ნარმანია მერებისადმი უნდობლობის გამოცხადების საკითხს ნაწილობრივ ეთანხმება

პოლიტიკა

ნარმანია მერებისადმი უნდობლობის გამოცხადების საკითხს ნაწილობრივ ეთანხმება

2014 იან 23 18:23:30

ამის შესახებ ნარმანიამ ჟურნალისტებს დღეს "ქორთიარდ მარიოტში" შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
მინისტრის თქმით, კოდექსის ამ მუხლს კონკრეტულად რა ნაწილში ეთანხმება და რა ნაწილში არა, მას შემდეგ ისაუბრებს, რაც საქართველოს პარლამენტში თვითმმართველობის კოდექსის მუხლობრივი განხილვა დასრულდება.
"აღნიშნული ნორმით ცვლილება რამდენჯერმე მოხდა. თავდაპირველი ვარიანტი განსხვავებული იყო დღეს არსებული რედაქციისგან, მაგრამ შემდგომ ცვლილებები შედიოდა პერიოდულად დაინტერესებულ ჯგუფებთან განხილვების დროს. დღეს კოდექსი მეორე მოსმენით იხილება და სწორედ ეს მეორე მოსმენა არის გადამწყვეტი, რადგან იქნება მუხლობრივი განხილვა. დაველოდოთ, რას შემოგვთავაზებს საქართველოს პარლამენტი. მე ამ ცვლილებას ნაწილობრივ ვეთანხმები. დეტალურად კი მედიასთან შეხვედრას მოვაწყობ მუხლობრივი განხილვის დასრულების შემდეგ და ვისაუბრებთ ამ და რეფორმით გათვალისწინებულ ყველა საკითხზე," _ განაცხადა ნარმანიამ.
შეგახსნებებთ, რომ თვითმმართველობის კოდექსის განხილვა პარლამენტში დღეს მიმდინარეობს. ამის პარალელურად, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს მიმართვა, სადაც ისინი პარლამენტს თვითმმართველობის კოდექსის პროექტიდან უნდობლობის მექანიზმის ამოღებისკენ მოუწოდებენ.
კერძოდ, საუბარია თვითმმართველობის კოდექსის პროექტის 48-ე მუხლზე, რომელიც პირდაპირი წესით არჩეული გამგებლისთვის (მერისთვის) უნდობლობის გამოცხადების პროცედურას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საკითხის ინიცირების უფლება საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტს ან მუნიციპალიტეტის რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 20%-ს აქვს.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, მოსახლეობის მიერ პირდაპირი წესით არჩეული მერის და გამგებლის გადაყენება ყოველგვარი საფუძვლის გარეშე არ უნდა ხდებოდეს. მათი განცხადებით, გადაყენების საფუძველი სისხლის სამართლის დანაშაული, ან კონსტიტუციის დარღვევა უნდა იყოს.
დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რეგიონულ მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს სამინისტროს 2013 წლის ანგარიში და 2014 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო.




