"მათ ოპოზიციურ პარტიებად ვერ მივიჩნევ"

პოლიტიკა

"მათ ოპოზიციურ პარტიებად ვერ მივიჩნევ"

30 ივნ. 2011, 19:21:08
გასულ კვირას, გურიაში, ოპოზიციონერი კახა კუკავა იმყოფებოდა. ის ოზურგეთში 26 მაისს დაკავებულების გათავისუფლებას დაესწრო.

მასთან საუბარი "რვიანის" შესახებ დავიწყეთ. ინტერვიუს ჩაწერის დღეს, 24 ივნისს, ეს გაერთიანება ჯერ კიდევ ინარჩუნებდა მოჩვენებით ერთიანობას.

_ ახლა მაჭავარიანის კაბინეტში მიმდინარეობს გამალებული მოლაპარაკებები. გვარწმუნებენ, რომ ეს მოლაპარაკებები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას შეეხება. არ ვიცი, რატომ არ შეიძლებოდა ამის გაკეთება ღიად, იქ, სადაც ადრე მიმდინარეობდა _ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში. რატომღაც ჩაითვალა, უფრო ამის გაკეთება მაჭავარიანის კაბინეტში უკეთესიაო. საზოგადოებას სერიოზული ეჭვი აქვს, რომ ეს მოლაპარაკებები სინამდვილეში საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებას არ ეხება.

_ საზოგადოებაში ოპოზიციის მიმართ ეჭვები და უნდობლობა საკმაოდ მაღალ ნიშნულს აღწევს.

_ მე არ ვფიქრობ, "რვიანი" ოპოზიციაა. "ოპოზიცია" ლათინური სიტყვიდან მომდინარეობს და წინააღმდეგობას ნიშნავს. არ ვფიქრობ, რომ ეს პარტიები ხელისუფლებას რამე წინააღმდეგობას უწევენ. დღეს ერთ-ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ, პარლამენტის სხდომაზე მოითხოვა ირაკლი ოქრუაშვილის ექსტრადიცია, მეორემ მოითხოვა ბურჯანაძის საქმის გამოძიება. უფრო ხშირად მე ვხედავ, რომ მათი პოზიციები ხელისუფლებისას ემთხვევა, ვიდრე განსხვავდება. არ ვფიქრობ, რომ "რვიანი" ეს არის პოლიტიკური სპექტრი. არის პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც თავიანთი ამოცანები აქვთ, მაგრამ _ არა ხელისუფლების შეცვლა. რამდენიმე პარტიამ განაცხადა, რომ სექტემბრიდან იწყებს საარჩევნო კამპანიას, ანუ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას. ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ხელისუფლებას მოუწოდებენ 26 მაისის ტრაგედიის გამო დააყენონ აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობა, ისინი არიან "პადოშა 2", "პადოშა 3", "პადოშა 4" და მე მათ ოპოზიციურ პარტიებად ვერ მივიჩნევ.

_ ბატონო კახა, რა ქმედებებს გეგმავთ სამომავლოდ?

_ რა თქმა უნდა, გაგრძელდება ხელისუფლებასთან ბრძოლა. ბევრი რამ არის შესაცვლელი _ უნდა მოხდეს გადაჯგუფება, გადალაგება და კონსოლიდაცია იმ პოლიტიკური რეალური ოპოზიციური ძალებისა, რომლებიც მიშა მაჭავარიანის კაბინეტში არ დაძვრებიან ღამ-ღამობით.

ჩვენ უნდა მოვახდინოთ არა პოლიტიკური პარტიების, არამედ პატიოსანი ადამიანების კონსოლიდაცია. შეიძლება პატიოსანი პარტიები ცოტა დარჩა საქართველოში, მაგრამ პატიოსანი ადამიანები მე, მგონია, კიდევ ბევრნი არიან.

_ თქვენ აქციებზე ლაპარაკობთ. რამდენად მოახერხებთ ხალხის შეკრებას, როდესაც 26 მაისის აქციის დაშლის შემდეგ, მოსახლეობაში შიში გაჩნდა?

