"ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონი არის გაუგებარი და აბდაუბდა"
დღეს კავშირის ლიდერმა აკაკი ასათიანმა კიდევ ერთხელ იმსჯელა თვითმმართველობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე და განაცხადა, რომ ეს კანონი არაა მხოლოდ ხელისუფლების და ერთი პარტიის გადასაწყვეტი.
"კანონპროექტში გამოხატულია წყენა იმის გამო, რომ ხელისუფლება უგულებელყოფს ოპოზიციური პარტიების მოსაზრებებს. ეს არაა სწორი დამოკიდებულება, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონი არაა მხოლოდ ხელისუფლების და ერთი პარტიის გადასაწყვეტი. თვითონ კანონი არის გაუგებარი და აბდაუბდა. შინაარსის გამოტანა შეუძლებებლია, უნდა იყოს მარტივი და ცხადი. ადამიანმა უნდა იცოდეს, რას ირჩევს და როგორ ირჩევს. ასე ხდება ლიტვაშიო, ესტონეთშიო, ამოკრიფეს ფრაგმენტები სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებიდან და შეადგინეს აბსოლუტურად შეუსაბამო პროექტი. ამას უნდა მკაფიოდ განსაზღვრა. გამოხმაურება იყოს ძალიან აგდებული, თქვენ საქმეს მიხედეთ, ჩვენი საქმისა ვიცით, დახლოებით ასეთი. ეს კანონი თუ იქნა მიღებული და ამით ჩატარდა არჩევნები, რამდენიმე თვეში მივხვდებით, რომ არ მუშაობს ეს პროექტი".
ასათიანის განცხადებით, კანონს აქვს ვალმოსახდელი, ნაჩქარევი სახე და საერთოდ არ ჩანს, რა უფლებამოსილება აქვთ ადგილობრივ ერთეულებს.
"ასე ნაჩქარევად რომ არ ყოფილიყო ეს პროცესი წარმართული და ყოფილიყო კონსულტაციები, დღეს დღის წესრიგში იდგებოდა ორი საკითხი - რა უფლებამოსილებები ექნებოდა ადგილობრივ ერთეულებს და როგორ აირჩეოდა ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელები. ამბობენ, ეს სრულყოფილი არაა და თანდათან უნდა გასწორდეს. რატომ? შეიძლება რაღაცის ისე გაკეთება, რომ ცვლილებები, გადაკეთებები აღარ დასჭირდეს".
"ტრადიციონალისტთა კავშირის" თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია აუცილებლად უნდა გადავიდეს კონსტრუქციული ოპონირების ეტაპზე და ჩამოყალიბდეს ალტერნატიული პროექტი.