"რჩება შთაბეჭდილება, რომ "ქართულ ოცნებას" მისი მოკავშირე "პარტიოტთა ალიანსი" უტევს"

პოლიტიკა

"რჩება შთაბეჭდილება, რომ "ქართულ ოცნებას" მისი მოკავშირე "პარტიოტთა ალიანსი" უტევს"

6 დეკ. 2013, 10:39:35

ქუთაისის "პატრიოტთა ალიანსის" ხელმძღვანელი, ადრე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი გოჩა თევდორაძე, ცდილობს ლაფში ამოსვაროს ოცნების სახელი. ამ ფაქტთან დაკავშირებით კახა ნურალიძემ ქუთაისის საკრებულოს "ქართული ოცნების" სახელით სპეციალური განცხადება გააკეთა. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

" 2013 წლის 4 დეკემბერს მასმედიის საშუალებებით გავრცელდა კიდევ ერთი სტატია, რომელიც ქუთაისის საკრებულოს "ქართული ოცნების" ფრაქციის წინააღმდეგ არის მიმართული. წინა სტატია გამოქვეყნდა 13 ნოემბერს, რომელიც ასევე მიზნად ისახავდა პირდაპირი ტყუილებით ჩვენს ლაფში ამოსვრას. რჩება შთაბეჭდილება, რომ "ქართულ ოცნებას" მისი მოკავშირე პარტიოტთა ალიანსი უტევს. ეს უკვე რბილად რომ ვთქვათ მეტისმეტია. პირველი, რაც მინდა საზოგადოებას ვუთხრა, აუცილებელია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ პარტია "პატრიორთა ალიანსი" და მისი ქუთაისის ორგანიზაციის ე.წ. ლიდერი, პიროვნება, რომლის ცხოვრება ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველა ქუთაისელისთვის ცნობილია, პიროვნება, რომელიც ისევ დაკავებულია ქალაქის ფარული მართვის ბერკეტების შენარჩუნებით. სწორედ ეს გახლავთ ქუთაისის მერიაში მერების პერმანენტული ცვლის მიზეზი. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ პიროვნებასთან მიმართებაში "პატრიოტთა ალიანსი" და "ქართული ოცნება" არაფერ შუაშია. მინდა ყველას შევახსენო, რომ ჯერ კიდევ იანვარ-თებერვალში საკრებულოს დეპუტატთა უმრავლესობამ სურვილი გამოთქვა "ქართულ ოცნებაში" გადმოსვლის შესახებ. რასაც მოჰყვა დიალოგის ფორმატში მათი შეხვედრები კოალიციაში შემავალი პარტიების ლიდერებთან. სწორედ აქ დაიწყო ამ პიროვნების მიერ, რომელსაც ჰაერივით სჭირდებოდა პატრიორთა ალიანსი, ჩვენი კოლეგების დაშინება-დაშანტაჟება ძველი ნაცადი მეთოდებით. საკრებულოს ზოგიერთი დეპუტატის დამუშავების ფაქტები დღესაც სახეზეა. მოქმედების სქემა ნაცადი და მარტივია. ამ ფეოდალის მიზანი არის საკრებულოში ჰყავდეს მუდმივი უმრავლესობა, რომელიც აღარსრულებს მის პირად სურვილებს და საშუალებას მისცემს მას ულტიმატუმის ენით ესაუბროს ქალაქის აღმასრულებელ ხელისუფლებას. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავისვა იმას, რომ "პატრიოტთა ალიანსი" აქ არაფერ შუაშია. დღეს ეს ყველაფერი მთავრდება. ჩვენი კოლეგები ნათლად ხედავენ შექმნილ მდგომარეობას და სიმართლეს, აკეთებენ ადეკვატურ არჩევანს. ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება აღნიშნული პიროვნების ინტერესებს და სწორედ ეს გახლავთ ბოლო ორი კვირის განმავლობაში "ქართული ოცნების" წინააღმდეგ დაწყებული ისტერიის. ეს პიროვნება გახლავთ გოჩა თევდორაძე. ჩვენ მივესალმებით ნებისმიერი სახით სამართლიანი გამოძიების დაწყებას ქუთაისის სინამდვილეში, რადგან დარწმუნებული ვართ, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაიმარჯვებს სიმართლე და ზოგიერთი ვაი მოღვაწის ნამოქმედარს მიეცემა ადექვატური შეფასება როგორც საზოგადოების, ასევე სამართალდამცავების მხრიდან".






