ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მინისტრთა კაბინეტი თავითმმართველობის არჩევნების წინ შეიცვლება

gurianews.com

პოლიტიკა

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მინისტრთა კაბინეტი თავითმმართველობის არჩევნების წინ შეიცვლება

2013 ნოე 19 14:51:48

ექსპერი კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ახალმა პრემიერმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო მთავრობის იგივე შემადგენლობის დატოვებით. ექსპერტის აზრით, მინისტრთა კაბინეტის წევრები მას შემდეგ შეიცვლებიან, რაც პარტია "ქართული ოცნება" გაძლიერდება. კახიშვილი მიიჩნევს, რომ ზოგიერთი მინისტრი მართლაც შესაცვლელი იყო, მაგრამ ამ ეტაპზე გვარების დასახელებისგან თავს იკავებს იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანები რჩებიან თანამდებობებზე და აგრძელებენ უფლება-მოვალეობის შესრულებას.

"ამ ეტაპზე გადაწყდა პარტიის გაძლიერება. როგორც კი "ქართული ოცნება" იქნება ძლიერი, მინისტრთა კაბინეტის წევრები შეიცვლებიან, ეს მოხდება არჩევნებამდე ან მის შემდეგ, ესეც დამოკიდებულია იმ პრობლემაზე, რაც შეიძლება შეიქმნეს ამომრჩევლის მობილიზებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვნახეთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩევლის 55% არ მივიდა, თუ ასეთი აზროვნებით გაგრძელდა შემდგომი მოქმედებები, მთავრობას მოუწევს ნოვაციის განხორციელება ამომრჩევლის მოტივირებისთვის. რაც შეეხება მინისტრებს, ზოგიერთმა მათგანმა ამ ყველაზე საჭირო გარდამავალ პერიოდში საშუალო დონე აჩვენა, არ იყო იდეები და აუცილებლად განსახორციელებელი რეფორმები არც კი დაწყებულა, ახლაც მეეჭვება რაიმე კონკრეტული გააკეთონ, მაგრამ თავს ვიკავებ გვარების დასახელებისგან. ერთი სიტყვით, ეს სამინისტროები მინისტრის არ არსებობის დროსაც კი შეძლებდნენ ასე ემუშავათ."

კახიშვილი აცხადებს, რომ დღეს საჭიროა პროფესიონალი და კვალიფიციური მინისტრები და კადრები, რადგან გაზრდილია როგორც ხელისუფლების პასუხისმგებლობა, ასევე საზოგადოების მოთხოვნაც.

"ორხელისუფლებიანობა დასრულდა, საზოგადოების მოლოდინი დიდია, კრიტიკოსებმაც დაასწულეს სიჩუმე, სწორედ ამიტომ დღეს საჭიროა საქმეზე ორიენტირება და კვალიფიციური კადრები".

კახი კახიშვილი აქვე გამოეხმაურა ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ გავრცელებულ აზრს, რომ ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის წნეხის ქვეშ იმყოფება და ვერ ახერხებს საკუთარი გადაწყვეტილებების გატარებას.

"ბიძინა ივანიშვილი არასდროს აკადრებს ირაკლი ღარიბაშვილს ამყოფოს თავისი წნეხის ქვეშ და არც ირაკლი მისცემს ამის საშუალებას. მათ პარტნიორული ურთიერთობა აქვთ და მხოლოდ რჩევის კითხვა–მიცემის სახით შემოიფარგლებიან. ბუნებრივია, რომ ივანიშვილი თვალყურს ადევნებს პოლიტიკურ მოვლენებს, რადგან უმრავლესობა მისი მოყვანილია და ქვეყნისა და ხალხის წინაშე პასუხისმგებლობა სწორედ მას აწევს. ივანიშვილი ძალიან ჭკვიანი ადამიანია. მოვიდა, თქვა, შეუსრულა, შეასრულა და ლამაზად გაეცალა ყველაფერს. ბუნებრივია, მასთან კონსულტაციები იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ჩაერევა გადაწყვეტილებების მიღებაში. ივანიშვილმა ძალიან სწორი ნაბიჯი გადადგა, როცა მისი წასვლის შემდეგ ქვეყნის პირველ პირებად დატოვა ღარიბაშვილი-მარგველაშვილის ტანდემი, რათა არ ყოფილიყო ხელისუფლებით გამოწვეული ტკბობის ხანა".

კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს იკავებს ექსპერტი მამუკა არეშიძეც. თუმცა, ისიც თვლის, რომ მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ გამართლებასაც აძლევს ამ ყველაფერს და აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებით ახალმა პრემიერმა შეინარჩუნა გუნდი.

"მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ მესმის რატომ არ მოხდა ეს პროცესი. ამ ცვლილებებით ახალი პრემიერი მოახდენდა დემონსტრირებას იმისა, რომ წინა პრემიერის პირობებში მთავრობის ზოგიერთმა წევრმა ვერ გაართვა თავი მოვალეობას. ამიტომ ირაკლი ღარიბაშვილმა ტაქტიკურად აარიდა თავი ამის დემონსტრირებას და შეინარჩუნა ძველი გუნდი, მითუმეტეს, რომ ადგილობრივი არჩევნები წინ გველოდება. ვფიქრობ, ის მინისტრები, რომლებიც ახლაც ვერ გაართმევენ თავს სამუშაოს, სწორედ არჩევნების წინ უნდა შეიცვალონ".

მამუკა არეშიძემ აღნიშნა, რომ დღეიდან მთავრობას დაუღალავი მუშაობა მოუწევს და არ აქვს შეცდომის დაშვების უფლება, რადგან გასასამართლებლად ვერაფერს ვეღარ მოიფიქრებენ. ხალხის ნდობა და მოთხოვნაც გაიზარდა.

"ხელისუფლებას დიდი ვალდებულება აქვს აღებული ბიუჯეტის მხრივ. მათ უკვე აღარ შეეძლებათ ლაპარაკი იმის თაობაზე, რომ ხაზინა ცარიელი დახვდათ, ვერაფერს იტყვინ გაუგებარ ვალდებულებებზე, ვერ იტყვიან, რომ რაიმე ხელისშემშლელი პირობები აქვთ და უჭირთ მუშაობა. ასე რომ რთული პერიოდი იწყება და ვფიქრობ ამ ეტაპზე პრემიერმა საკმაოდ ტაქტიკური სვლა გააკეთა".




