ექსპერტები ფარცხალაძეს თანამდებობის დატოვებას ურჩევენ, უმცირესობა კი მას პარლამენტში ელოდება

პოლიტიკა

ექსპერტები ფარცხალაძეს თანამდებობის დატოვებას ურჩევენ, უმცირესობა კი მას პარლამენტში ელოდება

2013 დეკ 26 14:51:45

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მართულ არასამთავრობო ორგანიზაციების გააქტიურებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს ორგანიზაციები კიდევ ერთ შეტევას ამზადებენ ფარცხალაძეზე. მან ყურადღება გაამახვილა "თავისუფლების ინსტიტუტზე" და აღნიშნა, რომ მალე კიდევ ერთ განცხადებას მოვისმენთ მათგან.

"თავისუფლების ინსტიტუტი" უახლოეს დღეებში განცხადების გაკეთებას აპირებს, რომლის მიხედვითაც ოთარ ფარცხალაძე ბიშკეკში, ნარკოლოგიურ დაწესებულებაში მკურნალობდა ნარკოტიკის გადაგდების მიზნით. ადგილი აქვს სერიოზულ, ფართომასშტაბიან შეტევას. კბილაშვილის ნეიტრალური პოზიცია არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა "ნაციონალური მოძრაობისთვის", მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ფარცხალაძე, რომელმაც საკმაოდ სერიოზული ღონისძიებები გაატარა, ატარებს და უახლოეს დღეებშიც გაატარებს "ნაციონალური მოძრაობის" დამნაშავე პირების წინააღმდეგ, მათთვის საფრთხის შემცველია. ამიტომ წამოვიდა შავი პიარი, ვითომ არის ნასამართლევი და ა.შ".

ადვოკატის განცხადებით. საუბარია რაღაც დოკუმენტზე, რომლის გაყალბებასაც აპირებენ ნაციონალები და მათ ზურგს ამოფარებული არასამთავრობო ორგანიზაციები. ხაჭაპურიძის თქმით არც ამაზე აპირებენ "შავი პიარის" გაჩერებას და კიდევ სხვა განცხადებების გავრცელებას გეგმავენ.

"ამის შემდეგ აპირებენ იმის განცხადებას, რომ ვითომ ფარცხალაძე "ნუცუბიძეების საძმოს" დაჯგუფების წევრია. მსგავსი რაღაცები სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებშიც იგეგმება, რომელთაც "ნაციონალური მოძრაობა“ აფინანსებს".

ხაჭაპურიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან ფარცხალაძის მიმართულებით სასწრაფოდ უნდა იქნეს გადადგმული ნაბიჯები, ანუ თუ არ მოხდება მისი გადაყენება, "ნაციონალური მოძრაობა" სერიალივით გააგრძელებს შავი პიარის აგორებას.

დღეს გამართულ ბრიფინგზე პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმაც ფარცხალაძის აუცილებელ გადადგომაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით ფარცხალაძე საზოგადოების ნაწილის სიმპათიებს მხოლოდ თანამდებობის დატოვების შემთხვევაში დაიბრუნებს. პოლიტოლოგი ურჩევს მთავარ პროკურორს დროულად და ღირსეულად დატოვოს თანამდებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას კიდევ ბევრი ბრალდების მოსმენა მოუწევს, რაც ქვეყანას დააზარალებს.

"ჩემი რჩევა იქნება, ნუ გახდის საკუთარ თავს ზედმეტი მსჯელობის საგნად და რაც შეიძლება დროულად და ღირსეულად დატოვოს თანამდებობა. სხვა მხრივ, ვფიქრობ, რომ გვექნება კიდევ უფრო მეტი სპეკულაციები ამ თემაზე, რაც მთლიანად ჩვენს ქვეყანას დააზარალებს ქვეყნისთვისაც უკეთესია, ფარცხალაძემ დამოუკიდებლად მიიღოს თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება და არა იძულებით, ვინმეს კარნახით. თუკი ის არ შეელევა სავარძელს, მით უფრო აზვირთდება ბრალდებები და ჭორ-მართალს კაცი ვეღარ გაარჩევს. იქნება საუბარი არა მარტო გერმანიაზე, იქნება საუბარი ვისაც რაზე მოესურვება: ვინ მოუნათლა მას შვილი, იყო თუ არა თბილისშიც ნასამართლევი, მოახერხა თუ არა უმაღლესი განათლების მიღება და უამრავი სხვა".

