ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დოკუმენტაცია ეკარგებათ

პოლიტიკა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დოკუმენტაცია ეკარგებათ

25 ნოე. 2010, 22:52:49

გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმ გია გიორგაძემ სიხარულიძე იმ მოტივით გაათავისუფლა, რომ ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ადმინისტრაციული წარმოება ძალადაკარგული კანონით დაიწყო. სწორედ ეს მოტივი დაედო საფუძვლად მის გათავისუფლებას, თუმცა, სიხარულიძეს ამის საწინააღმდეგო არგუმენტები გააჩნია _ იგი ამტკიცებს, რომ ყველაფერს კანონის ფარგლებში აკეთებდა და ამის დასტურად მის მიერ გამგეობაში, გამგებლის თუ მისი მოვალეობის შემსრულებლის სახელზე შეტანილ განცხადებებს გვისახელებს.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის აწ უკვე ყოფილი უფროსი, ვლადიმერ სიხარულიძე საკრებულოს სხდომას ელოდება _ ჩოხატაურელთა რჩეულებმა უნდა გამოარკვიონ, გაათავისუფლა თუ არა გია გიორგაძემ სიხარულიძე კანონის დარღვევით. საკრებულოს ეთიკის და საპროცედურო საკითხთა კომისიამ ეს საკითხი უკვე განიხილა, თუმცა, ვლადიმერ სიხარულიძის განცხადებას ვადა გაუხანგრძლივა. კომისიის თავმჯდომარე, თამაზ ურიდია ამბობს, რომ ზედამხედველობის სამსახურის მუშაობა შესასწავლია და დასკვნაც მას შემდეგ გაკეთდება.
ჩვენ ამ განცხადებების და მასზე შემდგომი რეაგირების შესწავლის მიზნით გამგეობის კანცელარიას ვესტუმრეთ: სიხარულიძეს მართლაც აქვს რამდენიმე განცხადება რეგისტრაციაში გატარებული. ერთ-ერთი 16 აპრილით თარიღდება, ნომრით _ 241. ამ განცხადების თანახმად, სიხარულიძე კანონში შესული ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს.
_ ჩემი გათავისუფლების ბრძანებას ახსნა-განმარტება ახლავს, სადაც წერია, რომ, თურმე, ჩემს მოვალეობას არ ვასრულებდი და გამგეობაში მიტანილი საჯარიმო სანქციები არასწორად მქონდა შედგენილი. საქმე, რომლის არასწორად წარმართვაც დამდეს ბრალად, დავიწყე 2010 წლის მარტში და დავასრულე ამავე წლის 26 მარტს. წარმოებისას ვხელმძღვანელობდი იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით, რომელშიც ცვლილება შეიტანეს 2010 წლის 3 აპრილს. ალბათ, მკითხავთ, თუ 26 მარტს დაასრულეთ საქმის მოკვლევა, 30 აპრილს რატომ შეიტანეთ გამგეობაშიო. რაღაც დოკუმენტაცია მაკლდა და იმას ველოდებოდი. სწორედ ეს აქვთ მიზეზად, რომ იმ დროს კანონში ცვლილება იყო შესული. თუ იყო, რას აკეთებს გამგეობის იურიდიული სამსახური, რატომ არ შემატყობინა კანონში შესული ცვლილებების შესახებ არაფერი?! თანაც, 16 აპრილს მივმართე გამგებელს, რომ ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მოეწოდებინათ, თუმცა, პასუხი არ გამოუგზავნიათ, _ ამბობს სიხარულიძე ჩვენთან საუბრისას.
კანცელარიაში განგვიმარტეს, რომ აღნიშნული განცხადება ეკონომიკის სამსახურის მაშინდელ ხელმძღვანელს, გელა ლომინეიშვილს დაეწერა. ლომინეიშვილის შემცვლელი ლევან ჩხიკვაძე ამ საბუთის შესახებ საქმის კურსში არ აღმოჩნდა. სამსახურის სპეციალისტმა ნინო სიხარულიძემ (იგი თითქმის ერთი თვის განმავლობაში სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებდა) კი განცხადება ვერ იპოვა. სიტუაციაში გარკვევა და დაკარგული განცხადების მოძებნა გამგებლის მოადგილეს, დიმიტრი კორიფაძეს ვთხოვეთ. კორიფაძემ, რომელიც სამუშაო საათებში, კაბინეტში ყოფნის მაგიერ გამგეობის შენობის წინ ბაასით იყო გართული, გვითხრა, რომ ამ საკითხზე პასუხს გელა ლომინეიშვილს მოსთხოვდა.
