"ცვლილებები თბილისის შესახებ კანონში უკან გადადგმული ნაბიჯია თვითმმართველობის რეფორმაში"

პოლიტიკა

"ცვლილებები თბილისის შესახებ კანონში უკან გადადგმული ნაბიჯია თვითმმართველობის რეფორმაში"

2013 ნოე 25 17:42:11

"გურია ნიუსი" განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"2013 წლის 10 ოქტომბერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დეპუტატებმა, ერეკლე ტრიპოლსკიმ და გია ჟორჟოლიანმა დაარეგისტრირეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომლითაც ცვლილებები შედის "საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ" საქართველოს კანონში. პროექტის თანახმად, მნიშვნელოვნად იზრდება საკრებულოს და იზღუდება თბილისის მერის უფლებამოსილებები.

თბილისის შესახებ კანონის მე-12 მუხლს ემატება ახალი პ1 პუნქტი, რომლის თანახმადაც, საკრებულოს ენიჭება უფლება, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით უნდობლობა გამოუცხადოს მერის მოადგილეებს, სამსახურის უფროსებს, რაიონის გამგებლებსა და მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ხელმძღვანელებს. უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში კი თბილისის მერი ვალდებული ხდება, გადააყენოს უნდობლობაგამოცხადებული პირი; ამავდროულად, მას არ ექნება უფლება, სამსახურში აღადგინოს ან ზემოთჩამოთვლილ რომელიმე სხვა თანამდებობაზე დანიშნოს ასეთი პირი.

მიგვაჩნია, რომ კანონპროექტით გათვალიწინებული რეგულაციების შემოღება წინააღმდეგობაში მოვა როგორც რიგ საკანონმდებლო აქტებთან, ასევე საჯარო სამსახურის შესახებ კანონის ძირითად პრინციპებთან და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ინიცირებული ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ძირითად მიმართულებებთან, კერძოდ:

კანონში შედის ცვლილება, (22-ე და 23-ე მუხლებში) რომლის თანახმადაც, მერი ვალდებულია "თანამდებობაზე დანიშვნის თანხმობის მისაღებად საკრებულოს წარუდგინოს მერის პირველი მოადგილის, მერის მოადგილეების, რაიონის გამგებლების, სამსახურის უფროსების და მერის ადმინისტრაციის უფროსის კანდიდატურები".

ცვლილება ეწინააღმდეგება "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის მოთხოვნებს, რომლის თანახმადაც ზემოხსენებულ თანამდებობებზე კანდიდატთა შერჩევა ხდება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ხოლო წერითი გამოცდის, ტესტირების და გასაუბრების შემდეგ კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატები წარედგინება თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს, ამ შემთხვევაში – თბილისის მერს. შემოთავაზებული ცვლილებებით კი კონკურსის წესით შერჩეული პირის დასანიშნად დამატებით საკრებულოს თანხმობაა საჭირო, რაც დანიშვნის პროცესის გაჭიანურებასთან ერთად, როგორც აღვნიშნეთ, ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობას აზრს უკარგავს.

ასევე გაუგებარია აღნიშნული ნორმის შემოღება იმის გათვალისწინებით, რომ მოქმედი კანონმდებლობით, თბილისის საკრებულოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიას მუშაობის პროცესში მნიშვნელოვანი და, ზოგიერთ შემთხვევაში, გადამწვეტი როლი აქვს. კერძოდ, თბილისის მერიის მოხელეთა თანამდებობის დასაკავებლად შექმნილი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს თანამდებობაზე თბილისის საკრებულო ნიშნავს, ხოლო კომისიის თავმჯდომარე, თავის მხრივ, თანამდებობაზე ნიშნავს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს და კომისიის წევრებს. იგი ასევე განსაზღვრავს საკონკურსო საატესტაციო კომისიის წევრთა რაოდენობას. ამის გათვალისწინებით, სრულიად მიუღებელია დამატებითი რეგულაციების შექმნა და შერჩეული კანდიდატის დანიშვნისთვის კვლავ საკრებულოს თანხმობის მიღება.

