"ოცნებისთვის" "ნაციონალური მოძრაობა" უხერხული მეტოქეა"

პოლიტიკა

"ოცნებისთვის" "ნაციონალური მოძრაობა" უხერხული მეტოქეა"

2014 იან 28 11:35:41

და როგორც თავად აღნიშნავს, რეგიონებში რაიონული ორგანიზაციების გაძლიერებითაა დაკავებული. ის "გურია ნიუსთან" გურიაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს და მიაჩნია, რომ სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, გურიას გუბერნატორში გაუმართლა და გიორგი ჩხაიძეს რჩევებს აძლევს.


_ გურიიდან წასვლის შემდეგ ამბობდით, რომ ნებისმიერი პოზიციიდან შეძლებდით ამ რეგიონში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებას. იძლევა თუ არა ახალი სამსახური ამის შესაძლებლობას?


_ კი, ნამდვილად მასეა _ ვადასტურებ ჩემს განსაკუთრებულ დამოკიდებულებას გურიისა და გურულების მიმართ. რაც შეეხება სამსახურს, ვმუშაობ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარა-გურიის კურატორის თანამდებობაზე; ასევე ჩართული ვარ სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებში, რომელიც პარტიის სტრუქტურული ცვლილებების და განვითარების სტრატეგიაზე მუშაობს.


_ დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, ვგულისხმობ, უკანასკნელ ორ არჩევნებზე მიღებულ შედეგს, რა პერსპექტივა გააჩნია "ნაციონალურ მოძრაობას"?


_ მესმის თქვენი, რადგან საქართველოში აქამდე არ არსებობდა პრაქტიკა, როცა ყოფილი სახელისუფლო პარტია რაიმე ფორმით შენარჩუნებულიყო. "ნაციონალური მოძრაობის" შემთხვევაში კი ვხედავთ საპირისპიროს _ პარტია არა თუ დაიშალა, არამედ ერთადერთი უალტერნატივო ოპოზიციური ძალაა ქვეყანაში იმ ფონზე, როცა თითქმის ყველა მის ლიდერზე ზეწოლა და სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს.


_ ფიქრობთ, რომ ლიდერების გასამართლება პარტიისთვის პოზიტივია?


_ საერთოდ, არ მგონია, რომ დევნა, დაჭერა, მით უფრო, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ვინმესთვის სასარგებლო იყოს. მე მესმის _ ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებაში სხვადასხვა მოსაზრება არსებობს, იმის მიხედვით, თუ ვინ რა პოზიციიდან უყურებს ამას. მაგალითად, ახალი ხელისუფლების მომხრეები ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ყველა ლიდერი უნდა დავიჭიროთ. ე. წ. "პოლიტპატიმრები" და მათი ხელმძღვანელები ამითაც არ კმაყოფილდებიან და განიხილავენ ოპონენტის ანგარშისწორების უფრო მასშტაბურ, რადიკალურ ფორმებსაც. ჩვენ ვამბობთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია, რასაც ამყარებს ის გარემოება, რომ ამ ხნის მანძილზე, პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალდებებიდან თითქმის ვერც ერთი ბრალის დამტკიცება ვერ შეძლო ბრალდების მხარემ. შეიქმნა კრიზისული ვითარება _ გადადგა მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, ძალიან მალე გადააყენეს ფარცხალაძე და უკვე ორ კვირაზე მეტია, ვერ პოულობენ მთავარი პროკურორის მათთვის მისაღებ კანდიდატურას. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი "ქართული ოცნების" ხელისუფლების ძლიერებაზე მეტყველებს? ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია სხვა ფაქტორებიც, თუმცა, ბუნებრივია, ყველაფერზე ახლა ვერ ვისაუბრებთ.


_ თქვენ ამბობთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მიმართ სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია. რაში სჭირდება 62%-იანი რეიტინგის მქონე ხელისუფლებას 20%-იანი შედეგის მქონე ოპოზიციის ლიდერების დევნა?