_ მე ყველა საბუთი სამსახურში დავტოვე და მათ უნდა ჰქონდეთ. სახლში არაფერი წამიღია, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ეკონომიკის სამსახურის ყოფილმა უფროსმა გელა ლომინეიშვილმა.
ამ განცხადების “აორთქლებამ” ეჭვები გამოიწვია. არავის აქვს პასუხი კითხვაზე, რატომ გაქრა გამგეობის კანცელარიაში ოფიციალურად შესული დოკუმენტი სწორედ იმ დროს, როცა ამ საკითხზე საკრებულომ მოკვლევა დაიწყო.
კიდევ ერთი რამ, რომელმაც გაგვაოგნა და გაგვახალისა კიდეც, კალენდარია _ ვლადიმერ სიხარულიძის მიერ შეტანილი ერთ-ერთი განცხადება 30 აპრილით თარიღდება. საბუთს გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, გია გიორგაძის რეზოლუცია იმავე დღეს ადევს და კანცელარიის იმჟამინდელ უფროსს, ვარდო სიხარულიძეს აბარია, ეს უკანასკნელი კი თარიღით _ 1 მაისი, განცხადებას, საქმეში ჩასაკრავად, საკუთარ თანამშრომელს, ლუდა მეგრელიშვილს აწერს.
ამაში თითქოს უცნაური არაფერია ,რომ არა ერთი გარემოება _ 1 მაისი შაბათია, არასამუშაო დღე.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ მათი სამაგიდო კალენდრები შეცდომითაა დაბეჭდილი(?!).
უფრო მეტიც, საფინანსო სამსახურის უფროსს, ზურაბ ჩანტლაძეს, სამაგიდო კალენდარზე ჩანაწერი _ “1 მაისი, პარასკევი”, შაბათად გადაუსწორებია. გამოდის, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ არასამუშაო დღეებში რიგი დოკუმენტაცია გააფორმა, დღეს კი, საქართველოს მოსახლეობას და ჩოხატაურის მთავრობას ერთი დღე აშორებს _ მათ კალენდრებში 10 ნოემბერია.
_ ის ფაქტი, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობის კანცელარიაში დარეგისტრირებული წერილობითი განცხადება თვალსა და ხელს შუა ისე “აორთქლდა” და “გაუჩინარდა”, რომ დღეისთვის გამგეობაში არავის ძალუძს მისი საბოლოო ასავალ-დასავლის გარკვევა, იმის ნათელი მაგალითია, რომ იქ საქმის წარმოების მხრივ არცთუ მთლად სახარბიელო სიტუაციაა. მსუბუქად რომ ვთქვათ, ასევე არასერიოზულია, წერილის დაკარგვის გამო, მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურის ყოფილ უფროსს მოსთხოვო პასუხი. არასერიოზულია თუნდაც იმ მარტივი მიზეზით, რომ სამსახურის უფროსის შეცვლისას, საქმის წარმოების ამსახველი დოკუმენტაცია ძველ უფროსს კი “არ მიაქვს სახლში”, არამედ მისი ახალი უფროსისთვის გადაბარება ხდება ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით მოვლისა და შენახვის ვალდებულებით. ამიტომაც, პასუხისმგებლობის კუთხით, გამგეობის შესაბამისი სამსახურის ძველი უფროსი ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია, _ თქვა ჩვენთან საუბრისას საქართველოს დემოკრატიული კავშირის იურისტმა ირაკლი პაპავამ.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში “ბიბლუსმა“ მუშაობა გაანახლაოთხი თვის შემდეგ, ოზურგეთში, წიგნების მაღაზია “ბიბლუსმა“ მუშაობა გაანახლა. როგორც "ბიბლუსში" გვითხრეს, ისინი მომხმარებლებს ჩვეულებრივ რეჟიმში მოემსახურებიან. მაღაზიის მენეჯერის თქმით, ამ ეტაპზე დაწყებულია საზაფხულო ფასდაკლებები ნებისმიერი ჟანრის ლიტერატურაზე. ინფორმაციისთვის, 2020 წლის 13 მარტს დილის საათებში “ბიბლუსის“ თანამშრომლებს მაღაზიის ერთი ნაწილი დამწვარი დახვდათ. ორი დღის წინ კი წიგნების მაღაზიამ ერთგული და ახალი მომხმარებლები კვლავ ... ...
  • ოზურგეთის მერიაში ახალი მუნიციპალური სერვისი „ქალთა ოთახი“ გაიხსნაოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, ღია საინფორმაციო-საკონსულტაციო სივრცე „ქალთა ოთახი“ გაიხსნა. „ქალთა ოთახი“ კონსულტაციას გაუწევს ქალბატონებს მათთვის საჭირო თემებზე; მიაწოდებს ინფორმაციას მუნიციპალურ სერვისებსა და პროგრამებზე, განათლების, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის შესახებ. პროგრამის მიზანია ქალთა სამოქალაქო და ეკონომიკური გაძლიერება. “ქალთა ოთახის“ პრეზენტაციას ადგილობრივი ხელისუფლების და “ქალთა ოთახის“ წარმომადგენლები ... ...