_ ვფიქრობ, რომ უფრო მეტი და მეტი მიზეზი ჩნდება იმისა, რომ ძალიან დიდი აქციებისთვის მომზადდეს წინაპირობები. ამ წინაპირობებს ქმნის თავად სააკაშვილის მთავრობა. თბილისში დღეს დასუფთავების გადასახადი მიაბეს ელექტროენერგიის გადასახადს, რაც ზაფხულში აორმაგებს ან ასამმაგებს ოჯახის გადასახადს, ზამთრის სეზონზე კი გააშვიდმაგებს. მსგავსი ქმედებები იწვევს ძალიან დიდი პროტესტს და ეს არ არის ერთადერთი ნაბიჯი ხალხის წინააღმდეგ, რასაც სააკაშვილი მიმართავს.

_ ოპოზიციურ პარტიებს რა გეგმები გაქვთ რეგიონებში?

_ ბუნებრივია, 26 მაისმა გამოიწვია დეპრესია ქვეყანაში, მაგრამ ეს არის ტალღოვანი ეფექტი, რომელიც გაივლის და დარწმუნებული ვარ, დაიწყება ახალი ტალღა, აღმავალი ტალღა, რომელიც რეგიონებზეც გავრცელდება და გურიაში პირველ რიგში _ გურია საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოყოლებული იყო ყველაზე აქტიური და მებრძოლი. დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი შემოდგომის დაწყებისთანავე იქნება ძალიან აქტიური და ინტენსიური.




