საქართველო vs რუსეთი – ცივილიზაციათა ჯახი თუ შიდაცივილიზაციური კონფლიქტი?

პოლიტიკა

საქართველო vs რუსეთი – ცივილიზაციათა ჯახი თუ შიდაცივილიზაციური კონფლიქტი?

30 სექ. 2011, 10:04:33

საქართველო vs რუსეთი – ცივილიზაციათა ჯახი თუ შიდაცივილიზაციური კონფლიქტი?

(რუსეთის კვლევების საქართველოს ინსიტუტი)

ცნობილი ამერიკელი სოციოლოგი და პოლიტოლოგი სამუელ ფილიპს ჰანტინგტონი თავის გახმაურებულ ისტორიულ-ფილოსოფიურ ტრაქტატში "ცივილიზაციათა ჯახი" (The Clash of Civilizations and the Remaking of World Order 1996) მსოფლიოს ცივილიზაციური მოწყობის პარადიგმა შემოაქვს. მისი მიხედვით იდეოლოგიურ-ბლოკური დაპირისპირების დასრულებასთან დაკავშირებით წინ წამოიწევს ხალხებს შორის ცივილიზაციური განხვავებულობის პრობლემა და მომავლის კონფლიქტები სწორედ ცივილიზაციათა რღვევის ხაზებში მიიღებს განსაკუთრებით მწვავე ხასიათს.

ცივილიზაცია: არის რაიმე საერთო განმსაზღვრელი მახასიათებლების (კულტურა, ენა, რელიგია და ა.შ) მქონე ქვეყნების დიდი კონგლომერატი. როგორც წესი, უმთავრესი განმსაზღვრელი ნიშნად ყველაზე ხშირად რელიგია გვევლინება.

ცივილიზაციები, ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვეულებრივ არსებობენ დიდი დროის განმავლობაში – როგორც წესი ათასწლეულზე მეტი.

ჰანტინგტონი გამოყოფს შემდეგ ცივილიზაციებს:

1. დასავლური ცივილიზაცია

2. ისლამური ცივილიზაცია

3. ინდური ცივილიზაცია

5. იაპონური ცივილიზაცია

6. ლათინოამერიკული ცივილიზაცია

7. მართლმადიდებლური ცივილიზაცია

8. ბუდისტური ცივილიზაცია

9. აფრიკული ცივილიზაცია

არსებობს ცივილიზაციებად დაყოფის სხვა ვარიანტებიც, თუმცა თითქმის ყველა მათგანში საქართველო და რუსეთი ერთ ცივილიზაციად მოიაზრება. მიუხედავად ამისა დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან წინააღმდეგობები მათ შორის განუწყვეტლივ იზრდება და სულ უფრო მწვავე ხასიათს იღებს.

შექმნილი მდგომარეობის ანალიზისთვის მოკლე ისტორიული ექსკურსი:

საქართველო რუსეთის ურთიერთობები ფეოდალურ ხანაში იწყება. XII საუკუნეში ფიქსირდება პირველი დინასტიური ქორწინება. თუმცა მაშინ ურთიერთობები ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა.

XVI საუკუნიდან მოსკოვიის სახელმწიფოს გაძლიერებასთან დაკავშირებით ორმხრივი ურთიერთობების ინტენსივობა მატულობს. ამას გარკვეულწილად ხელს უწყობდა დაახლოებით ამავე პერიოდში ჩამოყალიბებული ორი დიდი მუსულმანური იმპერიის სეფიანთა (იგივე ყიზილბაშური) ირანისა და ოტომანის იმპერიის ("ბრწყინვალე პორტა") აგრესიული პოლიტიკა მეზობელი ქრისტიანული საქართველოს მიმართ. 1555 წელს დადებული ამასიის ზავით ირანმა და ოსმალეთმა საქართველო გაიყვეს. ქართული ელიტა, რომლისთვისაც ამასიის ზავის პირობები მიუღებელი იყო, ცდილობს ახალი მოთამაშის შემოყვანას რეგიონულ პოლიტიკაში.