  • #ლიბერთიგულით პროგრამა პენსიონერებისთვის ზაფხულის დღეებში გრძელდება (R)დღეიდან, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე პენსიონერებისთვის ლიბერთი ბანკისა და კომპანია „აქვა გეო“-ს ერთობლივი საზაფხულო აქცია იწყება. ლიბერთი ბანკის სპეციალურად შერჩეულ 25, ყველაზე მეტად დატვირთულ ფილიალთან, ბანკის მომხმარებლებს სასმელი და გაზირებული მინერალური წყლებით გაუმასპინძლდებიან. პანდემიის გამო, ჯანდაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ბანკის სერვისცენტრებში მხოლოდ განსაზღვრული ადამიანების თავშეყრაა დასაშვები. გარეთ კი ცხელა, და მომხმარებლებისთვის კომფორტის შექმნის მიზნით, ლიბერთი ბანკმა და წყალი „სნო“-სა და „კობი“-ს მწარმოებელმა კომპანია „აქვა გეო“-მ ერთობლივი საზაფხულო სოციალური პასუხისმგებლობის აქცია წამოიწყეს. აქცია 15 სექტემბრამდე გაგრძელდება და ამ პერიოდის განმავლობაში პენსიის გაცემის ყველაზე დატვირთულ და ცხელს დღეებში ასაკოვან მომხმარებელზე ზრუნვას და მათი სასმელი წყლით გამასპინძლებას ითვალისწინებს. „მომხმარებელზე ზრუნვა ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია. უკვე რამდენიმე თვეა, ქვეყანაში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად განხორციელებული ყველა სოციალური პასუხისმგებლობის თუ საქველმოქმედო აქციის მიზანია, ჩვენს მომხმარებლებს გავუმარტივოთ საბანკო მომსახურება უსაფრთხოების წესების მაქსიმალური დაცვით, მინიმუმამდე დავიყვანოთ მათი ბანკში ვიზიტის საჭიროება და ბანკში ვიზიტისას კი შევთავაზოთ კომფორტული და უსაფრთხო გარემო. მადლობა გვინდა გადავუხადოთ ამ აქციაში მონაწილეობისთვის ჩვენ პარტნიორ კომპანია „აქვა გეო“-ს, რომელმაც გაიზიარა ჩვენი ღირებულებები და ძალიან ოპერატიულად დაგვეხმარა ჩვენს ასაკოვან მომხმარებელზე ზრუნვაში“, - განაცხადა ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორმა, გიორგი მაკარიძემ. „კომპანია „აქვა გეო“ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა. უფროსს თაობას, ჩვენი ზრუნვა და მხარდაჭერა სჭირდება. ამის გარშემო კომპანიები ვერთიანდებით, რაც მისასალმებელია და მნიშვნელოვანი. ამ აქციით კი, გვინდა გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა, უდიდესი პატივისცემა და მადლიერება მათდამი. იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი ერთობლივი პროექტი ლიბერთი ბანკთან წარმატებული იქნება და მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ თანამშრომლობას“, - აღნიშნავს კომპანია „აქვა გეო“-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი ლევან შავლაყაძე. შეგახსენებთ, რომ ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებს ეძლევათ საშუალება სააფთიაქო ქსელებში - ავერსი, ფარმადეპო და პსპ, პროდუქციის შეძენისას და სოციალური ბარათით გადახდის შემთხვევაში საკუთარი საბარათე ანგარიშიდან 50 ლარამდე ნაღდი ფულის გატანის სერვისითაც ისარგებლონ და თავიდან აიცილონ ბანკში ვიზიტის საჭიროება. ... ...
  • მოსალოდნელია ძლიერი ნალექი- გაფრთხილება ამინდის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან აღმოსავლეთ საქართველოში და 17 ივლისიდან 18 ივლისის დილამდე საქართველოს მთელ ტერიორიაზე დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან ძლიერად, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მშრალ ხევებსა და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებაგამოიწვიოს. ზღვაზე შესაძლებელია აღინიშნოს 2-3 ბალიანი ... ...
