თვითმმართველობის რეფორმა, როგორც აუცილებლობა

პოლიტიკა

თვითმმართველობის რეფორმა, როგორც აუცილებლობა

2013 ნოე 29 12:24:56

"რამდენიმე თვის წინ, თურქი ბიზნესმენი მოვიდა, მოეწონა შენობა, ადგილმდებარეობაც. გვითხრა მომყიდეთ, თხილის გადამამუშავებელ ქარხანას გავხსნი და სულ მცირე, 100 ადგილობრივს დავასაქმებო, მაგრამ სურვილს უამრავი წინააღმდეგობა შეხვდა", _ ამბობს კახათის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული გიორგი სორდია.

ადგილობრივი მოხელე უპირველესად იმ გარემოებას გულისხმობდა, რომ შენობა კოოპერატივის საკუთრებაა, მიწა კი, რომელზეც თავის დროზე შენობა აშენდა, ეკონომიკის სამინისტროს საკუთრება. გიორგი სორდიას თქმით, ეკონომიკის სამინისტროს სპეციალური წერილითაც მიმართეს, რათა სოფელს საკუთარი შეხედულებისამებრ განეკარგა შენობა, თუმცა პასუხად უწყებამ უარი გამოგზავნა.

ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებული ტროტუარებიც მაშინ, როცა ქუჩებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტი განკარგავს. გამგეობაში ამბობენ, რომ ასეთი რეალობა ადგილობრივ თვითმმართველობას ხელს უშლის თავად დაარეგულიროს ტროტუარებზე სარეკლამო ბილბორდებისა თუ სხვა ტიპის რეკლამების განთავსების საკითხი, რაც საბოლოო ჯამში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამატებითი შემოსავლების მიღებას შეუძლებელს ხდის.

"წლებია ვითხოვთ ტროტუარების გადმოცემას. უამრავი განცხადებაა ჩვენს სამსახურში შემოსული რეკლამის განთავსებასა თუ სამაცივრე დანადგარების დადგმასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, პასუხს ვერ ვცემთ. როგორც იქნა, დაიძრა პროცესი და უკვე ვიწყებთ აზომვითი სამუშაობების ჩატარებას, დოკუმენტაციას ეკონომიკის სამინისტროს გადავუგზანით, ეს ტერიტორია მუნიციპალიტეტს გადმოეცემა, რის შემდეგაც გავცემთ დროებით ორდერებს მეწარმეებზე და დავაწესებთ გონივრულ გადასახადს, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ადგილობრივ შემოსავლებს", _ აცხადებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქმშენებლობისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე თოდუა.

პრობლემები, რომლებიც ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მათ ტერიტორიაზე არსებული ქონების მართვა-განკარგვასთან დაკავშირებით ექმნება, მხოლოდ ნაწილია იმ დაბრკოლებებისა, რომელთაც ადმინისტრაციული ორგანოები ყოველდღიურ საქმიანობაში აწყდებიან. ზუგდიდში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ მოქმედი კანონმდებლობა და თვითმმართველობის სისტემა შორს დგას მოქალაქეთა აქტიური ჩართულობისგან, რაც არაერთი მიზეზის გამოა განპირობებული.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" რეგიონული ოფისის ანალიტიკოსი არჩილ თოდუა თვითმმართველობის რეფორმის გატარების აუცილებლობაზე საუბრისას ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ ამჟამად მოქმედი რეგულაციებით, თვითმმართველობის ორგანოები ცენტრალურ ხელისუფლებაზე არიან დამოკიდებულები და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადასაწყვეტად საკმარისი უფლებამოსილება არ აქვთ.

"ხელისუფლების ცვლილების შემდეგ აქტიურად განიხილავენ თვითმმართველობაში დაგეგმილ რეფორმას, რაც ბუნებრივია, მისასალმებელია, რადგან ძლიერი თვითმმართველობა ძლიერი ადგილობრივი დემოკრატიის ნაწილია. ის სრულად არის ორიენტირებული მოქალაქეზე, ადმინისტრაციული ორგანო გაცილებით თავისუფალია და რაც მთავარია, მეტი ფინანსური რესურსი აქვს მტკივნეული და მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად", _ ამბობს არჩილ თოდუა და იქვე განმარტავს, რომ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ცვლილების განხორციელების შემთხვევაში საქართველოში ორდონიანი თვითმმართველობა ჩამოყალიბდება.