 ახალი ამბები
  • უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა _ ვინაა ყველაზე მაღალქულიანი ჩოხატაურშიგამოცდების ეროვნული ცენტრი აგრძელებს ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნებას. "გურია ნიუსი" იმ აბიტურიენტებს გაგაცნობთ, რომლებმაც ზოგადი უნარები ჩააბარეს და მარალი შეფასება დაიმსახურეს. ზოგად უნარებში მაქსიმალური 80 ქულიდან 70 ქულა მიიღო სამრევლო სკოლის მოსწავლე ნინი ცინცაბაძემ. მისივე კლასელებმა: ალექსანდრე წეროძემ _ 53, ქეთევან ჩხიკვაძემ _ 51, ნიკა ბედინეიშვილმა კი 46 ქულა მიიღეს. შუა ამაღლების სკოლის კურსდამთავრებულმა მანანა ანთიძემ ზოგად უნარებში 42 ქულა დაიმსახურა, 40 ქულით შეფასდა თავისივე კლასელის, დიმიტრი სიხარულიძის ნამუშევარი. პ.ს. შეგახსენებთ, რომ ეს არ არის აბიტურიენთა შედეგების სრული სია. აქ მხოლოდ იმ კურსდამთავრებულთა შედეგებია გამოქვეყნებული, რომლებიც "გურია ნიუსს" ... ...
  • მაშ ასე, მოემზადეთ _გაიცანით მაღალქულიანი აბიტურიენტები ჩოხატაურიდან!ეროვნულ გამოცდებში ისტორიის შედეგები რამდენიმე საათის წინ გამოცხადდა. "გურია ნიუსი" იმ აბიტურიენტებს გაგაცნობთ, რომლებმაც გამოცდაში მაღალი ქულები დაიმსახურეს: ჯერჯერობით, მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 57 ქულით ჩაისუბნის სკოლის კურსდამთავრებული რატი რამიშვილი ლიდერობს. დანარჩენი აბიტურიენტების ქულები ასეთია: პირველი საჯარო სკოლა: მარიამ ტიშჩენკო _ 55 ქულა; სალომე მახარაძე _ 50 ქულა; ერეკლე მამალაძე _ 50 ქულა. სამრევლო სკოლა: ცოტნე გოცაძე _ 55 ქულა; ნინი მგალობლიშვილი _ 55 ქულა; ალექსანდრე წეროძე _ 52 ქულა; ქეთი ჩხიკვაძე _ 51 ქულა;  ნიკა ბედინეიშვილი _ 50 ქულა.  შეგახსენებთ, რომ ეს არ არის აბიტურიენთა შედეგების სრული სია, აქ მხოლოდ იმ კურსდამთავრებულთა შედეგებია გამოქვეყნებული, რომლებიც "გურია ნიუსს" ... ...
  • საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო დააჯილდოვდაჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2019 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) დააჯილდოვა. მსაგვსი ჯილდო მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წელსაც აქვს მიღებული. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ 2019 წელს განხორცილდა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მდგომარეობის შეფასება, რომელიც მოიცავს საჯარო ინფორმაციის გაცემის ტენდენციების ანალიზს 2010-2019 წლებში და საჯარო დაწესებულებათა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეიტინგებს.რეიტინგებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 100 % აქვს მინიჭებული. "აღნიშნული შედეგი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლების დაუღალავი შრომის შედეგია, რომლებიც მუდმივად ორიენტირებულნი არიან მოქალაქეთა საჭიროებებზე", _ ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ ... ...
  • "ბაჩალიაშვილის საქმე" _ პოლიცია ZAG-ის თანამშრომლების სახლებს ჩხრეკსკომპანია ZAG-ის დირექტორის და ყველა თანამშრომლის სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ჩხრეკა ყველგან ერთდროულად დაიწყო. კონრკეტულად რას ეძებენ კომპანიის თანამშრომლების ბინებში უცნობია, თუმცა დღევანდელ საგამოძიებო მოქმედებას ZAG-ის წარმომადგენლები ბაჩანა ლობჟანიძის ბრალდებებს უკავშირებენ. გრძელდება "ბაჩანას გამოძიება" ... ყველანაირი ინფორმაცია კომპანიას და კომპანიის თანამშრომლებს მიწოდებული აქვთ. ბაჩანას მითითებებით და ბაჩანას აზრებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით რისი მიღწევა უნდათ არ ვიცი. მაქვს კითხვა საგამოძბებო ორგანოებთან, ჩატარდა თუ არა თვითონ ბაჩანა ლობჟანიძის სახლში ჩხრეკა - ამბობს კომპანიის ადვოკატი, რომელიც სახლებში, ჩხრეკის საჭიროებას ვერ ხედავს. კომპანიის დირექტორის სახლში უკვე დასრულდა საგამოძიებო მოქმედებები. ბინიდან პოლიციამ ტექნიკა და კომპიუტერები ამოიღო. კომპანიის იურისტის, მამუკა ჭაბაშვილის ინფორმაციით, გამოძიებამ მათ 1 აგვისტოთი დათარიღებული ჩხრეკის ოქმი წარადგინა, რაც მასში ეჭვს იწვევს, რატომ დასჭირდა 1 კვირა გამოძიებას ჩხრეკის ჩასატარებლად, თუ ფიქრობდნენ, რომ ბინებში საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტს იპოვიდნენ. პარალელურად კი გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები დღეს ისევ შსს-ში დაიბარეს. ოჯახს გამოძიების მასალები უნდა გააცნონ. ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, მათ თანხებისა და ტრანზაქციების ისტორიები აინტერესებთ.  წყარო: ... ...