დღესვე ბრიფინგი გამართა უმცირესობის წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა, რომელმაც მთლიანად უმცირესობის მოთხოვნა გააჟღერა. უმცირესობა ოთარ ფარცხალაძის პარლამენტში მისვლას მოითხოვს. მაჭავარიანმა განაცხადა, რომ დღეს უმცირესობის მოთხოვნით მთავარი პროკურორი პარლამენტის უმცირესობის სხდომას უნდა დასწრებოდა, მაგრამ არ მივიდა და არც პასუხი გაუგზავნა.

"23 დეკემბერს საქართველოს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა წერილობით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს, რათა მიმდინარე წლის 26 დეკემბერს, 14:00 სთ-ზე ეს უკანასკნელი დასწრებოდა საპარლამენტო უმცირესობის სხდომას, სადაც უნდა განხილულიყო მიმდინარე წლის 17 დეკემბერს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის და მთავარი ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივნის ივანე მერაბიშვილის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებული განცხადება მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით, ასევე სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს. აღნიშნულთან დაკავშირებით ასევე საჯაროდ გაცხადდა "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მიმდინარე წლის 22-23 დეკემბერს. სამწუხაროდ, დღეს, დილის 10:00 სთ-დან, საპარლამენტო უმცირესობის თანამშრომლების არაერთი მცდელობის მიუხედავად, პასუხი მიგვეღო მთავარი პროკურატურიდან მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის უმცირესობაზე დასწრების საკითხთან დაკავშირებით, პასუხი ამ წუთამდე არ გვაქვს".

მაჭავარიანის განცხადებით, უმცირესობას სურდა შეხვედრაზე მთავარი პროკურორისგან პასუხი მოესმინათ ივანე მერაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, ასევე ოთარ ფარცხალაძის დიპლომთან, გერმანიაში მის ნასამართლეობასთან, მედიაში გაჟღერებულ ჯიქიას ქუჩაზე 140 000 დოლარად შეფასებულ ბინის შეძენასთან დაკავშირებით. ნატო–ს გენერალური მდივნის ანდერს ფონ რასმუსენის ვიზიტის დროს მერიის 24 თანამშრომლის დაკავებასთან დაკავშირებით, რომელიც სასამართლოს მიერ უკანონოდ იქნა ცნობილი; შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გიორგი ლორთქიფანიძის სახლთან ასაფეთქებელი ნივთიერების აღმოჩენის ფაქტთან დაკავშირებით; თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის ალექსანდრე ნინუას საქმესთან დაკავშირებით, თენგიზ გუნავასთვის იარაღის ჩადების ფაქტთან დაკავშირებით დაკავშირებით, ასევე მოსამართლის თანაშემწე ია ბარამიძეზე ზეწოლისა და შანტაჟის ფაქტთან დაკავშირებით; შს მინისტრის ყოფილი მოადგილის გელა ხვედელიძის საქმესთან დაკავშირებით, გეგუთის ციხეში ლევან კორტავას მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, ბარბარე რაფალიანცის საქმესთან დაკავშირებით; ბაჩო ახალაიას საკანში უკანონო ვიდეო და აუდიო გადაღებასთან დაკავშირებით. უმცირესობა აცხადებს, რომ ეს საქმეები საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს და პასუხები აუცილებლად უნდა იყოს გაცემული.

 




