"ჩვენ ამით შოკში არ ჩავვარდნილვართ"
ზურაბ ჭიაბერაშვილმა პრესასთან უკვე გააკეთა კომენტარი გუშინ, "იუთუბზე" გავრცელებული ვიდეოს შესახებ.
"ეს არის ხელისუფლების გამუდმებული მცდელობა, რომ ვანო მერაბიშვილი ციხეში ამყოფონ და მას კიდევ ერთი საქმე შეუკერონ", _ ამბობს ჭიაბერაშვილი.
მისივე განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე კვირის წინ აანონსებდა, რომ მალე საზოგადოება გაიგებდა ისეთ ამბავს, რომელიც შოკში ჩააგდებდა ყველას.
"ჩვენ ამით შოკში არ ჩავვარდნილვართ", _ თქვა ჭიაბერაშვილმა.
დღევანდელ სასამართლო პროცესში იგეგმება ვანო მერაბიშვილის დაკითხვა. ჩვენთვის ასევე ხდება ცნობილი, რომ ასევე დაიკითხებიან ყოფილი გუბერნატორები. ამ ეტაპზე არ არის ცნობილი ვინ დაიკითხება კონკრეტულად.