 ახალი ამბები
  • სალომე ზურაბიშვილი: "ჩვენ ვქმნით ძალიან ღირსეულ სურათს ამ ქვეყნის" (R)სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს შეხვდა და ვეტერანთა დღე მიულოცა. პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, მათი როლი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვანია და გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ის მათ კეთილდღეობაზე იზრუნებს. შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა ქართველი სამხედროების როლზე ტერორიზმთან ბრძოლაში და გაპრეზიდენტების შემთხვევაში ავღანეთში ვიზიტი დააანონსა. „ერთ-ერთი პირველი ვიზიტი გარეთ ამ ქვეყნიდან, ალბათ უნდა იყოს ავღანეთში, სადაც ჩვენ ვქმნით ძალიან ღირსეულ სურათს ამ ქვეყნის. ეგოისტურად ჩვენს დამოუკიდებლობაზე კი არ ვზრუნავთ, მაგრამ ამავე დროს ვფიქრობთ იმაზე, რომ ჩვენ ვართ  ერთი მსოფლიოს შვილები. თანასწორობა იმაში არის, რომ ჩვენც მივიღოთ ჩვენი წილი რაც არ უნდა ეს ზოგჯერ ძალიან მტკივნეული და ტრაგიკულიც იყოს,“- განაცხადა სალომე ... ...
  • "გამოიყენოთ ეს არჩევნები იმისთვის, რომ აირჩიოთ პრეზიდენტი, რომელიც არ იჯდება კაბინეტში" (R)ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქარძე პარტიის ლიდერებთან ერთად მხარდამჭერებს რუსთავში შეხვდა. ადგილობრივებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონის პრობლემებს. რუსთავში ყველაზე მტკინვეულ პრობლემად ითვლება უმუშევრობა და გაჩერებული საწარმოების საკითხი. მხარდამჭერებთან შეხვედრაზე დავით ბაქრაძემ კონკრეტულად ისაუბრა პროგრამულ პრიორიტეტებზე _ დაცულობა და ინვესტიციები, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმება, ქართველი სტუდენტების დაფინანსება უცხოეთში, პენსიის მომატება.  „რუსთავი არის მაგალითი, როგორ ჭირდება საქართველოს ინვესტიციები და რამდენი რამე შეუძლია შეცვალოს ხალხისთვის ინვესტიციას, რუსთავი არის მაგალითი, როგორ ჭირდება დღეს ქვეყანას ხელისუფლება, რომელიც იზრუნებს სამუშაო ადგილების შექმნაზე, ადამიანების დასაქმებაზე და ქვეყანაში ინვესტორების შემოყვანაზე. ამიტომ, რუსთავი არის მაგალითი იმის, რომ უნდა აუცილებლად გამოიყენოს ჩვენმა ხალხმა ეს არჩევნები იმისთვის, რომ აირჩიოს პრეზიდენტი, რომელიც არ იჯდება კაბინეტში და რომელიც მთელ თავის გავლენას, რესურსს და კონტაქტებს გამოიყყენებს ქვეყანაში ინვესტორების შემოსაყვანად, სამუსაო ადგილის შესაქმნელად, ადამიანების დასახმარებლად და იმისთვის რომ ჩვენი ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი და საიმედო.“_ განაცხადა დავით ... ...
  • მერაბ ჭანუყვაძე: სალომე ზურაბიშვილს ზურგს უმაგრებს უდიდესი პოლიტიკური გამოცდილება (R)პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთის მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. უმრავლესობის ლიდერი, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე, ორგანიზაციის წევრები და გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, სოფელ შრომის და დაბა ლაითურის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე ადგილობრივებს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სამომავლო გეგმები გააცნეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.„სალომე ზურაბიშვილი არის ღირსეული კანდიდატი. მას ზურგს უმაგრებს უდიდესი პოლიტიკური გამოცდილება და ამავდროულად შეუძლია იქცეს საქართველოს ისტორიაში პირველ ზეპარტიულ, მიუკერძოებელ პრეზიდენტად“- მიმართა მერაბ ჭანუყვაძემ ... ...
  • "ვაბშე, მიშას დავბრიდავ": სკანდალური ჩანაწერების სერია გრძელდებამირზა სუბელიანი მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციისთვის მზად იყო - ამის შესახებ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი ფარულ ჩანაწერებში თავად საუბრობს, რომელიც „კურიერმა“ ცოტა ხნის წინ მოიპოვა. სუბელიანი „ქართული ოცნების“ დეპუტატთან, ვიქტორ ჯაფარიძესთან დიალოგში ამტკიცებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის გასანეიტრალებლად სამთვიანი ვადა მისთვის საკმარისი იქნებოდა. ახალ აუდიოფაილში პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი ასევე ახსენებს „ქართული ოცნების“ იმ მაღალჩინოსნებს, რომელთა მაკომპრომეტირებელი მასალები