დაპირებები ლანჩხუთში

პოლიტიკა

დაპირებები ლანჩხუთში

2011 ივლ 24 10:46:24
(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთს გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი და მისი მოადგილე ლელა თავართქილაძე სტუმრობდნენ. ისინი სოფლებში მიმდინარე პროექტებით გათვალისწინებულ სამუშაოებს გაეცნენ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 89 პროექტი ხორციელდება, რომლისთვის ბიუჯეტიდან 650 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი. დამოუკიდებელი მედია ხშირად აქვეყნებს მასალებს, რომ ეს პროექტები არც თუ კარგად ხორციელდებოდა და ამიტომ გურიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მიმდინარე და დასრულებული პროექტები მედიის წარმომადგენლებთან ერთად მოენახულებინა.

დილის 11 საათზე, ადგილობრივი ჟურნალისტებმა, მხარის ხელმძღვანელობასთან ერთად, მამათში, აცანაში და შუხუთში გაკეთებული თუ გასაკეთებელი პროექტების დავათვალიერეთ.

პირველი გაჩერება მამათში იყო. ყოფილი პრეზიდენტის მშობლიურ სოფელში წყლის გაკეთებული რეზერვუარი ვნახეთ, რომელიც 23 ოჯახს წყალს 24-საათიანი რეჟიმით აწვდის. ამ შეხვედრაზე მოსული მამათელები კმაყოფილები არიან სოფლის პროგრამის გახორციელებით. როგორც გავიგეთ, წელს სოფლისთვის 32 ათასი ლარია გამოყოფილი და მარტო ერთი უბნისთვის წყლის მიწოდებით არ შემოიფარგლებიან.

გუბერნატორს სოფლის ცენტრში ადგილობრივები დახვდნენ. მათ ჩიტაიშვილს პრობლემები გააცნეს: _ მდინარეზე გასასვლელი ხიდი არ გვაქვს. ამიტომ, მოსავალი რომ დავაბინავოთ, შემოვლითი გზებით გვიწევს სიარული.

ჩიტაიშვილი სოფლის და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას დაეკითხა ამ პრობლემის შესახებ. სოფლის რწმუნებულმა დავით მელივამ თქვა, რომ მოსახლეობას 15 კილომეტრის შემოვლა უწევს, რომ კუთვნილ საყანე ფართობებში მივიდეს. გამგებლის გიორგი გოგუაძის თქმით, მდინარეზე ხიდის მშენებლობის პროექტი უკვე არსებობს, რომელიც შეთანხმებულია, ოღონდ 250 ათასი ლარია საჭირო ნორმალური ხიდის გასაკეთებლად.

გუბერნატორი სოფლის მაცხოვრებლებს დაპირდა, რომ ხიდის აგების საკითხს შესაბამის სამსახურების წინაშე დასვამს: _ ეს საკმაოდ სოლიდური თანხაა. სოფლის პროგრამით ვერ შევძლებთ და ამიტომ, მექნება საუბარი შესაბამის უწყებასთან, რათა ეს თანხა მოვიძიოთ, _ უთხრა ჩიტაიშვილმა სოფლის ცენტრში შეკრებილ მამათელებს.

ამის შემდეგ, მან მამათის თემის საექიმო ამბულატორია მოინახულა და იქაური პირობებით დაინტერესდა. როგორც მხარის პირველ პირს უთხრეს, წელს მამათში 17 ახალშობილი დაიბადა, რაც გასულ წლებთან შედარებით, კარგი მაჩვენებელია.

მამათის საექიმო ამბულატორიის შენობა ავარიულ მდგომარეობაშია და მისი სოფლის გამგეობის შენობაში გადატანაა ნავარაუდევი. აქვე გადმოვა სოფლის საბავშვო ბაღიც. ყველა ეს სამსახური ერთ შენობაში განთავსდება და უფრო დაცულ ფართში მოუწევთ მომავალში მუშაობა.

მამათში რამდენიმე უბანს წყლის პრობლემა აქვს. ქვედა მამათში, როგორც სოფლის ცენტრში ითქვა, წყლის მილები არის, ოღონდ სათავე ნაგებობის გაკეთებაა საჭირო. გუბერნატორმა მამათლებს უთხრა, თქვენ ხარჯთაღრიცხვა წარმოადგინეთ და დაგეხმარებითო.

მამათშივე ჩიტაიშვილი ანსამბლ "აცაურას" რამდენიმე წევრ ქალბატონს გაესაუბრა. როგორც მათ აღნიშნეს, აცანაში რეპეტიციაზე მიდიოდნენ და მხარის პირველი პირის ნახვა ძალიან გაუხარდათ.