  • „წყალი გვინდა, ოთხი წელია, ვიხრჩობით“ : ორი სოფლის მცხოვრებთა მოთხოვნა ოზურგეთის მერიასთანდღეს, ოზურგეთის მუნციპალიტეტის სოფელ  შრომის  თემში შემავალ, ხრიალეთის მცხოვრებთა ჯგუფი მერიასთან მივიდა და ოზურგეთის მუნიციაპლიტეტის მერთან, კოტე შარაშენიძესთან  შეხვედრა მოითხოვეს. _ჩვენ , ოთხი წელია, წყალი არ გვაქვს. ამ ხნის მანძილზე ყოველ წელს მცირდება რაოდენობა. კომუნისტების დროს გაკეთებული ხუთი  ოჯახის სამყოფი აუზით,  დღეს მთელი სოფელი ვერ იარსებებს. ამიტომ ახალი უნდა გაკეთდეს ან ჭაბურღილი  გვინდა, _თქვეს   სოფელ შრომის თემში შემავალი ხრიალეთის უბნის  მცხოვრებლებმა. მათ  შესახვედრად მისულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  მერმა კოტე შარაშენიძემ თქვა, რომ ბევრგან არის ასეთი მდგომარეობა: _უცებ არ  კეთდება ყველგან. რეალობა ასეთია. მაქვს პროექტის პრობლემა, თორემ წყალი რომ უნდა გაკეთდეს, ვიცი, _ თქვა მან და კომპანია „სატისის“ ხელმძღვნელს ტელეფონით დაუკავშირდა: _ნოდარ, აგერ რომ გაიარე დაგინახე, მოდი ახლავე, _ასეთი საუბრის შემდეგ,  მალე გამოჩნდა ნოდარ თოიძე, წყალმომარაგების კომპანია „სატისის“ ხელმძღვანელი.   ადგილზე ასევე მოვიდა საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის ოზურგეთის წყალმომარაგების უფროსი დათო ცერცვაძე. _რაღაც უნდა ვქნათ, ინდივიდუალური პროექტი რომ ავიღოთ  ან ჭაბურღილები გავაკეთოთ, მოვიფიქროთ.  ესაა რეალობა, აგერ არის ეს ხალხი, - უთხრა შარაშენიძემ თოიძეს და ცერცვაძეს. _ჭაბურღილი რომ გავაკეთოთ, დაიხარჯოს სოლიდური თანხა და მერე  წყალი არ იქნეს, ასე არ შეიძლება, - თქვა ცერცვაძემ, რაზეც გაისმა რეპლიკა, რომ არსებობს საამისო ხელსაწყო-აპარატურა, რომელიც ჭაბურღილის ჩასმამდე დადგენს,   კონკრტეულ ადგილზე იქნება წყალი თუ არა. გარკვეული  საუბრის შემდეგ, შარაშენიძემ დაავალა „სატისის“ ხელმძღვანელს,  ახლა გაჰყოლოდა ხრიალეთის მცხოვრებთა ამ ჯგუფს სოფელში და ადგილზე ენახა,  რა მდგომარეობაა და რის  გაკეთება შეიძლება. _მადლობას გიხდით, რომ ასე სასწაფოდ მოხვედით და   კომპანიის უფროსიც გამოიძახეთ, მაგრამ  ეს არ გვშველის.  წყალი  დაახლოებით  როდის გვექნება, ეს გავაინტერესებს. ოთხი წელია, ვიხრჩობით,  -  წასვლის წინ კითხვებს სვამდნენ ხრიალეთელები. _ ახლა ამას დაზუსტებით როგორ გეტყვით, - უთხრა მათ  შარაშენიძემ. როცა ხრიალეთელები,  „სატისის“ ხელმძღვანელთან ერთად, სოფელში წავიდნენ, შარაშენიძეს სოფელ მერიის   თემის, გოგიეთის რამდენიმეკაციანი ჯგუფი იგივე პრობლების-წყალგაყვანილობის გაკეთების  თაობაზე უცდიდა: _შარშანდელს  მერე ვიცდით. იქით პანდემიაო, აქეთ  ტენდერი  ცუდმა კაცმა მოიგოო და კი ვართ ასე, - თქვეს გოგიეთელებმა. _ამ  სოფელში წყალგაყვანილობის  მოსაგვარებად  ორი  ტენდერი იყო გამოცხადებული.   ერთი  თებერვალში   ჩაიშალა. მერე პანდემიის პირობებში, არ მოგვცეს ტენდერების ჩატარების უფლება. ახლა ვინც მოიგო ტენდერი, თბილისში არსებული კომპანიაა.   აკლია და შესასრულებელია  გარკვეული პროცედურები, რომ დაიწყოს მუშაობა. მალე მოგვარდება ყველაფერი, - უთხრა გოგიეთელებს მერის მრჩეველმა ალეკო ბერიძემ. ორივე სოფლის  მცხოვრებლები, დაპირების  შემდეგ, შინ დაბრუნდნენ. ვრცლად აღნიშნული პრობლემის შეახებ  საგაზეთო სტატიაში  ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...