დაგროვებით საპენსიო სისტემა და მე-13 ხელფასი

პოლიტიკა

დაგროვებით საპენსიო სისტემა და მე-13 ხელფასი

22 ნოე. 2013, 10:09:35

ქუცნაშვილი აცხადებს, რომ მომავალი წელი საკმაოდ სერიოზული და ნაყოფიერი იქნება. დაგეგმილია სიახლეები განათლების სისტემაში, რათა შეიქმნას პროფესიული განათლების ერთიანი ქსელი. აშენდება ახალი სკოლები და მოხდება ძველების რეაბილიტაცია. პირველად შეიქმნება მიგრაციის სამსახური იმისათვის, რომ გამოვლინდეს ვინ იმყოფება ჩვენ ქვეყანაში კანონიერად და ვინ უკანონოდ, მომავალ წელს მოხდება საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა.

"კიდევ ერთი სიახლე, რაც მომავალ წელს გველოდება, საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერაა, რაც ბოლო 12 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა. ჩვენი მიზანია შევისწავლოთ - რა მდგომარეობაშია ჩვენი ხალხი, თითოეულ ოჯახში მისვლით და გამოკითხვის მეთოდით. მომავალ წელს განხორციელდება ასევე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ენერგეტიკის სფეროში. აშენდება დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი ახალი გაზსადენი. ზესტაფონი-ქუთაისის, ქუთაისი-სენაკის და გორი-ქარელის მიმართულებით. 2014-2015 წლებში დავასრულებთ საქართველოს მოსახლეობის ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას. 20%-ით შევაცმირეთ ელენერგიის, ხოლო 10%-ით გაზის ტარიფი. მოსახლეობა ვერ ირძნობს ამ შეღავათს, თუ მას ექნება კომუნალური მრიცხველები".

უმრავლესობის წევრის განცხადებით, მომავალ წელს მთავრობა დაიწყებს საპენსიო რეფორმას და მოხდება გადასვლა დაგროვებით საპენსიო სისტემაზე.

"დავიწყებ საპენსიო რეფორმით. იცით, რომ ვაპირებთ მომავალ წელს გადავიდეთ დაგროვებით საპენსიო სისტემაზე. ეს იქნება მრავალწლიანი პროცესი, რომელიც დაეფუძნება შრომის სტაჟს და შენატანის ოდენობას. ის მოქალაქები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო ნაკლებს შრომობენ, ან ეწევიან საოჯახო საქმიანობებს, მიიღებენ სოციალურ პენსიანს, რომელიც იქნება არანაკლები, საარსებო მინიმუმზე".

ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ ისევ გაგრძელდება მუშაობა ბიზნესის მიმართულებით და მომავალ წელს წინსწრებით გადახდილი თანხები ისევ დაუბრუნდებათ ბიზნესმენებს. ასევე მნიშვნელოვან სიახლედ დაასახელა მე-13 ხელფასის შემოტანა.

"მოსახლეობასთან მიმართებაში სიახლე იქნება იმაშიც, რომ დაბალხელფასიან მოქალაქეებს, მხედველობაში მაქვს 150 ლარამდე ხელფასის მქონე პირებს, იანვარ-თებერვლის თვეებში დაუბრუნდებათ 200 მილიონი ლარი მე-13 ხელფასის სახით. 150 ლარის ხელფასის მქონე მოქალაქები აიღებენ 360 ლარს ე.წ. 13 ხელფასს, ხოლო 100-ლარიანი ხელფასის მქონე პირები - 240 ლარს".

ზაქარია ქუცნაშვილმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო ენაზე და აღნიშნა, რომ მომავალ წელს შემუშავდება კანონპროექტი სახელმწიფო ენის სტატუსის შესახებ. დეპუტატი შეეხო თვითმმართველობის რეფორმასაც და განაცხადა, რომ მთავრობას სამოქალაქო საზოგაოდებასთან ერთად, კიდევ ერთხელ მოუწევს ჩააბაროს სამართლიანი, არაძალადობრივი არჩევნების ტესტი. მან იმედი გამოთქვა, რომ ეს არჩევნები იქნება საკმაოდ კონკურენტული და დემოკრატიული.

"ადგილობრივი არჩევნები თავისი სპეციფიკით ყოველთვის უფრო აქტიურია და ეხება ყველა დასახლებას. ორგანზიებულად ჩატარებისათვის კი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თვითმმართველობის რეფორმის გატარება. იმედი მაქვს, ეს არჩევნები იქნება ყველაზე კონკურენტული".

ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ მოსახლეობის მოლოდინი სამართლიანობის აღდგენის კუხით აუცილებლად გამართლდება და ამ მხრივ პროკურატურას აქვს სერიოზული გამოწვევა, უპასუხოს ამ მოლოდინს. მისი თქმით, პირველი ოქტომბრის დაპირებებიდან ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო სწორედ სამართლაინობის აღდგენა და ეს საქმე საჭიროებს პროცესის ბოლომდე მიყვანას.