"თუკი ვიმსჯელებთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაგალითზე, რეფორმის შედეგად მივიღებთ ასეთ სურათს: ზუგდიდს, შესაძლოა, მიენიჭოს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი და მას პირდაპირი წესით არჩეული მერი და საკრებულო ეყოლება; სოფლებში ჩამოყალიბდება რამდენიმე თვითმმართველი ერთეული. სოფლებს ექნებათ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი, საკუთარი ქონება: მიწა, შენობა-ნაგებობები და ა.შ., რომელთა განკარგვასაც თავისუფლად შეძლებენ", _ აცხადებს არჩილ თოდუა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანალიტიკოსისგან განსხვავებით, რამდენიმე თვის წინ შექმნილი "სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრის" გამგეობის თავმჯდომარე ნუგზარ გაბელია, რეფორმის სხვა არანაკლებ სასიცოცხლო - ფინანსური შესაძლებლობების მხარეზე ამახვილებს ყურადღებას.

"ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, ადგილზე მხოლოდ ქონების გადასახადი რჩება, მოგებისა და საშემოსავლოს დიდი ნაწილი კი ცენტრალურ ბიუჯეტშია. მართალია, ნაწილი მუნიციპალიტეტს მაინც უბრუნდება, თუმცა ვფიქრობთ, რომ მიდგომა თუ შეიცვლება, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები გაცილებით მეტ სარგებელს მიიღებენ და მეტი პრობლემის გადაჭრას შეძლებენ, რაც მთავარია, მუდმივად მომლოდინე პოზიციაში არ იქნებიან ცენტრალურ ხელისუფლებასთან მიმართებაში", _ აცხადებს ნუგზარ გაბელია.

მესამე სექტორის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, ადგილობრივ ხელისუფლებაში პირველი პირები ორი წლის ვადით აირჩევიან, რაც დაინტერესებული მხარეებისთვის სტიმული იქნება რეგიონული პოლიტიკა მეტად გააქტიურონ და მუდმივად იბრძოლონ დედაქალაქის გარეთ ელექტორატის ნდობის მოსაპოვებლად.

თვითმმართველობის სისტემაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთში მომუშავე საჯარო მოხელეებმა 18 ივლისს დამატებითი განმარტებები უშუალოდ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრისგან მოისმინეს. დავით ნარმანია წლების განმავლობაში სწორედ თვითმმართველობის რეფორმის კონცეფციაზე მუშაობდა თანამოაზრეებთან ერთად.

"ჩვენი თვითმმართველობის მოდელი გულისხმობს იმას, რომ პირველი დონის თვითმმართველობა უნდა იყოს არა დღეს არსებული მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, არამედ უფრო დაბალ დონეზე ანუ თემში, ასევე ცალკე თვითმმართველობა უნდა იყოს ქალაქში. თვითმმართველობის მეორე დონე გულისხმობს რეგიონის დონეზე ადგილობრივი თვითმმართველობის არსებობას", _ აცხადებს მინისტრი და იქვე განმარტავს, რომ თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს წევრთაგან ჩამოყალიბდება სამხარეო ადმინისტრაცია, რომლის მიერ დასახელებული სამი კანდიდატიდან საქართველოს მთავრობა სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ერთს დანიშნავს.

დავით ნარმანია არ მალავს, რომ რეფორმის იდეა მთავრობის წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. მისივე თქმით, თემაზე ამჟამად აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს და პოზიციების შეჯერების შემდეგ, რეფორმის სამუშაო ვერსია საჯარო განხილვის ობიექტი გახდება. კითხვაზე, თუ რამდენად გაზრდის რეფორმა ადმინისტრაციულ თუ ინფრასტრუქტულ ხარჯებს, მინისტრი აცხადებს, რომ ცვლილება სახელმწიფოს რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაუჯდება.