  • ვის ეკუთვნის “პარვუს ჯგუფი”, რომელიც ოზურგეთში ინტერნეტის ინფრასტრუქტურას მოაწყობსსაქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტი გურიიდან იწყება. პროექტი განხორციელდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სადაც ფართოზოლოვანი ინტერნეტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყობა 49 სოფლისთვის. პროექტს კომპანია “პარვუს ჯგუფი” განახორციელებს, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ 10-მილიონიანი ხელშეკრულება უტენდეროდ გააფორმა.კომპანია “პარვუს ჯგუფი” 2019 წლის მარტშია შექმნილი და მისი დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ყოფილი ხელმძღვანელი სულხან ზუმბურიძეა. ზუმბურიძემ სახელმწიფო კომპანია, რომელიც წლების განმავლობაში ზარალიანი სახელმწიფო უწყება იყო, 2018 წელს დატოვა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული შესაბამისობის ანგარიშის მიხედვით, 2014-2017 წლებში კომპანიამ 76,708,726 ლარის ზარალი განიცადა, თუმცა “აღნიშნულ პერიოდში, მისი ადმინისტრაციული ხარჯები ხშირად არაგონივრული იყო”. კომპანიაში დარჩენილი 50%-იანი წილი ეკუთვნის მამუკა პაპუაშვილს, რომელიც ასევე წლების განმავლობაში მუშაობდა ამავე სახელმწიფო კომპანიაში, ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე.კომპანიის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ვკითხულობთ, რომ ,,პარვუს ჯგუფის“ მისიაა ხელი შეუწყოს საქართველოში ელექტროენერგეტიკული სექტორის განვითარებას; განახორციელოს განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ჰიდრო, ქარის და მზის ელექტროსადგურების მშენებლობა. ასევე, გაწიოს ელექტროენერგეტიკის სექტორში საკონსულტაციო მომსახურება.რატომ შეარჩია ეკონომიკის სამინისტრომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის განხორციელებისთვის “პარვუს ჯგუფი”?ეკონომიკის სამინისტრო აღნიშნავს, რომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთის სამიზნე გეოგრაფიულ არეალში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის განსახორციელებლად „ოუფენ ნეტმა“ ბაზრის/ფასთა კვლევა მიმდინარე წლის 9 მარტიდან გამოაცხადა, რომლის საფუძველზეც საუკეთესო წინადადების მქონე კომპანია - შპს „პარვუს ჯგუფი“ შეირჩა. აქვე აღნიშნულია, რომ კომპანიას განხორციელებული აქვს არაერთი მასშტაბური სახელმწიფო და კერძო პროექტი.სანამ მთავრობა ამ გადაწყვეტილებას მიირებდა, 10-მილიონიანი ხელშეკრულების უტენდეროდ გაფორმებისთვის “ოუფენ ნეტმა” საქართველოს მთავრობასა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა. განაცხადში აღნიშნული იყო, რომ ძირითადი ინფრასტრუქტურის გაყვანა დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო, რის გამოც შემსყიდველი უწყებებისგან ხელშეკრულების გაფორმების ნებართვას უტენდეროდ ითხოვდა.“წინასწარი დაგეგმვა შეუძლებელი იყო იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნულ დადგენილების საფუძველზე, საპილოტე რეგიონი, შესაბამისი კომისიის მიერ განისაზღვრა 2020 წლის 9 მარტს, რის შემდეგაც ოუფენ ნეტმა დაუყოვნებლივ დაიწყო ბაზრის კვლევა პოტენციური მიმწოდებლებისა და პროექტირება-მშენებლობის ფასის დადგენის მიზნით (სულ გაეგზავნა 5 კომპანიას). აღნიშნულ ბაზრის კვლევაში მონაწილეობა არცერთ კომპანიას არ მიუღია. აქედან გამომდინარე ოუფენ ნეტმა გაზარდა მიმწოდებლების რაოდენობა (17 კომპანია) და 8 აპრილს გამოცხადდა ხელახალი ბაზრის კვლევა. COVID-19-თან დაკავშირებული პანდემიისა და ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო, მიმწოდებლების მოთხოვნის საფუძველზე საჭირო გახდა ბაზრის კვლევის ფარგლებში წინადადებების წარმოდგენისათვის განსაზღვრული ვადის (23.04.2020) გაგრძელება 06 მაისამდე. შედეგად გამოვლინდა 2 პოტენციური მიმწოდებელი. აღნიშნულ მიმწოდებლებს შორის საუკეთესო წინადადების გამოვლენის მიზნით, ოუფენ ნეტმა დამატებით ჩაატარა ბაზრის კვლევა, რომელიც დასრულდა 18 მაისს,”- ნათქვამი იყო სახელმწიფოს კუთვნილი ა(ა)იპ-ის “ოუფენ ნეტის” განცხადში.საყოველთაო ინტერნეტიზაციასაქართველოში ინტერნეტიზაციის პროექტზე საუბარი, ხუთ წელზე მეტია მიმდინარეობს, თუმცა მისი აქტიური განხორციელება მხოლოდ ახლა იწყება. პროექტისთვის მთავრობამ “ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს” ბაზაზე სპეციალური იურიდიული პირი - "Open Net-ი” 2015 წლის 21 ივლისს დააფუძნა.2020 წლის იანვარში მთავრობამ ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების ახალი სტრატეგია დაამტკიცა. მის თანახმად, მთავრობა დააფინანსებს ინტერნეტ ინფრასტრუქტურის გაყვანას იქ, სადაც კერძო სექტორს ამის ინტერესი ნაკლებად აქვს.ეკონომიკის სამინისტროს გეგმით, 2025 წლისთვის შინამეურნეობების 100%-ს უნდა ჰქონდეს 100 მეგაბიტ წამის ინტერნეტთან წვდომა, ხოლო ბიზნესებს - 1 გიგაბიტ წამის სიჩქარის ინტერნეტთან. თავდაპირველად, ინტერნეტიზაციის პროექტის დამფინანსებლად ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდი “ქართუ” დასახელდა. ამის შესახებ განცხადება 2016 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ “ქართუ” ინტერნეტიზაციაში $100 მილიონ დოლარს დახარჯავდა. დღეს მთავრობა ამ პროექტის დაფინანსების ერთ-ერთ შესაძლო წყაროდ მსოფლიო ბანკს განიხილავს. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...