_ არჩევნების შემდგომი რეიტინგებით სპეკულირება დიდი ვერაფერი არგუმენტია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს რეიტინგები მუდმივი მოცემულობა არ არის და როგორც აბრაამ ლინკოლნი იტყოდა, "შეიძლება მოატყუო ცოტა ადამიანი დიდი ხანი, ბევრი ადამიანი ცოტა ხანი, მაგრამ ყველას ყოველთვის ვერ მოატყუებ". ამას "ქართული ოცნების" ლიდერებიც კარგად აცნობიერებენ და ჩქარობენ, ვიდრე მათი ცრუ დაპირებების ტალღა გადაივლის და მათი ნდობის მანდატი გახუნდება, მოასწრონ მთავარი ოპოზიციური ძალის _ "ნაციონალური მოძრაობის" ლიკვიდირება. მე შეგახსენებთ ექს-პრემიერ ივანიშვილის განცხადებას _ თუ რიტორიკას არ შეცვლიდნენ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, პროკურატურასთან რიგები არ შეწყდებოდა. ასევე, ქალბატონი წულუკიანი საუბრობდა, რომ მისი ამოცანა "ნაციონალური მოძრაობის" განადგურებაა. "ოცნების" სხვა ლიდერების მთელი სახელისუფლო ვერტიკალი, ცნობიერად თუ არაცნობიერად, გრძნობს, რომ "ქართული ოცნებისთვის" "ნაციონალური მოძრაობა" უხერხული მეტოქეა, რომელმაც წარმატებით გაიარა ტესტი პოლიტიკურ მონოლითობაზე, მედეგობაზე და ახლა მათი გამოცდის დრო დგება. ისინი ხვდებიან იმასაც, რომ რადგან ხალხისთვის პურის მიცემა არ შეუძლიათ და სანახაობების ეფექტი გადაივლის, ხალხი რეალურად დაინახავს მათ ნამდვილ სახეს და ძალთა ბალანსი ისევ "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ შეიცვლება. ეს შეუქცევადი პროცესია, პრობლემის არსი მათშივეა _ "ოცნების" ხელისუფლება ხომ შედარებით გამოცდილი, მაგრამ გავლენის არმქონე და გამოუცდელ გავლენიან პირთა ერთობაა. იმთავითვე ნათელია, ვინაიდან ეს ბუნებრივი მოცემულობა არ არის, ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება და მიუხედავად მათი უსუსური მცდელობებისა, ის იმაზე მალე ჩამოიქცევა, ვიდრე ეს "ოცნების" მხარდამჭერებს წარმოუდგენიათ.


_ როგორ შეაფასებდით ამ ეტაპზე მხარეში მიმდინარე პროცესებს?


_ რა არის შესაფასებელი? რაზე ვისაუბრო _ გახშირებულ ქურდობაზე, ყაჩაღობაზე, ზამთარში "მოულოდნელად მოსულ" თოვლზე, უგზოობაზე, უშუქობაზე თუ დაპირებული ახალი სამუშაო ადგილები გაჩნდა სადმე?! ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ შეიქმნა 30 000 ახალი სამუშაო ადგილი. დავიჯერო, აქედან 10 სამუშაო ადგილი მაინც არ შეხვდა გურიას? იქნებ, ერთად ვიპოვოთ ეს ახლად დასაქმებულები? ასევე, ვნახეთ შსს-ს უახლესი სტატისტიკა დანაშაულის კლების თაობაზე. მე არაფერს ვიტყვი, ამის შეფასება მკითხველისთვის მიმინდია.


_ გურია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მწირი რესურსების მქონე რეგიონია, შესაბამისად, დაბალია სოციალური დონე, ჭირს სამუშაო ადგილები... ახალი ადგილობრივი ხელისუფლება აქცენტს სოფლის მეურნეობის განვითარებასა და ბიზნესის ხელშეწყობაზე აკეთებს. თქვენ რაში ხედავთ გამოსავალს?


_ ჩემთვის ცნობილია გურიაში არსებული პრობლემების თაობაზე, მაგრამ, როგორც ვიცი, ამ ეტაპზე მისი გადაჭრის რაიმე გეგმა და რესურსი, სამწუხაროდ, დღევანდელ ხელისუფლებას არ გააჩნია. თქვენ თუ იკითხავთ რაიმე კონკრეტული გეგმის შესახებ, გეტყვიან, რომ შექმნილია სამუშაო ჯგუფი და მიმდინარეობს გეგმის შემუშავება. ეს ხალხისთვის ვერაფერი შეღავათია.