ინიცირებული პროექტის თანახმად, მერის პირველი მოადგილის, მერის მოადგილეების, რაიონის გამგებლების, სამსახურის უფროსების და მერის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი შეიძლება საკრებულოს მიერ ამ პირთა მიმართ "უნდობლობის" გამოცხადება გახდეს.

ეს ნორმაც ეწინააღმდეგება "საჯაროს სამსახურის შესახებ" კანონის მოთხოვნებს. კერძოდ, ზემოხსენებული თანამდებობის პირები არ არიან პოლიტიკური თანამდებობის პირები, რის გამოც კონკურსგავლილი საჯარო მოხელის გათავისუფლების საფუძველი არ შეიძლება იყოს "უნდობლობის" გამოცხადება. ამასთანავე, მნიშვნელოვნად იზრდება რისკი იმისა, რომ კონკრეტული თანამდებობის პირს საკრებულო გადააყენებს პოლიტიკური შეხედულებების გამო და არა – სამსახურებრივი უფლებამოსილებას არაჯეროვნად შესრულებისათვის.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მთვარობამ წარმოადგინა "თვითმმართველობის შესახებ" კანონის ახალი პროექტი, სადაც არ არის საუბარი იმაზე, რომ თვითმმართველი ქალაქის მერის პირველი მოადგილის, მერის მოადგილეების, სამსახურის უფროსების და მერის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებაზე უფლებამოსილი საკრებულო იქნება. აქედან გამომდინარე, გაუგებარია, თუ რატომ უნდა გავრცელდეს ცვლილებები მხოლოდ თბილისის მერიაზე და რატომ არ ხდება ამ ცვლილებების ინტეგრირება ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის საერთო სტრატეგიაში.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თბილისის მერის არჩევა ხდება მოსახლეობის მიერ, პირდაპირი წესით, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სარგებლობს მაღალი ლეგიტიმაციით და მას უნდა გააჩნდეს საკუთარი კადრების დაკომპლექტების შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია, არსებობდეს ანგარიშვალდებულებისა და კონტროლის მექანიზმები, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს მერის უფლებამოსილების მნიშვნელოვნად შეზღუდვის ხარჯზე.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ დაუჭიროს მხარი კანონპროექტს და ნებისმიერი ცვლილება, რომელიც თვითმმართველობის ფუნქციონირებას ეხება, მხოლოდ თვითმმართველობის რეფორმის კონტექსტში განიხილოს," _ ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • "ქურდული სხადნიაკის" მოწყობა - კიევში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი "გალსკი" დააკავესკიევში ქართველი „კანონიერი ქურდი“ ნუკრი დოჩია, იგივე, გალსკი დააკავეს. კიევის პოლიციის უფროსის, ანდრეი კრიშჩენკოს თქმით, გალსკი კიევში არალეგალურად იმყოფებოდა და „კრიმინალური ავტორიტეტების“ „სხადნიაკის“ ორგანიზებით იყო დაკავებული. ნუკრი გალსკის 2018 წლის დეკემბერში​ უკრაინაში სამი წლით აეკრძალა შესვლა, შესაბამისად, მან სახელმწიფო საზღვარი არალეგალურად გადაკვეთა.1987 წელს დაბადებული ნუკრი გალსკი არაერთხელ იყო ნასამართლევი მძიმე ... ...
  • საჯარო რეესტრის მიერ ბლოკჩეინის გამოყენების გამოცდილებას უზბეკეთის დელეგაცია გაეცნო (R)საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სასწავლო ვიზიტით უზბეკეთის დელეგაცია ეწვია. პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მარიამ ტურაშვილმა სტუმრებს საჯარო რეესტრის მიერ უძრავი ქონების რეგისტრაციაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილება და სამომავლო გეგმები გააცნო. სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საჯარო რეესტრი პირველი ორგანიზაციაა მსოფლიოში, რომელმაც საჯარო სერვისებში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენება დაიწყო. ბლოკჩეინში ინტეგრირებით უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სარეგისტრაციო ტრანზაქციები კიდევ უფრო მეტად დაცული, მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომი და გამჭირვალე გახდა. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ქონების რეგისტრაციის სფეროში განხორციელებულ სხვა წარმატებულ რეფორმებსაც გაეცნენ. უზბეკეთის დელეგაციის შემადგენლობაში გენერალური პროკურატურის, ფინანსთა და შრომის სამინისტროს წარმომადგენლები შედიოდნენ. ... ...