XVII საუკუნის ბოლოდან მოსკოვში ჩნდება პირველი ქართული კოლონია, რომელიც ძირითადად ფეოდალური კლასის, მათ შორის უმაღლესი არისტოკრატიის წარმომადგენლებისგან შედგება. საერთო სარწმუნეობა და კეთილშობილი წარმომავლობა გზას უხსნის მათ საიმპერატორო სამსახურისკენ. XIX საუკუნის დასაწყისისთვის ეს ადამიანები მტკიცედ არიან ინტეგრირებული რუსულ ელიტაში. ამ ინტეგრაციის ხარისხზე ნათლად მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ, 1812 წლის სამამულო ომში ქართველი მარტო გენერალი 12 იღებდა მონაწილეობას, რომელთაგან ყველაზე სახელგანთქმული პეტრე ბაგრატიონი იყო.

1801 წელს რუსეთის ხელისუფლებამ ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმა და მისი ტერიტორია იმპერიას მიუერთა; 1810 წელს - მეფე სოლომონის დამარცხების შემდეგ იმერეთიც შემოიერთა. 1803-1878 წლებს შორის რუსეთ-თურქეთის ომების შემდეგად რუსეთის იმპერიამ საქართველოს დანარჩენი ტერიტორიებიც მიიერთა.

რუსეთის ხელისუფლება ცდილობდა ქართველების ინტეგრირებას იმპერიაში. რუსულ და ქართულ საზოგადოებას ბევრი საერთო ჰქონდა: მართმადიდებლობა, როგორც ძირითადი რელიგია, ბატონ-ყმობა და მემამულეთა ფენა. მიუხედავად ამისა, რუსული მმართველობის პირველი ათწლეულები საქართველოში მთელი რიგი ანტირუსული აჯანყებებით აღინიშნა. რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ 1832 წლის შეთქმულება იყო, რომელიც საქართველოს უმაღლესი არისტოკრატიის წარმომადგენელი ახალგაზრდობის მიერ იყო ორგანიზებული.

მდგომარეობა შეიცვალა კავკასიის მეფისნაცვლად მიხეილ ვორონცოვის დანიშვნის შემდეგ (1844-54). მან მოახერხა ქართული არისტოკრატიის მომხრობა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომელიც, სხვათაშორის, ჯერ კიდევ საბჭოთა ისტორიოგრაფიამ შენიშნა, ვორონცოვის მიერ საქართველოში ევროპული კულტურისთვის გზის გახსნა გახდა. ვიკიპედია

არამართმადიდებლი ხაალხებისგან განსხვავებით, ქართული თავად-აზნაურობა, რომელის რიცხოვნობა მოსახლეობის 10%-ს აღწევდა, უფლებებში გათანაბრებულ იქნა რუსულ არისტოკრატიასთან. ეს ბატონ-ყმობის გაუქმების შედეგად გაღარიბებული ქართული ფეოდალური კლასისთვის ერთგვარი შეღავათი იყო – მათ მიეცათ საშუალება სახელმწიფო სამსახურში ჩამდგარიყვნენ, რითაც, ფაქტიურად, გაღატაკების საფრთხე აიცილეს.

ბუნებრივია, ადმინისტრაციულ და სამხედრო თანამდებობზე ფართო წარმომადგენლობამ გაზარდა იმპერიაში ინტეგრირების ხარისხი. არსებულ მდგომარეობაზე ნათელ წარმოდგენას გვიქმნის უბრალო სტატისტიკა: პირველი მსოფლიო ომის დასასრულს საქართველოს 40 ათასი ოფიცერი და გენერალი ყავდა.