ჩვენ გვახსოვს მათი გეგმა 100 ქარხნის მშენებლობის თაობაზე, რომელზეც შემდეგ თქვეს, ჩვენ საწარმოზე გვქონდა საუბარიო. მერე გადააკეთეს, ეს საწარმოები სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დაფინანსებააო, ბოლოს გაირკვა, რომ თურმე თხას და ძროხას გულისხმობდნენ. ესეც კარგია, მაგრამ, ალბათ დამეთანხმებით, ძროხა და ცხვარი ქარხანა ნამდვილად არ არის.


მათ უნიათობასა და უუნარობაზე ისიც მეტყველებს, რომ უკვე ერთ წელიწადში ერთი მილიარდი ლარით გაერღვათ ბიუჯეტი. ეს ერთი მილიარდი ის თანხაა, რომლითაც, მინიმუმ, პარლამენტის სამ შენობას ააგებდი, რასაც ჩვენ დღემდე გვაყვედრიან. ამ თანხით, ასევე, საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის ცენტრთან დამაკავშირებელი გზის ასფალტის საფარით დაფარვა შეიძლებოდა. შესაძლებელი იყო, აგრეთვე, პენსიების 250 ლარამდე გაზრდა და ა. შ. აღარ გავაგრძელებ _ ყველაფერი ისედაც ნათელია.


_ თქვენ განაცხადეთ, რომ სხვა რეგიონებში გუბერნატორად დანიშნული ყოფილი ძალოვნების ფონზე, გურიას გაუმართლა, გიორგი ჩხაიძის ერთთვიანი საქმიანობა ისევ გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?


_ კორექტულობის და ჯანსაღი ოპონირების ზღვარს არასდროს გადავალთ. მართლა არ ვიცი, ამ ერთ თვეში გუბერნატორმა რისი გაკეთება მოასწრო ან რა უნდა გაეკეთებინა. თუმცა, ვფიქრობ, ალბათ, უკვე გადაუარა თანამდებობაზე ყოფნისა და ტელეეთერში გამოჩენის პირველმა ემოციურმა ფონმა, რაც იმის პირობაა, რომ თანდათან რეალურად გაიაზრებს რეგიონში არსებულ პრობლემებს და მიხვდება, რომ ქვეყანაში არსებული ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური ფონისგან განსხვავებულ კლიმატს რეგიონში მარტო ვერ შექმნის. შესაბამისად, მას ექნება ორი არჩევანი: ან დროულად გადადგეს თანამდებობიდან და დაუბრუნდეს ბიზნესს, რადგან ბიზნესში დრო ფულია, ან პოლიტიკური მოტივებით დარჩეს თანამდებობაზე და შეეგუოს იმას, რომ სათანადო საბიუჯეტო დაფინანსების, სამთავრობო პროგრამების და პროექტების გარეშე ბევრის არაფრის შეცვლა და გაკეთება არ შეუძლია. ასეთ შემთხვევაში კი, მისი პერსპექტივა იქნება სახელისთვის კონკურენცია გაუწიოს გურიის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის "მეოცნებე" გამგებელს, რომელსაც "მადლიერმა" მოსახლეობამ "ქოსატყუილა" შეარქვა.