 ახალი ამბები
  • "ცხედრები ძლივს ამოიცნეს" - ვინ არიან ხობში დაღუპული ახალგაზრდებიხობში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ "გურია ნიუსისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა სააგენტოს განუცხადა, გარდაცვილები 30-წლამდე ახალგაზრდები არიან და ისინი მეზობლები იყვენენ. "სოფელში საშინელება ტრიალებს. ორი მიცვალებული ასვენია. ავარია იმდენად ძლიერი ყოფილა, ცხედრები ძლივს ამოუცნიათ", _ განაცხადა ადგილობრივმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ ბიაში ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ხობში- გარადაცვლილია 2 ადამიანიცოტა ხნის წინ ავარია მოხდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიაში. როგორც ადგილიდან  „გურია ნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი გარდაიცვალა. ჩვენი ინფორმაციით, დაღუპულები 30 წლამდე ახალგაზრდები არიან. რა გახდა ავარიის მიზეზი უცნობია. როგორც "გურია ნიუსს"შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხარდზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  276-ე  მუხლის მე-8  ნაწილით მიმდინარეობს,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ... ...
  • უბედური შემთხვევა საგარეჯოში - 70 წლის ქალბატონი საკუთარ თონეში ჩაიწვაუბედური შემთხვევა მოხდა საგარეჯოში - სოფელ  ვერხვიანში 70 წლის ქალბატონი საკუთარ  თონეში ჩაიწვა. ინფორმაცია „გურია ნიუსს“ მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში,  ნოდარ ბეგიაშვილმა  დაუდასტურა. მისი განცხადებით, უბედური შემთხვევა დღეს, დაახლოებით პირველ საათზე მოხდა. არსებული ინფრმაციით, დაშავებული ქალის დახმარება ოჯახის წევრებმა სცადეს, თუმცა  იგი მიღებული დამწვრობით  ადგილზე ... ...
  • სამტრედიაში მარტის ბიუჯეტი 74, 5 პროცენტით, ხოლო აპრილის-63,1 პროცენტით შესრულდა1 ივნისს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, კობა ძიძიგური უძღვებოდა. საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ,,სპორტული კომპლექსი სამტრედიას" ბიუჯეტში ცვლილებას. კერძოდ გაიზარდა სტადიონის სარემონტო სამუშაოების დაფინანსება და საცურაო აუზში დანადგარების შეძენის ხარჯი. ინფორმაციის სახით გაჟღერდა 2020 წლის მარტისა და აპრილის ბიუჯეტის შესრულების ანალიზი. მარტში ადგილობრივი შემოსავლები 13 357 100 ლარით განისაზღვრა. მათ შორის საგადასახადო შემოსავლები-11 259 500 ლარი, სხვა შემოსავლები-2 900 700 ლარი. არაფინანსური აქტივების ზრდა-87 900 ლარი. მარტის ბიუჯეტი 74, 5 პროცენტით შესრულდა. აპრილის თვეში ადგილობრივი შემოსავლები იგივე დაგეგმარებით იყო, რაც მარტში. ბიუჯეტის შესრულებამ 63, 1 პროცენტი შეადგინა. მომხსენებლის, საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, შალვა არზუმანიანის თქმით, მარტისა და აპრილის ბიუჯეტის დაბალი მაჩვენებლით შესრულება კოვიდ 19-ის პანდემიას უკავ ... ...
  • ბავშვთა დაცვის დღე "ჯეო ჰოსპიტალსის" სამტრედიის ამბულატორიულ ცენტრშისაზეიმო ვითარებაში აღინიშნა ბავშვთა დაცვის დღე "ჯეო ჰოსპიტალს"-ის სამტრედიის ამბულატორიულ ცენტრში სადაც განსაკუთრებული და სადღესასწაულო გარემო დაახვედრეს კლინიკაში მოსულ ბენეფიციარებს. პატარა პაციენტებს სასიამოვნო სიურპრიზებიც დაახვედრეს და კლინიკის გარემო საყვარელი გმირების ფერადი ნახატებით, ბუშტებით გააფორმეს და ტკბილეულით გაუმასპინძლდენენ. ამ ფორმით "ჯეო ჰოსპიტალსის" ადგილობრივმა სამედიცინო პერსონალმა და მენეჯმენტმა COVID 19 დაკავშირებული შეზღუდული რეგულაციების ფონზე მათთვის დღესასწაულის გახალისება ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?