"თუ სხვის დაჯერებას გააგრძელებს, წააგებს, როგორც გუბერნატორი"

პოლიტიკა

"თუ სხვის დაჯერებას გააგრძელებს, წააგებს, როგორც გუბერნატორი"

9 იან. 2014, 11:25:54

"ვისაუბრეთ იმ ადამიანების შესახებ, ვინც წინასაარჩევნო პერიოდში დანაშაული ჩაიდინა, როგორიც იყო ზეწოლა, ადამიანების დისკრიმინაცია, რომელიც შესანიშნავად მოიკვლია აუდიტის სამსახურმა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და აუდიტის სამსახურს დიდი მადლობა გადავუხადო, ეს სამსახური დაკომპლექტებულია უაღრესად გონიერი და ობიექტური ადამიანებით, მაგრამ სამწუხაროდ, საქმეები, რომელიც ამ სამსახურის მიერ არის შესწავლილი, არის ტაბუ დადებული. მოვითხოვე, რომ ამ საქმეებზე მოეხდინათ რეაგირება. დავაკონკრეტე ირმა მგელაძე, რომელიც მიწევდა დისკრიმინაციას, სამსახურებრივ საათებში ახორციელებდა მუქარას, რომ სამსახურიდან დამითხოვდა, ეს ყველაფერი აუდიტმა შეისწავლა, საქმე გადაეცა საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიგინეიშვილს განსახილველად, რომელსაც უნდა მიეღო გადაწყვეტილება მისი სამსახურიდან დათხოვნის შესახებ. გუბერნატორს ვამცნე, რომ საკრებულოს დღემდე არ მიუღია არანაირი ზომები ამის წინააღმდეგ და ვთხოვე შესაბამისმა სამსახურმა მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება. მიპასუხა, რომ ობიექტური გადაწყვეტილება იქნება მიღებული მას შემდეგ, რაც ჩატარდება ადგილობრივი არჩევნები. მანამდე მოვითმინოთო.

ესე იგი რა გამოდის, პროკურორი შეუცვლელია, რომელმაც ბევრი საკითხი საერთოდ არ განიხილა, ამირან გიგინეიშვილი შეუცვლელია, რომლის სახითაც წარმოდგენილია სახეშეცვლილი "ნაციონალები", ირმა მგელაძეს იცავენ საკრებულოში, ამ ეტაპზე გამოუვალ მდგომარეობაში ვართ. მე არ მაქვს მოთხოვნა ვინმე ციხის საკანში მოთავსდეს, ან დახვრიტონ, თუნდაც მისი საქციელი მოითხოვდეს ამას, მაგრამ როცა ასეთი სიტუაციაა, იქნებ სამსახურიდან მაინც იქნენ დათხოვნილი ასეთ ადამიანები, რაზედაც მიპასუხა, რომ მილიონ ნახევარ ადამიანს ვერ დავსჯითო, ესენი სისტემის მსხვერპლნი არიანო. სისტემის მსხვერპლად თუ განვიხილავთ ყველას, გარდა მთავარი ფიგურებისა, გამოდის, რომ ყველა ადამიანი დაუსჯელი უნდა დარჩეს, ამ პრინციპისა და ფორმულირების მიხედვით დაუსჯელი უნდა დარჩეს ყოფილი გამგებელი გია გოგუაძეც, თუ გათავისებული აქვთ, რომ ეს ხალხი სისტემის მსხვერპლნი არიან, გამოდის, რომ დაუსჯელობის სისტემა არ აღმოიფხვრება. შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა საკუთარი ნებით ჩაიდინოს დანაშაული და მერე ეს ყველაფერი სისტემას დააბრალოს. ადგილობრივ არჩევნებში ხალხის მიერ არჩეული მთავრობა მოვა და ამის შემდეგ შეიძლება გადაიხედოს ეს ყველაფერიო.