შემდეგი გაჩერება აცანა იყო. სოფლის ცენტრში ადმინისტრაციული შენობის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. გუბერნატორი დასაქმებულ ადამიანებს გაესაუბრა. როგორც მათ თქვეს, ხელფასს დროულად უხდიან და ამ მხრივ საწუწუნო არაფერი აქვთ. ის იყო ჩიტაიშვილი სოფლის მთავარ ადმინისტრაციულ შენობაში აპირებდა შესვლას, როცა ერთ-ერთმა ქალბატონმა თავისი გასაჭირის შესახებ მოახსენა: _ წამოდით და ნახეთ, რა დღეში ვართ _ მეწყერმა წაგვიღო. აგერ მაქვს გეოლოგების დასკვნა, სადაც თვალნათლივ წერია ჩვენი მდგომარეობის შესახებო.

მართლაც, ჯიჯიეშვილების უბნის სახელით ცნობილი კუთხე თებერვლის შემდეგ გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს: _ მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, 6 ოჯახი გარე- სამყაროს მოწყვეტილია. მართალია, საცალფეხო გზა არსებობს, მაგრამ ეს გამოსავალი ნამდვილად არ არის _ მოხუცები ცხოვრობენ ამ ოჯახებში. სასწრაფო სამედიცინო სამსახური რომ გამოვიძახოთ, უგზოობის გამო ვერ მოდის, _ უთხრა დაზარალებულმა ნელი ჯიჯიეშვილმა ვალერი ჩიტაიშვილს.

საკრებულოს თავმჯდომარემ რევაზ ჩიტიძემ პასუხად თქვა, რომ ამ საკითხზე სპეციალური მოკვლევაც ჩაატარეს. ჩიტაიშვილის თქმით, ის პირადად დაინტერესდება აღნიშნული პრობლემით და მეწყრის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს დაპირება მისცა, რომ მაქსიმალურად ეცდება, გამოსავალი მოძებნოს და დაზარალებულებს დაეხმაროს.

ამ დროს, სოფლის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულიდან სიმღერის ხმა გაისმა. როგორც გაირკვა, ანსამბლი "აცაურა" რეპეტიციას გადიოდა. ჩიტაიშვილმა ანსამბლის ხელმძღვანელს დალი წიტაიშვილს უთხრა, რომ ძალიან მოხიბლულია ასეთი კარგი ანსამბლის არსებობით და ყოველთვის სიამოვნებს მათი სიმღერის მოსმენა. იქვე წიტაიშვილმა გუბერნატორს დახმარება სთხოვა _ ცოტა რემონტი გვჭირდება და ეგება ყურადღება მოგვაქციოთო.

აცანის მონახულების შემდეგ, სოფელ შუხუთში მიმდინარე სამუშაოები დავათვალიერეთ. სოფლის ცენტრში სასაფლაოს შეღობვითი სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო ზემო შუხუთში სტადიონი კეთდება. შუხუთში მხარის ხელმძღვანელობამ სოფლის ამბულატორიაც დაათვალიერა. ჩიტაიშვილს გამგებელმა უთხრა, რომ სოფლის ამბულატორიას, დაახლოებით, 5 ათასი ლარის ინვენტარი გადასცეს და საკმაოდ გამართულად მუშაობს, საკრებულოს თავმჯდომარემ კი სოფლის ექიმზე თქვა ორიოდე სიტყვა: _ ძალიან კარგი ექიმი ემსახურება სოფელს _ ვარდო ჩხარტიშვილი მართლაც შესანიშნავი პიროვნებაა.

სოფლებში მიმდინარე პროექტების მონახულების შემდეგ, გუბერნატორი სოფლის რწმუნებულებს შეხვდა და უთხრა, რომ სანამ პროექტები ხარისხიანად არ შესრულდება, მანამდე მიღება-ჩაბარების აქტს ხელი არ მოაწერონ.

რწმუნებულებთან შეხვედრის შემდეგ, მუნიციპალიტეტის გამგებლის კაბინეტში გუბერნატორმა ბრიფინგი გამართა და სოფლებში მიმდინარე პროგრამების შესახებ ისაუბრა:

_ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ ჩვენთან ერთად, დღეს, სოფლის მიმდინარე პროექტები მოინახულეთ. თავადაც ნახეთ, რომ მოსახლეობა კმაყოფილია. ვფიქრობთ, რომ ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება და უფრო მეტი პროექტი გვექნება. ჩვენ უკვე მოვინახულეთ ოზურგეთში მიმდინარე პროექტები, დღეს ვიყავით ლანჩხუთში, მალე ვნახავთ ჩოხატაურსაც. ვფიქრობთ, ეს თანამშრომლობა გაგრძელდება. დღეს, მართალია, ჩვენს მიერ შერჩეულ სამუშაოებზე მოგვიწია მისვლა, მაგრამ თანახმა ვართ, ისეთი ობიექტები მოვინახულოთ, რომლებსაც თქვენ შეარჩევთ. მინდა გითხრათ, სოფლის იმ შენობებზე, რომლებიც ნახევრად დანგრეულია _ ვფიქრობ, რომ ის საერთო იერ-სახეს უკარგავს სოფლის ცენტრს. ალბათ, მათი დანგრევის გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. როცა შენობა ამორტიზირებულია, შეიძლება ის საფრთხეს წარმოადგენდეს. საქმე იმაშია, რომ საკმაოდ ხშირია, როცა პატარა ბავშვები ასეთ ადგილებს სათამაშოდ იყენებენ. უბედური შემთხვევა რომ არ მოხდეს, ალბათ უმჯობესია, მათი დანგრევა. ასევე მინდა გითხრათ ქალაქის ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილ თანხებზეც _ ამ თანხებით მოხდება იმ ქუჩების რეაბილიტაცია, რომელზედაც სანიაღვრე არხები და საკანალიზაციო სისტემა მოწესრიგებულია.

