"ადამიანის უფლებათა ცენტრი" წულუკიანის განცხადებას ეხმაურება

პოლიტიკა

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" წულუკიანის განცხადებას ეხმაურება

2013 ნოე 29 17:42:02

"ადამიანის უფლებათა ცენტრი ეხმიანება იუსტიციის მინისტრის ქალბატონი თეა წულუკიანის განცხადებას მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის უვადოდ გადავადებასთან დაკავშირებით.

მიგვაჩნია, რომ ძველი ხელისუფლების მიერ უკანონოდ წარმოებული საქმეების, უკანონო და დაუსაბუთებელი სასამართლო გადაწყვეტილებების ხელახლა გადახედვა და სამართლიანობის აღდგენა სწორედ "ქართული ოცნების" მიერ გაცემულ ძირითად დაპირებას წარმოადგენდა, რამაც მეტწილად განაპირობა მათი ხელისუფლებაში მოსვლა.

მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის ინიციატივა ხელისუფლების მიერ სამართლიანობის აღდგენის ერთ-ერთ ძირითად ბერკეტს წარმოადგენდა იმ ტოტალური უკანონობის წინააღმდეგ, რომლის მსხვერპლიც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების სათავეში ყოფნის განმავლობაში ათასობით ადამიანი გახლდათ. პირველი პოზიტიური ნაბიჯები მოქმედმა ხელისუფლებამ სათავეში მოსვლიდან მალევე გადადგა და პარლამენტის მიერ 2012 წლის 5 დეკემბერს მიღებულ იქნა დადგენილება, რომელიც შეეხებოდა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და დევნილი პირების სტატუსის აღიარებას სახელმწიფოში. ამით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება აღნიშნული პირების მიმართ სამართლიანობის აღდგენის პროცესზე.

მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის ინიციატივამ საზოგადოებაში გამოიწვია სამართლიანობის აღდგენის განცდა და ხელისუფლების შეცვლის დღიდან საზოგადოება მოთმინებით ელოდება აღნიშნული კომისიის შექმნას. კომისიის ჩამოყალიბების პროცესში აქტიურად იყო ჩართული სამოქალაქო სექტორი, იმართებოდა შეხვედრები და მიმდინარეობდა კომისიაში წარსადგენი საქმეების მომზადება.

”ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის” მიუღებელია მთავრობის გადაწყვეტილება მოსალოდნელი ფინანსური და ეკონომიკური რისკების გამო, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის უვადოდ გადავადების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება ხელყოფს ადამიანის ძირითადი, ფუნდამენტური უფლებების დაცვას," _ აღნიშნულია განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • პოლიციამ მოქალაქე დროებით დააკავაპოლიციამ ერთერთი მოქალაქე დააკავა, თუმცა, იგი შემდგომ გაუშვეს. აღნიშნული მოქალაქე ასვლას ცდილობდა სცენაზე სადაც ოპოზიონერი ლიდერები სიტყვით ... ...
  • "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი" _ აქციის მონაწილეები ჩოხატაურიდანდღეს თბილისში პატრიოტთა ალიანსმა საპროტესტო აქცია გამართა, რომელსაც სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მოქალაქეები, მათ შორის გურიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. როგორც ჩოხატაურის ერთ- ერთმა მაცხოვრებელმა, ვანო მახარაძემ უთხრა, გურულები პატრიოტთა ალიანსის გვერდზე არიან. "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი", _  გვითხრა მახარაძემ. კითხვაზე კი მოხდება თუ არა გურიაში პატრიოტთა მობილიზება, მახარაძე გვპასუხობს,  რომ გურიაში მობილიზება უკვე ... ...
  • “ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას, სანამ არ გადადგება მთავრობა _ უგულავა“ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მანამდე ვერ შეძლონ მუშაობა, სანამ არ გადადგება მთავრობა და პარლამენტი განიხილავს ერთადერთ საკითხს, და ეს საკითხი იქნება უმოკლეს ვადაში პროპორციულზე გადასვლა. ჩვენ ივანიშვილის აღარ გვჯერა, ისევე, როგორც საქართველოს აბსოლუტურ უმრავლესობას. არსებობს ძალიან მოკლე გზა, იმისთვის, რომ ეს განიხილონ, ორ კვირაში არის შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში, ასეთი პროტესტი გავრცელდება კანცელარიაზეც, მერიაზეც, სხვა ქალაქებში და რაიონებში. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ქართული ოცნების პოლიტიკოსები, ვერ შეძლებენ ასე მართვას“, - აცხადებს გიგი ... ...
  • გიორგი ვაშაძე : ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა!ჩვენმა აქციამ შედეგი გამოიღო, ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა, ამის უფლება ჩვენ კონსტიტუციით ... ...
  • დავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღოდავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღო, _ ამის შესახებ ინფორმაციას “პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ავრცელებს.   “მან ფეხის ტრავმა მიიღო, რის გამოც გადახვევა დასჭირდა.“- თქვა ირმა ინაშვილმა. დავით თარხან-მოურავი ახლა თავს კარგად გრძნობს და მან აქციის მონაწილეებს სიტყვით ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?