ამ ეტაპზე შემექმნა შთაბეჭდილება, რომ არანაირ ბრძოლას აზრი არ აქვს. გუბერნატორი, როგორც მე შევნიშნე იმყოფება ყოფილი საკრებულოს თავმჯდომრის, რეზო ჩიტიძის გავლენის ქვეშ, ჩხაიძე როგორც პიროვნება არის კეთილშობილი ადამიანი, ამიტომ შეუძლებელია ის სწორად არ ხედავდეს ფაქტებს და უფრო მეტად არ უჭერდეს მხარს იმ პრინციპებს, რაც "ქართულ ოცნებას" გააჩნდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ვერ იკვეთება. ვფიქრობ, რომ ის რეზო ჩიტიძის გავლენას განიცდის და შეცდომაში შეჰყავს. თვითონ ჩიტიძე დღეს ადგილზე არ ჩანდა , მაგრამ მისი გავლენა აშკარად იგრძნობოდა, ეს მარტო ჩემი აზრი არ არის, ვინც კი მხვდება გზად, ყველა ამას მიფიქსირებს. ვამჩნევ, რომ ის არ არის საქმის არსში კარგად გარკვეული, დამკვალიანებელი კი ისევ ჩიტიძეა, რომელიც "ნაციონალების" სასარგებლოდ აკეთებს საქმეს. თუ სხვის დაჯერებას გააგრძელებს, წააგებს, როგორც გუბერნატორი", _ გვითხრა ჩხაიძემ.

თავად გუბერნატორი კი ჩიტიძის ზეგავლენას მასზე უარყოფს და ამბობს, რომ მაია ჩხაიძისა და მისი აზრები ერთმანეთს არ დაემთხვა:

_ როგორც გავიგე და მესმის, ადამიანები, ვინც მუშაობდნენ წინა ხელისუფლების პერიოდში, ყველამ უნდა დატოვოს სამსახური, რასაც მე არ ვიზიარებ. როდესაც არის საუბარი, რომ ადამიანი არ შეესაბამება იმ კონკრეტულ თანამდებობას, რაც მას აქვს დაკავებული, მისი ცოდნით და კვალიფიკაციით, ეს უკვე ცალკე თემაა. ჩვენი აზრები, ამ შემთხვევაში არ დაემთხვა ერთმანეთს. უბრალო მოსაზრება, რომ ადამიანი დამნაშავეა, ეს არ არის სწორი მიდგომა, ვერც იმას გავიზიარებ, რომ ადამიანის მოსაზრებით ვიღაც დამნაშავეა. თუ დამნაშავეა, არსებობს შესაბამისი ორგანოები, რომლებმაც უნდა დაადასტურონ. მანამდე ადამიანი არის უდანაშაულო.

_ არსებობს გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ დადებული დასკვნა თუ ანგარიში, სადაც მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩენილია დარღვევები...

_  გაქვთ თქვენ ეს დოკუმენტები ნანახი? 

_ რა თქმა უნდა, მინახავს და თითქმის ყველა გამოვაქვეყნეთ კიდეც...

_ მე სამწუხაროდ არ მინახავს, რაც არ მაქვს ნანახი, მასზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუ ეს ფაქტები გამოვლენილია, მაშინ უნდა მიეცეს შესაბამისი რეაგირება, - გვითხრა გუბერნატორმა.

 