უმრავლესობის წევრი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" ნომერ მეორე მთავრობა შეძლებს ბევრად ეფექტურად და სწრაფად მიაღწიოს დასახულ ამოცანებს, ვიდრე მიმდინარე წელს.

 




 ახალი ამბები
  • ზუგდიდის ბანკთან ინკასაციის მანქანა გამოჩნდა _ თავდამსხმელმა ბანკი დატოვახელისუფლება, სავარაუდოდ, თავდამსხმელის მოთხოვნებს აკმაყოფილებს -  ბანკის შენობასთან ინკასაციის მანქანა გამოჩნდა და ვერტმფრენი დაჯდა. არაოფიციალური ინფორმაციით, შესაძლოა, ინკასაციის მანქანა თავდამსხმელის მხრიდან ფულის მოთხოვნას, ხოლო ვერტმფრენი მის მიერვე მოთხოვნილ უდაფრთხო კორიდორს უკავშირდებოდეს.  შეიარაღებულმა პირმა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა. თავდამსხმელი შენობიდან სავარაუდოდ რამდენიმე მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში ჩანს, მას შენობის დატოვების დროს ხელები აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ, ხელში ხელყუმბარა ეკავა. ადგილზე სპეცრაზმის ჯგუფები და სამართალდამცავები არიან მობილიზებული. შემოსაზღვრული ლენტის გარე პერიმეტრზე იმყოფებიან მძევლების ოჯახის წევრები. ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე ... ...
  • ზუგდიდში თავდამსხმელმა კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლაარსებული ინფორმაციით, ზუგდიდში თავდამსხმელმა კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლა.  დარჩენილი მძევლების გასათავისუფლებად პოლიცია მუშაობას აგრძელებს. ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი: ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელიასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ მძევლების აყვანის ფაქტს ეხმიანება. როგორც განცხადებაში წერია, ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია. „მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს, იმ დროს, როცა ადამიანების სიცოცხლე სასწორზე დევს და სამართალდამცავები, ამ ურთულესი მდგომარეობის მსხვერპლის გარეშე განმუხტვას ცდილობენ, ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია, ართულებს სამართალდამცავების ამოცანას და საფრთხეს უქმნის მძევლების მშვიდობიან გათავისუფლებას. ასევე, მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, გაითვალისწინონ სამართალდამცავი ორგანოების თხოვნა და ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდონ ისე, რომ არ შეაფერხონ ოპერატიული მოქმედებები“- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე ... ...
  • „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან ორმხრივი სროლისას ოთხი ადამიანი დაიჭრაცოტა ხნის წინ ქვემო ქართლში, კერძოდ დმანისში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. დაპირისპირებამ შემდეგ გარე პერიმეტრზე გადაინაცვლა, სადაც იყო ორმხრივი სროლა. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ოთხი ადამიანი. დაშავებულთაგან ერთ-ერთი, სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელები ნასვამები იყვნენ. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ... ...
  • ხმაური ლანჩხუთში "მედალფას" კლინიკასთან ლანჩხუთში "მედალფას" კლინიკასთან რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაური იყო. კლინიკა რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ახრეხებდა სასწარაფო დახმარების მიერ გადმოყვანილი პაციენტის მიღებას. პაციენტის ახლობლებს, რომლებიც კლინიკასთან იმყოფებოდნენ, მედიკოსები განუმარტავდნენ, რომ ადგილის არ ქონის გამო ავადმყოფს ვერ მიიღებდნენ. ხმაური და კამათი "მედალფასთან" რამდენიმე საათი გრძელდებოდა, ბოლოს საქმეში კლინიკის ხელმძღვანელის რეზო კვერენჩხილაძის ჩარევის შემდეგ, პაციენტი, რომელსავ კუჭ-ნაწლავის პრობლემა აღენიშნებოდა, სტაციონარში მოათავსეს. "მედალფას" კლინიკის მენეჯერი რევაზ კვერენჩხილაძე პაციენტის ახლობლებს შეხვდა და მათ განუმარტა, რომ შეყოვნება იძულებით იყო. "კლინიკაში გვიწევს კორონავირუსით დაინფიცირებული ორი პაციენტი, იმ ზონაში სხვა პაციენტს ვერ მოვათავსებთ. სანამ ქალბატონს მოიყვანდა სასწრაფო, მანამდე მივიღეთ 44 წლის მამაკაცი, უმძიმესი მდგომარეობით. მისი სიმძიმიდან გამომდინარე, ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ახლა გათავისუფლდა ადგილი და პაციენტს მივიღებთ. ბოდიშს გიხდით ყველას, მაგრამ პანდემიის გამო, ფაქტობრივად, ომში ვართ, ექიმები წინა ხაზზე არიან. გაგვიგეთ, რომ იქნება დაყოვნებები, ჩვენ შესაძლებლობის მაქსიმუმს ვაკეთებთ და გავაკეთებთ", - თქვა კლინიკის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...