"თუ გვინდა რეფორმა, ხარჯების გასაღებადაც უნდა ვიყოთ მზად, თუმცა ჩვენი წინასწარი გათვლებით ეს დიდ რესურსებთან არ იქნება დაკავშირებული. ოპტიმიზაცია მოგვცემს საშუალებას თანხები ეფექტურად გამოვიყენოთ", _ აცხადებს დავით ნარმანია და იქვე ამატებს, რომ ოპტიმიზაციის შედეგად, ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივ თვითმმართველობებში დასაქმებულთა რიცხვი 14 ათასიდან 11 ათასამდე უნდა შემცირდება.

მოსალოდნელი რეფორმის შეფასებისას "კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის" ანალიტიკოსების აზრით, პრობლემა, რომელიც თვითმმართველობების ინსტიტუტის შექმნის დღიდან ამ დრომდე არსებობს, მოსახლეობის ნაკლები ჩართულობაა. ინსტიტუტის ექსპერტ-ანალიტიკოსი ოთარ კიკვაძე ამბობს, რომ ნაკლებად დაინტერესებული მოქალაქე ამუხრუჭებს თვითმმართველობის იდეის განხორციელებას.

"გასაგებია, რომ ევროპის სახელმწიფოებს საუკუნოვანი ტრადიციები აქვთ ქვეყნის ამგვარი მოწყობის და სისტემა მოქალაქეზე დგას, ბუნებრივია, რეფორმა ერთ წელში არ დასრულდება და ეს მუდმივი პროცესია, მაგრამ ოდესღაც ხომ უნდა დაიწყოს?! ვფიქრობ, რომ დასაწყისი კარგია. ახლა მთავარია, რომ პარლამენტმა დროულად განიხილოს ცვლილებათა პროექტი და კენჭი უყაროს", _ აცხადებს ოთარ კიკვაძე.

როგორც ინსტიტუტში აცხადებენ, ისინი მზად არიან საკუთარი რეკომენდაციებით მიმართონ კანონმდებლებსაც ცვლილებათა პაკეტის განხილვის დროს. რეკომენდაციების საფუძველი კი ის კვლევა გახლავთ, რომელიც ინსტიტუტმა 2013 წელს მაის-ივნისში მარტვილში, ყაზბეგში, დმანისსა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში ჩაატარა. ამ ოთხი ადმინისტრაციული ერთეულის მაგალითზე სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობა არ არის ფინანსურად დამოუკიდებელი და იდეა, რომ მან თავად გადაწყვიტოს საკუთარი პრობლემები, ამ ეტაპზე განუხორციელებელია.

(წყარო:  http://www.lsg.ge)