 ახალი ამბები
  • საფრანგეთის ელჩი: "ბორდერიზაცია" დესტაბილიზაციის რისკს ზრდის და ადგილობრივ მოსახლეობას სირთულეებს უქმნისადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაცია დესტაბილიზაციის რისკს ზრდის და ადგილობრივ მოსახლეობას სირთულეებს უქმნის, - ამის შესახებ Twitter-ზე საქართველოში საფრანგეთის ელჩი, დიეგო კოლა წერს. „ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოში გუშინ გამართული განხილვების გათვალისწინებით, საფრანგეთს სურს, დაადასტუროს თავისი პოზიცია საქართველოს ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ მიმდინარე „ბორდერიზაციის“ წინააღმდეგ, რაც დესტაბილიზაციის რისკს ზრდის და ადგილობრივ მოსახლეობას სირთულეებს უქმნის“, _ წერს დიეგო ... ...
  • რატომ შეჩერდა საქართველოში პლაქვენილის გამოყენება COVID-19-ის მკურნალობის მიზნითსაქართველოში COVID-19-ის მკურნალობის მიზნით პლაქვენილის გამოყენება შეჩერდა. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ კლინიკური ჯგუფის შეხვედრაზე მიიღეს. შეხვედრაზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი გაიდლაინები განიხილეს, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციამ პლაქვენილის გამოყენება, სოლიდარობის კვლევის ფარგლებში, დროებით შეაჩერა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, საქართველო, როგორც სოლიდარობის კვლევაში მონაწილე ერთ-ერთი ქვეყანა, „ჯანმო“-ს რეკომენდაციას იზიარებს და შესაბამისად პლაქვენილის გამოყენებას აჩერებს. „პლაქვენილის გამოყენება დროებით შეაჩერა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ჯგუფმა. არ არის გამორიცხული, რომ დამატებითი მტკიცებულებების გამოჩენის საფუძველზე, რომელიც დაადასტურებს პლაქვენილის სარგებელს მასთან დაკავშირებულ რისკებთან შედარებით მისი გამოყენების შესახებ რეკომენდაცია ისევ გაიცეს, თუმცა ჯერჯერობით ამის თქმის საფუძველი არ გვაქვს და უნდა დაველოდოთ მოვლენები როგორ განვითარდება“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. მისივე თქმით, პლაქვენილის გამოყენება საქართველოში ყოველთვის ხდებოდა გვერდით მოვლენებზე ძალიან ინტენსიური მონიტორინგს რეჟიმში. „ყველა პაციენტს, რომელმაც პლაქვენილი მიიღო ჰქონდა შესაფერისად კარგი გამოსავალი. ამ შემთხვევაში კლინიცისტები საუბრობენ დაავადების მიმდინარეობის შემოკლებაზე, პაციენტებს სერიოზული გვერდითი მოვლენები პლაქვენილის ფონზე არ ჰქონიათ, ამდენად გარკვეულად იმედგაცრუებაც კი გამოიწვია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ამ გადაწყვეტილებამ. მაგრამ ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენები როგორ განვითარდება და რა დამატებითი საფუძველი გვექნება იმისთვის, რომ პლაქვენილი ან რომელიმე სხვა ეფექტური მედიკამენტი, რასაც დღეს სოლიდარობის კვლევის ფარგლებში შეისწავლიან, შესაძლოა ეფექტური აღმოჩნდეს“, - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ. მკურნალობის ახალ გაიდლაინს სამინისტრო მომდევნო კვირაში ... ...
