ოზურგეთის რაიონში გიორგი მარგველაშვილის მხარდამჭერი დარბაზის დამფუძნებლის განცხადება

პოლიტიკა

ოზურგეთის რაიონში გიორგი მარგველაშვილის მხარდამჭერი დარბაზის დამფუძნებლის განცხადება

2013 ნოე 5 14:06:12

შტაბის მთავარი გამხმოვანებლის, დიმიტრი კვერღელიძის სერიოზულად მიღება წარმოუდგენელია და არც ჩვენ მივიჩნევთ ამ არსებას გამოხმაურების ღირსად. დავით დარჩიას კი მოვუწოდებთ, სერიოზულად დაფიქრდეს იმ უმსგავსო პასუხებზე, რომლებმაც მისი მხრიდან გაიჟღერა პრესაში.

ბატონო დავით!

თქვენი მხრიდან მარგველაშვილის მხარდამჭერთა დარბაზის მისამართით, რბილად რომ ვთქვათ, დამაკნინებელი და შეურაცხმყოფელი განცხადებები ისმის, იმასთან დაკავშირებით, რომ დარბაზს თითქოს არაფერი გაუკეთებია იმ შედეგის მისაღწევად, რაც არჩევნებში ყველამ ერთად მივიღეთ. მეტიც, საკუთარი ღვაწლის წარმოჩენის ხიბლში ჩავარდნილები იმასაც იკვეხნით, რომ ზემოთაღნიშნული შედეგი თქვენ ისედაც გარანტირებული გქონდათ, ხოლო დარბაზის წევრები მხოლოდ იმაში დაგეხმარნენ, რომ თავიანთი ხმები "მოიტანეს". სწორედ ამაზე იტყვიან _ კი, მაგრამ ბნელა, ბატონებო?

ეგებ, არ გახსოვთ და შეგახსენებთ, რომ როგორც საპრეზიდენტო, ისე, წინა საპარლამენტო არჩევნები გურიაშიც და მთელ საქართველოში მოიგო ერთმა ადამიანმა და არა ერთად აღებულმა ყველა შტაბმა თუ დარბაზმა. თქვენი ეს განცხადებები გულუბრყვილოდ, ანდა "მარტივ ეშმაკობად" მიიჩნეოდა, რომ არა ერთი გარემოება _ საკუთარ ღვაწლზე იმიტომ საუბრობთ, რომ ირიბად გვითხრათ, გურიის გუბერნატორის პოსტზე უალტერნატივო კანდიდატურა ვარო. თუმცა, რაღა ირიბად, როცა ცალსახად და პირდაპირ ასაბუთებთ, რომ ეს პოსტი სწორედ თქვენ გეკუთვნით, იმიტომ, რომ თქვენ ასეთი კარგი ხარ. არ გეუხერხულებათ მაინც საკუთარ თავზე ასეთი შეფასებები? არ გრცხვენიათ, საზოგადოებას ასეთი ფორმით რომ სთავაზობთ საკუთარ პერსონას? ის მაინც არ იცით, რომ ადამიანი ღირსებებზე სხვამ რომ უნდა ილაპარაკოს?

მაშინ დაგვიტოვეთ იმის უფლება, ცოტა რამ მოკრძალებულად შევახსენოთ თქვენს "მაღალგუბერნატორობას" _ იქნებ დაფიქრდეთ, რატომ ჩათვალა ცენტრმა ბევრგან და პირველ რიგში ოზურგეთის საჭიროებიდან გამომდინარე, რეკომენდაცია გაეცა მხარდამჭერი დარბაზების შექმნის თაობაზე? პასუხი მარტივია _ თქვენი და კვერღელიძისნაირების იმედად ოზურგეთში ის შედეგი არ დადგებოდა, რაც დადგა. იქნებ, ისიც გაიხსენოთ, რა გაკვირვებულები იყავით, როცა ხალხმრავლობას ხედავდით ჩვენს დარბაზში, როცა თქვენს შტაბში მაშინაც კი არ შედიოდნენ, თუ იქ ქუდს შეუგდებდით ვინმეს. ეგებ იმაზეც დაფიქრებულიყავით, რატომ იხვეწებოდნენ სოფლებში " ქართული ოცნების" აქტივისტები, ხალხთან შეხვედრებში დარბაზსაც მიეღო მონაწილეობა. პასუხი ამ შემთხვევაშიც ყველამ კარგად იცის _თქვენი ავტორიტეტი საკმარისი არ აღმოჩნდა საზოგადოების მობილიზებისთვის.

დარბაზს არ აქვს და არც არასდროს ჰქონია ამბიცია, გაკეთებული საქმე სათავისოდ გამოეყენებინა, არც იმის მოლოდინით გვიკეთებია საკეთებელი, რომ ხვალ რომელიმე რაიმეს მოვითხოვდით სანაცვლოდ, ან სულაც მადლობას გვეტყოდნენ გაწეული გარჯისთვის. ჩვენ ჩვენი სახსრებით, ჩვენი ტრანსპორტით, ჩვენი ენთუზიაზმითა და ავტორიტეტით გაერთიანებულებს ერთი რამ გვამოძრავებდა _თქვენს იმედად არ დაგვეტოვებინა ოზურგეთი და კითხვის ქვეშ არ დაგვეყენებინა იმ ადამიანის ღვაწლი, ვისთანაც ადამიანურ ვალშია მთელი საქართველო.

