სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის შემაჯამებელი სხდომა

პოლიტიკა

სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის შემაჯამებელი სხდომა

2013 დეკ 3 18:33:54

ასამბლეამ დღეს ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტი მიიღო, ესაა სუამ-ის ასამბლეის შიდა დოკუმენტი - კომუნიკე, რომელიც ასახავს სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს და შეიცავს შეფასებებს ასამბლეის წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე არსებულ კონფლიქტებთან მიმართებაში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კონფლიქტები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ სუამ-ის წევრი სახელმწიფოების, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

კომუნიკეში სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეა კიდევ ერთხელ ადასტურებს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების დაურღვევლობის პრინციპებისადმი ერთგულებას. დაგმობილია ის უკანონო ქმედებები, რასაც ადგილი აქვს საქართველოს ტერიტორიაზე მავთულხლართების გავლების სახით. კომუნიკეში ნათქვამია - "საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს წევრი სახელმწიფოების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირებისკენ საერთაშორისო პრინციპებისა და სამართლის ნორმების შესაბამისად. საპარლამენტო ასამბლეა წუხს აგრესიული სეპარატიზმისა და ოკუპაციის ლეგიტიმაციისკენ მიმართული მოქმედებების გამო (ოკუპირებულ ტერიტორიებზე ოფიციალური პირების კანონსაწინააღმდეგო ვიზიტები; სეპარატისტთა ლიდერების სტუმრობა სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქებში; უკანონო ეკონომიკური საქმიანობა კონფლიქტის რეგიონებში და ოკუპირებულ ტერიტორიაზე; ხელოვნური ბარიერების და მავთულხლართების აღმართვა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების საოკუპაციო ხაზზე) და შესაბამის მხარეებს მოუწოდებს, მიიღონ ზომები საერთაშორისო ნორმებთან და საერთაშორისო სამართლით ნაკისრ ვალდებულებებთან შეუთავსებელი ქმედებების აღსაკვეთად".

სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით წევრი ქვეყნების თანამშრომლობისა და ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობაზეც მიუთითებს. გარდა ამისა, საპარლამენტო ასამბლეა ხაზგასმით აღნიშნავს სახელმწიფოების სუვერენულ უფლებას, თავად აირჩიონ საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და ყოველგვარ ზეწოლას ამ მიმართულებით მიუღებლად მიიჩნევს.

"საპარლამენტო ასამბლეა ეწინააღმდეგება სუამ-ის წევრ ქვეყნებზე ზეწოლის ნებისმიერ მეთოდს და შესაბამის მხარეებს საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმის სრული დაცვისკენ, სუვერენიტეტის პრინციპების პატივისცემისა და შიდა საქმეებში ჩაურევლობისკენ მოუწოდებს. საპარლამენტო ასამბლეა ხაზს უსვამს სუამ-ის წევრ სახელმწიფოებსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას ვილნიუსის სამიტის შემდგომ პერიოდში".

სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეამ დღეს სხდომის მონაწილე ბალტიის ასამბლეისა და პოლონეთის სეიმის მონაწილეობით ერთობლივი განცხადებაც მიიღო. ეს არის საერთაშორისო ფორმატის დოკუმენტი, რომელშიც გაზიარებულია ის პოლიტიკური შეფასებები, რაც კომუნიკეშია ასახული. რადგანაც დოკუმენტი ევროპელი კოლეგების მიერაა მხარდაჭერილი, ის უფრო ფართო მნიშვნელობისაა. დოკუმენტი ასევე ბალტიის ასამბლეასთან თანამშრომლობის გეგმებსაც შეიცავს, რასაც ეს თანამშრომლობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაჰყავს. კერძოდ, თანამშრომლობა დაიწყება კონკრეტული კომიტეტებისა და კომისიების დონეზე.

სხდომების დასრულების შემდეგ სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ აბაშიძემ და ასამბლეის მომავალმა თავმჯდომარემ, მოლდოვას წარმომადგენელმა, ანატოლიე დიმიტრიუმ პრესკონფერენცია გამართეს.

ზურაბ აბაშიძის განცხადებით, „სუამის წევრი სახელმწიფოების, ასევე ბალტიის ასამბლეის სამივე ქვეყნისა და პოლონეთის წარმომადგენელთა გაერთიანებული განცხადების პათოსია, რომ სუამის წევრი სახელმწიფოები თავად გადაწყვეტენ რა მიმართულებით უნდა წავიდნენ. ჩვენ ამით კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ის პრობლემები, რომელიც სუამის ქვეყნებს აქვთ, მოგვარდება. დოკუმენტში ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, ასევე აზერბაიჯანი რჩებიან ერთგულები ევროკავშირის და ეს სახელმწიფოები ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ. კომუნიკეში ასევე აღნიშნულია, რომ არცერთ სახელმწიფოს არ აქვს უფლება ჩაერიოს მათ საქმიანობაში და სუამის ასამბლეის სახელმწიფოები თავად გადაწყვეტენ რა მიმართულებით უნდა წავიდნენ“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხეს ასევე მოლდოვას წარმომადგენელმა, ანატოლიე დიმიტრიუმ, სუამ-ის ასამბლეის გენერალურმა მდივანმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზაიფატ ასკეროვმა.




