საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე

2013 ნოე 29 19:31:21

"ქალბატონებო და ბატონებო!

ამ მშვენიერ ქალაქში დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა გადავდგათ შეუქცევადი ნაბიჯი ევროკავშირში პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებით. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ორი თავისუფალი და მშვიდობიანი ეროვნული არჩევნების გზით ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარებით, საქართველომ შეძლო დემოკრატიული გარდაქმნის კონსოლიდაცია.

ჩვენ დავტოვეთ პოსტსაბჭოთა პარადიგმა და ახლა ეტაპობრივად ვიკავებთ ჩვენს კანონიერ ადგილს ევროპული ერების საზოგადოებაში.

ევროპული პარტნიორობის ფარგლებში, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ევროკავშირმა გააღრმავა საქართველოს მხარდაჭერა და თანამშრომლობა, რაც უაღრესად დასაფასებელია.

ამ ისტორიულ დღეს, ჩვენ მოვახდენთ ჩვენი ასოცირებული წევრობის ხელშეკრულების პარაფირებას, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის.

ასოცირების ხელშეკრულება არის მთავარი სამოქმედო გეგმა საქართველოს თანამედროვე და ჭეშმარიტად ევროპულ სახელმწიფოდ ტრანსფორმირებისთვის.

ევროკავშირთან ასოცირება საქართველოსთვის არის არჩევანი, რომელიც დაფუძნებულია საერთო ფასეულობებზე.

ასოცირება არის გასაღები შერიგების მშვიდობიანი გზისთვის ჩვენს იმ თანამემამულეებთან, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ცხოვრობენ; ასევე ჩვენი ქვეყნის ხელახლა გაერთიანებისათვის, რადგან სწორედ მიმზიდველობაა ის, რაც დააბრუნებს ამ რეგიონებს ქართულ სახელმწიფოში.

უკნასკნელმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ევროპული გზა არის გამოწვევა ჩვენი რეგიონის ქვეყნებისათვის. ევროკავშირის მხარდაჭერა და დახმარება არის გადამწყვეტი, რათა 2014 წელს ხელი მოეწეროს ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას.

თავისი პარტნიორების მხარდასაჭერად, ევროკავშირი ირჩევს მიდგომას - "მეტი - მეტისთვის".

შესაბამისად, საქართველო პირობას დებს, რომ სწრაფად განავითარებს რეფორმების პროცესს, რათა დროულად მოახდინოს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის კონსოლიდაცია.

[ჩვენი თავდაუზოგავი ძალისხმევის მხარდასაჭერად, გთავაზობთ დონორთა კონფერენციის მოწვევას 2014 წელს ბრიუსელში, რომელშიც სხვა დელეგატებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ეროვნული განვითარების ბანკის სხვადასხვა ორგანიზაციები, რათა მხარი დაუჭირონ საქართველოს მუშაობას, პოლიტიკური ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის მისაღწევად, აუცილებელი რეფორმების განხორციელებაში.

ესკონფერენცია ხაზს გაუსვამს ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს რეფორმების მიმართ.]

უნდა აღვნიშნო, რომ ასევე მივესალმებით ევროკავშირის დიალოგს რუსეთთან და ამით, განმარტავს იმას, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა არა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა, არამედ პრობლემათა იმგვარი გადაწყვეტაა, სადაც წაგებული არ არსებობს. ის ზრდის ეკონომიკურ კეთილდღეობას, უსაფრთხოებას და სტაბილურობას ჩვენს რეგიონში, რაც ასევე სარგებელს მოუტანს რუსეთს.

ჩვენ მოველით, რომ ევროკავშირი გააგრძელებს ჩვენს მხარდაჭერას, რათა:

შემცირდეს ის საფრთხე, რომელიც რუსი სამხედროების ბოლო დროინდელი მოქმედებებით შეიქმნა საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში;

მოხდეს კოორდინირებული რეაგირება ნებისმიერ აშკარა ზეწოლაზე რუსეთის მხრიდან, რომელიც მიმართულია იმისაკენ, რომ უარი ვთქვათ ჩვენს მიზანზე - 2014 წელს მოხდეს ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა.

დასასრულ, ნება მიბოძეთ, მოგილოცოთ ვილნიუსის ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერა და გისურვოთ წარმატება სამიტის შემდგომი მიზნების განხორციელებაში.

გმადლობთ ყურადღებისათვის," _ განაცხადა მარგველაშვილმა.




 ახალი ამბები
  • ოჯახი და პოლიცია 45 წლის მამაკაცს ეძებსოჯახი 45 წლის ლაშა ხვინგიას ეძებს. ახალგაზრდა მამაკაცი თბილისში ცხოვრობს. ის სახლიდან 30 ოქტომბერს გავიდა და მას შემდეგ მის შესახებ არავინ არაფერი იცის. ნათესავების ინფორმაციით, ის ბოლოს საავადმყოფოში გამოკვლევების ჩასატარებლად წავიდა. პოლიციამ ოფიციალურად გამოაცხადა მასზე ძებნა, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. წყარო: ... ...
  • საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღი, სავარაუდოდ, დღეს დასახელდებასაქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს, 13:00 საათზე სხდომა გაიმართება, რომელზეც ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღზე შეჯერებაა. ამის შესახებ ინფორმაცია ცეკოს ვებგვერდზეა განთავსებული. დღის წესრიგის მიხედვით, სხდომაზე შეჯამდება საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურის შედეგები. ასევე იმსჯელებენ 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე. ცესკომ განაცხადა, რომ კანონდარღვევა არ იქნება თუ მეორე ტური სამუშაო დღეს ... ...
  • ქმარმა ცოლი საჭმლის დროულად არ მიტანის გამო გაკოჭა, სცემა და დანით დაჭრა14 თებერვალს, მარნეულის რაიონში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა კაცმა მის გამო, რომ მეუღლემ დროულად არ მიუტანა საჭმელი, სასტიკად სცემა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მტავარი პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ განხორციელებული წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის ბრალდებული გ.გ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. როდესაც დაზარალებული  წინააღმდეგობის გაწევას შეეცადა, იატაკზე წააქცია და ხელ-ფეხი პლასტმასის ე.წ. ხამუთებით შეუბოჭა, რა დროსაც ცოლის წინააღმდეგობის დასაძლევად ფეხში დანა ჩაარტყა. ქალი შებოჭილი, დაახლოებით, 4 საათის განმავლობაში იყო და ამ დროის განმავლობაში ქმარი მას ფიზიკური ტკივილის და მორალური ტანჯვის მისაყენებლად ფეხებით და ხელებით სცემდა. სამართალდამცველებმა გ.გ. 2018 წლის 17 თებერვალს დააკავეს. მარნეულის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება სსკ-ის 111,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ) და 111,1441 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ წამება) წარუდგინა. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ კაცი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ... ...
  • ახალციხეში გარყვნილი ქმედებისთვის პაკისტანის მოქალაქე დააკავესახალციხეში 7 არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ქმედების  პაკისტანის მოქალაქე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ახალციხის სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით ... ...
  • გზავნილებიდან მიღებული შემოსავალი სესხის გაცემისას დამაბრკოლებელი ფაქტორი აღარ იქნება„მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის რეგულაციების ვადა არ იცვვლება და ძალაში შედის 2019 წლის 1-ლი იანვრიდან. კარგია ის, რომ ინდუსტრია და მარეგულირებელი ისეთ კონფიგურაციაზე შეთანხმდნენ, რომელიც მისი ეტაპობრივი დანერგვის საშუალებას იძლევა“, -ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს” მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ დამფუძნებელმა განუცხადა. მისი განმარტებით, ეროვნულ ბანკთან მოლაპარაკებების შედეგად, სესხის გაცემისას მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემთხვევაში, დაუსაბუთებელი შემოსავლების გათვალისწინებაც მოხდება. „რეგულაციების შესახებ არსებული დოკუმენტი მნიშვნელოვნად შეიცვალა მას შემდეგ, რაც პირველი ვერსია გამოვიდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სექტორისთვის, შემოსავლები, რომლებიც დოკუმენტებით არ არის დადასტურებული, კვლავ იქნება მიჩნეული შემოსავლად და მისი დადგენის სექტორში არსებული პრაქტიკა იქნება გათვალისწინებული. ასევე ჩვენთვის პრაქტიკულად არაფერი არ იცვლება ბიზნესის დაფინანსების კუთხით. გარკვეულწილად შეიზღუდება სამომხმარებლო დაკრედიტება და მოექცევა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოში. საქართველოში მთელი ჯამური შემოსავლის მხოლოდ 45%-ია ხელფასის სახით არსებული შემოსავალი. დანარჩენი ფრაგმენტული, სეზონური და არარეგულარული ბიზნესშემოსავლებია. ასევე ჩვენი კლიენტების შემთხვევაში, დიდი წილი უჭირავს უცხოეთიდან განხორციელებულ გზავნილებს. სწორედ ამ რეალობის გათვალისწინება მოხდა რეგულაციებში. შესაბამისად, საბოლოო ჯამში, რეგულაციებმა სწორი სახე მიიღო. ჩვენ გავაგრძელებთ ბიზნესის დაფინანსებას და ასევე კლიენტების სამომხმარებლო საჭიროებების დაკრედიტებას, მაგრამ არა იმ დოზით, რომ ამ ოჯახების ფინანსური პრობლემები წარმოიშვას,“- განაცხადა არჩილ ბაკურაძემ. „კრისტალის“ დამფუძნებლის პროგნოზით, რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, ფინანსური სექტორი ზრდას განაგრძობს, მაგრამ ტემპი შენელდება. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის დადგენილებით, „ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის შესახებ“ ახალი რეგულაციები საბანკო სექტორზე 1-ლი ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა აღნიშნულმა ვადამ 15 ნოემბრამდე გადაიწია. დანარჩენ საფინანსო სექტორზე კი რეგულაციების გავრცელება 2019 წლის იანვრიდან ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ვუმკურნალოთ სახლის პირობებში ხველას

ექიმები გვაძლევენ რამდენიმე რჩევას, რომელიც...

ზოდიაქოს რომელი ნიშნები დაწყვილდებიან 2019 წელს?

ვერძი და მშვილდოსანი _ ვერძსა...

„შერიგებული“ ვარსკვლავები

ერთხელ მაინც გაიგებდით ისტორიას იმის...

როგორ ავიცილოთ თავი რთული სიტუაციებიდან

თუ თქვენ ვინმე გიყვირით, შეინარჩუნეთ...

წიწიბურის დიეტა

წიწიბურას სასარგებლო თვისებების წყალობით შესაძლებელია...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში?