შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის საქმიანობის 2013 წლის ანგარიში

პოლიტიკა

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის საქმიანობის 2013 წლის ანგარიში

2013 დეკ 24 12:06:34

დეპარტამენტის თანამშრომლების პროფესიული დონის ასამაღლებლად მთელი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ არაერთი სასწავლო ვიზიტი განხორციელდა. მაშველებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ ტრენინგებს და კიდევ უფრო გააუმჯობესეს საგანგებო სიტუაციებში ეფექტური რეაგირებისთვის საჭირო უნარებ-ჩვევები.

ბოლო 1 წლის განმავლობაში დეპარტამენტის სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებმა საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში შესულ საგანგებო სიტუაციის 743 შეტყობინებასა და შემთხვევაზე მოახდინეს რეაგირება. წარმატებული სამაშველო ოპერაციების შედეგად საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მაშველებმა 2013 წლის საანგარიშო პერიოდის განმავლობაში 103 ადამიანი გადაარჩინეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა მინისტრს დეტალურად გააცნო დეპარტამენტში დაგეგმილი და განხორციელებული სიახლეები, ასევე, პირადი შემადგენლობის მიერ ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოები. ალექსანდრე ჭიკაიძეს აგრეთვე გააცნეს დეპარტამენტის მიერ გაფორმებული შეთანხმებები და სხვადასხვა მემორანდუმი, მათ შორის, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს, "გადავარჩინოთ ბავშვებისა“ და "არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის" საქართველოს წარმომადგებლობებთან ურთიერთგაგების ერთობლივი მემორანდუმი "კატასტროფის რისკის შემცირება სამხრეთ კავკასიის დაუცველ თემებსა და ინსტიტუციებში"-ის პროგრამის ფარგლებში, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაცია "DIPECHO" ახორციელებს.

აღსანიშნავია ლიტვის რესპუბლიკის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში გაფორმებული მემორანდუმი. 2013 წელს ხელი მოეწერა "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ისრაელის სახელმწიფოს საშინაო ფრონტალური თავდაცვის სამინისტროს შორის საგანგებო სიტუაციების მართვისა და სამოქალაქო თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის საგანგებო სიტუაციებში გამოყენებისათვის მოსახლეობის დასახმარებლად საჭირო პირველადი მოხმარების საგნებისა და წყლის გამწმენდი საშუალებების გადმოცემასთან დაკავშირებით 2013 წელს გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი.

საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტმა რეგიონული სამაშველო სამსახურებისა და სხვა დაწესებულებებისთვის მთელი წლის განმავლობაში მოამზადა ქვეყანაში მოსალოდნელი ჰიდროგეოლოგიური ხასიათის საგანგებო სიტუაციების საპროგნოზო მასალები და მათგან გამოწვეული საფრთხეების პრევენციის შესახებ რეკომენდაციები.

2013 წელს ჩამოყალიბდა საექსპერტო-საკონსულტაციო საბჭო, დამტკიცდა საბჭოს წესდება და შესაბამისი შემადგენლობა.

GIS-ის ტექნოგენური რისკების ელექტრონული რუკის სრულყოფის მიზნით მომზადდა სახიფათო ტვირთების გადაადგილების მარშრუტების გრაფიკი.

შეხვედრაზე მინისტრს ასევე მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მიერ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სხვადასხვა აქტივობების შესახებ.




 ახალი ამბები
  • ჩიჩილაკის კულტურულ მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანის საკითხი ჩქარი ტემპით იწყებაჩიჩილაკისა და კალანდობის კულტურულ მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანის საკითხი ჩქარი ტემპით იწყება. “სალომე ზურაბიშვილმა სურვილი გამოთქვა, მუდმივად იყოს ჩართული პროცესებში და აღგვითქვა დახმარება, მუდმივად იქნება ამ საკითხების მხარდამჭერი, რომ პროცესები უფრო სწორად და სწრაფად წარიმართოს“,_ აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ, გააკეთა. პრეზიდენტის ფეისბუქის გვერდზე ვრცელდება ინფომაცია, რომ შეხვედრაზე საუბარი იყო ჩიჩილაკისა და გურული კალანდობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადების საკითხის შესახებ. „პრეზიდენტთან დეტალურად გავიარეთ, თუ როგორ უნდა მომზადდეს საკითხი. ჩვენ დავიწყეთ კიდეც საჯარო განაცხადის შევსება,“ _ აცხადებს ნიკოლოზ ანთიძე. ინიციატივა ჩიჩილაკისა და გურული კალანდას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ეკუთვნის და 13 იანვარს სოფელ დვაბზუში ... ...
  • სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე დვალის და აქიმიძის სარჩელი განუხილველად დატოვათბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 17 იანვარს, გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სასამართლომ 2020 წლის 10 იანვარს განუხილველად დატოვა ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის (წარმომადგენელი – კახა კოჟორიძე) სარჩელი, მოპასუხეების, ქიბარ ხალვაშისა და პაატა კარსანიძის მიმართ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, საჯარო რეესტრში წილის რეგისტრაციის გაუქმებისა და შპს-ს წილის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის თაობაზე. სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქმის მასალები და მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნის დაცვა, კერძოდ, სარჩელისა და თანდართული მასალების მოპასუხისთვის ჩაბარება და კანონით დადგენილ ვადაში ჩაბარების ან/და ჩაუბარებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების  სასამართლოში წარმოდგენა. როგორც სასამართლო აცხადებს, მოსარჩელის მხრიდან კანონით დადგენილი ნორმის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, სასამართლომ  მოცემულ საქმეზე გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის” პარტნიორის, ქიბარ ხალვაშის კუთვნილ 60% წილს. სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით მხარისათვის მისი ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.  ამავე თემაზე: "რუსთავი 2"-ის 60 % დაყადაღებულია _ სასამართლომ აქიმიძის და დვალის სარჩელი წარმოებაში მიიღო ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-ის საქმეზე ახალი ბრალი წაუყენეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო: დოკუმენტზე ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა არაა ... ...
  • თბილისში 1 პირი მაღაზიის გაქურდვის მცდელობის დროს დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული ჯ.ს. თბილისში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც მან სამგორის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში უკანონოდ შეაღწია და სავაჭრო დაწესებულებიდან ფულისა და ლეპტოპის მოპარვას ცდილობდა. ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით ... ...
  • მიკროავტობუსის მძღოლს 15 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედებისთვის 6 წელი მიუსაჯესხელვაჩაურში მცხოვრები 29 წლის კაცი 15 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედებისთვის, ასევე პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოს ხელყოფის მუხლით გაასამართლეს. პროკურატურა მას გოგოს გაუპატიურებასაც ედავებოდა, თუმცა ეს სასამართლომ არ დაადასტურა. განაჩენის მიხედვით, შემთხვევა ღამის საათებში, ჭოროხის სანაპიროზე მოხდა. 29 წლის ბრალდებულმა დაზარალებულად ცნობილი 15 წლის მოზარდი თავის კუთვნილ მიკროავტობუსში გაიცნო და მასთან კომუნიკაცია სოციალურ ქსელში გააგრძელა. დაზარალებული გოგოს ჩვენებით, მას ბრალდებულმა სახლში საღამოს მიაკითხა და დალაპარაკება სთხოვა. მიკროავტობუსი ჭოროხის სანაპიროზე გაჩერდა. დაზარალებულმა გოგომ მოსამართლე ნუგზარ მგელაძეს უთხრა, რომ მას ბიჭი მანქანიდან გარეთ აღარ უშვებდა, კოცნიდა და სექსუალურ კონტაქტს აიძულებდა. მოგვიანებით, გოგოს ხელები ბრალდებულმა მანქანის ღვედით შეუკრა. გოგომ სახლში დაბრუნება დილის 6 საათზე შეძლო. მას მშობლები ეძებდნენ და პოლიციისთვის უკვე მიმართული ჰქონდათ. პროკურატურამ ბრალდებულს გაუპატიურების და გარყვნილი ქმედების ჩადენის მუხლით წაუყენა ბრალი, თუმცა ჩხრეკის შედეგად აღმოჩნდა, რომ ბრალდებულს საკუთარ მობილურ ტელეფონში 15 წლის გოგოსთან კოცნა ვიდეოთი ჰქონდა გადაღებული და პროკრატურამ ბრალდებულს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მუხლითაც წაუყენა ბრალი. გაუპატიურება ამ საქმეზე სასამართლომ არ დაადასტურა და აღნიშნა, რომ მხოლოდ დაზარალებულად მიჩნეული გოგოს ჩვენება საკმარისი არ არის. „სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ მისი ჩვენება საკმარისი არ არის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რადგან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დანარჩენი მტკიცებულებები  ეჭვქვეშ აყენებს მათ უტყუარობას. ბრალდებულის მიერ ძალადობით სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის შესახებ სასამართლოს ინფორმაციას აწვდის მხოლოდ თვით დაზარალებული, სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, ექსპერტიზის დასკვნა, ან სხვა მტკიცებულება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურებდა ძალადობის ფაქტს, საქმეში არ მოიპოვება და მხოლოდ აღნიშნული ჩვენება არ შეიძლება გახდეს გაუპატიურების ნაწილში მსჯავრდების საფუძველი,“ – აღნიშნულია განაჩენში. ბრალდებულმა დანაშაული უარყო. მან მოსამართლეს უთხრა, რომ გოგოს მოეფერა, მაგრამ ეს მისი თანხმობით გააკეთა და ვიდეოც მისი თანხმობით გადაიღო. ბრალდებულმა ასევე თქვა, რომ არ იცოდა, თუ გოგო 16 წლის არ იყო. გარყვნილი ქმედებისთვის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის ფ.-ს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ჯაბა ანანიძე ... ...
  • 20 წლის დედა ახალშობილის მკვლელობისთვის გაასამართლესხელვაჩაურის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები ქალი ახალშობილის განზრახ მკვლელობის მუხლით გაასამართლეს. მას მოსამართლე ნუგზარ მგელაძემ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რაც ჩაეთვალა პირობით გამოსაცდელი ვადით. შემთხვევა 2018 წლის თებერვალში მოხდა – 20 წლის გოგომ სახლში იმშობიარა. გამოძიების ვერსიით, საძინებელ ოთახში „მშობიარობის შემდეგ უმალვე კისრის ორგანოებზე დაწოლით მან განზრახ მოკლა მამრობითი სქესის ახალშობილი…“, – აღნიშნულია განაჩენში. ადგილზე მისულ პოლიციელებს ახალშობილი უკვე გარდაცვლილი დახვდათ, ქალი კლინიკაში გადაიყვანეს. ბრალდებულმა დანაშაულის ჩადენა აღიარა და უდავოდ მიიჩნია ყველა მტკიცებულება, რაც პროკურორმა მის წინააღმდეგ წარმოადგინა. „სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებული, რომელიც ადრე არ არის ნასამართლევი, აღიარებს, ინანიებს და მძიმედ განიცდის ჩადენილ დანაშაულს, სასჯელი უნდა დაენიშნოს იმ ზომით, რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმეს, მის პიროვნებას და დანაშაულის შემდგომ ქცევას და რაც არ იქნება მკაცრი და უსამართლო, რაც სასამართლოს აზრით უფრო მეტად შეუწყობს ხელს სამართლიანობის აღდგენას და მის საზოგადოებაში ინტეგრაციას,“ – წერია განაჩენში. 20 წლის ქალი სისხლის სამართლის კოდექსის 112 -ე მუხლის შესაბამისად გაასამართლეს. ეს მუხლი გულისხმობს  „დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას მშობიარობისას ან მშობიარობის შემდეგ უმალვე“. დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...

ცოცხის „მაგიური“ ძალა

ბევრ ქვეყანაში არსებობს გარკვეული "ცრურწმენები",...

"წიწაკიანი" ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მორიელი _ ქალი მორიელის გამოხედვა ხერხს...

არსებობს თუ არა ერთი ნახვით სიყვარული

ოდესმე თქვენს ცხოვრებაში მომხდარა ისე,...

ყავის მომზადების რეცეპტები მსოფლიოში

ვიეტნამი - ყავის მომზადების დროს...

როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი

არასდროს უყვიროთ მას - ის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...