  • "ჩვენი ქვეყანა ჯალათს არ იმსახურებს პრემიერ-მინისტრად" _ თინა ბოკუჩავა„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, საქართველო, ახალგაზრდები პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას არ იმსახურებენ. თინა ბოკუჩავამ გიორგი გახარიას, რომელიც პარლამენტში ინტერპელაციის წესით იმყოფება, ჯალათი უწოდა. „მე იცით რას ვთვლი, ბატონო გახარია? თქვენ ამით დაასრულეთ თქვენი სიტყვა, მე ვთვლი, რომ ჩვენი ქვეყანა ჯალათს არ იმსახურებს პრემიერ-მინისტრად. მე ვთვლი, რომ თქვენი ლოიალობა სინამდვილეში ჩვენი ქვეყნის მიმართ კი არ არის, აი, ამ დროშის მიმართ კი არ არის, ამ გერბის მიმართ კი არ არის, თქვენი ლოიალობა იმ ქვეყნის მიმართ არის, რომლის წარმომადგენელიც თქვენმა ხელისუფლებამ ჩამოიყვანა საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოათავსა. შემდეგ კი, ამის გაპროტესტებისთვის თქვენი დაგეგმილი სისხლიანი გეგმით დაასახიჩრა უამრავი ადამიანი. აი, ვთვლი, რომ ამას არ იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, ამას არ იმსახურებენ ჩვენი ახალგაზრდები. ისინი იმსახურებენ დასავლურ, ნორმალურ, კარგ მომავალს, თქვენ არ გიმსახურებენ, ბატონო გახარია, ჩვენი ახალგაზრდები. ჩვენი მომავალი თაობა თქვენ არ გიმსახურებთ, ბატონო გახარია, ეს კარგად დაიმახსოვრეთ. თქვენ ვერასდროს ჩამოირეცხავთ თვალთხარია გახარიას სახელს და ვერასოდეს დაავიწყებთ ახალგაზრდებს იმ მისამღერს, რომელიც თქვენ მოგიძღვნეს“,- განაცხადა ბოკუჩავამ და ქვეყანაში სიღარიბეზე გაამახვილა ყურადღება. „ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასევე არ იმსახურებს ჩვენი ქვეყანა იმას, რომ ქვეყანაში ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობდეს და ამას ვერ ხედავდეს ძვირადღირებული, დაბურულშუშებიანი მანქანით გადაადგილებული პრემიერ-მინისტრი, თუ მისი მთავრობის წევრები. ასევე არ იმსახურებს იმას, რომ მსოფლიოს შიმშილის ინდექსით საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი შიმშილობდეს რეგიონში, ბატონო პრემიერო. ასევე არ იმსახურებს იმას, რომ სათამაშო მოედნად აქციოს ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა და თქვენ პაიკებად გამოგიყენოთ, თქვენც მათ შორის, ბატონო გიორგი, ისევე როგორც თქვენი მინისტრები პაიკებად გამოიყენოს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის გამდიდრებისთვის. აი, ამას არ იმსახურებს ჩვენი ქვეყანა. ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებს კორუმპირებულ მთავრობას და, როდესაც ერთიან „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრობთ, ბატონო გიორგი, და ჩვენს მმართველობაზე, გაიხსენეთ, რომ ჩვენს დროს, დიახ, 8 პროცენტამდე იყო ეკონომიკური ზრდა. ჩვენს დროს ადამიანებს ჰქონდათ უკეთესი მომავლის იმედი. დღეს 4 პროცენტამდეც კი არ არის ეკონომიკური ზრდა. ეს იმიტომ ხდება, რომ ბიუჯეტს ხრავთ, ბიუჯეტს ჭამთ, სახლში მიგაქვთ ქვეყნის ბიუჯეტი. ამიტომ ხდება ეს, გადახედეთ თქვენს ქონებას. სოციალურად დაუცველებად მოდიან მინისტრები და ბიუროკრატები, მილიონრებად მიდიან მთავრობიდან. შეხედეთ თქვენს საცხოვრებელ სახლებს, თქვენს მანქანებს, როგორ ცხოვრობთ თქვენ, თქვენი ახლობლები და შეხედეთ დანარჩენ მოქალქეებს, ნახავთ განსხვავებას. შემდეგ აღარ დაგვიმტკიცებთ, ბატონო გიორგი, რომ ამ ქვეყანაში სიღარიბე არ არსებობს მაშინ, როცა მოსახლეობის 69 პროცენტი ცხოვრობს სიღარიბეში. ეს არის რეალურად სიმართლე. თქვენმა გუშინდელმა გამოსვლამ, ბატონო გიორგი, ასევე გამახსენა შევარდნაძის