 ახალი ამბები
  • ლომჯარიას მიწიერ ჯოჯოხეთს მოვუწყობთ ოფისსა და სახლთან – სანდრო ბრეგაძე„ქართული მარშის“ ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ, „პუბლიკასთან“ განაცხადა, რომ სახალხო დამცველმა „ქართულ მარშს“ ძალადობრივი ჯგუფი უწოდა, რის გამოც ლომჯარიამ ბოდიში უნდა მოიხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ომბუდსმენს „მიწიერ ჯოჯოხეთს მოუწყობს“. „ქალბატონ ნინო ლომჯარიას მოუწევს პირველ რიგში საჯარო ბოდიშის მოხდა და შემდგომში თანამდებობის დატოვება. ჩვენ ვგეგმავთ გრანდიოზულ, რადიკალურ აქციას სახალხო დამცველის წინააღმდეგ. ვაძლევთ  ერთკვირიან ვადას, რომ საჯაროდ მოიხადოს ბოდიში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიწიერ ჯოჯოხეთს მოვუწყობთ ოფისთან და არა მარტო ოფისთან, საცხოვრებელ სახლთანაც. თუ ოფისში დაგვემალება, ჩვენ მივალთ საცხოვრებელ სახლში“, – თქვა ბრეგაძემ. მანამდე სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ, განაცხადა, რომ ისინი შეხვედრაზე მზაობას გამოთქვამდნენ, თუმცა მისივე თქმით, იმ ფორმატითა და რეჟიმით, რაც ბრეგაძეს სურდა, შეხვედრა ვერ გაიმართებოდა. „ჩვენ გახსნილები ვართ შეხვედრისთვის. მან აქცია დააანონსა და განაცხადა, რომ ბოდიში უნდა მოეხდევინებინა და ბუნებრივია,  ვაცნობე, რომ ამ ფორმატითა და ამ რეჟიმში ასეთი დესტრუქციული თვალსაზრისით, ვერ მოხდებოდა შეხვედრის გამართვა და ამიტომ ვუთხარი, რომ წერილობით მოემართა, რის შესახებაც ვიმსჯელებდით და კანონით დადგენილი წესით ვაცნობებდით პასუხს“, – განაცხადა ... ...
  • საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ხდებასაქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. როგორც ევრო საბჭოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, მისი ვიზიტი საქართველოში ქვეყნის თავმჯდომარეობისთვის მომზადებას უკავშირდებოდა. „მჯერა, რომ საქართველოს თავმჯდომარეობა ძალზედ წარმატებული იქნება და ველი მინისტრის ვიზიტს სტრასბურგში, რათა 27 ნოემბერს საქართველომ თავმჯდომარეობა გადაიბაროს. მოხარული ვარ რომ საქართველომ თავის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებში ადმიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის საკითხებთან ერთად, გარემოს დაცვის პრიორიტეტი გამოყო. საყურადღებოა, რომ თავმჯომარე ქვეყანამ პირველად გამოყო გარემოს დაცვის თემატიკა თავის პრიორიტეტებში, რაც ხაზს უსვამს თუ რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნულ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებულობის და გათვითცნობიერების ამაღლება“, _ განაცხადა ბურიჩმა. ბურიჩმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს კორუფციასთან ბრძოლის, გენდერულ საკითხებთან და ბავშვთა უფლებებთან მიმართებაში. გენერალური მდივანი ასევე შეეხო საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ. სამოქმედო გეგმის საკითხს და აღნიშნა, რომ სამოქმედო გეგმა ძალზედ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც საქართველო საჭიროებებს და ევროპის საბჭოს პრიორიტეტებს ასახავს. გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ამ რანგში ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოში და მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ორგანიზებისთვის. ბურიჩის თქმით, საქართველოს ორგანიზაციაში გაწევრიანების 20 წლის იუბილე შესანიშნავად დაემთხვა საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას და მისი ვიზიტის ძირითადი ამოცანა საქართველოს თავმჯდომარეობის მომზადებაა. როგორც ცნობილია ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ამზადებს კონსოლიდირებულ ანგარიშს „კონფლიქტი საქართველოში“, რომლის მეშვეობითაც ევროპის საბჭო ახდენს საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე. „მოგეხსენებათ ჩვენ ვახორციელებთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობის მუდმივ მონიტორინგს და მინდა გამოვხატო შეშფოთება ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებასა და ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ჩემი კონსოლიდირებული ანგარიში მიმართული იქნება არსებული სიტუაციის დამშვიდებაზე და საკითხის მშვიდობიან მოგვარებაზე, რაც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროპის საბჭოსთვის და ზოგადად ევროპისთვის“, _ განაცხადა გენერალურმა მდივანმა დავით ზალკალიანთან გამართულ ერთობლივ ... ...
  • რა გავლენას ახდენს დედის ტირილი ნაყოფზეორსული ქალბატონები, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაანაწყენოთ. გარეგანი ფაქტორები გავლენას ახდენს ჰორმონალურ ცვლილებებზე და განწყობაზე. ამიტომ, საინტერესოა, რას იწვევს დედის ტირილი ნაყოფზე. ბავშვი მჭიდროდ არის დაკავშირებული დედასთან. ოცდამეცხრე კვირიდან ბავშვს უკვე განვითარებული აქვს შეგრძნების ორგანოები. განარჩევს სუნს, გემოს, გრძნობს სივრცეს მის გარშემო. დედა და ბავშვი ერთმანეთთან დაკავშირებულია როგორც ემოციურად, ასევე ფიზიკურად. როცა დედას უხარია, სისხლში გამოიყოფა ენდორფინი და ბავშვის განწყობაც საშვილოსნოში უმჯობესდება. ხოლო, როცა დედა ნერვიულობს ან ტირის გამოიყოფა სისხლში სტრესის ჰორმონი - კორტიზოლი. დედა უნებურად გადასცემს ამ ჰორმონს ბავშვს და შესაბამისად, ცუდ განწყობას. იმისათვის, რომ გაზარდოთ ჯანმრთელი და ბედნიერი ბავშვი, აკონტროლეთ ემოციები. დაიცავით ნეგატიური განწყობისაგან ბავშვი. ის, ასე მშვიდი და გაწონასწორბული ... ...
  • რამდენ ხანში გამოდის ნიკოტინი ორგანიზმიდანრამდენ ხანში გამოდის ნიკოტინის სიმპტომები ორგანიზმიდან? _ ნიკოტინის სიმპტომები, როგორიცაა გაღიზიანება, დაბალი ენერგია, კონცენტრაციის სირთულე, თავის ტკივილი, შიმშილის გრძნობა და ცუდი განწყობა შეიძლება გაგრძელდეს სამი თვის განმავლობაში. ნიკოტინი მოწევის შეწყვეტიდან 72 საათის განმალობაში გამოდის ორგანიზმიდან, მისი სიმპტომების გამოსვლა კი 2-3 დღიდან იწყება და მთლიანობაში 3 თვემდე გრძელდება. მოწევის შეწყვეტა ნამდვილად იწვევს შიმშილის გრძნობას? უმეტეს შემთხვევაში იწვევს რადგან სიგარეტის მოწევა თრგუნავს მადას და მგრძნობელობას, შეწყვეტის შემდეგ კი უკეთესად შეიგრძნობა საჭმლის გემო და ამიტომაც შეიძლება გამოიწვიოს წონაში მატება. მოწევა ასევე აჩქარებს მეტაბოლიზმს, შეწყვეტის შედეგად კი ვწვავთ უფრო ნაკლებ კალორიას. სიგარეტი შეიცავს 4000 ქიმიურ ნივთიერებას, მათ შორის 43 ცნობილია როგორც კიბოს გამომწვევი (კანცეროგენური) ნაერთები და 400-მდე სხვა ტოქსინებს. ნიკოტინი მაღალი დამოკიდებულების მატარებელია და იგი ტვინამდე მოწევიდან მხოლოდ 6 წამში აღწევს. როცა გადაწყვეტთ მოწევისთვის თავის დანებებას დაკავდით სპორტით და მიაქციეთ ყურადღება რას ... ...
  • სამტრედიაში გარდაცვლილი 24 წლის ბიჭი დღეს მართლმადიდებლური წესის აგების გარეშე დაკრძალესსამტრედიაში 24 წლის ახალგაზრდა ცოტა ხნის წინ ისე დაკრძალეს, რომ მას წესი არც ერთმა მღვდელმა არ აუგო. მოტივი, გარდაცვლილის ე.წ. "ბიბლიური თავისუფლების" წევრობა გახდა. საუბარია პარტია "გირჩის" მიერ დაფუძნებულ რელიგიურ ორგანიზაციაზე, რომელიც მღვდელმსახურის მოწმობას ნებისმიერ მსურველზე გასცემს. ამ გზით ახალგაზრდები სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავისუფლდებიან. მართალია "გირჩმა" ავარიაში დაღუპული შაკო ბარამიძის მოწმობა გააუქმა, რომ დაკრძალვასთან დაკავშირებით პრობლემები არ შექმნილიყო, თუმცა მართლმადიდებლური წესით დაკრძალვის უფლება სამღვდელოებამ 24 წლის ბიჭის ოჯახს მაინც არ მისცა. წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?