ფართოდ იყვნენ წარმოდგენილი ქართველები რუსულ რევოლუციაშიც, განსაკუთრებით კი სოცილ-დემოკრატიაში, რომლის ერთ-ერთმა ფრთამ ბოლშევიკებმა საბოლოოდ აიღო ხელისუფლება რევოლუციის შემდეგ. საბჭოთა კავშირის სათავეში ეთნიკური ქართველის ი.ბ.სტალინის მოსვლამ თავისი როლი შეასრულა ქართველების იმპერიაში ინტეგრირების მაღალი ხარისხის შენარჩუნებაში.

ამდენად გასაკვირი არაა თუ რუსებს ისტორიულად საქართველოს მიმართ განსაკუთრებული ემოციური განწყობა ჩამოუყალიბდათ. რუსისათვის ქართველი კულტურულად გაცილებით უფრო ახლობელად აღიქმება, ვიდრე ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მცხოვრები რომელიმე არასლავური ეთნოსი, თუმცა რუსული მხარე ვერ ხედავს ან არ სურს დაინახოს ქართველთა იმპერიაში ინტეგრირების კრახის ჩვენს მიერ არგუმენატდ მოყვანილი მიზეზები.

პერესტროიკა, რომელიც ახალ აზროვნებას, ანუ საბჭოთა კავშირის ხალხებში ლიბერალურ-დემოკრატიული ფასეულობების დანერგვა-კულტივაციას გულისხმობდა კრახით და საბჭოთა კავშირის დაშლით დასრულდა. პუტინის შეფასებით სსრკ-ის დაშლა თანამედროვეობის ყველაზე დიდი კატასტოფა იყო. ახალმა რუსეთმა უარი თქვა დასავლურ ფასეულობებზე და საკმაოდ ბუნდოვანი განვითარების საკუთარი გზა აირჩია. მაშინ როდესაც საქართველო თავის მომავალს განვითარების სწორედ ლიბერალურ-დემოკრატიულ გზაში ხედავს.

აღსანიშნავია, რომ დასავლური ფასულობების პრიორიტეტი ქართული საზოგადოებისთვის ახალი ხილი არ არის. თუ გადავხედავთ რუსეთის იმპერიის პერიოდში საქართველოში გავრცელებულ კულტურულ და პოლიტიკურ მიმდინარეობებს, დავინახავთ, რომ ყველა მათგანი მკაფიოდ გამოხატულ იმ პერიოდისთვის თანამედროვე ევროპულ ხასიათს ატარებს. ვგულისხმობთ რომანტიზმს, "თერგდალეულების", მეორე და მესამე დასების მოღვაწეობას. საბჭოთა პერიოდში რაიმე განსხვავებულ პოლიტიკურ მიმდინარეობაზე საუბარი არ გვიწევს. კულტურული თვალსაზრისით, თუ გადავხედავთ ქართულ ხელოვნებას, იგი მკეთრად განსხვავდება თანადროული რუსული ან სხვა რომელიმე საბჭოთა ხალხისისგან, და ერთგვარ, შეიძლება ითქვას დისიდენტურ ხასიათს ატარებს. ფართო საზოგადოებისთვის ეს ყველაზე კარგად ქართული კინოდან არის ცნობილი.

რუსეთი საქართველოს ყოველთვის განიხილავდა, როგორც საკუთარი, განსაკუთრებული ცივილიზაციის ნაწილს, რომელსაც ჰანტინგტონმა მართმადიდებლური უწოდა. დამოუკიდებლობის პერიოდმა გამოააშკარავა, რომ საქართველოსთვის დასავლური ცივილიზაციის ფასეულობები უფრო მიმზიდველია, და რაც, მთავარია, უფრო ახლობელია ვიდრე ე.წ. მართლმადიდებლურისა.

სწორედ ეს გარემოება გახდა მიზეზი იმისა, რომ საქართველოს გამოსვლა რუსეთის გავლენის ორბიტიდან გაცილებით უფრო მტკივნეულად აღიქმება რუსულ აზროვნებაში, ვიდრე თუნდაც აზერბაიჯანის სწრაფვა დასავლეთისაკენ.

(ვიდეო სიუჟეტში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ივფ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ისტორიკოს დიმიტრ შველიძისა და რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტის ანალიტიკოსის ირაკლი ტორონჯაძის კომენტარები. სიუჟეტში გამოყენებულია მასალები ქართულიკინოფილმებიდან, რომლებიც კიდევ უფრო გასაგებსა და ყურებადს ხდის წინამდებარე პროდუქტს)

განმარტება:

"ჩვენი ინსტიტუტი მუშაობს მრავალ თემაზე, ხოლო წინამდებარე მასალა წარმოადგენს მცდელობას, მოვახდინოთ აღნიშნული თემების პოპულარიზაცია, რათა მივაპყროთ საზოგადოების ყურადღება და ხელი შევუწყოთ ფართო მასებში დისკუსის წახალისებას თემებზე, რომლებიც ვფიქრობთ რომ მნიშვნელოვანია და უნდა ხვდებოდეს ჩვენი საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ამდენად, "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" მხარდაჭერით მომზადებული ეს ანალიტიკური ვიდეო სიუჟეტები არ წარმოადგენენ ინსტიტუტის საბოლოო პროდუქტს. აღნიშნულ საკითხებზე მუშაობას ინსტიტუტი კვლავ აგრძელებს."




 ახალი ამბები
  • ქორწინების რეგისტრაციის წესში ცვლილებები შევიდაიუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ახალი ბრძანებით, ქორწინების სარიტუალო წესი შეიცვალა. შესაბამისი ბრძანება „საკანონმდებლო მაცნეზეა“ ხელმისაწვდომი. კერძოდ, სპეციალური სარიტუალო მომსახურებით და ადგილზე მომსახურებით (შენობის გარეთ მომსახურება) ქორწინების რეგისტრაციისას საქორწინო სივრცეში დასაშვებია დასაქორწინებელ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ მხოლოდ მათი მშობლები, ასევე მოწმეები და ერთი ფოტოოპერატორი. სავალდებულოა საქორწინო სივრცეში მყოფ პირთა შორის რეკომენდებული სოციალური დისტანციის დაცვა. ეს დროებითი წესი თბილისის იუსტიციის სახლის შენობაში მდებარე ქორწინების სახლის მიმართ - 2020 წლის 29 მაისიდან; ხოლო, თბილისში, უზნაძის ქ. №2-ში მდებარე ქორწინების სახლის მიმართ -2020 წლის 31 მაისიდან ... ...
  • ლანჩხუთში დამოუკიდებლობის დღე აღნიშნესსაქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი, სხვა ქალაქების მსგავსად ლანჩხუთშიც მოკრძალებულად აღინიშნა. ტრადიციისამებრ, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ნოე ჟორდანიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს. „მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას საუკუნის წინ დაედო საფუძველი. ნიშანდობლივია, რომ დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი 14 პირი სწორედ ლანჩხუთიდანაა. მინდა მივულოცო თითოეულ ლანჩხუთელს და სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. გამთლიანება, განვითარებულ და ძლიერ საქართველოში ცხოვრებას გისურვებთ“, _ აღნიშნა ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე ... ...
  • ძვირადღირებული ინფრასტრუქტურული პროექტი და უკმაყოფილო მოსახლეობა ლანჩხუთშილანჩხუთში აღმაშენებლის ქუჩის მოსახლეობამ გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართა. საქმე ისაა, რომ ამ ქუჩაზე, რომლიც ავტობანს უნდა დაუკავშირდეს, გარკვეული სახის იფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. აქ იფრასტრუქტურული სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დაიწყო და პროექტის შესაბამისად, რომლის ღირებულებაც ორი მილიონ 900 ათასი ლარია, იგეგმება სანიაღვრე არხების გაახლება, ტროტუარების მოწყობა და გზის საფარის დაგება. თუმცა, ირკვევა, რომ სამუშაოების მიმდინარეობის ხარისხით ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილია და მათი ნაწილი ეჭვობს, რომ სამშენებლო სამუშაოები სტადარტების დარღვევით მიმდინარეობს. მოსახლეობის თქმით, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო მათი ეზოები იტბორება და თუ არ გამოსწორდება არსებული ხარვეზები, სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივები გაცილებით ცუდ მდგომარეობაშია ... ...
  • სალომე სამადაშვილი 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლაზე - არ მახსოვს, რა აქციაზე მელაპარაკებითარ მახსოვს, რა აქციაზე მელაპარაკებით, – ასე უპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოს პირველი არხის კითხვას, რამდენად სწორი იყო 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის ფორმა. „რომელ აქციაზე მეკითხებით. არ მახსოვს, რა აქციაზე მელაპარაკებით. 2011 წლის 26 მაისს რა აქცია გაიმართა, ქალბატონ ბურჯანაძეს გულისხმობთ? თქვენ თუ გულისხმობთ იმას, რომ იყო მცდელობა, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ჩაშლილიყო სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი შესაბამისი ღონისძიებები, რაც ფაქტობრივად იყო თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოზე და ჩვენს სახელმწიფო ინტერესებზე და ეს ყველაფერი ხორციელდებოდა იმ ხალხის მიერ, რომლის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, ყველამ ვიცით, არის მიმართული ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან, ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს უნდა დაეცვა საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესები. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, თუ რა პროცესში მოხდა შესაბამისად ძალის გადამეტება. თუმცა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, განსხვავებით, მაგალითად, როდესაც გავრილოვის პარლამენტში მომყვანმა ხელისუფლებამ შემდგომ დაარბია საკუთარი თანამოქალაქეები და დღემდე გამოუძიებელი რჩება ყველა ეს საქმე და დაზარებულის სტატუსიც არ მიუნიჭებიათ იმ ადამიანებისთვის, ვისაც რეზინის ტყვიები ესროლა „ქართულმა ოცნებამ“ სერგეი გავრილოვის გამო, განსხვავებით ამისგან, მე რამდენადაც მახსოვს, 26 მაისს ძალის გადამეტების შემთხვევები იყო გამოძიებული და შესაბამისად, დასჯილი“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა. კითხვაზე, უქმნის თუ არა უხერხულობას ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა: „მე მიმაჩნია, რომ მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებსაც მე შეიძლება ბევრ რამეში არ ვეთანხმები, აქვთ უფლება, მიიღონ მონაწილეობა დემოკრატიულ თავისუფალ არჩევნებში ქვეყანაში, რადგან ქართველმა ხალხმა უნდა განსაზღვროს, ვის მიანიჭებს ის ნდობას და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი შესაბამის პასუხს გასცემს არჩევნებზე ყველა პოლიტიკოსის პირად გადაწყვეტილებას და პოლიტიკურ არჩევანს, თუმცა თავისუფალ არჩევნებში მონაწილეობის მიღება და დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებული არჩევნების უფლება აქვს ყველა პოლიტიკურ ძალას, მიუხედავად იმისა, თუ მე რას ვფიქრობ მათ შეხედულებებზე“. წყარო:  ... ...
  • რა ცვლილებები შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტშისაქართელოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ცვლილებები შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. პროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი და ირაკლი კობახიძე არიან. „რეგლამენტში ცვლილების განხორციელება გამოწვეულია იმით, რომ კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებით იცვლება მათ შორის, დასახელებებიც. კონსტიტუციაში წერია, სიტყვა - ოპოზიცია და არ არის უმცირესობა, შესაბამისად, ხდება პარლამენტის სტრუქტურის ოპტიმიზაცია, მათ შორის კომიტეტებისაც. ასევე, კონკრეტდება საპარლამენტო ცხოვრებაში როგორც უმრავლესობაში შემავალი ასევე, ოპოზიციაში არსებული ფრაქციების მონაწილეობა. როგორც ასეთი, სუბიექტები - უმრავლესობა და უმცირესობა აღარ იქნება. აუცილებლად იქნება ის, რომ პარლამენტის წევრების უმრავლესობა - მინიმუმ 76 პარლამენტის წევრი მთავრობას ჩამოაყალიბებს, მაგრამ უმრავლესობა, როგორც საპარლამენტო სუბიექტი, რომელსაც თავისი აპარატი ეყოლება - ეს აღარ იქნება", განმარტა საპროცედური საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა. მისი თქმით, უმრავლესობაში შესვლის უფლება აქვს როგორც ფრაქციას ასევე, უფრაქციო პარლამენტის წევრებს. ხოლო, საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი ყველა ფრაქცია და უფრაქციო დეპუტატი იქნება ოპოზიცია. რეგლამენტის ახალი პროექტით, ერთი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ან/და საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრების მიერ საერთო ფრაქციის შექმნა დაუშვებელია. პარლამენტის ყველა წევრი, რომელიც არ შედის საპარლამენტო უმრავლესობაში, განეკუთვნება საპარლამენტო ოპოზიციას. „ოპოზიცია იქნება ყველა ის დეპუტატი, რომელიც იქნება უმრავლესობის გარეთ. აი ეს ცვლილებები იწვევს ყველა სხვადასხვა მუხლებში ცვლილების განხორციელებას, რადგან დამოუკიდებელი დეპუტატის ნაცვლად, იქნება უფრაქციო დეპუტატი, ეს ასევე იწვევს კვოტების განაწილების წესის ცვლილებას, ასევე ვიცესპიკერების განაწილების კვოტებს და არეგულირებს კომიტეტის თავმჯდომარეების, მისი მოადგილეების განაწილების პროცესს. ძირეული ცვლილებები არის ის რომ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა როგორც უმრავლესობის და უმცირესობის არარსებობის და უმრავლესი წევრების შეკრების სახით, ასევე კვოტების განაწილების სახით", - განმარტა კანონპროექტის ერთ-ერთმნა ინიციატორმა. მისი თქმით, მცირდება ვიცესპიკერების რაოდენობა, და იგი ჩამოვიდა სამზე, მათ შორის ერთი კვოტა არის ოპოზიციის. საკანონმდებლო ინიციატივის სახით, ცვლილება ასევე ეხება კომიტეტების შემცირებას. ახალი რეგლამენტით პარლამენტს სულ სულ განსაზღვრულია 13 კომიტეტი ეყოლება. ესენია: • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის; • განათლებისა და მეცნიერების; • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების; • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის; • ევროპასთან ინტეგრაციის; • თავდაცვისა და უშიშროების; • იურიდიულ საკითხთა; • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის; • საგარეო ურთიერთობათა; • საპროცედურო საკითხთა და წესების; • საფინანსო-საბიუჯეტო; • კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და დიასპორის საკითხთა; • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა.". „აგრარულ საკითხთა კომიტეტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან გაერთიანდება, ხოლო დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის შემთხვევაში, შესაბამისი მიმართულება გაერთიანდება კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საკითხებთან ერთად, ერთ კომიტეტში; თავის მხრივ, კულტურის კომპონენტი გამოეყოფა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს. პარლამენტის რეგლამენტში განსახორციელებელი ცვლილებები თანმდევ პროექტებში ცვლილებას იწვევს , რაც ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა. ეს ცვლილებები ამოქმედდება მეათე მოწვევის პარლამენტისთვის, რომელსაც საშუალება ექნება დაიწყოს ფუნქციონირება ახალი კონსტიტუციის და პარლამენტის ახალი რეგლამენტის შესაბამისად", - განაცხადა გურამ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?