 ახალი ამბები
  • "კიდევ ერთხელ მეტყვი და შემოგილაწუნებ"-ნატა ფერაძე დააკავესაქტივისტმა ნატა ფერაძემ ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსგენდერ ქალებს "სირცხვილიას" სახელით შეშა მიუტანა, რის შემდეგაც, ის პოლიციამ დააკავა. როგორც ფეისბუქ ლაივში ნატა ფერაძე ჰყვება, პოლიციამ ტრანსგენდერი ქალები დააკავა და ჰომოფობიურად იქცევა. ფერაძე  პოლიციელებს ეკითხება, რის საფუძველზე დააკავეს ტრანსგენდერი ქალი, რის შემდეგაც, მასთან მივიდა  სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი და დაწყნარებისკენ მოუწოდა. "დაწყნარდის კიდევ ერთხელ მეტყვი და შემოგილაწუნებ",_უპასუხა ფერაძემ, რის შემდეგაც ის დააკავეს. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, აქტივისტი ნატა ფერაძე  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული. ეს მუხლი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ამ პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას ... ...
  • სურამში ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული ლ.ლ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს - 1991 წელს დაბადებულ ბ.ნ.-ს, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბ.ნ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, დანაშაულის ჩადენის იარაღი - ცული ნივთმტკიცებად ამოიღეს. მომხდარ შემთხვევამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ მეუღლეებს - ლ.ლ.-სა და ბ.ნ.-ს შორის შესაძლო კონფლიქტის შესახებ განცხადება ან შეტყობინება არ ფიქსირდება. შესაბამისად, მათ შორის შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით ... ...
  • რა ცვლილებებია წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ბიუჯეტი, რომელიც რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, შარშანდელის მსგავსად, წელსაც 40 მლნ ლარია. პროექტების ჩამონათვალში მცირე ცვლილებები შევა და არსებულ კატეგორიებს გზისპირა მოსაცდელები დაემატება. კორექტივები დოკუმენტში, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, გასულ წელს შერჩეული პროექტების ანალიზის შედეგად და საჭიროებებიდან გამომდინარე განისაზღვრა, _ ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტოს გავრცელებულ ინფორმაციაში, ასევე, აღნიშნულია, რომ 2019 წელს, პროგრამის ფარგლებში, 4800-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი გახორციელდა. მუნიციპალიტეტებში სულ 3 ათასზე მეტი საერთო კრება ჩატარდა  და მოსახლეობამ ყველა პროექტი თავად შეარჩია. აქედან, გურიაში გახორციელდა 376 პროექტი, იმერეთში _ 1042 პროექტი, კახეთში _ 366 პროექტი, მცხეთა-მთიანეთში _ 536 პროექტი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში _ 275 პროექტი, სამეგრელო-ზემო სვანეთში _ 1061 პროექტი, სამცხე-ჯავახეთში _ 309 პროექტი, ქვემო ქართლში _ 399 პროექტი და შიდა ქართლში _ 447 პროექტი. ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის გარდა, გასულ წელს, პროექტების გახორციელებისთვის მუნიციპალიტეტების თანადაფინანსებამ 6 მლნ ლარი შეადგინა, თანხები კი შემდეგი კატეგორიების მიხედვით გადანაწილდა: გზების რეაბილიტაცია, გარე განათებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, წყლის სისტემების გამართვა, სასაფლაოს კეთილმოწყობა და სანიაღვრე არხების ... ...
  • დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების დაშლა დაიწყო (ფოტო) დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების დაშლა დაიწყო. ამ წუთებში საახალწლო ნაძვის ხეს შლიან მთაწმინდის პარკის მოედანზე. პარკის შესასვლელში დადგმული ნაძვის ხის დემონტაჟი კი უკვე ... ...
  • ბავშვები ბაღში წასასვლელად ემზადებიან (ფოტოები) ეს ფოტოები ოზურგეთში, ერთ-ერთ სილამაზის სალონში არის გადაღებული. დღეს სალონს ყველაზე მეტად ბავშვები სტუმრობენ, ისინი ბაღში წასასვლელად ემზადებიან. ა(ა)ი.პ.“ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორის, მაკა ჭყონიას თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 20 იანვარს, ორშაბათს განახალდება. “საახალწლო არდადეგები სრულდება და სააღმზრდელო პროცესი 43 საბავშვო ბაღში ორშაბათიდან გაგრძელდება,“ _ გვითხრა მაკა ... ...

არქივი

ზაფრანი

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...

ცოცხის „მაგიური“ ძალა

ბევრ ქვეყანაში არსებობს გარკვეული "ცრურწმენები",...

"წიწაკიანი" ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მორიელი _ ქალი მორიელის გამოხედვა ხერხს...

არსებობს თუ არა ერთი ნახვით სიყვარული

ოდესმე თქვენს ცხოვრებაში მომხდარა ისე,...

ყავის მომზადების რეცეპტები მსოფლიოში

ვიეტნამი - ყავის მომზადების დროს...

როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი

არასდროს უყვიროთ მას - ის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...