ის ფაქტი, რომ თქვენ და კიდევ რამდენიმე თქვენნაირი არ გვცნობთ, არ მიგვაჩნია დიდ უბედურებად. ჩვენ აპოლიტიკური, უამბიციო თანამოაზრეების გუნდი ვართ, რომლებმაც ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთეთ და დავიშალეთ. თუმცა, ერთ ამბავსაც დავაანონსებთ _ თუ ოზურგეთს და ოზურგეთელებს დასჭირდებათ, დარბაზი კიდევ იტყვის სათქმელს და აუცილებლად დაგარწმუნებთ მის სიძლიერეში.

დარბაზის წევრები კიდევ ერთხელ გამოვხატავთ პატივისცემას ჩვენი თანამოქალაქეების, მთელი გურიის მიმართ, რომელიც უთუოდ იმსახურებს ჰყავდეს ღირსეული, კვალიფიციური, მართლად დამსახურებული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რომელზეც მთელი გურია იტყოდა, _ დიახ! და არა ისეთი, რომელსაც დღენიადაგ ღიღინებს: " მე ისეთი კარგი ვარ!"

ვფიქრობთ, ჩვენი სათქმელი ვთქვით, როგორც იტყვიან გამგები გაიგებს. ამიერიდან თქვენს განცხადებებს და იმასაც, რასაც მომავალში იტყვით, აღარ ვაპირებთ, რაიმე ფორმით გამოვეხმაუროთ.

ოზურგეთში გიორგი მარგველაშვილის მხარდამჭერი დარბაზის დამფუძნებელი გელა კობალაძე

(R)




 ახალი ამბები
  • საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებსსაპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერთაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებ-გვერდები, რომელსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.ვებ-გვერდზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას თხოვენ. ყალბი ვებ-გვერდები უკანონოდ იყებენენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას. თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი. ... ...
  • რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით 11-დან 6 მარშრუტზე მგზავრობა 30 თეთრით გაძვირდა და 1,8 ლარი გახდა. რაც შეეხება დანარჩენ 5 მარშრუტს, ფასი ჯერჯერობით, უცვლელია. ახალი ტარიფის გადახდა მგზავრებს დღეიდან მეტროს სადგურ „დიდუბის“, რკინიგზის სადგურის, მეტროს სადგურ „ვარკეთილისა“ და სპორტის სასახლის მიმართულებით მგზავრობისას უწევთ. მგზავრობის ღირებულება 1.50 ლარი რჩება რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, მოსკოვის გამზირი; რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, ისთ ფოინთი; რუსთავი, შარტავას გამზირი - თბილისი, ლილო; რუსთავი, მეტალურგიული ქარხანა - თბილისი, გლდანი; რუსთავი, მე-19 მიკრო რაიონი - თბილისი, უნივერსიტეტის მაღლივი ... ...
  • პატრიარქი: ადამიანის სულში ცვლილებებია და საჭიროა ყურადღება, რომ მიწიერმა არ გაიტაცოსსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლს ქადაგებით მიმართა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანმა სრულყოფილებასა და სულიერებაზე იზრუნოს. „ერთ მდგომარეობაში არაფერი ჩერდება, ყველაფერი მოძრაობს, იცვლება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენ ვიცვლებით მასთან ერთადო. დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებაში, გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი. ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე, ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს“,  - აღნიშნა პატრიარქმა. 19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ამ დღეს ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე ... ...
  • ამ ეტაპზე "რუსთავი 2"-ის მყიდველი არ გამოჩენილა - სალიაამ ეტაპზე რუსთავი 2-ის მყიდველი არ გამოჩენილა - ამის შესახებ განცხადება, არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ქრონიკასთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, თუ მყიდველი დღესაც არ გამოჩნდა, კონკრეტულ გეგმებს საზოგადოებას დღეს გააცნობს.  "ამ ეტაპზე მყიდველი არ გამოჩენილა. ჩვენი პირობა იყო რომ საჯაროდ გამოჩენილიყო აღნიშნულის თაობაზე. თუ არ გამოჩნდება მსურველი მაშინ გეგმების შესახებ დღესვე გავაცნობთ. საუბრები გაკოტრების შესახებ არის გადაჭარბებული. ასეთი რამ არ იგეგმება, მაგრამ იგეგმება კონკრეტული ღონისძიებები, რაც კომპანიის ვალების გასტუმრებაში შეუწყობს ხელს",- განაცხადა ... ...
  • ყიდულობს თუ არა ვანო ჩხარტიშვილი "რუსთავი 2"_ს _ ბიზნესმენის ექსკლუზიური კომენტარიგავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2_ს, რომლის გაყიდვის შესახებ განცხადება ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, მყიდველი უკვე გამოუჩნდა. როგორც ამბობენ, ტელეკომპანის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყიდულობს. თუმცა, გურია ნიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში ჩხარტიშვილი ამას ურყოფს: _ სისულელეა და ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა ჩხარტიშვილმა და დააკონკრეტა, რომ ტელევიზიის ყიდვას არ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...