დრო, როდესაც იმდენად შესისხლხორცებული ჰქონდათ ზოგ ზოგიერთს კორუფცია, რომ ამას რაღაც კულტურულ მემკვიდრეობად აღიარებდენენ. ეს გვითხარით გუშინ სწორედ, რომ ის, რაც საქართველოს კანონმდებლობით ისჯება, პატიმრობით 3-დან 9 წლამდე, თქვენ ქართულ ჯიგრულ პონტად დაახასიათეთ. ქართულ ჯიგრული პონტია ალბათ ისიც, რომ ტენდერებს ყოველთვის როგორღაც სწორედ ის ჯიგრები იგებენ, რომლებიც დაკავშირებულები არიან „ქართულ ოცნებასთან“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ ... ...
  • პრემიერი ბოკერიას: "უფრო აგრესიულები ხართ, მგონი, გუშინ ვიღაც გაგიჯავრდათ"პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ოპოზიციონერ დეპუტატ გიგა ბოკერიასაც უპასუხა. ბოკერია კორონავირუსის გამო შექმნილი ეკონომიკური კრიზისის დროს საპენსიო ფონდის გამოყენებას კვლავ ითხოვდა. “ბატონო გიგა, გუშინ თუ გუშინწინ ვიღაც გაგიჯავრდათ და ახლა იმიტომ ლაპარაკობთ ასე, აგრესიულები ხართ დღეს”, – განაცხადა ... ...
  • "ზოგიერთებს ეშლებათ და ჰგონიათ, რომ 2012 წელს გერმანიის დონის ეკონომიკა დაგვიტოვეს" _ გახარიახანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზოგიერთებს ეშლებათ და ჰგონიათ, რომ 2012 წელს გერმანიის დონის ეკონომიკა დაგვიტოვეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ინტერპელაციის წესით იმყოფება. „ახლა რაც შეეხება დემაგოგიურ კითხვას რა გააკეთეთ ეპიდემიასთან ბრძოლისთვის. მეგობრებო, მე მინდა მარტივად კიდევ ერთხელ ავხსნა მოდელი, რომელიც იყო შემდეგი. მოულოდნელი კრიზისის დროს, როდესაც ქვეყანა და გლობალურად მსოფლიო ხვდება მოულოდნელი კრიზისს, რომლის პროგნოზირების საშუალება არ არსებობს და, როდესაც არ არის განჭვრეტადობა პროგნოზის თუ როგორ გაგრძელდება, რა თქმა უნდა ჩვენი მიზანი პირველ რიგში იყო დავხმარებოდით მოქალაქეს და აქ ყველამ კარგად უნდა გაითვალისწინოს, ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ამ პროგრამებს, რომ ვკითხულობ ზოგიერთებს ეშლებათ და ჰქონიათ, რომ ჩვენ გერმანიის დონის ეკონომიკა დაგვიტოვეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. მისი თქმით, მასწავლებლის ხელფასი 2012 წელს გახლდათ საშუალოდ 330 ლარი, დღეს 1028 ლარია. აქ ციფრები ყველაფერს ამბობენ. „შინ, როდესაც საქართველოშიო ჯანდაცვაზე ხარჯები ქვეყნის ბიუჯეტში იყო სულ 300 მილიონი და ადამიანები იმისთვის, რომ საკუთარი ჯანმრთელობისთვის მიეხედათ საცხოვრებელ სახლებს ყიდდნენ. მინდა რამდენიმე მარტივი ციფრი გითხრათ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ 2012 წელს საქართველოში ჯანდაცვის ბიუჯეტი იყო 332 მილიონი, დღეს საქართველოში ჯანდაცვის ბიუჯეტია მილიარდ 76 მილიონი. შშმ პირთა სოციალური დახმარება გახლდათ 115 მილიონი, დღეს არის 240 მილიონი. პენსიები და კომპენსაციები საქართველოში 2012 წელს იყო 905 მილიონი დღეს არის 2 მილიარდ 267 მილიონი – ეს ბიუჯეტია ბატონო რომან, რაც შეეხება განათლების დაფინანსებას, განათლებაში 2012 წელს ბიუჯეტი გახლდათ 757 მილიონი, დღეს საქართველოს განათლების ბიუჯეტია მილიარდ 800 მილიონი. მასწავლებლის ხელფასი 2012 წელს გახლდათ საშუალოდ 330 ლარი, დღეს 1028 ლარია. აქ ციფრები ყველაფერს ამბობენ“, – აღნიშნა გიორგი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?