"გურია ნიუსი" ჩინოვნიკების გარეშეც ეწვევა ამ სოფლებს და მკითხველს დაწვრილებით ესაუბრება იქაური პრობლემების შესახებ.




 ახალი ამბები
  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 143 ფაქტი გამოვლინდაპოლიცია, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 143 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 9 აპრილის 21 საათიდან 10 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 75 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 42 მოქალაქე დააჯარიმეს პოლიცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 5 ახალი ფაქტი გამოვლინდა. სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 21 პირი დააჯარიმეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ... ...
  • ცაგერსა და ლენტეხში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყოსაგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების გაძლიერებული კონტროლის მიზნით, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში საკონტროლო გამშვები პუნქტები ამოქმედდა. მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, 24-საათიან რეჟიმში ადგილზე განახორციელებენ არსებული შეზღუდვების კონტროლს. ასევე, მონიტორინგს გაუწევენ აღნიშნული მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას უზრუნველყოფენ. საკონტროლო გამშვებ პუნქტებში მოქალაქეებს პირველადი თერმოსკრინინგიც ჩაუტარდებათ. ეფექტური პრევენციული ღონისძიებების ჩატარების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვებს განუმარტავენ და საჭიროების შემთხვევაში მათ მაქსიმალურად დაეხმარებიან. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. ასევე, ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, რომლის დარღვევაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის ... ...
  • წალენჯიხაში ავტომობილი ამობრუნდა - არიან დაშავებულებიხუთი ადამიანი დაშავდა წალენჯიხაში, სოფელ ლიაში,რამდენიმე საათის  წინ  მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი  გზიდან   გადავადიდა  და ამობრუნდა. დაშავებულები ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები. ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე  მუხლით ... ...
  • ჩოხატაურის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობსამ წუთებში, ჩოხატაურში ცენტრალური ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები  მიმდინარეობს. აღნიშნული ღონისძიება კორონავირუსის პრევენციის მიზნით ტარდება. როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურმა განუცხადა, სპეციალური ხსნარით მუშავდება და წყლის ჭავლით ირეხება ცენტრალური ქუჩები, ცენტრალური მოედანი, მაღაზიების და საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიები, ასევე საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორია. ქუჩების სადეზინფექიო სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის დანაყოფები და ჩოხატაურის მერიის დასუფთავების სამსახური. ადგილზე იმყოფება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, მოადგილეებთან, თამაზ ჯინჭარაძესთან და მინდია ჟღერიასთან ერთად. "გურია ნიუსის" შეკითხვაზე აღნიშნული ღონისძიება ერთჯერადია თუ უახლოეს დღეებში ისევ განმეორდება, მერიაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიხედვით ... ...
  • რატომ არ მივიდა პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან1989 წლის 9 აპრილიდან 31 წელი გავიდა. ჩვეულებრივი მოქალაქეებისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. თუმცა, საქართველოს პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან არ გამოჩენილა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში წერია, ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი დღის მნიშვნელობის გააზრება სახლშიც შეიძლება. „დღეს 9 აპრილია. ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული და ამავდროულად, უდიდესი გამარჯვების დღეა, რომელიც არ შეიძლება ერთად არ გავისხენოთ! ამავე დროს, დღეს 9 აპრილი სულ სხვა ვითარებაში გაგვითენდა - საგანგებო მდგომარეობის, შინ დარჩენისა და კარანტინის ვითარებაში და მთელი საზოგადოება 9 აპრილს სხვა განწყობით ხვდება. ბევრი ვერ მივიდა დღეს 9 აპრილის მემორიალთან, მე არ მივსულვარ მემორიალთან, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ მივიდოდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ დღეს ჩვენ ნაკლებად განვიცდით. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვახსოვს იმ გმირების თავდადება! ეს არ ნიშნავს, რომ რამენაირად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი! ეს ყველაფერი ჩვენთანაა და შეიძლება კიდეც სახლში უფრო გავიაზროთ - რას ნიშნავს ეს დღე ჩვენი დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოსთვის, რამდენად მძიმე, მაგრამ ამავდროულად, სიმბოლური დღეა დღეს”,_ წერია პრეზიდენტის ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...