედნიერება ოზურგეთში ვუმასპინძლოთ გამოფენას. აქ ნახავთ კულინარიულ გამოფენას, ქართული ღვინის გმოფნა-გაყიდვას, გაეცნობით წარმატებულ ადაიანებს ,- თქვა მან. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მინისტრის მოადგილესთან ერთად, ტერიტორიული მტლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. ზეიმი ამ წუტებშიც ... ...
  • ყაჩაღობა ოზურგეთში - უცნობმა პირებმა დისტრიბუციის მანქანა დააყაჩაღესოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის და სოფელ ცხემლისხიდის საზღვარზე ყაჩაღობის ფაქტს ჰქონდა ადგილი. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი დისტრიბუციის მანქანა უცნობმა პირებმა დააყაჩაღეს. ყაჩაღობის ფაქტი დღის საათებში მოხდა. არაოფიციალური ინფორმაციით, წაღებულია 20 000 ლარის  საქონელი. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება ფაქტთან დაკავშირებით ორი მუხლით მიმდინარეობს: სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და  236-ე მუხლებით,  რაც გულისხმობს ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება. ამ ეტაპზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მომხადარის შედეგად დაშავებული ან რაიმე სახის დაზიანებებით არავინ არ ... ...
  • რატომ არ ჩატარდება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ლანჩხუთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი, რომელიც 26 მაისს ლანჩხუთის კულტურის სახლში უნდა გამართულიყო, გაუქმეულია _ ამის მიზეზი 23 მაისს, სოფელ სუფსაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაა, რა დროსაც ოთხი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, მათ შორის, ლანჩხუთის ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრისა და სასწარაფო დახმარების ექიმი, არჩილ კვაჭაძე. როგორც ლანჩხუთის მერიაში გვითხრეს, 26 მაისს დაგეგმილი ყველა სხვა სახის ღონისძიება დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით გაიმართება, გარდა კონცერტისა. „23 მაისს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების პროგრამიდან ამოღებულია და აღარ ჩატარდება  საზეიმო კონცერტი, რომელიც კულტურის სახლში იყო დაგეგმილი“, _ გვითხრა მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა მაკა ... ...
  • 27 მაისს საპენსიო სააგენტოს დირექტორი სტუდენტებს შეხვდება (R)27 მაისს, 12:00 საათზე საქართველოს პარლამენტის კინო დარბაზში საპენსიო სააგენტოს დირექტორი 100-მდე სტუდენტს შეხვდება. ინტერაქციული კომუნიკაციის ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო, შავი ზღვის საერთაშორისო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები ლევან სურგულაძის პრეზენტაციას მოისმენენ. შეხვედრაზე სიტყვით გამოვა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - აკაკი ზოიძე. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართება. ... ...
  • დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის დაზიანების ფაქტზე 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ჯ.წ. ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე ამხილეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 მაისს, შურისძიების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის მინები ჩაამსხვრია, რის შემდეგაც ამავე შენობაში არსებული ინვენტარი _ ტელევიზორი, მოდემი, ვენტილატორი, ტელეფონი და კომპიუტერის პრინტერი დააზიანა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი ... ...

არქივი

ზაფრანი

ნივთების ისტორიიდან - ტუნიკა

ახლა უკვე ძნელია იმის თქმა,...

როდის ხდება წყლის დალევა ორგანიზმისთვის მავნებელი

არ შეიძლება ნებისმიერი სითხის სულმოუთქმელად...

ნუ დანებდებით

ვის არ უჩხუბია და უკამათია......

ნაბახუსევზე მარილიანი ყავა სასარგებლოა

ნებისმიერ ადამიანს ხშირად ერთი პრობლემა...

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...