 ახალი ამბები
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქართველებმა ღვინის საერთაშორისო ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა (R)საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას განაგრძობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ქართველმა მეღვინეებმა საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის საერთაშორისო ფესტივალში „Vinexpo Bordeaux 2019“-ში მიიღეს მონაწილეობა. ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა ქართული პროდუქტი წარადგინეს და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შეკრებილ სტუმრებს ქართული ღვინო დააგემოვნებინეს. 4-დღიანი შეხვედრების განმავლობაში ქართველ მეღვინეებს ჰქონდათ საქმიანი შეხვედრების, ახალი აღმოჩენებისა და ბიზნესკავშირების დამყარების შესაძლებლობა. „საქართველოს ბანკის მიზანია, მხარი დაუჭიროს მცირე და საშუალო ბიზნესს შემდგომ განვითარებაში და პროდუქციის საზღვრებს გარეთ, საერთაშორისო არენაზე გატანაში. გვინდა, ხელი შევუწყოთ მათ სექტორის ძირითად მოთამაშეებთან ახალი კავშირების, პოტენციური პარტნიორების მოძიებაში. Vinexpo Bordeaux 2019-ი არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, ქართულ ღვინოსთან ერთად, საქართველო გავაცნოთ მთელ მსოფლიოს. მოხარული ვართ, რომ ჩვენ ვქმნით ახალ შესაძლებლობებს არა მხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც“,- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა. ფესტივალი Vinexpo Bordeaux არის საერთაშორისო არენა, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ მეღვინეებისა და ალკოჰოლური სასმელების სპეციალისტებისთვის. ღონისძიებაზე ოთხი დღის განმავლობაში გაიმართა დეგუსტაციები, ვორქშოპები, კონფერენციები ისეთ თემებზე, როგორიცაა: ღვინის სექტორში ინვესტიციების ზრდის პერსპექტივები, ელექტრონული კომერცია ღვინის გაყიდვების გასაზრდელად, კლიმატის ცვლილებების გავლენა ღვინის ინდუსტრიაზე. ღონისძიებას ესწრებოდა 2000 ბრენდის წარმომადგენელი, 150 ქვეყნის 40 000 მონაწილე, 850 საერთაშორისო ჟურნალისტი. კონფერენციის განმავლობაში 45 სამუშაო შეხვედრა და დეგუსტაცია გაიმართა. მათ შორის „ჭოტიაშვილის მარნის“, „ფაფრის ველის“, „ველინოსა“ და „თელავის მარნის“ ღვინოების დეგუსტაცია. (R)   ... ...
  • "ნიკა მელია ჭკუაში ჩაჯდა, დანარჩენები ისევ იქ არიან, სადაც იყვნენ" _ ქანთარიააზრი გამიჩნდა, რომ ნიკა მელია ჭკუაში ჩაჯდა, პროცესებს საღად და რეალურად უყურებს, _ ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განუცხადა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. ქანთარიას თქმით, დანარჩენები ისევ იქ არიან, სადაც იყვნენ და ფლორიდიდან გარკვეულ გზავნილებს ელოდებიან. „ალბათ ზოგიერთი გამოფხიზლდა, კაცი, ოკეანის პირას ირუჯება, მე კანონი აქ უნდა დავარღვიო, ციხეში მოვხვდე, თავი გავიტეხო და ეგრე როგორ არისო?! მგონი, საღი აზრი იმარჯვებს“, – განაცხადა ნუკრი ... ...
  • ლიბერთის ახალი სოციალური პროექტი "რესტარტი" დაიწყო (R)ლიბერთისა და Impact Hub Tbilisi-ის ერთობლივი პროექტი   სპეციალურად 60 წლის ზემოთ ასაკის ქალბატონებისთვის შეიქმნა და  უფასო ბიზნესტრენინგის კურსზე დასწრებას ითვალისწინებს. კულინარიით გატაცებულ  15 ქალს, Impact Hub Tbilisi უმასპინძლებს.  მონაწილეები   7 კვირის მანძილზე გადამზადებას  და სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებას შეძლებენ. ცნობილი შეფ-მზარეულები, წარმატებული კულინარული ბიზნესის მფლობელები და გამოცდილი მარკეტოლოგები კურსის მონაწილეებს  გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და ასწავლიან ყველაფერს, დაწყებული საკუთარი ბიზნესისა და პროდუქტის  შეფუთვიდან მომხმარებელთან კომუნიკაციამდე. ტრენინგის დასრულების შემდეგ პროექტის მონაწილეებს  თანამედროვე ბაზრისთვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევები დაეხმარებათ  დამოუკიდებლად წამოიწყონ ან ... ...
