"აფხაზეთიდან ბოლო პერიოდში დადებითი აურა მოდის"

პოლიტიკა

"აფხაზეთიდან ბოლო პერიოდში დადებითი აურა მოდის"

2013 ნოე 12 13:08:30

დიმიტრი ჯაიანის განცხადებით, აფხაზეთიდან ამ ბოლო ხანებში დადებითი აურა მოდის და ჩნდება იმედი, რომ შესაძლებელი იქნება ეფექტური ნაბიჯების გადადგმა ამ კუთხით.

"აუცილებელია არსებობდეს აფხაზეთის კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტრო. აი, ამ სამინისტროს მინისტრის პოსტზე დიდი სიამოვნებით დავიხარჯებოდი, რადგან მინდა ისეთი პიროვნებები, როგორებიც მურთაზ ურიდია და შერმადინ შარია არიან, ამ სამინისტროში დასაქმდნენ და გააგრძელონ ის საქმე, რომელსაც დაუღალავად ემსახურებოდნენ წლების მანძილზე. მინდა მოლაპარალკებები ვაწარმოოთ ჩვენს აფხაზ კოლეგებთან და ეს ადამიანები შევიდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე, რათა თავიანთ აფხაზ კოლეგებთან ერთად თუნდაც ერთი ჩამოვარდნილი ფრესკის აღდგენა დაიწყონ. აი, მაშინ შემეძლება ვთქვა, რომ მისია შევასრულე."

ჯაიანის განცხადებით, საგანგაშო მდგომარეობაა მე–11 საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ილორის ეკლესიაში, რომლის რესტავრაცია რუსების მხრიდან არასწორი მიმართულებით მიმდინარეობს. მისივე განცხადებით საქართველის პატრიარქი ილია მეორე უკვე აწარმოებს ამ საკითხზე მოლაპარაკებას რუსეთის პატრიარქთან.

აფხაზეთის კულტურისა და განათლების მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ სულ მალე იქნება შესაძლებელი მოლაპარაკებების განახლება და ამის საფუძველს ჟენევაში ვახტანგ ყოლბაიას კოლეგებთან შეხვედრა აძლევს.

"გახარებული დაბრუნდა ვახტანგ ყოლბაია ჟენევიდან, სადაც ის თავის კოლეგებს შეხვდა და დაისვა საკითხი გალში შეხვედრების განახლებაზე. აფხაზი მხარის მოთხოვნაა, რომ ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე შეძლონ კულტურის, განათლების და სპორტის წარმომადგენლებმა შეხვედრები. ეს აუცილებელია, რათა ჩვენ შევძლოთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ძეგლების აღდგენა და შენარჩუნება. ჩვენ გვინდა შევიდეთ აფხაზეთში და დავიწყოთ ჩვენი კულტურის მოვლა".

ჯაიანმა აღნიშნა, რომ აფხაზეთის კულტურა ქართული კულტურის გარეშე არ არსებობს და ის ადამიანებიც, რომლებიც ცდილობდნენ ყველანაირად ჩაეტეხათ ხიდი ამ ორ კულტურას შორის, მიხვდნენ ამ მარტივ ჭეშმარიტებას.

"ბესლეთის თამარის ხიდზე არსებული წარწერა ვიღაც გარეწარმა ამოფხაჭნა და წაშალა. მან ვერ გაითვალისწინა, რომ ამით ვერაფერს დააკლებდა ქართულ კულტურას, რადგან ეს წარწერა მირიანაშვილის სახელობის მუზეუმშია დაცული. აი, დღეს უკვე ასეთი ადამიანებიც მიხვდნენ, რომ თავიანთი ქმედებით საფრთხეს აფხაზეთის კულტურასაც უქმნიან, რადგან აფხაზეთის კულტურა ქართული კულტურის გარეშე არ არსებობს. მიხვდნენ, რომ ისინი არა მარტო ქართველების, არამედ აფხაზების მტრებიც არიან. მე ძალიან მიხარია, რომ აფხაზეთიდან ბოლო პერიოდში დადებითი აურა მოდის".

 




 ახალი ამბები
  • დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის დაზიანების ფაქტზე 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ჯ.წ. ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე ამხილეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 მაისს, შურისძიების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის მინები ჩაამსხვრია, რის შემდეგაც ამავე შენობაში არსებული ინვენტარი _ ტელევიზორი, მოდემი, ვენტილატორი, ტელეფონი და კომპიუტერის პრინტერი დააზიანა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი ... ...
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...
  • ევაკუაცია ყავლაშვილის ქუჩაზე_ ჩამონგრეულია სახლის ნაწილითბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, ამავე შენობასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.       ... ...
  • ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების მოთხოვნას _ ბახტაძეჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ.„მე ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა მამუკა ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...