  • ფოთში ვეტერანებისთვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდა (R)მიმდინარე წლის 20-21 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ "ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავლის’’ ორგანიზებით და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიასა და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ფოთში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, მათი ოჯახის წევრებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა. საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობას იღებდნენ შემდეგი კლინიკები: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, სამედიცინო ცენტრი ‘’ვივამედი’’, დავით გაგუას კლინიკა, ისრაელი-საქართველოს ერთობლივი კლინიკა ‘’გიდმედი’’, ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, 33-მა წამყვანმა ექიმმა, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება გაუწია 800-მდე ბენეფიციარს. მათ, ასევე, უფასოდ გადაეცათ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები. სამედიცინო აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ამურ რევიშვილი, უფროსი სპეციალისტი, ვაჟა დალაქიშვილი, უწყების რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი, რევაზ გაბუნია, სამსახურის წარმომადგენლები ფოთში, დავით კვარაცხელია და მერაბ კორშია,  ფოთის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა კურდღელია, ა(ა)იპ " ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავლის’’პრეზიდენტი, ქეთი ბარათელი. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ " ქართული ოცნება - ჯანმრთელ მომავალს" შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიმდინარე წლის 25 იანვარს გაფორმდა და 2019 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს. მემორანდუმი მიზნად ისახავს, ვეტერანებისთვის სათანადო ცხოვრების პირობების შექმნის უზრუნველყოფას და მათი სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას. ... ...
  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინასაქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 23 ივლისისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8831 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.8845 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0014-ით გამყარდა. ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.2357 ლარი შეადგინა, გუშინ მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.2410 ლარი იყო. ლარის კურსი ევროსთან 0.0053-ით გამყარდა. ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.5955 ლარია, აქამდე მოქმედი კურსი 3.6177 ლარი იყო. ლარის კურსი სტერლინგთან მიმართებაში 0.0222 -ით გამყარდა. თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.5077 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.5109 ლარი იყო. ლარი ლირასთან მიმართებით 0.0032-ით ... ...
  • საჯარო რეესტრმა ამზომველებისთვის „სახელმძღვანელო საკადასტრო სამუშაოებისთვის" მოამზადა (R)საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შემსრულებელი პირებისთვის „სახელმძღვანელო საკადასტრო სამუშაოებისთვის" მოამზადა. სახელმძღვანელო სარეკომენდაციო-საინფორმაციო ხასიათისაა და ამზომველებსსაკადასტრო სამუშაოების მაღალი სიზუსტითა და დადგენილი სტანდარტების შესაბამისად შესრულებაში დაეხმარება. სახელმძღვანელოში მოცემულია ინფორმაცია დამკვეთსა და ამზომველს შორის განსაზღვრული ვალდებულებების, აზომვითი სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო ხელსაწყოების, მეთოდებისა და ტექნიკური მოთხოვნების შესახებ. მოცემული რეკომენდაციებისმიხედვით ამზომველის მიერ კვალიფიციურად შესრულებული სამუშაო უფრო მეტად დაცულს ხდის როგორც მიწის მესაკუთრეების, ასევე ამზომველის უფლებებს, აღმოფხვრის გადაფარვებს და მინიმუმამდე დაიყვანს მესაკუთრეებს შორის სამომავლო დავებისწარმოშობის რისკს. ... ...

არქივი

ზაფრანი

ვაზელინი - ჯენიფერ ენისტონის სილამაზის საიდუმლო

50 წლის ჰოლივუდის მსახიობი ჯენიფერ...

ჰოლივუდის ყველაზე შესაშური მამაკაცები

ამ მამაკაცებზე ოცნებობს მილიონობით ქალი,...

კაცმა ტატუ თვალში გაიკეთა

ბოლო დროს თვალის ტატუ ხელოვნების...

როგორი სიმთვრალე აქვს რიანას

საუბარი რიანას შემოქმედებაზე და მის...

შაკირა ყველა დროის სექსუალური მომღერალია

ყველა დროის ყველაზე სექსუალური მომღერლების...

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...