  • ლიბერთი ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის (EYP) მხარდამჭერია (R)24-27 მაისს ლიბერთის მხარდაჭერით ზუგდიდში ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის რეგიონული შესარჩევი კონფერენცია გაიმართება. 100-ზე მეტი მონაწილე ახალგაზრდა, საგანგებოდ შერჩეულ აქტუალურ თემას დაამუშავებენ და საქართველოდან გენერალურ ასამბლეაზე  ერთობლივ რეზოლუციას წარადგენენ.,,მომავალი თაობის განათლების ხელშეწყობა და ზოგადად საზოგადოებრივ პროცესებში მათი ინტეგრირება, ლიბერთის ახალი სტრატეგიის ერთერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ვიმედოვნებთ,  აღნიშნული კონფერენცია მონაწილეებს  საშუალებას მისცემს განავითარონ კარიერისთვის აუცილებელი უნარჩვევები, გაიღრმავონ ცოდნა და აქტიურად ჩაერთონ მოხალისეობრივ აქტივობებში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი ევროპის მასშტაბით. ლიბერთი მომავალშიც არაერთ საინტერესო პროექტში ჩაერთვება. ამ პროექტში ჩართულობით კი ჩვენ მხარს ვუჭერთ  თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებში ევროპული ფასეულობების გაღრმავებას. ‘’ - განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან თხელიძემ. „ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი - ე.ა.პ “(European Youth Parliament - EYP) არის საერთაშორისო ორგანიზაციათა ქსელი, რომლის  მიზანს ახალგაზრდებში დამოუკიდებელი სოციალურ–პოლიტიკური აზროვნების დახვეწა, ევროპული ღირებულებების გავრცელება, კრიტიკული აზროვნებისა და დებატების უნარჩვევების ჩამოყალიბება წარმოადგენს. ორგანიზაცია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის პატრონაჟით მოქმედებს და მის პროექტებში 16-დან 24 წლამდე ახალგაზრდები არიან ჩართულები. ორგანიზაციის წარმომადგენლობა  ევროკავშირსა და მის პარტნიორ 40 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც საქმიანობს. ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი - საქართველო (ე.ა.პ - საქართველო, EYP Georgia) ამ ქსელს ოფიციალურად 2008 წლიდან ... ...
  • ოზურგეთის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ოთხმა კანდიდატმა თითო-თითო ხმა მიიღოოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში კენჭს 13 კანდიდატი იყრიდა. ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე დიდი ოლქში 61/01/03 სულ 5 საარჩევნო უბანი იყო, სადაც  5089 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. მათგან საკუთარი არჩევანი 2013 ამომრჩეველმა დააფიქსირა,  რაც ამომრჩევლის 45.5 პროცენტია. რაც შეეხება ხმებს _ "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" კანდიდატმა ინგა სიდამონიძემ სულ 2 ხმა (0.09%) მიიღო; "ევროპული საქართველოს" კანდიდატმა იაკობ ზაქარეიშვილმა 363 ხმა (15.85%);  „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” კანდიდატს ბესიკ ხმიადაშვილს 5-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი (0.22%); 55 ხმა მიიღო "თავისუფალი საქართველოს” კანდიდატმა მარიამ მაჩაბერიძემ (2.4%); „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” კანდიდატს დოდო სიხარულიძეს ნდობა 6-მა ამომრჩეველმა გამოუცხადა (0.26%); „ახალი ქრისტიან-დემოკრატების” კანდიდატს გიორგი მინდილაიას 2-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი (0.09%). 1 ხმა (0.04%) მიიღო  „პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველოს” კანდიდატმა გოგა არაბიძემ.  1 ხმა მიიღო „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის” კანდიდატმა ნაირა ჯავახიშვილმა. თითო-თითო ხმა მიიღეს „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის (ედპ)” კანდიდატმა თამარ ჩიტაიამ და „ქრისტიან-კონსერვატორების” კანდიდატმა ლევან ობოლაძემ. 1643-მა ამომრჩეველმა (71.75%) დაუჭირა მხარი "ქართული ოცნების" კანდიდატს დავით მდინარაძეს; 102 ხმა (4.45%) მიიღო დამოუკიდებელმა კანდიდატმა ტოგო ჭელიძემ. 108 ამომრჩეველმა (4.72%) გამოუცხადა ნდობა დამოუკიდებელ კანდიდტს კაკო ... ...

არქივი

ზაფრანი

ტვინის დაბერებისგან ვაშლი დაგიცავთ

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

მტრედებზე ნადირობა რომაელებმა მოიგონეს

მტრედების ხოცვა შეძლებული ადამიანების ყველაზე...

კარნავალი ძაღლებისთვის

ცოტა ხნის წინ ჭკუამხიარულმა ბრაზილიელებმა...

რომელია მსოფლიოში უდიდესი ალმასი

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია,...

ჩვენი ბებიების სასარგებლო რჩევები

ჩვენი ბებიებიც ხომ ქალები იყვნენ?!...

სალათის ფურცლების სასარგებლო თვისებები

ადამიანის ორგანიზმს სრულყოფილი განვითარებისა და...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...