 ახალი ამბები
  • ნიკა მელია პარლამენტის სხდომათა დარბაზში მარტო იმყოფება (ფოტო)ამ წუთებში დაიწყო პარლამენტის  ბიუროს სხდომა, სადაც მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მიზნით, სასამართლოსთვის მიმართვაზე, გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის შესახებ უნდა იმსჯელონ. მელია პარლამენტის სხდომათა დაბაზში მარტო, თანაგუნდელების გარეშე იმყოფება. შეგახსენებთ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ევროპულმა საქართველომ" სხდომა პროტესტის ნიშნად ... ...
  • "ნიკა მელიას დაკავების არანაირი საბაბი არ არსებობს" _ სალომე სამადაშვილისერგო რატიანის შემდეგ, პროტესტის ნიშნად ბიუროს სხდომა, სალომე სამადაშვილმა დატოვა. პარლამენტის ბიურო ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მიზნით, სასამართლოსთვის მიმართვაზე, გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მსჯელობს. სამადაშვილის თქმით, არანაირი საბაბი არ არსებობს მელიას დასაკავებლად. ,,მე როცა ვიდექი პარლამენტის თავჯდომარის სკამთან და გავრილოვს არ ვაძლებდი ასვლის უფლებას, ვამბობდი თუ დღეს გავრილოვს აქედან არ გააძევებდნენ, აქ მოვა ქართველი ხალხი და მას გააძევებს-მეთქი, ეს იყო თუ არა ძალადობრივი მოწოდება? ამის გამო აპირებს ვინმე ჩემს დაპატიმრებას? _ რა თქმა უნდა, არა. ასე რომ, ნიკა მელიას დაკავების არანაირი საბაბი არ არსებობს", _ განაცხადა სალომე სამადაშვილმა ... ...
  • "ერთ მხარეს იქნებიან ჯალათები და მეორე მხარეს იქნება მარტო მელია" _ რომან გოცირიძე"ერთ მხარეს იქნებიან ჯალათები და მეორე მხარეს იქნება მარტო მელია" _ ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად დატოვა ბიუროს სხდომა, სადაც მელიასთვის ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მიზნით, სასამართლოსთვის მიმართვაზე, გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მსჯელობს. ბიუროს სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. ნიკა მელია ამ წუთებში მივიდა პარლამენტის ... ...
  • "გააჩერეთ ეს ქალი, კაცებო, გააჩერეთ ქალი, კაცებო" - კოპალიანი ბოკუჩავაზე გააჩერეთ ეს ქალი, კაცო, კაცებო, კაცებო, გააჩერეთ ქალი, კაცებო... ქალები ქალებს დაემსგავსეთ, კიდე -  მიმართა ქართული ოცნების დეპუტატმა კარლო კოპალიანმა, ნაციონალური მოძრაობის წევრს, თინა  ბოკუჩავას გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე სადაც,  ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას განიხილავდნენ. კოპალიანი ენმ-ის დეპუტატის თინა ბოკუჩავას გამოსვლამ გააღიზიანა. ... ...
  • "მტერს არ ვუსურვებ ისეთ მდგომარეობაში ყოფნას" _ სერგო რატიანმა ბიუროს სხდომა დატოვასერგო რატიანმა ბიუროს სხდომა, სადაც ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მიზნით, სასამართლოსთვის მიმართვაზე, გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მსჯელობს, პროტესტის ნიშნად დატოვა. "მტერს არ ვუსურვებ ისეთ მდგომარეობაში ყოფნას, რა მდგომარეობაშიც არის ჩემი პარლამენტის უმრავლესობა, _ ეს განცხადება სე. ამ ადამიანებს სურთ გადაფარონ თავისი ხელისუფლების დანაშაული. ის დანაშაული, რომ ერთი დღის განმავლობაში ვერ გადააყენეს საკუთარი პარლამენტის თავმჯდომარე, სურთ გადაფარონ და დაიჭირონ ერთი დეპუტატი, ერთი პარლამენტის წევრი. ეს არის მართლაც ისეთი უსუსურობა, ისეთი საცოდაობა, რომ ეს ჩვენთვის არის ძალიან სანარცხვინო. ეს არის ერთ-ერთი სამარცხვინო წუთი პარლამენტარიზმის ისტორიაში", _ განაცხადა სერგო რატიანმა ჟურნალისტებთან. შეგახსენებთ, რომ15 ხმით, 4-ის წინააღმდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს. გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მელიას შესაძლოა, პატიმრობა შეეფარდოს, კენჭი რამდენიმე წუთის წინ საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უყარეს. გამოძიება მელიას ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ძალადობა, მონაწილეობას ედავება. ბრალდება 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ... ...

არქივი

ზაფრანი

კიბოს გამომწვევი სამი პროდუქტი დადგინდა

კიბოს დაავადებათა ფართო ჯგუფს უწოდებენ,...

8 საკვები, რომელიც დიდხანს არ მოგაშიებთ

მაკარონის პასტა- შეიძლება ბევრმა თქვას,...

არაჩვეულებრივი ხილი

არაჩვეულებრივი ხილი - ვაშლი, რომელიც...

საინტერესო ფაქტები ჯანმრთელობის შესახებ

იაპონიის კუნძულ ოკინავაზე 450 -ზე...

როგორ ვუშველოთ ქორწინებას?

თუ გრძნობთ, რომ დაკარგეთ ინტერესი...

ხშირი „შეცდომა“ რომელთა გამეორებაც არ ღირს

დააგემოვნო მატარებელში ჩამოტარებული შაურმა; შეეშვა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...