 ახალი ამბები
  • სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე დვალის და აქიმიძის სარჩელი განუხილველად დატოვათბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 17 იანვარს, გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სასამართლომ 2020 წლის 10 იანვარს განუხილველად დატოვა ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის (წარმომადგენელი – კახა კოჟორიძე) სარჩელი, მოპასუხეების, ქიბარ ხალვაშისა და პაატა კარსანიძის მიმართ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, საჯარო რეესტრში წილის რეგისტრაციის გაუქმებისა და შპს-ს წილის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის თაობაზე. სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქმის მასალები და მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნის დაცვა, კერძოდ, სარჩელისა და თანდართული მასალების მოპასუხისთვის ჩაბარება და კანონით დადგენილ ვადაში ჩაბარების ან/და ჩაუბარებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების  სასამართლოში წარმოდგენა. როგორც სასამართლო აცხადებს, მოსარჩელის მხრიდან კანონით დადგენილი ნორმის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, სასამართლომ  მოცემულ საქმეზე გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის” პარტნიორის, ქიბარ ხალვაშის კუთვნილ 60% წილს. სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით მხარისათვის მისი ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.  ამავე თემაზე: "რუსთავი 2"-ის 60 % დაყადაღებულია _ სასამართლომ აქიმიძის და დვალის სარჩელი წარმოებაში მიიღო ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-ის საქმეზე ახალი ბრალი წაუყენეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო: დოკუმენტზე ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა არაა ... ...
  • თბილისში 1 პირი მაღაზიის გაქურდვის მცდელობის დროს დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული ჯ.ს. თბილისში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც მან სამგორის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში უკანონოდ შეაღწია და სავაჭრო დაწესებულებიდან ფულისა და ლეპტოპის მოპარვას ცდილობდა. ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით ... ...
  • მიკროავტობუსის მძღოლს 15 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედებისთვის 6 წელი მიუსაჯესხელვაჩაურში მცხოვრები 29 წლის კაცი 15 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედებისთვის, ასევე პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოს ხელყოფის მუხლით გაასამართლეს. პროკურატურა მას გოგოს გაუპატიურებასაც ედავებოდა, თუმცა ეს სასამართლომ არ დაადასტურა. განაჩენის მიხედვით, შემთხვევა ღამის საათებში, ჭოროხის სანაპიროზე მოხდა. 29 წლის ბრალდებულმა დაზარალებულად ცნობილი 15 წლის მოზარდი თავის კუთვნილ მიკროავტობუსში გაიცნო და მასთან კომუნიკაცია სოციალურ ქსელში გააგრძელა. დაზარალებული გოგოს ჩვენებით, მას ბრალდებულმა სახლში საღამოს მიაკითხა და დალაპარაკება სთხოვა. მიკროავტობუსი ჭოროხის სანაპიროზე გაჩერდა. დაზარალებულმა გოგომ მოსამართლე ნუგზარ მგელაძეს უთხრა, რომ მას ბიჭი მანქანიდან გარეთ აღარ უშვებდა, კოცნიდა და სექსუალურ კონტაქტს აიძულებდა. მოგვიანებით, გოგოს ხელები ბრალდებულმა მანქანის ღვედით შეუკრა. გოგომ სახლში დაბრუნება დილის 6 საათზე შეძლო. მას მშობლები ეძებდნენ და პოლიციისთვის უკვე მიმართული ჰქონდათ. პროკურატურამ ბრალდებულს გაუპატიურების და გარყვნილი ქმედების ჩადენის მუხლით წაუყენა ბრალი, თუმცა ჩხრეკის შედეგად აღმოჩნდა, რომ ბრალდებულს საკუთარ მობილურ ტელეფონში 15 წლის გოგოსთან კოცნა ვიდეოთი ჰქონდა გადაღებული და პროკრატურამ ბრალდებულს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მუხლითაც წაუყენა ბრალი. გაუპატიურება ამ საქმეზე სასამართლომ არ დაადასტურა და აღნიშნა, რომ მხოლოდ დაზარალებულად მიჩნეული გოგოს ჩვენება საკმარისი არ არის. „სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ მისი ჩვენება საკმარისი არ არის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რადგან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დანარჩენი მტკიცებულებები  ეჭვქვეშ აყენებს მათ უტყუარობას. ბრალდებულის მიერ ძალადობით სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის შესახებ სასამართლოს ინფორმაციას აწვდის მხოლოდ თვით დაზარალებული, სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, ექსპერტიზის დასკვნა, ან სხვა მტკიცებულება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურებდა ძალადობის ფაქტს, საქმეში არ მოიპოვება და მხოლოდ აღნიშნული ჩვენება არ შეიძლება გახდეს გაუპატიურების ნაწილში მსჯავრდების საფუძველი,“ – აღნიშნულია განაჩენში. ბრალდებულმა დანაშაული უარყო. მან მოსამართლეს უთხრა, რომ გოგოს მოეფერა, მაგრამ ეს მისი თანხმობით გააკეთა და ვიდეოც მისი თანხმობით გადაიღო. ბრალდებულმა ასევე თქვა, რომ არ იცოდა, თუ გოგო 16 წლის არ იყო. გარყვნილი ქმედებისთვის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის ფ.-ს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ჯაბა ანანიძე ... ...
  • 20 წლის დედა ახალშობილის მკვლელობისთვის გაასამართლესხელვაჩაურის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები ქალი ახალშობილის განზრახ მკვლელობის მუხლით გაასამართლეს. მას მოსამართლე ნუგზარ მგელაძემ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რაც ჩაეთვალა პირობით გამოსაცდელი ვადით. შემთხვევა 2018 წლის თებერვალში მოხდა – 20 წლის გოგომ სახლში იმშობიარა. გამოძიების ვერსიით, საძინებელ ოთახში „მშობიარობის შემდეგ უმალვე კისრის ორგანოებზე დაწოლით მან განზრახ მოკლა მამრობითი სქესის ახალშობილი…“, – აღნიშნულია განაჩენში. ადგილზე მისულ პოლიციელებს ახალშობილი უკვე გარდაცვლილი დახვდათ, ქალი კლინიკაში გადაიყვანეს. ბრალდებულმა დანაშაულის ჩადენა აღიარა და უდავოდ მიიჩნია ყველა მტკიცებულება, რაც პროკურორმა მის წინააღმდეგ წარმოადგინა. „სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებული, რომელიც ადრე არ არის ნასამართლევი, აღიარებს, ინანიებს და მძიმედ განიცდის ჩადენილ დანაშაულს, სასჯელი უნდა დაენიშნოს იმ ზომით, რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმეს, მის პიროვნებას და დანაშაულის შემდგომ ქცევას და რაც არ იქნება მკაცრი და უსამართლო, რაც სასამართლოს აზრით უფრო მეტად შეუწყობს ხელს სამართლიანობის აღდგენას და მის საზოგადოებაში ინტეგრაციას,“ – წერია განაჩენში. 20 წლის ქალი სისხლის სამართლის კოდექსის 112 -ე მუხლის შესაბამისად გაასამართლეს. ეს მუხლი გულისხმობს  „დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას მშობიარობისას ან მშობიარობის შემდეგ უმალვე“. დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. წყარო: ... ...
  • ხუნდაძე: "უდიდესი ნაწილი კლინიკებისა არის ანაზღაურებული"ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ბიუროს სხდომაზე  ლევან კობერიძის მიერ წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ დღეს იგი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს ხვდება 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით. „თუმცა მხოლოდ ეს შეხვედრა არ არის ამ საკითხთან დაკავშირებით სამუშაო რეჟიმის ნაწილი. ჩვენ გასული წლის ბოლოს პრემიერმინისტრთან და შესაბამისი უწყებების მინისტრებთან, მათ შორის, ეკა ტიკარაძესთან ერთად, შევხვდით კლინიკის ხელმძღვანელებს. რა თქმა უნდა, იყო გარკვეული პრობლემური საკითხები, მაგრამ ეს გასული წლის ბოლოს დალაგდა. უდიდესი ნაწილი კლინიკებისა არის ანაზღაურებული",- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. მისი ინფორმაციით,520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით შექმნილია დარგობრივი, თემატური ჯგუფები, სადაც დარგის სპეციალისტები მუშაობენ კონკრეტული ნოზოლოგიებისა და განფასების წესის დასადგენადდა დასათვლელად. მისივე თქმით, მანამდე არსებული დისკომუნიკაცია არის აბსოლუტურად აღმოფხვრილი და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი სრულად არის ჩართული ამ პროცესში. „მთავარია ყველას გვქონდეს სურვილი იმისა, რომ  სისტემა სწორად იმართებოდეს, რადგან ყველაზე მეტ შემხებლობაში მოსახლეობასთან,გეთანხმებით,სწორედ ჯანდაცვის სექტორი არის. ამიტომ თქვენი დახმარებაც,თქვენი რესურსიც, ვფიქრობ, სასარგებლო იქნება გამოვიყენოთ პოზიტიურად. ჩაერთეთ, ვიმუშაოთ ერთად, პრობლემები, ხარვეზები აღმოვფხვრათ და სისტემა გავმართოთ იმაზე უკეთ, ვიდრე იყო აქამდე", - მიმართა დიმიტრი ხუნდაძემ ლევან ... ...

არქივი

ზაფრანი

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...

ცოცხის „მაგიური“ ძალა

ბევრ ქვეყანაში არსებობს გარკვეული "ცრურწმენები",...

"წიწაკიანი" ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მორიელი _ ქალი მორიელის გამოხედვა ხერხს...

არსებობს თუ არა ერთი ნახვით სიყვარული

ოდესმე თქვენს ცხოვრებაში მომხდარა ისე,...

ყავის მომზადების რეცეპტები მსოფლიოში

ვიეტნამი - ყავის მომზადების დროს...

როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი

არასდროს უყვიროთ მას - ის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...