აქვს. მირზა სუბელიანი სოზარ სუბარის გვარს ასახელებს. საუბრის შინაარსიდან ცნობილი ხდება, რომ სუბარი არის ის პიროვნება, რომელიც სუბელიანს აკონტროლებდა, მაგრამ ახლა ყოფილი პროკურორი ამტკიცებს, რომ მისი და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ისევე როგორც მმართველი პარტიის გზები - გაიყო. ჩანაწერში მირზა სუბელიანი დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესა და პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის ნდობით აღჭურვილ პირს, დავით ცუხიშვილს ესაუბრება. მირზა სუბელიანი - "ეჰ, ეგრე არ არი. ამათ უნდათ, რომ ფიქრობენ, რომ მე ციხეში გავტყდები და იმ თემაზე წავალ, რასაც ეგენი მეუბნებიან. რატო არ წავიდე ... ავიღებდი ორ მილიონს, ჩავიდებდი ჯიბეში და წავიდოდი პარიზში და დავალეწავდი თავ-ყბას ყველას და ღირსებიც იქნებოდნენ დღევანდელი გადმოსახედიდან. მაგრამ დღეს ამას ვერ ვიზამ, კაცური სიტყვა მაქვს ნათქვამი და ხელი მაქვს ჩამორთმეული და ჩემი სიტყვა არ დარღვეულა არასდროს მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში და დღეს ამას არ ვიზამ, მაგრამ. მაგრამ რომ გამოვალ გარეთ, დავუჯდები, ძმაო, დაველაპარაკები და ვეტყვი, ძმაო, ამ ყველაფრის მერე ვინ ვარ, კიდევ „იზვოი“ ვარ? დამიფიქსირეთ! მტერი ვარ კიდევ თქვენი? რო ვიცოდე რა?... მერე პასუხისმგებელი ვიქნები ჩამს ქმედებებზე. ჩემი გადასაწყვეტია. არავისზე ნაკლები ორატორი არ ვარ, არავისზე ნაკლები ჭკუა არ მაქვს. არავისზე ნაკლები კომპრომატები არ მაქვს. ამას, რასაც მე მაბრალებდნენ მთელი ცხოვრება. ოთხი წლის განმავლობაში და კადრებში მაყურყუტებდნენ, მირზა არ გავწიოთ, ბევრი კომპრომატი აქვსო, ერთი კაცი მითხრან, ვისთანაც დამცდენია რამე. ცუხიშვილი -აი, მაგას ვამბობ, წინ ვის დახვედრია? მირზა სუბელიანი - ზოგ-ზოგიერთებისგან განსხვავებით, აგერ „ომეგა ჯგუფისა“ და უჩას ჩანაწერების მსგავსად, არავის არაფერი არ დახვედრია. ერთადერთი ფაქტორი, ძმაო, რაც მაკავებდა, ეს სოზარის ფაქტორია, დღეს ეგ ფაქტორიც აღარ არსებობს. არ არსებობს იმ თვალსაზრისით, რომ მე მივალ და ამ კაცს ავუხსნი. ის თვითონ გულგატეხილია, ის ჩემზე მეტს ნერვიულობდა და ვეტყვი, რომ სოზარ, შენ ნუ გეწყინება, ძმაო, ჩვენი გზები გაიყრება. მე რასაც გავაკეთებ, მე ვიცი. დაირღვევა პირობა? მე ვიცი, შევხედავ, ძმაო, გვერდში ვჭირდები? გამიშვით, ვაბშე, მიშას დავბრიდავ. სამი ოთხი თვე მოვამზადებ და .. ვაბშე იარაღს არ გამოვიყენებ, ისე დავბრიდავ. რაღაცას გავუკეთებ. ორი ვარიანტია, ან უნდა დავბრიდო, ან უნდა შევეკრა და მაგასთან შეკვრა არ მინდა, ნამდვილად არ მხიბლავს მაგისი წინადადებები მე. მირზა სუბელიანი - მე ვლაპარაკობ სისულელეებს? პარლამენტში რას გეუბნებიან, რატო ზისო? ვიქტორ ჯაფარიძე - ეცოდები ვიღაცეებს.. შვილებს ვფიცავარ." წყარო: ... ...
  • ტელეკომპანია "იბერიამ" მაუწყებლობა შეწყვიტა"ხელისუფლებამ დახურა იბერია" - ეს საპროტესტო განცხადება გადაცემების ნაცვლად ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში გადის. არჩევნებამდე 12 დღით ადრე დამოუკიდებელმა მედიასაშუალებამ მუშაობა შეწყვიტა. არხის ხელმძღვანელობა მიზეზად ფინანსურ კრიზისს ასახელებს, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც „ომეგა ჯგუფს, რომელიც  ტელეკომპანიას ფინანსურად უზრუნველყოფდა, პრობლემები შეექმნა და სიგარეტის ქარხანა OGT-ი დახურა. "იბერიას" 200-მა თანამშრომელმა ჯერ არ იცის, სად გააგრძელებს მუშაობას.არხის ხელმძღვანელები დამოუკიდებელი მაუწყებლობის გადასარჩენად ბიზნესსექტორს "იბერიას" ეთერში რეკლამების განთავსებისკენ ... ...

არქივი

ზაფრანი

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ…

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ადამიანის იღბალი და მობილური ტელეფონის ნომერი

რიცხვების მაგია უძველესი დროიდან იღებს...

მამაკაცები, რომელთა ცოლობასაც არასოდეს ინანებთ

ამბობენ, რომ ქორწინება თავისებური "ლატარიაა",...

ყავა ჭამის მადას ამცირებს

3-4 ფინჯანი ყავის მირთმევა დღის...

ბავშვის სწორად აღზრდა და ასტროლოგია

ამბობენ, "მშობლებს არ ირჩევენ" და...

ქეით მიდლტონის ყოველდღიური დიეტა

კემბრიჯის ჰერცოგინია, სამეფო ოჯახის წევრის...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე?