არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მიმართავენ

gurianews.com

პოლიტიკა

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მიმართავენ

2013 დეკ 9 12:07:57

"დღეს მსოფლიო კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, გვსურს მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრებები კორუფციის მხრივ ჩვენს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ და სამომავლო რეფორმის პრიორიტეტების ხედვაც შემოგთავაზოთ.

მოგეხსენებათ, რომ 2003 წლის შემდეგ საქართველოში მთელი რიგი წარმატებული ანტიკორუფციული რეფორმა განხორციელდა, რის შედეგადაც ქვეყანაში შემცირდა და ფაქტობრივად აღმოიფხვრა წვრილმანი კორუფცია და მექრთამეობა. ეს უდავოდ მნიშვნელოვანი მიღწევა იყო, რადგანაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საქართველოს მოქალაქეთა ყოველდღიური ცხოვრება, ხოლო მთავრობას თავისი საბაზისო მოვალეობების უკეთ შესრულების შესაძლებლობა მისცა.

ამასთან, საქართველოში კვლავაც სერიოზულ პრობლემაც რჩება კორუფციის უფრო კომპლექსური ფორმები. 2003 წლის შემდეგ წლებში გატარებულ რეფორმებს თან სდევდა ძალაუფლების უკიდურესი კონცენტრაცია აღმასრულებელ ხელისუფლებაში. სხვა ძირითადი ინსტიტუტების (მაგალითად, პარლამენტისა და სასამართლოს), აგრეთვე ხელისუფლების გარე მაკონტროლებლების (თუნდაც მედიის) სისუსტის პირობებში, მაღალი თანამდებობის პირთა ვიწრო ჯგუფს შესაძლებლობა ჰქონდა ემოქმედა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების უგულებელყოფით, რაც ნოყიერ ნიადაგს ქმნიდა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და კორუფციისთვის.

ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად უსვამენ ხაზს გასულ წლებში მომხდარი ე.წ. ელიტური კორუფციის შესაძლო ფაქტების გამოძიების აუცილებლობას. მიგვაჩნია, რომ ყოფილ თანამდებობის პირთა საქმიანობის გამოძიებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ სისტემური პრობლემების გადაჭრა, რომლებიც საქართველოს მთავრობის მაღალ რგოლებში კორუფციის რისკებს წარმოშობს. ამასთან დაკავშირებით, ყურადღებას იმსახურებს რამდენიმე ძირითადი საკითხი:

1. ძლიერი და დამოუკიდებელი პარლამენტი და სასამართლო - ბოლო წლებში საქართველოში კორუფციის რისკების ერთ-ერთი წყარო პარლამენტისა და სასამართლოს სისუსტე და აღმასრულებელი ხელისუფლებისადმი მათი დაქვემდებარებაც იყო. 2012 არჩევნების შემდეგ მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული პარლამენტის გაძლიერებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიმართულებით, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა გააგრძელოს ინსტიტუციური გაძლიერების პროცესი, რათა ეფექტიანად შეასრულოს თავისი საზედამხედველო ფუნქცია აღმასრულებელ ხელისუფლებასთან მიმართებაში. უნდა გაგრძელდეს ძლიერი საკანონმდებლო ბაზის ფორმირება სასამართლო პოლიტიკური ზეგავლენისგან დაცვის უზრუნველსაყოფად.

2. ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განახლება და მათი შესრულების მონიტორინგი - 2010 წელს დამტკიცებული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა განახლებას საჭიროებს. გარდა ამისა, ბოლო წლებში არ განხორციელებულა სამოქმედო გეგმის შესრულების სრულფასოვანი მონიტორინგი.

3. ანტიკორუფციული უწყების გაძლიერება - ამჟამად მოქმედ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საკმაოდ შეზღუდული უფლებამოსილებები და რესურსები აქვს. საქართველოს მთავრობამ უნდა განიხილოს უფრო ძლიერი ანტიკორუფციული უწყების შექმნის შესაძლებლობა.

4. კონკურენციის სააგენტოს ამოქმედება - კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კონკურენციის დეპარტამენტი ამჟამად ფაქტობრივად უმოქმედოა, რაც ხელს უშლის კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბებას. საქართველოს ხელისუფლებამ უმოკლეს ვადებში უნდა უზრუნველყოს კონკურენციის კანონმდებლობის რეფორმის დასრულება და კონკურენციის მარეგულირებელი უწყების რეალური ამოქმედება.

5 სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შემდგომი გაუმჯობესება - საქართველოს ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემა აქვს, თუმცა სახელმწიფო შესყიდვების საკმაოდ დიდი ნაწილი კვლავაც ამ სისტემის გვერდის ავლით წარმოებს (ასეთი შესყიდვების საერთო ღირებულებამ 2012 წელს მილიარდ ლარს გადააჭარბა და სახელმწიფო შესყიდვების 45 პროცენტი შეადგინა) საქართველოს ხელისუფლებამ მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს იმ გამონაკლისი შემთხვევების რიცხვი, როდესაც სახელმწიფო შესყიდვების წარმოება ღია ტენდერების გარეშე დაიშვება.

6. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გაძლიერება - სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, მისი უფლებამოსილებებიდან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესი როლის შესრულება შეუძლია კორუფციის პრევენციის მხრივ. აუცილებელია, ერთი მხრივ, ამ უწყების უზრუნველყოფა სათანადო რესურსების, ხოლო, მეორე მხრივ, მისი მაქსიმალური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან.

7. საჯარო სამსახურის რეფორმა - რაც, სხვა კომპონენტებთან ერთად, მოიცავს საჯარო სამსახურში დანიშვნა-გათავისუფლების, ასევე შრომის ანაზაღაურების საკითხებს. აღსანიშნავია, აგრეთვე, საჯარო სამსახურში კონკურსის წესით დანიშვნასა და პრემიების გაცემასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები.

8. ელიტური კორუფციის, როგორც გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლა - ამ მიზნით საჭიროდ მიგვაჩნია, ერთის მხრივ, ნათლად შეფასდეს ელიტური კორუფციის განმაპირობებელი ფაქტორები (მათ შორის არსებული საკანონმდებლო ხარვეზები), ხოლო, მეორეს მხრივ, მოხდეს შესაბამისი სტრუქტურების(აუდიტის სამსახური, სამართალდამცავი ორგანოები და ა.შ.) თანამშრომელთა მომზადება და იმ ხასიათის სპეციალური უნარ-ჩვევებით გაძლიერება, რომლებიც ელიტური კორუფციის წინააღმდეგ უფრო ქმედით ბრძოლას შეუწყობს ხელს.

9. ქონებრივი დეკლარაციების სისტემის შემდგომი გაუმჯობესება - მისასალმებელია, რომ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციები საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია სპეციალური ვებგვერდის საშუალებით. ამ სფეროში შემდგომი პროგრესის მისაღწევად აუცილებელია იმ თანამდებობის პირთა წრის გაფართოება, ვისაც ქონებრივი დეკლარაციის წარდგენა ევალება, და ქონებრივ დეკლარაციებში შეტანილი მონაცემების გადამოწმების სისტემის შექმნა.

10. საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამდებობის პირთა მოძრაობისას წარმოქმნილი კორუფციული რისკების შემცირება - საქართველოში ხშირია ადამიანების გადასვლა ბიზნესიდან პოლიტიკაში და პოლიტიკიდან ბიზნესში. ეს პროცესი, რომელიც თავისთავად გარდაუვალი და ბუნებრივია, გარკვეულ რისკებს შეიცავს კორუფციის თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები და დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიები დაცულნი იყვნენ კერძო კომერციული ინტერესების ზეგავლენისგან.

11. ანტიკორუფციული მექანიზმების გაძლიერება ადგილობრივ თვითმმართველობაში - საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტებში ამჟამად არსებული ანტიკორუფციული მექანიზმები ბევრად სუსტია, ვიდრე ცენტრალურ დონეზე. ამდენად მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის პროცესში სათანადო ყურადღება დაეთმოს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში ძლიერი ანტიკორუფციული ნორმებისა და მექანიზმების შემოღებას.

12. გამჭვირვალე პრივატიზაციის პროცესი - ბოლო წლებში სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია ხშირად საეჭვო პირობებში წარმოებდა. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ უზრუნველყოს პრივატიზაციის პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა და მინიმუმამდე შეამციროს იმ შემთხვევების რიცხვი, როდესაც სახელმწიფო ქონების კერძო სუბიექტებისთვის გადაცემა კონკურენტული შერჩევის გარეშე ან/და სიმბოლურ ფასად ხდება.

13. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სამართლებრივი მექანიზმების გაუმჯობესება - წლების განმავლობაში საქართველოში ჩამოყალიბდა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე ხელოვნური შეზღუდვების დაწესების სამწუხარო პრაქტიკა, რაც თავის მხრივ განპირობებული იყო სამართლებრივი მექანიზმების არარსებობისა თუ შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოების არაეფექტური საქმიანობით. ინფორმაციის თავისუფლება მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი კონტროლისა და კორუფციის პრევენციის უზრუნველყოფისთვის. აღსანიშნავი და მისასალმებელია, ბოლო დროს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები, რომელიც საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებას ითვალისწინებს. თუმცა, მიუხედავად პროგრესული ნაბიჯებისა საკანონმდებლო ბაზა და ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული პრაქტიკა საჭიროებს შემდგომ დახვეწას. აქედან გამომდინარე, აუცილებლად მიგვაჩნია სამოქალაქო საზოგადოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ ამ სფეროში შემოთავაზებული რეკომენდაციების გათვალისწინება და იმ საკანონმდებლო ნორმებისა და პროცედურების სრულყოფა, რომლებიც პრაქტიკაში ართულებენ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

ვფიქრობთ, რომ ზემოჩამოთვლილი საკითხების მოგვარება შესაძლებელია ხელისუფლებისა და სამოქალაქო და კერძო სექტორების ერთობლივი ძალისხმევით. მზად ვართ, კონკრეტული რეკომენდაციები მივაწოდოთ ხელისუფლებას ზემოხსენებულ სფეროებში კანონმდებლობისა და პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით," _ ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო; იდენტობა; მწვანე ალტერნატივა; ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი; კონსტიტუციის 42-ე მუხლი; საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრი; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; ადამიანის უფლებათა ცენტრი; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი; ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო"; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.




 ახალი ამბები
  • გამოკითხვა: ხვალ რომ არჩევნები იყოს, რომელ პარტიის კანდიდატს მისცემდით ხმას?გიორგი ბურჭულაძე, ოზურგეთი: _ არ ვარ ჯერ ჩამოყალიბებული. ბაგრატ ლოდია, ოზურგეთი: _  ავირჩევდი ერთ ჭკვიან გურულ გლეხს _ მაგათ ყველა ჯობს. ზაზა სირაძე, ოზურგეთი: _ კაბინაში გადავწყვეტ _ ვისი რა საქმეა?! ანზორ სალუქვაძე, ოზურგეთი: _ ჩემი საქმეა, ვის მივცემ ხმას. ლონდა ბურჭულაძე, ოზურგეთი: _ არც ერთს არ მივცემ ხმას. თამილა ბურჭულაძე, ოზურგეთი: _ მე თვითონ გადავწყვეტ, ვის მივცე ხმა. მედეა სარიშვილი, ოზურგეთი: _ კაბინაში გადავწყვეტ. ჯუმბერ როყვა, ოზურგეთი: _ ვაშაძეს! ირაკლი ქერქაძე, ოზურგეთი: _ ეს ჩემი საქმეა. თემურ ურუშაძე, ლანჩხუთი: _  პრეზიდენტი ყოველგვარი ფუნქციის გარეშეა დარჩენილი და ამიტომ, საერთოდ არ ვაპირებ საპრეზიდენტო არჩევნებში მივიღო მონაწილეობა. ნინო ზენაიშვილი, ლანჩხუთი: _ ასე ღიად რატომ უნდა ვთქვა?! ნონა გობრონიძე, ლანჩხუთი: _   ნამდვილად არ ვიცი, რა არჩევანს გავაკეთებ _ გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. დათო ჩხაიძე, ლანჩხუთი: _ ხმის მიცემა ფარულია და არჩევანს  საარჩევნო ურნასთან დავაფიქსირებ. ირა კვირიკაშვილი, ჩოხატაური: _ ჯერ არ ვიცი. ბოლო დღეებში გადავწყვეტ,  ვინ უნდა ... ...
  • "შარაშენიძეს მივეცი ხმა, შემპირდნენ, რომ სახლის რეაბილიტაციაში დამეხმარებოდნენ, რატომ მატყუებენ?!"ოზურგეთში, ბათუმის ქუჩაზე მცხოვრები  ორმოცდაცხრა წლის  ზაზა მუჯირი ხელისუფლებას დანაპირების შესრულებას სთხოვს. როგორც თავად გვიყვება, გასულ წელს,  ცხრამეტ აპრილს, სტიქიის შედეგად მოთხრილმა ალვის ხემ მისი სახლის სახურავი მთლიანად დააზიანა. მისივე თქმით, მართალია, სახლის სახურავი შეცვალეს, თუმცა, ორი თვის განმავლობაში, სახლი დაუხურავი იყო და წვიმამ მთლიანად დააზიანა  ყველა ოთახი, უმეტესად ჭერი.  ზაზა მუჯირს მოახლოებული ზამთრის ეშინია და ხელისუფლებისგან შეპირებული ორი ათასი ლარის ჩარიცხვას ითხოვს, რაც მას შემდეგ შეჰპირდნენ, რაც მუნიციპალიტეტის ახლანდელ ხელმძღვანელობასთან არაერთგზის თხოვნით მივიდა. _ მე ვითხოვ ჩემი სახლის რეაბილიტაციას. მაგათ აქვთ ისეთი პროექტი,   რომელიც მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ადამიანებს ეხება. მე ვარ დიაბეტით დაავადებული ადამიანი, საკუთარი ოჯახი არ მყავს. მოხუცი დედა, რომელმაც ახლახან ფეხი მოიტეხა, საცოდავად, სკამით გადაადგილდება. მივმართე მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს, ირაკლი სირაძეს. მან კოტე შარაშენიძესთან მიმიყვანა და უთხრა, „იმ სიიდანააო“. მერმაც უპასუხა, „ააა, გასაგებია, აუცილებლად დავეხმაროთო“ თუმცა, ჯერჯერობით, მატყუებენ. მოვითხოვე, კონკრეტული დღე მითხარით, როდის მოვიდე, როდის მაძლევთ ფულს-მეთქი. სირაძე გაბრაზდა და მითხრა, დამანებე თავი, თორემ ამ ოქმს დავხევო. რა უფლებით მითხრა ეს ადამიანმა, რომელიც მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სოციალური კუთხით ემსახურება?! ან რა სიას გულისხმობდა, თქვან! _  ვერ მიხვდით, რა სიაზე იყო საუბარი? _ არ ვიცი, თქვან. _ არჩევნებზე ხმა თუ მიეცით, შესაძლოა, ამაზე იყო საუბარი. _ კი, რა თქმა უნდა, მე ამომრჩეველი ვარ, შარაშენიძეს მივეცი ხმა. იმასაც გეტყვით, რომ სირაძემ ორჯერ ჩამირიცხა ასი ლარი, ასევე, შარაშენიძემ ასი ლარი ჯიბიდან ამოიღო და მომცა. უმადური არ ვარ. _ და რა კი ხმა მიეცით, სულ უნდა დაგეხმარონ? იქნებ, არ არის ამდენი თანხა... _ მაშინ თქვან, რომ ბიუჯეტში ფული არ აქვთ. მე მატყუებენ, მპირდებიან და კონკრეტულ დღეს არ მეუბნებიან, როდის ჩამირიცხავენ. ჩემთან ერთად ორმოცდასამი ოჯახია სიაში, ვისაც უნდა  დაეხმარნონ. ზაზა მუჯირის თქმით, სტიქიამ მისი სახლი ჯერ კიდევ მაშინ დააზიანა, როცა ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე იყო. კითხვაზე, მიმართა თუ არა მან ყოფილ მერს, ამბობს, რომ მიმართა და დაეხმარნენ კიდეც. _ ბეგი სიორიძე წელიწადში ორჯერ მეხმარებოდა. მერე ხმა შარაშენიძეს მივეცი. შემპირდნენ, რომ   სახლის  რეაბილიტაციაში დამეხმარებოდნენ და რატომ მატყუებენ? დედაჩემის პენსიაზე ვართ მე და ჩემი ძმა. სხვათა შორის, აქ ჩემი ძმაც ცხოვრობს, მარტოხელაა ისიც და უმუშევარი. ძალიან ცუდ დღეში ვართ. ჯანმრთელობა მასაც შერყეული აქვს. ფაქტობრივად, სამი ავადმყოფი ვართ ერთმანეთს ჩამოკიდული, _ ამბობს ზაზა მუჯირი. მისი განმარტებით, მუნიციპალიტეტის მერიაში თექვსმეტ აგვისტოს  დაწერა განცხადება და ორიათასი ლარის ფარგლებში დახმარებას შეპირდნენ. ამბობს, რომ ყოველ მისვლაზე ჰპირდებიან დახმარებას. თუმცა, იგი დაჟინებით ითხოვს კონკრეტული თარიღის დასახელებას, როდის ჩაურიცხავენ შეპირებულ თანხას  და  რაკი ზუსტ დროს არ ეუბნებიან, ეჭვობს, რომ ატყუებენ. „გურია ნიუსი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს, ირაკლი სირაძეს დაუკავშირდა და ზაზა მუჯირის შესახებ ესაუბრა. _მე და ზაზა მეგობრები ვართ. ჩვენ შორის კონფლიქტი არ ყოფილა. ხვალ ან ზეგ მას ჩაერიცხება შეპირებული თანხა. გაიკეთებს, მოაწყობს საცხოვრებელ ოთახებს  და ზამთარს მომზადებული შეხვდება“, _ გვითხრა ... ...
  • ბაქრაძე: ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას ზურაბიშვილის არჩევა (R)ჰააგაში საქართველოს მიერ შეტანილ სარჩელზე რუსეთის წინააღმდეგ რუსეთმა მოამზადა საპასუხო სარჩელი, რომელშიც არგუმენტებად მოყვანილია ციტატები სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან. "ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ახალ ფაქტებს ასაჯაროებს, რომლითაც დასტურდება, თუ რამდენად სახიფათოა ზურაბიშვილის განცხადებები საქართველოსთვის. ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა დღეს პრესას აჩვენა საბუთი, ამონაწერი საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოდან.  „დღეს წარმოდგენილი გვაქვს დოკუმენტი, ნაწილი, ამონაბეჭდი რუსეთის საპასუხო სარჩელიდან და ამ სარჩელში ციტატის და არგუმენტის სახით პირდაპირ არის მითითებული ქალბატონ ზურაბიშვილის წიგნი. კერძოდ ამ ფრაგმენტში რომელიც ჩვენ მოვიყვანეთ მითითებული არის 137 – 139 გვერდები, ის მოსაზრებები რომელიც მას აქვს ჩამოყალიბებული. ამით, კიდევ ერთხელ დასტურდება რომ მისი განცხადებები არის საშიში და დამაზიანებელი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, მისი განცხადებები არის საშიში და დამაზიანებელი საქართველოს გაერთიანების პერსპექტივისთვის. ჩვენ ვირჩევთ პრეზიდენტს, რომელიც უნდა იყოს საქართველოს ერთიანობის და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი, ჩვენ ვირჩევთ პრეზიდენტს რომელიც უნდა იყოს ჩვენი დეოკუპაციის და დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების გარანტი და ამ დროს ხელისუფლება გვთავაზობს კანდიდატს, რომლის ციტატებსაც არგუმენტის სახით იყენებს ოკუპანტი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენი მთლიანობის წინააღმდეგ და ჩვენი დევნილების დაბრუნების წინააღმდეგ. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას ქალბატონი ზურაბიშვილის არჩევა პრეზიდენტად, ვინაიდან ეს ადამიანი უკვე აზიანებს საქართველოს ინტერესს, ხოლო თუ ის იქნება საქართველოს პრეზიდენტი მის მიერ მიყენებული ზიანი ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის იქნება განუზომლად უფრო მეტი. დღეს წარმოვადგენთ საჯაროდ ამონაწერს რუსეთის სარჩელიდან, რომ ყველა დარწმუნდეს,  ეს არის ფაქტი და მართლაც რუსეთის ფედერაცია, ოკუპანტი საქართველოს საპასუხო სარჩელში იყენებს სწორედ სალომე ზურაბიშვილის ციტატებს“, _ განაცხადა დავით ... ...
  • მერაბ ჭანუყვაძე: სალომე ზურაბიშვილი პირნათლად შეასრულებს პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს (R)პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთში შეხვედრა გაიმართა. უმრავლესობის ლიდერი, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე და ორგანიზაციის წევრები, რაიცენტრალურისა და ზვანის უბანში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე ადგილობრივებს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სამომავლო გეგმები გააცნეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. „სალომე ზურაბიშვილი არის ის კანდიდატი, რომელსაც აქვს პოლიტიკაში დიდი გამოცდილება და საერთაშორისო კავშირები. ის პირნათლად შეასრულებს პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს“, _  აღნიშნა მერაბ ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი: ძალიან ბედნიერი ვარ იმ ხალხმრავლობით, რომელიც თბილისის უბნებში მხვდება (R)საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თბილისის ყველა რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა. სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთან შეხვედრისას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა და მათ საკუთარი ხედვები გააცნო. „ნამდვილი თბილისური მარათონი შედგა. ძალიან ბედნიერი ვარ იმ ხალხმრავლობით, რომელიც თბილისის უბნებში მხვდება. ჩემი მთავარი გზავნილები ახლა უკვე არის შეჯამება იმ კამპანიის, რომლის დროსაც სხვადასხვა თემები წარვადგინე. მე მგონი, მთავარი მაინც არის ის, რომ არა დაპირისპირებას, არა კონფრონტაციას, არამედ, ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი საქართველო, სადაც ყველანი ერთად ამ ქვეყნისთვის, ამ სახელწმიფოსთვის ვიზრუნებთ და პირველ რიგში, ამას საკუთარ თავზე აიღებს ქალი პრეზიდენტი", _ განაცხადა დამოუკიდებელმა კანდიდატმა ჟურნალისტებთან ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ცნობილი მზარეულები მსოფლიოში

გორდონ რამზი ცნობილი კულინარიული პროგრამების...

ბუნების სამკურნალო თვისებები

შოტლანდიის შეტლანდის კუნძულებზე ჩატარებული წარმატებული...

რატომ თვლით, რომ უბედური ხართ

იმისათვის, რომ ტკივილი გადაიტანოთ, საჭიროა...

მიზეზები, რომელიც ლამაზს გხდის

იქნებ საქმე შინაგან განწყობაში, ახალ...

„უიღბლო“ ამერიკელი

კონექტიკუტის შტატში მცხოვრებმა ჩარლზ დადლიმ...

ახლო მეგობარი მოდელები

რატომღაც მივეჩვიეთ, რომ სამოდელო ბიზნესში...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე?